შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფაუსტი


11-02-2021, 18:15
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 279

თავი მეოთხე

ტიმბე ტეო

შორს ქალაქში.. ზღვასთან ახლოს,
იდგა ქოხი კენტად მდგარი,
თევზი იყო იმ ოჯახის
საგზალიც და სალოცავიც..

ყოველ დილით, მებადური,
გაივლიდა ხვნეშით გზასა,
დილის ლოცვას წარმოსთქვამდა,
გაატანდა ბადეს წყალსა.

და თუ ღმერთი ინებებდა,
ბადეს თევზი მოჰყვებოდა,
წყალობიდან წყალობამდე,
მებადურიც სულდგმულობდა..

ერთი შვილი ჰყავდა მხოლოდ,
ზედ არავინ უყურებდა,
სიღარიბით დაბრიყვებულს,
კარ მიდამოს უწუნებდა..

ერთ საღამოს, მამამ შვილი,
სათევზაოდ გააგზავნა,
საოჯახო დიდი ბადე,
წესისამებრ გაატანა..

გარეთ უკვე ბინდი იყო,
მაგრამ კუჭმა ეგ არ იცის,
როცა შია ადამიანს,
არ აშინებს გარეთ ბინდი..

გზას გაუდგა დამშეული..
ძლივს ხედავდა შარას ბიჭი,
ორი დღეა უკვე ბადეს,
არ უნახავს თევზის ნიში..

მიატანა რა ზღვის ნაპირს,
ღმერთო ჩემო, რაც იქ ნახა,
დაავიწყდა ჭამა ყარიბს,
ღია დარჩა ელდით ხახა..

ფირუზისფერ ზღვის ტალღებზე,
ქალიშვილი ირწეოდა,
და ზღვის ქაფი, საპონივით,
მთელ სხეულზე ეხვეოდა..

რა ცუღლუტმა ქალიშვილმა,
ამ უქონელს თვალი მოჰკრა,
მოუარა დანამშვიდმა,
სიყვარულის ისევ როკვამ..

ხელი ნაზად დაუქნია,
ნუ კრთი, ვაჟო - უთხრა ტკბილად,
მომეახლე ბედსა გწიო,
ვინძლო შენც არ გამაწბილო..

დაჰნათოდათ მიჯნურთ მთვარე,
დროს დაჰმართეს ამნეზია,
მოტრფიალეთ შორით ჭვრეტა,
რომ ვიკადროთ, რა წესია?!

ალიონზე, სახლისაკენ
გზას გაუდგა ისევ ბიჭი,
ბედისაგან გამორჩეულს
დაეკრიჭა ყველა კიჭი..

ხელში ეპყრა ოქროს თასმით,
მარგალიტით სავსე ქისა,
ძნელად ითქმის თუ რა ჯადო,
მოიპოვა, რა თილისმა..

შეძლებული კაცი გახდა,
აიშენა დიდი სახლი,
ყოველ სავსე მთვარეობას,
აქაფებულ წყალთან ახლოს..

მოელოდა თავის მიჯნურს,
ზღვა მოწყალედ იქცეოდა,
და ჩამცხრალი სიყვარული,
კვლავ თავიდან იწყებოდა..

სანამ ერთხელ ხუც მებადურს,
მიესართა ჭირზე ჭირი,
წავიდა და არ დაბრუნდა,
ალიონზე მისი შვილი..

ეძებეს და ვერსად ჰპოვეს,
წაეშალა ყველა კვალი,
ლილისფერ წყალს.. საწყალ ცოლ-ქმარს,
დაელიათ სევდით თვალი..

უსინათლო მოხუც ცოლ-ქმარს,
სანამ ჰქონდათ, კი უვლიდნენ,
მაგრამ იქვე ძარცვავდნენ და,
ღმერთის ნამუსს არად თვლიდნენ..

რა შეემთხვა საწყალ ყმაწვილს?
ნუთუ ქალმა უღალატა?!
მოიღუშა პატარა და
მოთმინებამ უღალატა..

არა, შვილო - გაუღიმა,
მას მოხუცმა ტკბილი ღიმით,
მოიტაცა ქალღმერთმა და
მასთან გაიღვიძა დილით..

გვირგვინოსანს ამ ბიჭისგან
ბედისწერა აჰყოლოდა..
გადაწყდა და ამცნეს ქალღმერთს
გოგონა უნდა ჰყოლოდა..

ჰოდა ოჯახს დაუბრუნა,
ქალმა უკვე მისი ქმარი,
ჩაურაზა მის შობამდე,
წასასვლელი ყველა კარი..

არც ფიქრობდა სადმე წასვლას,
სიხარულით გიჟსღა ჰგავდა,
შეეძინათ გოგონა და
კიდევ ორი ბიჭი ჰყავდათ..

და სამი წლის შემდეგ კარზე,
ბედნიერი ისევ წყვილი,
უსინათლო ცოლქმარს კარზე
გაუქარვეს ყველა ჭირი..

დაუბრუნა თვალებში მზე,
ქალის ლოცვამ ბიჭის მშობლებს,
ასე დიდ ხანს ბედნიერად
იცხოვრეს და იცხოვრებდნენ..

მერე, რატომ არ იცხოვრეს?!
გაცინება ბიჭმა სცადა..
ზღვის ქალღმერთმა, ვეღარ გაძლო
და გაქცევა მისგან სცადა..

ზღვაში სურდა დაბრუნება,
ბიჭი აღარ მიჰყვებოდა,
ყველაფერი ჰქონდათ ისეც,
რაც სურდათ და სჭირდებოდათ..

ერთ დილითაც, ბავშვებს ხელი,
მოკიდა და ზღვაში გაჰქრა,
ბევრი სცადა პოვნა ბიჭმა,
სიხარული თვალში ჩაქრა..

შვილიშვილზე დარდმა მალე,
მშობლებიც თან წაიყოლა,
იჯდა მარტო წყლის პირას და
სიკვდილისღა ჰქონდა თხოვნა..

მაგრამ ღმერთი მოწყალეა,
არ გაწირა განაწირი,
შეისმინა ერთ საღამოს,
მებადურის გასაჭირი..

ფირუზ წყალზე ბინდი იწვა,
არ ისმოდა ჩამიჩუმი,
რომ მოესმა ყმაწვილის ყურს,
ნაბიჯის ხმა ძლიერ ჩუმი..

სხეულს შიშმა დაუარა,
კლდეს ეფარა, თვალი ჰკიდა,
ბნელეთიდან გამოვიდა,
ჯუჯა, თანაც ერთი ციდა..

ალოიე, იბნის ოტის,
საფირონუმ ზელინოდიმ,
კაც კამბულავ, მწყემსი შენი
გიხმობს სიტყვით მისით, მოდი...

წყლის სიღრმიდან სიბნელეში,
დიდი თევზი ამოცურდა,
რას ინებებთ, მბრძანებელო?!
მორჩილებას შეესუდრა..

ვგონებ დუშმანს კვალი უცემს,
მისანს ჩვენზე გაუგია,
აღარ ითქმის აწ თილისმად,
ის რაც შენს ყურს გაუგია..

აწ მე ახალ რასმე გეტყვი,
თუ მე ისევ სისხლით ვცოდე,
ამ თილისმით ვინც მოვიდეს,
შეიბრალე.. შეიცოდე..

ყურადღებით გისმენ ძმაო,
არ გადავალ მე შენს სიტყვას,
გელოდები.. გამიმხილე,
მეც ახალი ეგ თილისმა..

მე მისანი მიდგას კვალში,
კლდესთან გუბეს შენც ხომ ხედავ"?
მესამე დღეს დახედე და,
თუკი სისხლით შეიღება..

მაშ მომკლეს და ამ თილისმის,
პატრონს ეყმე, შეეწიე,
იქნებ ერთ დღეს შენც გეშველოს,
ჯადო აგხსნან, ბედსა სწიე..

სამ დღე ღამეს, იქვე იჯდა,
კლდესთან გუბეს სდარაჯობდა,
სანამ დილით არ გაწითლდა,
წყალი გუბეს რომ ეკვროდა..

მაშინ მიდგა ფირუზ ნაპირს,
მისი ძმობა განიზრახა,
და სიკვდილის უშიშარმან,
სამგზის ძლიერ შემოსძახა..

კაც კამბულავ, ტიმბე ტეო,
მიყავ ერთი სიკეთეო,
თორემ მახრჩობს ილზებილი,
ცოლი ჩემი ტკბილზე ტკბილი..

ამოცურდა მლაშე წყლიდან,
რა გუფეში სისხლი ნახა,
ვაი, ძმაო, უბედურო,
გულმწუხარედ დაიძახა..

დაგეწია, ვხედავ, ბედი,
ვერა გრძნებამ ვერ გიშველა,
შენი მოძმე მომდგომია,
მშიერი და ფეხშიშველა..

რას ისურვებ ჩემო ძმაო,
სიმდიდრეს?! ან იქნებ გშია?!
რითი სძალუცს შენს მეგობარს,
დახმარება?! ძმა სახლშია?!

ვწუხვარ, შენი მოძმის სიკვდილს,
მე რა გითხრა, კი ხარ მოწმე,
ხელთ ჩაიგდო ბედისწერამ,
ვეღარც მოვა.. ვეღარც მოგწერს..

დახმარებას მპირდებოდა..
დრო არ ეყო.. ვერ დაზავდა..
და ახალი თილისმითურთ
ისევ შენთან მომაგზავნა..

ოკეანის ვეძებ ქალღმერთს,
გზა იქნება ვგონებ შორი,
სამი შვილი გამტაცა და
მეც გამექცა ჩემი ცოლი..

თუკი შვილებს მაპოვნინებ..
სამი დღის გთხოვ მხოლოდ ვადას..
და გპირდები, ჯადოს აგხსნი,
ან დავიცემ გულში დანას..

მაშ შენა ხარ?! - გაეცინა
ოკეანე.. ზღვანი მოვვლე..
რახან ღმერთმა შეგვახვედრა,
შვილთა ნახვას გისახსოვრებ..

სამ დღეს არა.. სამ წელს მოგცემ..
არ მოაკლო ბავშვებს ზრუნვა..
დაისვენე.. გაიქარვე..
ნაგროვები წლობით ურვა..

სამ წლის მერე შენთან მოვალ,
და თუ მართლა მეხმარები,
მაშინ ცოლსაც გამოვნინებ..
და გპირდები.. ეყვარები..

თანახმა ვარ - ისე უთხრა..
ეჭვი არ გაივლო გულში..
ან კი რად ღირს რომ ოჯახი
გადავცვალო უხმარ ფულში..

ყმაწვილს მიწამ პირი უყო..
ვერც რა იგრძნო, ვერც რა ნახა,
რა უეცრად ისევ წყლისქვეშ,
სამიჯნურო სახლი ნახა...

სადაც მაშინ იქორწინეს..
იქ კისკისი მოისმოდა,
პატარები თამაშობდნენ,
დედის ხმა კი არ ისმოდა...

დაავიწყდა ყველაფერი..
რა შვილები ისევ ნახა,
ცოლი არც კი უძებნია,
ერთ ორ კვირას, მართლა გლახას..

მაგრამ ერთ დღეს, შვილებმა რომ
კვლავ მოჰკითხეს ისევ დედა,
იკადრა და სახლის ყველა,
ბნელ კუნჭულში შეიხედა..

ცოლი მისი არსად იყო,
ირგვლის, რაც კი იჭმეოდა,
სულ თავისით მზადდებოდა,
და აკვანიც ირწეოდა..

ეზოს ვიღაც ალაგებდა,
არსად ჩანდა კაცის კვალი..
და არავინ არ იცოდა,
სად წავიდა დედოფალი...

მიილია ერთი წელი..
შეეპარათ ფიქრებს შიში..
ნუთუ მართლა მიმატოვა?!
ჭამდა.. ხრავდა მის გულს ვიში..

კმა მოხუცო, მე ამ ზღაპრის დასასრული უკვე ვიცი,
არა ჯერ არს ჯერ აქ მისი მოსმენა და გაჟღერება,
ჯერ ფაუსტზე მოგვიყევი ის ამბავი, რაც არ ვიცით,
თუკი გინდა რომ ძვლებს სახლში კვლავ ეღირსოთ დასვენება..

ნება არის მასპინძლისა.. როგორც ბრძანებ.. როგორც იტყვი.
გაიცინა მოხუცმა და სჩანს პატარაც გაახარა..
და რაც მის ამ ღიმილს შემდეგ სიტყვად მოჰყვა თუ არ ითქმის,
დაე მაშინ დაიწეროს ცოდვილთ მმუსვრელ სატევარად..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
საოცარი რითმა და აზრი...გამაოცე ლაზი.ყოჩაღ❤️


ყოველთვის მოხარული ვიქნები რომ გაგაოცო, მზისფერო ქალავ blush

 


№2  offline წევრი Life is beautiful

რა სასიამოვნო იყო, მთელი ლექსი ღიმილით ჩავიკითხე. ბოლოს ცრემლიც მომერია, ამიჩუყდა გული..

ეს ამბავი, არ დამთავრდა,
გაგრძელდება ზუსტად ვიცი,
გული, საწყლად გადაქანდა,
და დაიწყო ქიცი-ქიცი?

უკვე ვთქვი და ისევ ვიტყვი,
თვალში ცრემლი დამიგუბდა,
დაბრუნდრბა ის ქარღმერთი?
არ მპასუხობ.. ენა სულ მთლად, დაგიდუმდა.

:D ძალიან საინტერესო იყო.
ზემოთ მოყვანილი "გაურკვეველი რაღაც" "რითმა თუ ლექსი " ვიყრანტალე უბრალოდ ვითომც არაფერი.. ????
მოკლედ არ ვიცი დაგიწერო გელითქო?
კაი ჰა რახან ასე გინდა
გელი .... :D...

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Life is beautiful
რა სასიამოვნო იყო, მთელი ლექსი ღიმილით ჩავიკითხე. ბოლოს ცრემლიც მომერია, ამიჩუყდა გული..

ეს ამბავი, არ დამთავრდა,
გაგრძელდება ზუსტად ვიცი,
გული, საწყლად გადაქანდა,
და დაიწყო ქიცი-ქიცი?

უკვე ვთქვი და ისევ ვიტყვი,
თვალში ცრემლი დამიგუბდა,
დაბრუნდრბა ის ქარღმერთი?
არ მპასუხობ.. ენა სულ მთლად, დაგიდუმდა.

:D ძალიან საინტერესო იყო.
ზემოთ მოყვანილი "გაურკვეველი რაღაც" "რითმა თუ ლექსი " ვიყრანტალე უბრალოდ ვითომც არაფერი.. ????
მოკლედ არ ვიცი დაგიწერო გელითქო?
კაი ჰა რახან ასე გინდა
გელი .... :D...


ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტივისთვის და ბოდიში რომ პასუხი დამიგვიანდა.
მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა.
ეს გამორჩეული ლექსია, პოემაა, ამიტომ კიდევ ბევრი რამ დარჩა სათქმელი blush
ბოდიში რომ გალოდინე smile სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent