შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპერწკლები


28-11-2019, 12:23
ავტორი autumnsun
ნანახია 1 210

შემოდგომის მარწუხებში მთვარე მშვიდად თვლემს,
მე კი, შენი ხმა გულის ბიძგს მიმძაფრებს.
იქნებ დაუბრუნდათ შენს თვალებს სილაღე,
იქნებ მომაკვდავი მზე მართლაც იმარჯვებს.

დავეძებ ქუჩებში შენი ხმის ანარეკლს,
შენს სახელს გავყვირი, ამ გულით ნატარებს.
ჭადრის ხეს ნაცნობი სახელი ახარებს,
მაგრამ შენი გზის მისამართს არ მაძლევს.

ვიცი,რომ არ გესმის ხეების სიმღერა,
მე კი ვიცი, რომ მზემაც შენ გიმღერა
და ამ მრავალი ნოტის სარტყელმა,
მაგ შენს თვალებზე სიმღერა დაწერა.

ჩემს ლექსებს მე შენი სახელი დავარქვი,
მთვარის ნათება საჩუქრად მოგართვი
და შენს თვალებში მბუდავი სანათი,
კვლავ შემოდგომასავით დამნათის

შენზე ფიქრები ნაპერწკლად დაყრია ხეს,
მისი ფოთლები ისევ შენს ღიმილზე წერს.
ვიცი,რომ ისევ ჩამკიდებ ხელს,
ჩემი თითები ხო შემოდგომის სიმბოლოდ გღწერს.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

[i][/i]ძალიან მომეწონა ეს ლექსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent