შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უყვარდათ კი აფროდიტე ჭეშმარიტი სიყვარულით?


18-11-2016, 02:50
ნანახია 2 150

ზღვის ქაფიდან აღმოცენებული აფროდიტე, სიყვარულის, მშვენების, ვნების მატარებელი, ოლიმპოს მკვირთა შორის უმშვენიერესი და ყველაზე სასურველი ქალღმერთია. მისი მშვენიერების წინაშე ქედს იხრდნენ როგორც მოკვდავნი ასევე ღმერთებს შორის უძლიერესნიც. უძველესი ეპოქიდან მოყოლებული, აფროდიტე იყო სახე ყველანაირი მშვენებისა, მის ხატებას გამოსახავდნენ ფერმწერები, მოქანდაკეები, მას უძღვნიდნენ ლიტერატურულ შედევრებს. ითვლებოდა რომ როდესაც ის სასეირნოდ გამოდის, მზეს ემატება სიკაშკაშე, ყვავილებიც უფრო ლამაზად იფურჩქნებიან და სამყაროც მეტად ფერადი ხდება. აფროდიტე ადამიანებისა და ღმერთების გულებში სიყვარულის ცეცხლს ანთებს და ამ ძალის წყალობით ბატონობს ქვეყნიერებაზე. მის მომნუსხველობაზე შეუძლებელია რაიმე ახალი ითქვას, მისი ვიზუალური სილამაზე ათასწლეულების განმავლობაში იყო და არის იდეალი, თუმცა არსებობს მეორე, მონეტის ბნელი მხარეც. როდესაც გარეგნულ სილამაზეზე მიდგება საქმე ადამიანები ნაკლებად ვაქცევთ შინაგან სამყაროსა და სულიერ მდოგმარეობას ყურადღებას, სიყვარულის ქალღმერთის თვალწარმტაცობა უდაოა, თუმცა მისი ცხოვრება მართლაც რომ არ ყოფილა იდეალური, იგი არასდროს ყოფილა მზრუნველი დედა ან ერთგული მეუღლე, შეუძლებელია აბსოლიტურ მშვენიერებას მხოლოდ ერთი მოტრფიალე ჰყოლოდა და ამიტომაც აფროდიტე გულუხვად გასცედა თავის კეთილგანწყობას. თუმცა იყო კი ის ბედნიერი? მარადიული სიცოცხლით, ახალგაზრდობითა და სილამაზით დაჯილდოებუი იყო იგი თუ დაწყევლილი?
ოლიმპოს მთის მცხოვრებთა გრძნობები, ხშირად ახლოს არიან ადამიანურ ბუნებასთან, მათი განცდები, ეჭვები არაფრით განსხვავდებიან ჩვენი, მოკვდავთა ემოციებისაგან. ჩემი აზრით აფროდიტესაც გულს უღრღნიდა ერთი მარტივი კითხვა, რატომ უყვართ ის? იმიტომ რომ ხედავენ მის შინაგან მშვენიერებას თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლამაზია, მშვენიერია, ღვთაებრივია. მისი ყოველი ახალი გატაცება კრახით სრულდებოდა, ის კარგავდა ყველას, ვინც კი მიუახლოვდებოდა მის სამყაროს. მისი სილამაზე ღუპავდა ადამიანებსა და ღმერთებს, არავის დასცალდა მისი შეცნობა, რადგან განგება არ აძლევდა ურთიერთობით ხანგრძივად ტკბობის ფუფუნებას.
სურათზე ჩვენ ვხედავთ აფროდიტეს ეროსისა და პანის ქანდაკებას, რომელის თარიღდება ძვ.წ. 100 წლით. ქვაში
გამოქანდაკებულია აბსოლიტური მშვენიერება იმ ღმერთის კომპანიაში, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ესთეტიურ სილამაზეს, იგი საკუთარმა დედამ მიატოვა, როდესაც ახალშობილის სიმახინჯე იხილა, თუმცა ოლიმპოს მკვიდრებმა მაინც მიიღეს ის, მას არ გააჩნია ვიზუალი, თუმცა მისი სახელი იშიფრება, როგორც „ყველა“ და ბერძნების აზრით, სწორედ ყველა ღმერთის სიყვარულის გამო ეწოდა მას პანი. იგი მხიარულია, დაეხეტება ტყეებსა და მთებში, უკრავს სალამურზე, მართალია პერიოდლად შემოაწვება ხოლმე სევდა და განმარტოების სურვილი, თუმცა უდაოა, რომ ის სწორედ აფროდიტეს ანტიპოდია, სარკის მრუდე ანარეკლი.
თითოეული ჩვენგანის სუბიექტურ აზრზეა დამოკიდებული, რას ვივარაუდებთ, როგორ გავშიფრავთ იმ დაფარულ აზრს, რომელიც მოქანდაკემ ოცდაორი საუკუნის წინ ჩადო ამ შედევრში. ეროსის ღიმილში დავინახავთ ირონიას, როდესაც იგი ხედავს ორი უბედური უკვდავის განცდას, რომელთაც ყველაფერთან ერთად არაფერი გააჩნათ და სხვისი ბედისწერა უფრო ტკილად ესახებათ, თუ ბედნიერებას, რადგან წინასწარ განჭვრეტს მათ ბედნიერ მომავალს, როგორც ორი ნახევრის, თეთრისა და შავის, დღისა და ღამის, მშვენიერებისა და სიმახინჯის შერწყმას, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ ერთმანეთი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent