ჩვენ
ჩვენ ჩემზე ვწერ, გიამბობ საიდან მოვედი. გიამბობ, ვინა ვარ, რა მსურს და მისმინე. ზაღაპრების შვილი ვარ, ცხადი და ფარული. არ შეცდე და ჩემზე ნურასდროს იფიქრებ. მე მოვალ ახლოს და ჩემს სუნთქვას მოისმენ. არ სცადო! შეხების, არ გქონდეს იმედი! მე ისე შორი ვარ! და ისე ბოროტი! და ისე თამამი! და ისე ძლიერი! დაგწვავ და შენსავე სიზმრებში დაგფერფლავ! ომში საკუთარსაც დავითვლი იარებს. შენ ჩემგან მიდიხარ და ისევ ბრუნდები. შენ ვერ შეელევი ჩემს ფერად წყვდიადებს. გიყვები ყველაფერს, მისმენ და იოცებ. და მაინც გგონია შენს ფერხთით დამაბამ? სიყვარულს ვეძახი , რასაც მე განვიცდი. ვერაფრით დავუშვი მე შენი დაკარგვა. გტანჯავ და გაწამებ. გაყენებ ტკივილებს. და თავსაც ათასჯერ დავისჯი თავადვე. მე შენი ტკივილი, შენ ჩემი საჯელი. არ მინდა მახსოვდეს რა იყო აქამდე . წვიმს, ჩემი სხეულიც იცლება სევდისგან. წვიმს, სანამ არ მოხვალ იქამდე იწვიმებს. ხელში მკავია მე ჩემი ფრთები და მტკივა განაჩენი, მე_ შენი სიცივე. აჰა, ყველაფერი მოვყევი, რაც არის! აჰა, მთლად ღია ვარ, მიკმარე, მიმიღე! შენთან უშნობით დავმარცხდი როგორღაც. არ გესმის? შენს სახელს ხმამაღლა ვყვირი, მე. ჩვენს ზღაპარს მშვიდად და ხმადაბლა ღიღინებ. შენ ცამდე უბრალო და ასე ცხადი ხარ. მე გიწვდი ჩემს სასჯელს, ჩემს ფიცს და ჩემს ნებას! დღეიდან მე შენი კუთვნილი დარდი ვარ. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.