შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლს აღუმართავს ზე გუმბათი


11-08-2021, 19:18
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 502

ლილისფერ ზღვაში ჩაასვენეს მზისფერი ცეცხლი,
და შენს თვალებზე გამეფიქრა დილითვე, ვსცოდე..
დაისამდე ვერ დავითვალე ოცდაცხრა ვერცხლი,
შუადღემდე ვერ დავაღწიე ღიმილი ბოდვებს..

მერე ღიმილი აიზვირთა ზღვისფერ ტალღებად,
და შენს თვალისებრ სიმწვანეში ჩაეფლო ზეცა,
ნეტავ ერთხელაც გავეჩინეთ ზეცას ბალღებად,
რომ გვეხითხითა გულიანად შენცა და მეცა..

დამენთე თვალში, კვიპაროსო, როგორც სანთელი,
და შენმა მზეებრ სურნელებამ დამამხო პირქვე..
ვეღარ ეწევა ჩემს უფსკრულებს შენი ნათელი,
და ტუჩის ბოლოს, კონტურებში მიკვდება იქვე..

დავაღამებდი, გათენება რომ შემძლებოდა,
რომ სულო ჩემო, ერთი სუნთქვა მეშველა შენთვის..
ო, როგორ მსურდა ეგ ღიმილი მე რომ მრგებოდა,
და როგორ მცირე, დაგიტოვე ძვირფასო ჩემთვის..

დავანებულა სახე შენი ჩემს ვარსკვლავებში,
ცეცხლს აღუმართავს ზე გუმბათი, როგორც სამებას,
ჰო.. მე ვვარსებობ შეფარებულ შენგან წამებში,
და შენი სუნთქვა იჭვნეული ჩემში ღამდება...

შემოვუარე ტაძარს თლილს და მწველი მზის დისკოს,
და ღაღადისით მსხმოიარეს დავხედე ვენახს..
ინება ღმერთმა, ეს სიტურფე და ჩემი იყო..
და ძილისპირულს, ტკბილ გოლეულს შევუშვერ ენას..

რომ არეული დავდიოდი მოსილი ნამით,
ოღენთ შენ ფშვინვას არ დაეფრთხო მზისფერი თალხი..
ვაი რომ სრთვლობის იგვიანებს მოსული ჟამი..
ვაი რომ ასე სულელია ქართველი ხალხი..

მკლავზე მეწვინე ტკივილით და ცრემლით დაღლილი,
აღარ ვიცოდი, სისხლი კიდევ გაგრილდებოდა?!
დილის განთიადს შეეპარა ჩემი აჩრდილი..
რომ მოვიდოდა, თუკი ისევ დაგჭირდებოდა..



№1 სტუმარი ერემარი

ვინ დაგწერა ლექსო ასემშვენიერი?!

 


№2  offline წევრი EllaTriss

კარგი ხარ. ყველა გრძნობა ერთად გააღვიძა...
არის - ხოლმე შემთხვევები, ავტორებისთვის მითქვამს, რომ ვხედავ.
შენც გხედავ. შეიძლება ეს არარეალურად ჟღერს, თუმცა...
რაც გულამდე აღწევს, ყველაფერი იწვევს ემოციას.
არ ვიცი. გჯერა? რაღაც მომენტში ისიც კი ვიგრძენი, როდის ამოისუნთქე.
მონატრებასაც საკუთარი ფერების ფილოსოფია აქვს...
ასე, თავისებური.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

დამენთე თვალში, კვიპაროსო, როგორც სანთელი,
და შენმა მზეებრ სურნელებამ დამამხო პირქვე..
ვეღარ ეწევა ჩემს უფსკრულებს შენი ნათელი,
და ტუჩის ბოლოს, კონტურებში მიკვდება იქვე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent