შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გაღიმების რენესანსი


18-08-2019, 17:28
ავტორი shmagidzia
ნანახია 2 031

სითბო არ დატოვო გულის მიღმა,
ცაზე იხატება მთვარის დასი,
ჩემი ძირითადი ინსტიქტი ხარ,
ჩემი გაღიმების რენესანსი.

ხაზი გადაუსვი სხვას რაც უთქვამს,
გრძნობაც შენია და სიყვარულიც,
შენ ხარ ბოლოს წინა ამოსუნთქვა,
გულის გაძგერება ფინალური.

და შენ ვერ გახდები მცირე ისე
როგორც დახეული ბილეთები,
როგორც გაზაფხულის პირველი მზე,
როგორც დასანგრევი იმედები.

გარეთ გაზაფხულზე გავიდოდი,
შენ რომ ღიმილებით შემემჩნიე,
თითქოს რითმებივით გამირბოდი,
მაგრამ მუზასავით შემეჩვიე.

შენი სიყვარული მომანათე,
თორემ უშენობამ გამაწვალა,
მე ვარ ის ბებერი მოსამართლე,
შენ კი მოფრთხიალე ცასწავალა.

თითქოს ძველი წლებიც მომელანდა,
გულს რომ ყოველ ღამე მისერავდნენ,
შენ ხარ უსასრულო ოცნება და
ჩემი გათენების სიფერადე.

შმაგი წიკლაური



№1 სტუმარი MARİAMİ TCHANTURİA

მე ძალიან მომეწონა ძან ლამაზი იყო მეგობრებო

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგია! მომწონს!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი ქრისტინე წულეისკირი

ძალიან კარგია, მომეწონა,
ყოჩაღ შმაგი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent