მივდივარ დილით კარებს ვკეტავ შენ რომ გამიღო ...
მივდივარ დილით კარებს ვკეტავ შენ რომ გამიღო, დაბრუნებისას ჩვევად მექცა კართან ლოდინი. გზა ერთი მქონდა შენს შემდეგ კი ორად გაიყო, ვერ ვაპატიე საკუთარ თავს შენი ლოდინი. მივდივარ დილით, დაბრუნება აღარ მაჩქარებს, მონატრებაში ვერ ჩაგიტევ ფორიაქს სულის. არავინ კეტავს ჩემს ოთახში ღამით დარაბებს, გამთენიისას ჩემს სასთუმალს არავინ მოდის. სევდაა ქარში... გაზაფხულმა თავი დახარა, სადახარ ახლა... ვერ გეხები და ეს მაგიჟებს. ოჰ.. როგორ მინდა ისევ ვიყო ბავშვი პატარა, რომელიც შენსკენ იბრუნებდა მაინც ნაბიჯებს. როგორ მაკლიხარ!.. შენთან ყოფნის წამებით ვსუნთქავ... გთხოვ, მაპატიე ყველა წუთი შენგან სიშორის. მაშინაც, როცა შენთვის ჩუმად რამის თქმა მსურდა, შენ ერთადერთმა ჩემი ფიქრი უკვე იცოდი. ნეტავ როგორ ხარ... თუკი მხედავ როგორ ისვენებ, როგორ ეგუე უჩემობას ასე უენოდ. როგორ დანებდი უცაბედად მოსულ სიბერეს, როგორ დამტოვე ყველასთან და მაინც უშენოდ. მე ახლა მხოლოდ შენი ღამის სიზმრებით ვცოცხლობ, დაღამებამდე ჩვეულ ყოფას ვნებდები რწმენით. როგორც გიყვარდა გულწრფელად და ღიმილით ვცხოვრობ, შენგან ვისწავლე გულში მალვა უზომო სევდის. როგორი მყავდი რა იციან ვინც ვერ გაგიცნო, როგორ ვიყავით რა მოვუყვე... ან რა აზრი აქვს. შანსი რომ მქონდეს ყველაფერი ახლა დავიწყო, ალბათ არასდროს გავიწევდი შენი მკლავიდან. მოვდივარ ღამით... კარებს ვაღებ - უხმოდ ვწრიალებ... თვალებით გეძებ სახლში სადაც ვეღარ გიხილავ. ტრაგიკიზმია ყოველ ჯერზე წრეზე ვტრიალებ მოვდივარ ღამით... შენ არ ხარ და დილით მივდივარ. ( კარებს კვლავ ვკეტავ იქნებ ერთ დღეს მაინც გამიღო. ) ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.