იქ სადაც...
იქ, სადაც მე ვარ, ყოველთვის წვიმს და მე ეს წვიმა სიხარულს მგვრის. იქ, სადაც ვდგავარ, ყოველთვის თოვს და თითქოს თოვლი დარჩენას მთხოვს. იქ, სადაც ვდგავარ, სულ ყველა დუღს და ზოგი ჩემზე მუდმივად წუხს. იქ, სადაც ვზივარ, მე ბევრი მწყინს და თქვენი სიტყვით ნუ მი**ნავთ ტვინს. იქ, სადაც ვცხოვრობ, ვერავინ მცნობს და ბევრიც ხშირად ტყუილად მგმობს. იქ, სადაც მე ვწერ, ღალატს აქვს დრო, რომელმაც არც მე არ დამინდო. იქ, სადაც ვმღერი, დამცინის ბრბო, რადგან მე ვერვინ ვერ შემიცნო. იქ, სადაც ვდუღვარ, ჩერდება დღე და ღამე მე მთხოვს: "ნუ გადამდე". იქ, სადაც ვწუხვარ, მე მტოვებს ყველა, ამ ანგელოზმაც თავს დამახველა. მაგრამ აქ რჩება ნათელი სხივი, რომელიც არის დღეს მრავალმხრივი. იქ, სადაც მკლავენ, ცოცხლდება ლექსი, დღეს ჩემში აქ კლავს გოგენს რუბენსი. იქ, სადაც მტკივა, იწყება ღამე, რადგანაც მხოლოდ ეს დრო ვიწამე. იქ, სადაც მე ვარ, ყოველთვის წვიმს და მე ეს წვიმა სიხარულს მგვრის. იქ, სადაც ვდგავარ, ყოველთვის თოვს და თითქოს თოვლი დარჩენას მთხოვს. #მეტიპოზიტივი #გიჟითავისუფალია #წვიმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.