შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის სიკვდილი(Everything is finished)


19-12-2019, 16:02
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 417

არ ვიცი, არ ვიცი ამ გრძნობას როგორ კლავ,
და ვგონებ არასდროს, არასდროს რომ მოვრწყავ.
კვლავ წავალ, კვლავ წავალ, აქედან გავქრები
და ალბათ ოდესღაც ვინმესთან გავთბები.

დღეს უკვე უარვყოფ ჩემს ნათქვამ ბევრ სიტყვას,
მივხვდი, რომ ეს გრძნობა მუდმივი არ არის.
ალბათ მე უარვყოფ, რომ დღეს მე ის მიყვარს,
მე შთაბეჭდილებას ვტოვებ დღეს გამქრალის.

სისხლში ამოსვრილი კვლავ გზას მივუყვები
და ისევ არ ვიღებ ხმას მე ამ საკითხზე.
ალბათ მე იმისკენ აღარ მივბრუნდები,
იცი? შენ თუ გინდა მოდი და გამკიცხე.

ალბათ დავიღალე მეც კი ამ ყველაფრით
და სასუნთქ აპარატს ხელს აღარ მოვკიდებ.
თქვენ ხომ კვლავაც ჩემით თოჯინას კერავდით,
დღეს მოვკლათ ეს გრძნობა და არ შემოხვიდე.

ეს ტყვია ვაჭამოთ, ეგ დანა ჩავარტყათ,
ეს სისხლი დავლიოთ არფერი აღარ ვთქვათ.
დაე ეს წამება იყოს საბოლოო,
თურმე გულმა მთხოვა აღარ გამბოლოო.

არ გთხოვ, გეუბნები აღარ მსურს ბაზარი,
რადგანაც ეს გრძნობა არს გარდამავალი.
იმასაც ვერ ხვდები თუ რამდენს განვიცდი,
იცი? იმედი მაქვს არასდროს დამიცდი.

ამ სისხლის გუბეში ჩვენ ერთად ვიხრჩობით,
თავს მალე დავაღწევ ამ არარაობას.
ალბათ მე თქვენ ხალხნო ყველანი მიხმობდით,
მეტყოდით იმ გრძნობის კვლავ აქ ამ რაობას.

დროა ჩვენც წავიდეთ, დროა განვიყაროთ,
შეწყდა აქ ჩვენთვის გზა კვლავ ერთად სავალი.
თუ გსურს ამ გაყრის წინ ერთად გავიაროთ,
ოღონდაც არ გვინდა ჩვენ აყალმაყალი

არ მინდა, არ მინდა მე შენი დარჩენა
და მე არ მჭირდება გრძნობის გადარჩენა.
მივდივარ, აღარ ხარ შენ ჩემი საზღვარი
და სხვაგან ვიქნები მე უფრო გამთბარი.

აქ მოვრჩი, დავუსვი ყველაფერს წერტილი.
თითქოს მე წავედი და მაინც მე ვტირი.
ცრემლები არ ნიშნავს რომ ვნანობ ამ წასვლას.
ასე სჯობს, დავიწყებ მე ახალ აღმასვლას.



№1  offline წევრი Mezgvauri

აქ მოვრჩი, დავუსვი ყველაფერს წერტილი.
თითქოს მე წავედი და მაინც მე ვტირი.
ცრემლები არ ნიშნავს რომ ვნანობ ამ წასვლას.
ასე სჯობს, დავიწყებ მე ახალ აღმასვლას.

Magaria !

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Mezgvauri
აქ მოვრჩი, დავუსვი ყველაფერს წერტილი.
თითქოს მე წავედი და მაინც მე ვტირი.
ცრემლები არ ნიშნავს რომ ვნანობ ამ წასვლას.
ასე სჯობს, დავიწყებ მე ახალ აღმასვლას.

Magaria !

დიდი მადლობაა heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent