და მაინც...
ჩემს გრძნობებს შენამდი ვერ აღწერს კალამი, ვერც ფიქრთა ქარავანს ჩაებმის სათქმელი, ის ვიცი უწოდეს ამაო, ნაცადი, გასწირეს კვდომისთვის, წარსტაცეს ნათელი... და მაინც რა არის, წრფელი და ნამდვილი?!, სამარის კარამდე რომ გსდევს და სულს არ ჰლევს - ამ წამს რომ შეჰყურებ, როგორც შეპყრობილი, და გული გკარნახობს:- მიდი დაეწაფე? ფიქრობ შეიცანი? ფერხულში ჩაებით, იჩემებ და ხარობ - ეტრფი გაშმაგებით. სულს შეეხო მზერა, როგორც ანდამატი, მიიზიდა თავის ნაკლოვანებებით. თუმცა, ასეც ხდება, თითქოს შთაგაგონეს, მირაჟს უცქერ მალვით და თვალს ვერ უსწორებ, შიშობ წარგიტაცებს, შეერთდები ლანდებს... სევდა გამოგარკვევს მიგიხურავს კარებს. მარია მოსეშვილი 2021წ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.