კარგად არა ვარ...
კარგად არა ვარ... არც ცუდად ვარ დღეს მხოლოდ ვარ და სხვის გრძნობებს, თითქოს ჩემი იყოს ისე ვიბრალებ. ყოველი წრფელი გაღიმება შენს სულში დამრჩა, - ავად ვიყავი "უშენობა" გადავიტანე ... მახრჩობდა თავი, მიმატებდა ფიქრები შენზე, ვსვამდი წამლებს და არაფერი მშველოდა თურმე. იმედჩამქვრალმა მივაკითხე საშველად მედდებს და უიმედოდ მოველოდი სხვებისგან ნუგეშს. კარგად არა ვარ... არც ცუდად ვარ და უნდა გითხრა შენზე ვუამბე ირგვლივ ყველას ( სწორედ აქ შევცდი ) ვერავინ მიხვდა საბოლოოდ რა გსურს და ვინ ხარ, ვერავინ მიხვდა რამ მომხიბლა ამოდენ შენში. და რომ გიცნობდნენ ... რომ გიცნობდნენ ვფიცავარ შენს თავს, შეეცვლებოდა მთელს სამყაროს აზრები შენზე. ფურცლებზე ალბათ სათითაოდ დაწერდა ყველა, რომ რაღაც უცხო შეეყარა - უშენოდ ვერ ძლებს. მერე კი ჩუმი ჩაღიმებით დახევდნენ სტროფებს, თითების თრთოლვით აიკრავდნენ უშენო ნიღაბს. არავის ესმის რას განვიცდი, როდესაც ვტოვებ საკუთარ თავს და ყოველ ღამით შენს სულზე მძინავს. ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.