შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი ვარ ...


23-02-2021, 16:40
ნანახია 1 614

ცარიელი ვარ ახლა ისე როგორც არასდროს,
ირგვლივ ყველაა - მაგრამ თავად არ ვიცი სად ვარ.
ღამის ფიქრებთან ნერვულ ფონზე ჭადრაკს ვთამაშობ,
ვერც დედოფლობა შევიფერე - არც მეფე არ მყავს.
ვერ მოგიყვები ჩემს შესახებ,
რა ვთქვა არ ვიცი...
შენი ხილვის დრო გულს მიჩქარებს ( რომ არ დამდგარა ),
სხვისი სურნელი თავხედურად ისევ ჩავიცვი,
შენი სუნთქვის და არსებობის გადასამალად.
და ყოველ ღამით შეშლილს ვგავარ, ფურცლებზე ნაწერ -
წერილებს ვწვავ და ალიონზე ფიქრებსაც ვტოვებ .
უნდა მოგიგო ერთხელ მაინც საკუთარ თავთან,
ჩემივე ნერვულ შეტევების სიმძაფრის ფონზე.
ცარიელი ვარ ...
სულის პეპლებს გზადაგზა ვკარგავ,
ვეჩვიე ღიმილს სიცოცხლესთან თანხმობის ნიშნად.
ვგრძნობ რომ წლების წინ ვინც ვიყავი ის გოგო არ ვარ,
მაგრამ თითქოსდა ბავშვურობა აღარც კი მინდა .
რომ ისევ ვიგრძნო რა ძნელია როდესაც კარგავ,
რომ იმედები პეპლებივით სამ დღეში მოკვდეს.
უნდა მოვიგო ერთი ღამე საკუთარ თავთან
და თუნდაც დილით ყველაფერი ამაოდ მორჩეს .


ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი Lu Miki

ულამაზესი ლექსია <3
--------------------
θεόνα

 


№2 სტუმარი ბესიკი

შენ ჩემი გოგო ხარ

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ვავ. როგორი მართალი იყო,
ყველაფერი უზადოდ წრფელი.
ძალიან სხვა, ძალიან ცხელი.
სულის შემძვრელი და ცოტა ბნელი.

♥️

 


№4  offline წევრი laelake

რა კარგი ლექსიააა! ძლაიან მომეწონა❤❤❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Kasa

რა კარგი იყო, რამდენი ნიჭიერი ხალხი ხართ ამ საიტზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent