შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება...


9-03-2021, 02:02
ნანახია 1 457

ახლა ვინატრე აქ მყოლოდი და
მთელი სხეული უცებ გამითბა .
ერთ დღეს გადაღლილ თვალებს მოგიტან
ჩემი გრძნობების დასაბამიდან .
და შენ ვერც იგრძნობ როგორ გავცივდი,
სამყაროს როგორ გავუუცხოვდი .
რა გრძნობით მმართავ ჯერ კვლავ არ იცი
ან რას დავთმობდი შენ რომ მყოლოდი.
ახლა ვინატრე შენი შეხება,
თავად მოვედე ღიმილად სახეს
და ყველა გრძნობა რაც კი გეხება
სულს მიწამლავს და თან სითბოთ მავსებს.
ვერ გრძნობ რას ნიშნავს იცხოვრო სხვასთან,
მაშინ როდესაც ჩემს სულში სახლობ.
ჩემი გრძნობები მე თვითონ მკლავს და
შენც იგრძენი თქო არასდროს არ გთხოვ.
თავს ვაძალებ, რომ აღარ მინდოდე,
აკრძალულ გრძნობის დათმობა მიწევს.
დამამშვიდებდა ის, რომ ვიცოდე,
რომ ეყვარები სხვას ჩემზე ძლიერ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ძალიან ლამაზი ლექსია მინდა გითხრათ. ასე განაგრძეთ და წარმატებებს გისურვებთ.

 


№2  offline წევრი კამე

კარგი ლექსია.
კარგია როცა ვიღაც გიყვარს , მისთვის ფიქრობ და გესიზმრება. მისთვის ყველაფერს აკეთებ.
მაგრამ ცალხმრივმა სიყვარულმა ტანჯვა იცის და მისი შეცვლაც თუმცა ყოველთვის სწავლობ რაგაცას .

კარგი ლექსია.
კარგია როცა ვიღაც გიყვარს , მისთვის ფიქრობ და გესიზმრება. მისთვის ყველაფერს აკეთებ.
მაგრამ ცალხმრივმა სიყვარულმა ტანჯვა იცის და მისი შეცვლაც თუმცა ყოველთვის სწავლობ რაგაცას .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent