შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გემშვიდობები


13-03-2021, 14:20
ავტორი francesca
ნანახია 1 700

დაგემშვიდობე, თუმცა მაინც ისევ იქ ვდგავარ.
ვერ გადავჭერი შენს გზებამდე ჩემი სავალი.
ნეტავი როგორ დავივიწყო სამყარო ჩვენი,
ან სად ვეძებო მე უშენოდ გამოსავალი.
თითქოს კიდეც ხარ და არცა ხარ, რაღაც ირევა,
სადღაც ტირიან გარინდული მოგონებები.
ზოგჯერ მგონია,რომ გაძლება მღალატობს უკვე,
და ბედისწერას სულ ცოტაც და უკვე ვნებდები.
თუმცა შენა ხარ ბედისწერაც და ირონიაც,
სუყველა წყევლაც და დალოცვაც,რაც რამ მისურვეს.
ჯერ კიდევ ვცვითავ წუთისოფლის გაცვეთილ შარას,
თუმცა ძლივს ვიკვლევ ჩემს ბილიკებს სულ დანისლულებს.
ვარ მეხისაგან გაგლეჯილი მუხის ხესავით,
მის წაქცევას რომ ემუქრება ავი მეწყერი.
წამიღებს ალბათ გადაღლილი სიცოცხლე სადმე,
შენ შეეცდები, მაგრამ უკვე ვერ დამეწევი.



№1 სტუმარი სტუმარი ნიკა

მაგარი ლექსია scream




მწერალი ქალი
ძალიან ლამაზი ლექსია.ყოჩაღ❤️

გეთახმები

 


№2  offline წევრი francesca

მწერალი ქალი
ძალიან ლამაზი ლექსია.ყოჩაღ❤️

გმადლობ kissing_heart

სტუმარი ნიკა
მაგარი ლექსია scream




მწერალი ქალი
ძალიან ლამაზი ლექსია.ყოჩაღ❤️

გეთახმები

დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent