შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეთ ისევ წვიმს...


7-06-2021, 22:20
ავტორი ჰაიკო
ნანახია 2 054

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა,
და მენატრები...
მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ..
გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ,
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე,
მხრებზე,
მუხლებზე,
სულში..
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს -
საათიც,
ქუჩაც,
ფოთოლიც,
წვეთიც..
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა -
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!

/ ოთარ ჭილაძე /



№1 სტუმარი Ana-maria

შენ ხარ აქამდეც რაც უნდა მეთქვა-
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი! -ძალიან მაგარია

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent