შენი სული შუაღამისას
სიჩუმეს ღამის წყვდიადი ახლავს, მე შენი სული მაკითხავს ღამით, იგრძნობი ჩემში სხეული ღელავს, მე და სიჩუმე უეცრად ვკვდებით. და ღამე როცა ორ საათს უკრავს, ჩნდება კაბაში პატარძლის მთვარე,, გაყოფილ ცაზე ვარსკვლავი დნება და თითქოს დროა წახვიდე მალე. და ღამის ისარს ვეთაყვანე როგორც მორწმუნე, მე შენი სულიც ჩემს სხეულში ისე მავსებდა, წარმოვიდგინე შენი თავი იმ სიზმრის ველზე, რომელ სიზმარშიც საუკუნოდ ერთად გვეძინა. ნატვრა კი მხოლოდ ამაოა სიმართლის მიღმა, და შენი სულიც საკმარია ამ ღამის ფონზე, მე მხოლოდ შენი სიყვარულით ცხოვრება მინდა, და შენი სული გამინათებს სასწაულს გზაზე. და მაშინ როცა გავიაზრე ამ დროის ფასი, თუ რა გამაჩნდა მე იმ ღამით ვარსკვლავის წინათ, დანახულისა გადავწყვიტე მეწერა ლექსი, და გადმომეცა მოჩვენება ამ ღამის ღმერთად. როგორც იტყვიან ბედნიერებას სევდა თან ახლავს, დამიდგა ის დღე უკანასკნელ ღამის კოშმარი, დღეს არსებობა გულის მალულ სევდასაც მალავს, დაი იმ სულის არსებობა არსად არარი მხოლოდ წინა დღეს დაწერილი შემომრჩა სულის, ლექსი რომელშიც გადმოგეცი იმ ღამის ღმერთად, დაკარგულია გასაღები იმ კარის გულის, როცა შევხვდებით ჩვენ გავაღებთ იცოდე ერთად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.