დედის სურნელი
დედაჩემისგან მოვდიოდი ( საიდან საით ), ეს ირონიაც უადგილო მგონია ახლა. გავაღე ჩემთვის აკრძალული ურდული კარის და დავიკარგე .... ვცდილობ, მაგრამ ვერ ვიგებ სად ვარ. ვინვარ და რა მსურს ცხოვრებისგან ან რა სურს ჩემგან, კარგი ვიყავი გეფიცები ბავშვური მზერით. მხოლოდ შენ მიცნობ დედაჩემო - შენ ჩემო დედა, მე მაპატიე გამუდმებით გტკენ და ვერ გშველი. შემცივდა დედი, მომახვიე შენი სურნელი, კვლავ ჩამიხუტე, როგორც მაშინ როცა პატარას, სიცხისგან ლოყებაწიათლებულს მომხვიე ხელი და როცა შენი თბილი კალთა ყველგან მფარავდა. არ მაშინებდა ახალი დღის ზრახვები ჩუმი, არ მაშინებდა დედაჩემო ქარი და სეტყვა , იცოდი ყველა წუხილი და ნადები გულის, ახლა კი ჩემს თავს, რომ ვუყურებ მეც ვეღარ ვხედავ, საიდან საით ... სიცოცხლიდან სიკვდილის ზღვაში, და კვლავ ცრემლებით დავასველე ბოლო ფურცელი. მხოლოდ შენ მწამხარ, ვერ გრძნობ, მაგრამ ყოველთვის მწამდი, რას არ დავთმობ, რომ წამით ვიგრძნო შენი სურნელი. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.