შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონოლოგი ღმერთთან


2-05-2021, 06:44
ავტორი anukihoffmann
ნანახია 9 653

ვიცი მოვა დრო შენთან შეხვედრის
და არ მომიწევს ყველაფრის ახსნა,
მე შენი მჯერა და სულერთია
თუკი არ სჯერა ურწმუნო მასას.

ღმერთო რამდენი რამის თქმა მინდა,
ათასი კითხვა უნდა დაგისვა,
როცა შევხვდებით შენთან დამტოვე
და ბნელ მხარეში გთხოვ არ გამიშვა.

ყოველთვის ვგრძნობ რომ ჩემთან ხარ ახლოს,
როცა შველას გთხოვ არც კი ფიქრდები,
ბოდიში თუკი რამე წამომცდა,
ან თუ გითხარი რომ არ მჭირდები.

ბედნიერი ვარ ყველაფრით რაც მაქვს
და რაც მაკლია მე თვითონ დავთმე,
ჭეშმარიტება ჩემთვის ერთია,
შენ ხარ მონეტის ორივე მხარე.

და თუ დროდადრო იმედს გიცრუებ,
ვიცი მაშინაც ბოლომდე მიგებ,
ჩემი შენდამი გრძნობა რომ ავხსნა
ვერც კი ვპოულობ საჭირო სიტყვებს.

ჩემს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს,
მთელი სამყარო შემოვიარე
და მაპატიე თუკი როდესმე
ლოცვისათვისაც ვერ მოვიცალე.

შენს სიყვარულში ეს ხელს არ მიშლის,
ბევრჯერ სანთელი თუ არ დავანთე,
ანდაც უცხო კაცს სიჩუმის ფონზე,
ჩემი ცოდვები თუ ვერ გავანდე.

მჯერა, რომ ჩემთვის ყოველ დღე იცლი,
დაკვირვებული ყველაფერს ისმენ,
როცა არასწორ გზაზე მივდივარ
არაფერს მავნებ - ყველაფერს ითმენ.

ჩემს ცხოვრებაში ჩარევა არ გსურს,
გინდა ყველაფერს მეთვითონ ჩავწვდე,
მერე სინდისმაც თუ მიმატოვა
მინიშნებებით სიგნალებს მაძლევ.

რამდენი რამე მივიღე შენგან,
ჩემი სხეული და ჩემი სული
და რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს
რომ მე მაცოცხლებს ეს სიყვარული!

ვიცი მოვა დრო შენთან შეხვედრის,
ამისთვის ყველა საქმეს გადავდებ,
ბევრი რამისთვის მეთქმის მადლობა,
მადლობა, რომ შენ მაინც გადარდებ!



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ბრავო!!!!!
ძალიან კარგია.

 


№2  offline წევრი anukihoffmann

სტუმარი ჰაიკო
ბრავო!!!!!
ძალიან კარგია.

ძალიან დიდი მადლობა :) !

 


№3  offline წევრი ელეო ნორა

"და თუ დროდადრო იმედს გიცრუებ
ვიცი მაშინაც ბოლომდე მიგებ."_დამაფიქრა და გულში ჩამწვდა ეს ფრაზა. მშვენიერი ლექსია.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent