მიფრინავს დრო. გაუფრთხილდით დროს.
გამარჯობა. ცხოვრება არის ფერფლი და გოდება. მე ვტირი შენს მკლავზე, სიხარულისგან. რომ აქ ვართ. ჯერ კიდევ შეგვწევს ერთი ჰაერის ერთურთად გამოზოგვა, ჯერ კიდევ თბილნი ვართ (ცხელნიც კი!), და ქარი გვივლის აქეთ-იქიდან, ცა წინ ეშვება. და კიდევ გამარჯობა, სალამს გითვლი საუკუნეების უწინდელიდან და - ბევრი დროის გასვლის მიღმეთშიც. სადაც ვიყავით, სადაც ვართ, და სადაც ვიქნებით. დის ცრემლი, და უერთდება შენს მდინარეს, რომლითაც იღვრები აღმაფრენისას! შენ ისე დიდი ხარ, ისე ვრცელი, ისე ხასხასა, ისე მაღალი, როგორ დაგიტევს ჩემი ლექსები? ო, წყალი, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის... ზუსტად, ბალღობისას, იმერეთში იცოდნენ, უფრო კი გაუცნობიერებელი, ხუმრობის თქმა: "წყალი სოველია?" ამ წამს კი ვითომ გავიზარდეთ, შენ თავად ხარ ის წყალი, რომელიც ზემოდან გადაგვდის - და შიშველს გვიმოსავს... ისე, თავიდან მიწა და ის ერთად იყო, მერე განიხვნა, ახლა კი ხდება შეერთება, ანუ ვბრუნდებით პირველსაწყისთან. "მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები." და მათთან ჩემი პირველშეხება. "ძვირფასო!" .... .. ძვირფასო, ვგრძელდებით, ჩვენ მუდამ!! მე ვტირი, შენ ტირი. რა დროა? "იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!” - ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: რომელი საათია?"... არძილის საათია, არმოსვენების დიდი საათია. შენ მზე ხარ. მზეზე კი დიდხანს ძლებენ მორიელები. შენ, ოაზისო, თვით ყველა სამყაროს ვრცელი ხრიოკის, წამო, დაბრუნების პირამიდებთან, სადაც ხარობის ჟრიალით თვალს ისივებენ ფრთამალი რაშნი! სამუდამოა ამ სილაში ჩვენი თამაში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.