შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამეს რას ედრები ...


15-02-2019, 13:31
ნანახია 1 602

შავი ღამე ვარო გაიძახი
დიდი ამბიციით,
თითქოს მომავალი შენს წარსულში გლოვით გაიცვითა.
ძველი როიალის ამოვარდნილ, აშლილ კლავიშივით,
შენი შეკეთება არ გსურდა ან სულაც არ გიცდია.

ღამეს რას ედრები უგულოა...
ჩუმი...
უარაფრო...
გვირაბს რად დაუდგი კარიბჭენი ორივ გასასვლელთან.
უნდა გაიღიმო, სიცოცხლეში ბევრი უნდა ნახო,
სანამ შეეჩვიე სევდას,
დარდს და
მუდმივ დამარცხებას.

უნდა მოიარო ფეხშიშველმა ყველა მინდორ-ველი,
უნდა ესაუბრო მომცინარმა ჩიტებს ალიონზე.
უნდა დაიყენო შენზე სუსტი ძლიერ მხარის გვერდით,
უნდა დაივიწყო ცხოვრებასთან რაც კი რამ იომე.

შენ მას რას მოუგებ ...
ჭაობია თვალით უხილავი,
თუკი გაიღიმებ ფრთებს შეგასხამს მისი ნეტარება.
მუდამ მტირალი და გადაგორილ ღამით უძინარი
არვის ენდომები...
ვერ გამოცდი გრძნობის მღელვარებას.

ან მე შემომხედე
ჩემი თავი სიკვდილს გამოვტაცე,
მაგრამ ვიღიმი და თავს ვაჯერებ რომ ეს სამოთხეა.
სადაც ტკივილები ერთ ღიმილში ისე გამოვხატე,
მოვრჩი ცის ცქერას და ხელმისაწვდომ მიწას განშორებას.

შავი ღამე ვარო რომ იძახი
ღამეს რას ედრები,
ღამე გათენდება გამოიხსამს დილის მარგალიტებს.
ცოტა დრო გავა და ვერც გაიგებ ისე დაბერდები,
ვიღაც შეგხედავს და დამჭკნარ სხეულს მზერას აგარიდებს.

ძლიერ გვიანია სინანული მერე დამიჯერე,
როგორც ოცნებების დამსხვრევა და შემდეგ გამთელება.
უნდა აიტანო დღეს მთელ სულზე ფეხს თუ გაბიჯებენ,
უნდა აიტანო რადგან ღამე მუდამ გათენდება.

შავი ღამე ვარო კვლავ გაჰკივი,
თითქოს თავსაც იკლავ,
როცა ცოდვა არის კვდებოდე და სუნთქვას არ ბრძოლობდე.
უფლის დაიჯერე!
სიბნელეში მუდამ გვერდს რომ გიდგას,
ღამე არ ყოფილა დილის მადლი თან რომ არ ჰქონოდეს.

ჩუმი 'პოეტესა'



ისეთი ლამაზიაა თითოეული სიტყვა და ისეთი ნაზი...გინდება იკითხო,იკითხო დაუსრულებლად...გრძნობისფერია ყვეკა სიტყვა და ყველა აბზაცი..არაჩვეულებრივია

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ო, გულუბრყვილო სულს რა გესმის შავი ქაოსის,
მე ის ცეცხლი ვარ, თვით სოდომში რომ მოინათლა,
სად იყო დილა, მათ გულებში იმედს დაოსილს,
ცეცხლის მათრახი სხეულებს რომ უნთებდა სანთლად?

სად იყო მაშინ განთიადი, როცა პარიზში,
სტუმრად წვეულნი სათათბიროდ ძილში დათოფეს,
როცა ბავშვები შიგ ჩაახრჩვეს მამების სისხლში,
რად გაერიდა მაშინ დილა ყულფს და სათოფურს?!

სად იყო დილა?! მიპასუხე, მცველო სინათლის,
როდესაც გვირგვინს წაატანა ჯალათმა ხელი,
არ მოისმინა განა თავად დილამ სიმართლე,
რად არ მოიღო დედოფალზე წყალობა ქველი?!

არ უყვარს, დასვრა თქვენს განთიადს სისხლით ხელების,
და ამიტომაც მე წყვდიადის ბნელი ქაოსი,
კაცობრიობის სისხლით მთვრალი ლუვრში ვეგდები,
და თავის ქალებს გადავითვლი ასუნსაოსი..

მე დამარცხება თავად ვიცი, ბედად მეწერა,
სინათლის ჩრდილში ვგდივარ, როგორც ტყეში ნეკერი,
რომ თვით სიკეთე უმიზეზოდ გადამემტერა,
და მერე ღმერთთან შერიგება ვეღარ შევძელი..

მე წყვდიადი ვარ.. ვინც არ მიცნობს და ვინც არ იცის,
ბედდაწყევლილი რაინდივით დაჰგმობს ცხოვრებას,
აღარც შენ მოხვალ, თენდება და ვერც შენ დაგიცდი,
რადგან მზის სხივი აიტაცებს ზე შენს ოცნებას..

იყო ტრაურა.. თალხმოსილი როგორც სიკვდილი,
ხომ პატივია შენი შურდეთ ამ ქვეყანაზე,
მოვა ვნებების ქარიშხალთა უღვთო შიმშილი,
და მერე ნდომით დაცემული დაწერ ამაზეც..

ჰლანძღავდნენ იმას, ვინც მათ ცოდვას ბნელში ჰმალავდა,
რათა სიყვარულს სარეცელი არ შებღალვოდა,
ადამიანთა ბნელ სულს ღამეც ვერ აუვიდა,
და სათნოება ღრუბლის მთებში ღვთის მზედ აალდა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent