ოთხი გზა
...სიტყვებს დავთესავ ღრუბელთ ქარაფზე, რითმებს დავხატავ ხეთა წარაფზე, მარცვლები - სეტყვის, მსაჯული მეტყვის, განვედ ტკივილო, სულის ყვირილო, რითმის მფხრეწავო, ფიქრთა მლეწავო, ოთხი გზა - სულის ოთხი სარკმელი, გზა პირველია - სუნი საკმევლის, გზა მეორეა - ფიქრთა აღკვეთის, გზა მესამეა - სასოწარკვეთის, და გზა მეოთხე - ხატვის და ქარგვის, რითმის დალპობის, სულის დაკარგვის.. და არჩევანის წინაშე დგომა, შავის დაბორკვა, თეთრის აღდგომა, ბოროტისაგან ჯიბრში ჩადგომა, ენის დაკარგვა, ჩემგან განდგომა.. და ღრუბელთ შორის ჩემი ადგილი, რითმთ დამკვიდრება არ არს ადვილი, ეს ტილო მიწვევს, ტკივილებს იწვევს, მოხატვას ითხოვს, რითმებს მოითხოვს, და მხატვრის ფუნჯი - ვით ცაზე ელვა, უხმო ყვირილი და სულის ღელვა, შავ-თეთრი რითმით - მე წამებს ვითვლი, თბილი შეხებით - სიტყვებს ვეხები, ფუნჯით,რითმებით,ჩემი ფერებით, ლექსს ვეფერები.. ტკივილს არ ვიმჩნევ, და გზას ავირჩევ, და თუ შევძლებ და არ გახუნდება ფერები ჩემი, და თუ შევძლებ და არ დამამსხვრევს სევდა ნაჩვევი, არ მაქვს სარჩევი, არც ასარჩევი, და ჩემი სიტყვით, რითმით ნარჩევით, ღრუბელთა შორის - მარად დავრჩები, მარად დავრჩები! [H] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.