შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდაბურ გზებზე


21-06-2020, 14:15
ნანახია 721

უდაბურ გზებზე მივუყვებით ყველა,
ჩამომდნარ მთებზე მივაბიჯებთ მძიმედ,
ნუ თუ ყინვაში ისევ შეგვწევს რწმენა?!
ნუ თუ მდინარეც მოგრიალებს მღვრიედ?!

თითქოს უსაზღვროდ მოვინდომეთ ფრენა,
თითქოს გრძნობებიც ფიქრთა წიაღს გასცდა,
მაშინ მუდმივად რატომ გვიწევს თმენა?!
ან და სიკვდილის რატომ გვიპყრობს განცდა?!

ისევ,პირიდან ამოიფრქვა ბგერა,
მძიმე სიტყვები კვლავ ასახავს წარსულს,
მე არც უბედო მომავლისა მჯერა
და არც უფერო შემოდგომა არ მსურს...

მაინც,ლურჯი ცა მომავლის გზად რჩება,
თითქოს და გული იმტვერება,თითქოს,
ყოველ ნაბიჯზე თეთრი ფიფქი დნება
და კვლავ სითმოსგან მოთმინებას ითხოვს.

იმედით სავსე გული ცრემლისგან კვდება,
ვერ მოვიშორეთ ეს ნიღბები სახეს,
მკვდრად მოსილი ისევ ცოცხალი მხვდება
და,ცოცხლებში ვხედავ ცრემლისგან სავსეს.

თეთრი მტრედი ყოველთვის თვალწინ მხვდება,
მინდა მუდამ,მუდამ გონებას დარჩეს,
მაგრამ ყოველთვის წინ ბურუსი დგება
და მაინც ვცდილობ იმედიღა დამრჩეს...

თითქოს უსაზღვროდ მოვინდომეთ ფრენა,
თითქოს ნათება დაიცალა მთვარის,
სარკმლის უკან წმინდა გულის მჯერა
და უსასრულოდ გამეფება ღამის.



№1  offline წევრი nini_22

კარგია ,მომწონს

მართლა მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent