სიყვარულის მედროვე..
აწვებიან რხევები.. მიდამოთა ექოებს, ღამურები ეძებენ ალბათ სადმე შესაფარს, არ ვყოფილვარ არასდროს სიყვარულის მედროვე, და ყოველთვის მიღირდა იდეალი შენახვად.. შემოვიდნენ შუკები ფართო მოსახვევებში, და წყვდიადის ფარდაგი შემოხიეს უჩუმრად, ფოსფორის მზე აენთო ლუციფერის ხელებში სინათლეზე სოროში შეცუნცულდა წრუწუნა.. ჩაძინებულ ქალაქში, ერთი სახლის ფანჯარას მთვარის შუქი ანათებს.. მნათობს ვნება ერევა.. მხატვრის მოქნილ ხელებში ფუნჯებიან სათითეს, დაუწყია სხეულთან ემოციის შერევა.. უსვამს გრძნობებს ოსტატი ციებიან ტილოზე, და ფიქრები თავხედი იბეჭდება ანდაზად, ვიღაც ბებერ კლავიშებს ხისფერ პიანინოზე, აღტაცებას უწუნებს.. ყველაფერი განაზდა.. ფოსფორივით ფეხები კედელს მიწებებია, ფუნჯი ლამაზ ტერფებს, სწრაფად ადი ჩამოდის, მხატვარს უფლის მიბაძვა ასე უნებებია, და ათასგვარ ფერებად ფუნჯს სურვილი გადმოსდის.. ხატავს ხელი მხატვარის.. მაგრამ ქმნიან ფიქრები.. ო რა კარგად მიმალა, სულის იდუმალება, თუ ოდესმე ვერ დავწერ.. მეც მხატვარი ვიქნები.. ო, ამ ბნელ სილუეტში რა აღარ იმალება.. დაასრულა ნახატი.. თავად იდუმალება.. შემოსცქერის უმანკო მთვარეულის ბაგიდან, მის მთვარეულ მზერას რომ არა დაემალება, ამას მოწმობს ფერებით ალეწილი მაგიდა.. ჩამოეშვნენ ფარდები... ნუღარ დაგვიანდები.. დღეებმაც რომ იჩქარეს ღამეებთან ღალატი, მიმელულა თვალები.. შენ მზეს ნაგვიანები.. ფოსფორისფერ თვალებით თავე მადგა ჯალათი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.