შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი შეშლილი ლექსები


18-02-2024, 20:15
ავტორი ვე რა
ნანახია 646

შენს შეშლილ ლექსებს
დემონები ჩასახლებიან
შენი სიტყვები უმოწყალოდ
ჩეხენ გონებას
შორს იყავ ჩემგან,
ნაბიჯით არ მომიახლოვდე.
გადამდებია ეგ სენი და ეგ შთაგონება.

შენს დაღლილ ლექსებს
განთიადი არ უწერიათ.
გულში დაჭრილი პოეტების
ისმის ვედრება.
ვის გაუგია არასოდეს
გათენდეს ღამე.
ან არ დაღამდეს,
თქვი ასეთი ვის გაუგია?!

საუკუნეებს ითვლიდი
და აცვამდი მძივად.
შენ ბევრი ნახე და
განცდილით ვეღარ დასრულდი.
შენს მწუხრის ლექსებს
არ ეგების გადავიწყება.
მათ ვერასოდს მოერევა
დარდი წარსულის.

აჰა, მოვედი! მელოდი და
ლოდინი გღლიდა.
მე შენ წინ ვდგავარ
განახლება შენი არსების.
მოდი, წაიღე ჩემგან სხივი
მზის და სინათლის.
და სიყვარულზე არ გაბედო
სიტყვა არცერთი!

აავსე ლექსი ჩემეული მკრთალი აისით.
აივსე თავად, პატიებას ნუ მთხოვ! შეგინდე!
და სანამ შენს ლექსს
კვლავ დემონებს გადაულოცავ.
გაიხსნე, რომ ჩემი სუნთქვა
მსხვერპლად შეგწირე.

ვე რა



№1  offline წევრი Ninit nini

საოცრად დაწერილი <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ninit nini
საოცრად დაწერილი <3

მადლობა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent