მიდიხარ და აღარ ბრუნდები
ნაცნობი სურათი, მიდიხარ და აღარ ბრუნდები. ნაცნობ ბაქანზე ფეხშიშველი გოგონა დადის.... ახლა საფულედ გადვიქეცი, შენ კი ხურდები, ბოლო კაპიკით უსულდგმულო ნაყიდი ვარდი. ვფიქრობ და ვგონებ, სიტყვებს ვეძებ ისევ საქებარს, არეულია ხასიათი როგორც ოთახი. გადატვირთული თვალიერებით ახლა ვაღებ კარს მაგრამ უდროოდ ნანატრი უკან შენი მოსვლა კი - უიმედოა. ვპატიჟებ შიგნით ისევ არავის. თან უშენობა ჩამიცვია უხმარ სუდარად, ვუყურებ სარკეს, და ვერ ვხვდები ჩავცხო დანა ვის. გადავქცეულვარ ჩემი თავის ხვეწნა მუდარად. ვაფარებ ფარდებს და უეცრად წელში ვიხრები თან ეს კედლები სიცარიელით ბზარად სკდებიან, უშენობაა სარდაფი და ჩვენ ვირთხები ჩემი ფილტვები დამწვარი კვამლის ნაფერფლებია. ანაბეჭდები სახელურზე მკრთალად ბზინავენ, შენი თითების ბალიშები ეტყობა კლავიშს... შენ ოკეანე, მე ჩაღვრილი შენში მდინარე, ძილში სურნელი, შენი კანის რომ ასდის ბალიშს. და აი ისევ, წახვედი და აღარ დაბრუნდი. ნაცნობ ბაქანზე, ბებო გამხმარ ბუბლკებს ყიდის, უშენობასთან ჭიდილში უკვე ბოლო რაუნდი. მატარებელი მოვიდა და აღარ მიდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.