შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი


1-11-2024, 04:51
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 029

ქალი
ჩამოეძინა ლამპიონს თითქოს,
მოწყენილობით კვდება ქალაქი.
წარსული უკვე არაფერს ითხოვს.
მკვდარს რაში უნდა მარჯვე დალაქი?!
...შეჰყვარებიათ ერთხელ ის ქალი,
მაგრამ ლოდინად არ ღირებულა...
რადგან სიცივე - სამარის კარი,
გაღებულა და კვლავ დახურულა.
ის არჩევანიც ყოფილა მცდარი
იცოდა, მაგრამ მაინც ეგონა
გაეღებოდა სამოთხის კარი,
ახალ სიყვარულს მიტომ ემონა...
და შეცდა ქალი
(ურვა და ზარი)
ახლაა მკვდარი,
მეასედ მკვდარი...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შეცდომა ვიცი სამს მინუს ორი
რომ იჩემებდეს შედეგს ოცობას
მეათეჯერ რომ ტყუვდება ქალი,
ეგ უკვე მოჰყავს ტარტაროზობას...

თარო და ტარო, ტანო ტანსარო,
შე მოწიფულო, ბინდის სადარო,
მა მთვარის შუქს სად მიეპარები,
ვისი მკლავები გსურს გაატარო?!

დამცა მედგარი.. ჭირი და მეხი .
ვერ მოვიცვალე.. გამიხმა ფეხი..
არ დაიტოვა ლამაზმა ქალმა
სხვა გადარჩენის გზა ანდა ხერხი..

და შეცდა ქალი..
გრძნობებით მთვრალი
არითმეტიკა
სიფხიზლის არი..

ვინ რას აუხსნის
მტირალ პატარას,
მისი დედიკო
აქ რად არ არის?!

იყო ქალაქი.. და მოქალაქის
კუთვნილ ბინიდან მოჰქონდათ კუბო..
ღმერთის კვალდაკვალ დარჩა ტალახი
და დედინაცვლის ტკბილმწარე უბე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent