შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმდნენ ხმოვნები...


5-11-2019, 18:38
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 094

ახლა ბალი აქვთ ქართულ ასოებს
გამოიცეკვა რა ჰაემ ანი,
ღმერთო.. ბ ისე გასუქებულა,
ქართულ შრიფტითაც ვეღარ ვიცანი

რა იქნა სირჩა?! გთხოვთ, მეც დამისხით..
აჰა, მომართვეს ხონჩით ატამი..
თქვენც სამათხოვრო ნუთუ გამიხდით?!
სადაა პ?! ყველს რა შევატანო?!

დუმდენ ხმოვნები.. ჰქუხდნენ ლიმფები
და ვენის კედლებს ურტყავდნენ კეფას,
გთხოვთ, თუ უეცრად აღარ ვიქნები,
ნურც ჩემს საფლავზე ნუ შეწყვეტთ ყეფას..

წამსკდა ცხვირიდან მგონია სისხლი,
რაც ვჭამე ისიც ხორხში ამომდის,
ამ სილუეტებს რა თავში ვიხლი,
თუ წყვდიადიდან არვინ გამოდის?!

თვალთ მიბნელდება.. წუხელ ვკვდებოდი..
და რაღა მაშინ მოჰკლეს ზოზია..
გვერდით მყავდნენ და შურით სკდებოდნენ
პროფილში ყველა ანგელოზია..

არ ველი მეფეს.. უკვე დაეცა..
სამგორთან ახლოს ისრით განგმირეს..
ამ ცხოვრებისკენ თვალი გამექცა
ერთხელ..მაშინაც მწარედ დამცინეს

ჩემო კალამო.. წერით დაღლილო..
ჩემო კლავიშო.. ხელით ნაცვეთო..
ისეთს ნუ დაწერ, როცა მოვკვდები
ყველა ბუმბერაზს გადავამეტო..

ყურში ჩამესმის ვერცხლის წკრიალი,
ეს მერამდენედ.. მამავ.. გაგყიდეს..
ცხვირს გამიმრუდებს დანის ტრიალი
ქვეყნად ყოველთა ცოდვის ამკიდეს..

სიცილით კვდება ჩემი სიზიფე,
ჩამიდენია რა ქაჯობები..
ოდესმე, ძმაო, სისულელეში,
ვერ ვიფიქრებდი თუ მაჯობებდი..

მინელდა იქით თეთრი სინათლე..
ეს ცხოვრებაც ხომ ანეგტოტია,
გულზე დაგადგეთ ჩემი სიმართლე..
ჯერ თქვენთან არა.. ჩემთან მოდიან..



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგია, ძალიან კარგი! ❤️
არავის ჰგავხარ, ჩამოყალიბებული პოეტი ხარ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
კარგია, ძალიან კარგი! ❤️
არავის ჰგავხარ, ჩამოყალიბებული პოეტი ხარ!


დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის heart_eyes
ჩემთვის დიდი პატივია ამხელა კომპლიმენტი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent