შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხარება


7-04-2024, 23:27
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 506

მესმა, ურჯულოს მიუგო
მიდი და იმას გახედეო
რაღაც უცნაურად მიდი მოდის
რაღაც ღიმილებით ბოდიალობს
თვალი უშტერდება აუტანლად
ესმა, შენც ხომ არ გახევდი ?!
ცალცალკე ყრია კორდზე
ჩემი ზრო და ვარჯი
რა თვალი აქვს ამისთანა
მჭვრეტდეს და მიხმობდეს თვალებად, ტანად
რაღაის ტანი, რისი გულწამტანი,

ჩემი გული ქვაა და
ცეცხლი მდის ვენებში
ჩემი სიყვარული მაღალი ტალღებია
გიყურებ, იხრჩობი
ქარია ჩემი მძაფრი ქარტეხილი
ვტყდები და ვფარფატებ უძინარი
ნუღა შემავედრებ ქააბას
ვისთვის დაიჩეხე ფეხის გულები?
მე არ ვარსებობ,
ხომ გითხარი, ქარი ვარ, ქალო
აღარ მიმიღებენ უძილოურს

ღიმილები და სურვილები
ათასგვარი და უიმედო
გიყურებთ, არსებობთ ..
ჩემი ხორცი გინდა თუ გვამი გინდა ჩემი?
მაგ ტატანოს მატლები ინადიმებს
შენ ჩემთვის რა უნდა შესვა, რა უნდა იიმედო?
შენ რომ ნაბიჯი შეგეშინდა - იმ ყველა ტყეში ვინადირე

ქარი ბღაოდა იმ დილას,
ჩვიდმეტი წლის წინათ წვიმები
დაიწყო უსასრულო.. ასხამდა ირიბად
მერე ჩემთვისაც გაჩნდა სერაფიმი
და მერე ჩემს ოთახშიც იწვიმა

ის ქარიც მე ვარ,
იმ ქარმა სახლი დაუნგრია, ხეები გაუხმო
მიწა თვალში დაუთესა
ხელები დაატეხა გასახმობი, კედლები გაუპო
გამოშიგნა და გამოფიტა
ის ქარიც მე ვარ,
მე თვითონ ვარ, უთხარი ურჯულოს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent