მეწამულად თოვს
მეწამულად თოვს, სისხლისფრად მათოვს, მელანქოლია მე ვეღარ მათრობს, ფიქრები მათბობს.. შეგრძნება ყინვის - სხეულში მივლის, უწყვეტად ვივლი, სულ ერთი წამით, თუნდაც ამ ღამით, გამშრალი კალმით, დაღლილი სალმით - კადრი ჩერდება, მბორგავი სული არ გაჩერდება.. დაჩეხილ მუხლზე დაცემულა ჩემი ვედრება, და სინანული გულზე მედება, ფიქრი - სიტყვებად, სიტყვები - ქმედებად! და ეს ქმედება ედება ხვეულს, კალმიდან წვეთავს, ასველებს რვეულს, იქნებ გათენდეს,არ ვდარდობ - წლეულს, დაკაწრულ აზრებს, გრძნობას - დალეულს, გვირგვინს წარმავალს, მთვარეს - ჩამავალს! იქნებ მოვტაცო ზეცას სიცოცხლე, და თუ მაჩუქებს - დიდხანს ვიცოცხლებ, ფრაგმენტს ავაწყობ, ფიქრს გადავაწყობ, და ერთ კალათში - წარსული,აწმყო.. ზეცის თაღებქვეშ ღრიალებს მთვარე, მთვარის ტკივილი ვერასდროს ვთვალე, სევდა აკოცებს მის მუქ,ღრმა თვალებს, თვალებს - ნამთვრალევს.. ჭრილობა ნიღბით გადაფარული, სევდა - ფარული, ბგერა - მალული, მთვარე ტანჯული სიცოცხლის მახით, სევდისფერს იმკის წყვდიადთან ჯახით, ნიავს გაატანს ფიქრებს არეულს, ფიქრებს არეულს და სულს - მთვარეულს.. [H] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.