შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლია ამოსდევს სუნთქვას...


18-04-2022, 11:28
ავტორი MariEel
ნანახია 1 658

განცდები ახლაც მაბჯენენ ლულას,
ვერ ვერკინები წარსულის ლანდებს,
მე ხომ აწმყოში მომავალს ვმუსრავ,
მე ხომ სიზრებში დაგეძებ ღამეს.

სტროფებს შემორჩი დაუმჭნარ მუზად,
შემოაძარცვე სათქმელი ბაგეთ.
ღაწვზე გოგმანობ დაუმშრალ კურცხლად
და მაინც გეძებ, სხეულის გარეთ...

მივყვები ბილიკს აქამდე უვალს,
მშფოთვარე სიო მიხელებს ჯავრებს.
გადამისროლეს მე ოსღაც ღუზად,
ნესტარი ეგოს ჩაესო მწარედ...

მელანქოლია ამოსდევს სუნთქვას
და ჩასუნთქვისას ვეღარ ვგრძნობ საყრდენს.
ამოგიგლეჯდი გულიდან, სულაც,
მაგრამ ამით ხომ სიცოცხლეს გართმევ...



№1  offline წევრი თომა.ს

უნიკალურია❤

 


№2  offline წევრი MariEel

თომა.ს
უნიკალურია❤

მადლობა heart_eyes ისევე როგორც ჩემი განცდები blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent