შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს


12-12-2019, 04:14
ავტორი Saba Sisauri
ნანახია 2 359

ის მინდოდა ჩემს მკლავებზე,
რომ მენახე მძინარე
გრძნობებიმაქვს...თითქოს
ჯებირს ეხეთქება მდინარე

მერამდენედ მესიზმრება
შენი ლურჯი თვალები
აღარ მინდა მე ასეთი
ძილი განაწვალები

აღარ მინდა რომ სიზმარში
გეძახოდე სიცოცხლეს
გული ამდენ ტანჯვისაგან
უკვე ვეღარ იცოცხლებს

უკუნითსაც მინათებდა
შენი ერთი ღიმილი
ლახვარი მაქვს ჩასობილი
ჩვევად მექცა ტკივილი

მითხრეს ამდენს ნუდარდობო...
კაცია და გუნება
მეხომ შენი შესადარი
არვინ არ მეგულება

და აღმოვჩნდი მონატრებას
მე მსხვერპლად შეწირული
სიყვარულის ლაბირინთში
სულ მარტოდ დაკარგული

ვეძიებდი შენს სახეს და
მაინც ვერსად ვპოვე
გულის კარზედ მიგაბი
და მაინც მიმატოვე

იმედია თავს დავაღწევ
ალბათ დრო მჭირდება
ასე როგორ მოახერხე
გულზედ ჩაჭიდება

განა ასე ძნელი არის?
მაინც დაგივიწყებ
სიცოცხლე არ მორჩენილა
მე თავიდან ვიწყებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent