მამი ...
მზესუმზირები გაიშლება მამი შენს გულზე მზე კი შორია... ცის მწვერვალზე... ფიქრებზე შორი... ალბათ თითებზეც კი ჩამოვთვლი სანუკვარ წუთებს, როდესაც აზრებს მოვიცვლიდით მე და შენ _ ორნი. მა შორს იყავი... ყველა კაცში შენს მსგავს ვეძებდი, ახლა ძებნაც კი გამირთულე_ სადღა გეძებო. ვერ გხედავ, მაგრამ გეფიცები სულზე გეხები და მაპატიე თუ შვილობა კარგი ვერ შევძლო. მზესუმზირები გაიშლება მამი შენს გულზე, მე შორს ვიქნები იშვიათად მოვალ ვით თოვლი. მენატრებოდი... მენატრები, შენს სურათს ვუმზერ ამქვეყნიერი იმქვეყნიდან, რომ ვეღარ მყოფნი. მაკლდი და მეტად რთული არის დამაკლდე ახლა, როცა იმედიც აღარ დამრჩა შენთან შეხვედრის. მეუბნებიან რომ შენსავით არავის ვგავარ და მწვავს დარდი, რომ ვეღარასდროს ვეღარ შეგხვდები. ახლა შორი ხარ... ცაზე შორი... ფიქრებზე შორი... რა უცნაური სიმახინჯით გათენდა ეს დღე. გემშვიდობები სამუდამოდ და შუბლზე კოცნით, გაცილებ სადაც კვლავ შევხვდებით დიდი ხნის შემდეგ. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.