ამაოება
როცა მზის სხივი სარკმელში, სადღეღამისოდ ჩაქრება, როცა სიცოცხლე სიბნელის და უსულობის ტოლია სიცარიელე მოგიცავს, იმედი სულმთლად გაქრება, ამ წუთისოფლის აზრიც ხომ, ხვდები უკვე, რომ ნოლია უაზრობაა ყოველი, როგორც უსულო საგნები, აქ ხვდები უკვე ცხოვრება ყოფილა ამაოება ბნელი ოთახის კუთხეში, როგორც სანთელი დადნები, და ჯოჯხეთის უფსკრულში მოგიწევს განმარტოება ამაოა არის ყოველდღე უაზროდ ქმნილი საქმენი, მოსაბეზრებელ რუტინად იქცევა და მეორდება უსიყვარულო ხალხის და ამ ჯოჯოხეთის დამთმენი, ისევე უსამართლობა, ყველასგან შენ გელოდება მიქრიან სწრაფად დღეები, მაგრამ ყოველ წამს ნელდება, უაზრო ხალხის ყურებას ვეღარ აუდის გონება გულში სიცივე სადგურობს, სულში კი სწრაფად ბნელდება, უარყოფ ამ წუთისოფელს, გინდება ღმერთთან გოდება ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ გაქვს ბრძოლის უნარი, ხელფეხშეკრული ლანდი ხარ, მწარედ დაგცინის სატანა ამ დროს კი ხალხი ზეიმობს, მაგრად გიზგიზებს ბუხარი, კვლავ იცინიან უაზროდ და გიჭირს ამის ატანა და აქ კი მაინც გარბიხარ, ჯოჯოხეთს ცდილობ გაექცე, და უიმედო ბრძოლაში ერთვები ვით განწირული უთანასწორო ბრძოლაში, რამდენი გინდა დაეცე ღვთის გიჟურ იმედს იტოვებ, თუნდ იყო მთლად განგმირული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.