შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროს რომ არ სცალია


25-10-2020, 09:14
ნანახია 1 489

დროს რომ არ სცალია ჩემთვის არასოდეს,
დარდიც ესაა და სულის საწუხარი.
კარგი იქნებოდა არცერთს არ გვახსოვდეს
ძველი შეცდომები, თუმცა სამწუხაროდ

უკვე გვიანია სულის გამოსყიდვა,
ყოველდღე ვიზრდებით, წლები გვემატება.
ნაგვის ყუთებშია ძველი სამოსი და
ძველი ხასიათი, ძველი შემართება...

თანდათან ვიზრდებით, თანდათან ვფიქრდებით...
თანდათანობაში სული ცოტავდება,
გულო, ხასიათო ისე გაგიქრებით
ვეღარ დაგიდგებათ მერე დრო თავდებად.

საით მიაქანებს დილა უნიათო,
ღამე ქარტეხილის ბავშვურ ხასიათებს,
ობლად ამომავალს ცაზე თუ მიათოვს,
ღამე თუ დააყრის ფანტელს ასიათასს

ფიქრი დაიწყება ისევ ბავშვობაზე,
სულის შეძენაზე, თუნდაც არყოფილის...
ვეღარ იმოქმედებს ბინდი განწყობაზე,
ვეღარ შეგვაშინებს სახე კმაყოფილი...

საით მიგვაქანებს დილა უნიათო,
საით მიახედებს სხივებს ამომავალს,
გვერდზე ჩაიცინებს- თქვენ რა გგონიათ...
ხარბად შეისრუტავს აწმყოს და მომავალს...

კარგი იქნებოდა არცერთს არ გვახსოვდეს
ძველი შეცდომები... აწმყო მიილია,
წარსულს არ სცალია ჩვენთვის არასოდეს
და ეს მომავალიც უკვე ტკივილია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent