შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავდივარ მარტო


26-06-2024, 14:37
ნანახია 1 378

ღამე ქუჩაში დავდივარ მარტო,
ნაცრისფერ წვიმას რომ შევხვდე ახლოს,
მე ის დღეები დამყვება, მნატრობს,
დანახვისას რომ არასდროს დამთმობს.

ახლა რომ ვხედავ ხეებთან სითბოს
და ქუჩებს შორის უძირო ყინვას,
მეტყველი მზერით, თვალებზე ცრემლით
ხმამაღლა ვერ ვამბობ მე ვერცერთ სიტყვას...

ქუჩაში ხშირად დავდივარ მარტო,
ვიცი, რომ ჩემთან ზამთრამდე მოთოვს,
სევდა თან დამსდევს, არ მესმის რატომ?!
ნეტავ, ზაფხული მე რამდენს მომთხოვს?!

წვიმა საუბრობს ქარების სვლებზე,
ქუჩებში თბილა, მაგრამ მე მათოვს,
ნაკვალევს მივყვები შებინდულ გზებზე,
მარტო რომ დავდივარ, ეს აღარც მახსოვს...


ნ.ლ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent