თვალთა მაგია
შავი თვალები ღამეა ბნელი მის უკუნეთში დავიკარგები, შავი თვალები ცეცხლია მწველი ერთი ნახვითაც დავიდაგები. შავი თვალები ძლიერ ცოდვილი ათასი გულის დამპყრობელია, მისი ალერსით გულდაკოდილი ქვეყნად მიჯნური ბევრზედ-ბევრია. შავი თვალების ბნელ საბურველში ლურჯი თვალები მომენატრება და გზააბნეულს ვნებათღელვაში ცისებრ ლაჟვარდი მომელანდება. ლურჯი თვალები ზღვაა პირქუში, ნუ მიენდობი მის ფსკერს, უძიროს მის ციაგს ცისფერს, როგორც ძილქუშში დატყვევებულმა უნდა ვუმზირო. ლურჯი თვალები ბანგს აფრქვევს ძლიერს, სხეულს მიწამლავს, როგორც სტროფანტი სიყვარულიდან მწყურვალს და მშიერს ისე მიზიდავს ვით ანდამანტი. ლურჯი თვალების ლაჟვარდს შემყურე თაფლისფერ თვალებს ვენაცვალები გულში ვიტოვებ მის ნათელ ფერებს და ტკბილ ბადაგად დავიშაქრები. თაფლისფერ თვალებს რა შეედრება, ისე ტკბილია, როგორც ნექტარი, ცეცხლს მინთებს გულში მიჯნურობისა და მეც ვაღმერთებ მისებრ ნეტარი. თაფლისფერ თვალებს არ ენდო ოღონდ, ნელა გაგახვევს ტრფობის ბადეში სულს აგიჩქროლებს, დაგისაკუთრებს და შენც ჩახედავ მიჯნურს თვალებში. ათას თვალების მღელავ ტალღებში, ერთხელაც, როცა გადავიღლები, ერთს გამოვარჩევ ურიცხვ თვალებში და მის ხატებას ქვეშ გავეგები. ლექსის აუდიოვერსიის მოსასნენად, გადადით ლინკზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.