შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების მეფე


29-09-2019, 11:23
ავტორი Zuka Ghviniashvili
ნანახია 1 365

ერთი სოფელი მენახა, მწვანე ბალახით მოსილი,
მჩქეფარე ხალხის გულისთვის, საკეთილოდ შემოსილი.
სოფელში ცოტას ნახავდით, მაგრამ სიყვარულს გაიგებთ,
რა არის ძმობის გაგება, წამში ქცევად გადაიღებთ.
სოფელში კაცი ჩნდებოდა, სევდით, ღიმილით ნამღერი,
ხალხს არას გაუბედავდა, სიკეთით იყო ნამქერი.
გარეთ ძმა ჰყავდა წასული, წასული დავიწყებული,
ძმამ ქვები მისცა სოფელსო, არაფრად დაპირებული.
კაცი გრძნობებს იკავებდა, შიგნიდან ჰქონდა ყვირილი,
ძველი დრო ახსენდებოდა, ბავშვივით მორთო ტირილი.
აიღო ფურცლის ნაგლეჯი, დაიწყო გრძნობის გადმოსვლა,
ვერ მოახერხა როგორმე, გრძნობის ხიდების ჩამოშლა.
მაინც ჩაწერა ნაფიქრი, გრძნობები გამოილია,
სად ხარ კაცის ძმა უშველე, პოეტად გამოთლილია!
არა სჩანს მაინც მისი ძმა, ნიჭის გალანძღვა არჩია,
იქ სულ სხვა უყვარს, სხვას იცნობს, ძმა ვეღარ გამოარჩია.
კაცმა აიღო ფურცელი, გაიქცა ძმის მოსაძებნად,
სამი დღე-ღამე იარა, მწვერვალის გამოსაძერწად.
მიადგა! ძმასთან მივიდა, მიუგო - ლექსი აიღე,
აღარ მომგვარო უკან და სულ შენი იყოს, წაიღე!
ძმამ ფურცელს ისე დახედა, თითქოს არაფრად არგია,
თითქოს წაკითხვას არ ლამობს, თითქოს უბრალო ბარგია.
მაგრამ ძმის თვალებს შეხედა, კრავის თვალები ეკერა,
დაიწყო მაშინ წაკითხვა, წერილში ესე ეწერა:
ღმერთო შენ ხარ ერთადერთი, ამ ტვირთს ვეღარ ვატარებ,
ომიც ვიცი, კარგიც ვიცი, ნუღა შემომატარებ.
დედა მყავდა, მიესვენა, შავი მიწის ყვავილებს,
მოდი ჩემთან და მომკალი, ესე გააადვილებს.
თუ კი ოდეს რამე მქონდა, სოფელიღა დამრჩა წილად,
მეგობრები, მეზობლები, იყოფიან რვა ნაწილად.
მათი თეთრი ხასიათი, ალამაზებს ჩემს სიცოცხლეს,
მაგრამ სადღა გავიხედო, დედას ვინღა გამიცოცხლებს?
ძმაც კი ქალაქს მისდგომია, აღარ ესმის ჩემი ფიქრის,
ვეღარ ვარკვევ საით წავალ, ჩემი გრძნობა გადამივლის.
მიმასვენეთ მეც იქ, მიწას, იქნებ ოდეს შევხვდე ოჯახს,
ვიზეიმებთ, ვიქეიფებთ, სულ შევავსებთ მთლიან ოთახს.
როცა მორჩა ძმა მის კითხვას, შეინიშნა თვალზე ცრემლი,
გაშტერებულს ელდა ეცა - აღარაფერს აღარ ველი!
წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა, უფრო მისცა მას საშველი,
გაიწია მისი ძმისკენ, მიაშტერდა როგორც შველი.
უთხრა - შენ ხარ კაცი ჩვენი, კაცი, ჩვენი გადამრჩენი,
არ წახვიდე, დარჩი აქვე, მე მაქვს შენთვის დასარჩენი.
ნახოს ხალხმა შენი გრძნობა, რას იძახის შენი გული,
ვერ გავბედავ ასე იყოს, შენი ლექსი დამალული.
კაცმა მის ძმას სიტყვა მისცა, არ მჭირდება აქ დარჩენა,
ჩემ მიზანს ხომ მივაღწიე, შენი იყო გადარჩენა.
აგიხილე ახლა თვალი, დაინახე ჩემი ხედვა,
ჩემი ლექსი წაიკითხე, სულ მოგიწევს გადახედვა.
წავალ ახლა ჩემი გზისკენ, მივალ ჩემი სახლის კართან,
მივალ ფრთხილად, დავიჩოქებ ჩემი მარიამის ხატთან.
ვეტყვი დედას მოუფრთხილდეს, არ მოაკლოს მზრუნველობა,
მეც დავჯდები დედის გვერდით, რომ მივუძღვნა მფარველობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent