შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პასუხი მესაფლავეს


17-11-2024, 17:17
ავტორი Shemoqmed1
ნანახია 769

დღეს აქ ბევრი უგუნური,
ტრფობის სათქმელს ვერც კი ხვდება,
და ფიქრობენ კაცთან ერთად,
სიყვარულიც იქვე კვდება.

არამხოლოდ უგუნურნი,
ის გენიაც ასე თვლიდა,
ლექსებისთვის მამად მყოფი,
მის შეცდომას ვერც კი მიხვდა.

გენიოსო, გალაკტიონ,
მე არ მესმის შენი მტრობის,
თუ აქამდე ვერ ხვდებოდი,
ეს არ არის გრძნობა ტრფობის.

ნუთუ, ყველა შენ ქვრივ ქალში,
მხოლოდ ცუდნი შეამჩნიე,
ორპირნი და მოღალატე,
მითხარ, როგორ შეარჩიე?!

ამიხსენი, ვერსად ნახე?!
ქალი ქმრისთვის მომტირალი,
და მითხარი რატომ დგახარ,
მის საფლავზე მომღიმარი.

იღიმი და თან იცინი,
განა ასე გაბოროტდი?
როცა შენ ერთ ქალს ეტრფოდი,
შემდეგ სხვასთან გამორბოდი?!

ამიხსენი, ვერსად ნახე,
მომღიმარი გოგო-ბიჭი,
რომ სიკვდილმა დაუკარგა,
ერთმანეთის ტრფობის ნიჭი.

რომ მას ბედმა უღალატა,
გაუჩინა გულის ბზარი,
თუმცა გოგოს ტრფობის ნიჭი,
დარჩა ისევ ისე მყარი.

შეიძლება გენიოსო,
მსგავსი სატრფო ცოტა იქნა,
მაგრამ მაინც თუ შეხედე,
დაგენანა ორი სიტყვა?

თუ ნამდვილად დაინახე,
ქვრივი ქალის ცრემლთა დენა,
დავიჯერო ვერ გაიგე?
დაიყრუე გულთა სმენა.

კიდევ იტყვი დიდო გონო?
რომ გრძნობები სიკვდილს მიაქვს,
და ნამდვილი სატრფოს გლოვა,
გაატანო ისევ ნიავს.

კიდევ იტყვი? რომ ამ ქვეყნად,
სიყვარული არ არსებობს,
მაშ მითხარი ვისთვის ვიბრძვი
და ამ ქვეყნად ვისთვის ვომობ.

რაცა მქონდა მე სათქმელი,
გადმოგეცი გულახდილად,
არ ვაპირებ მომავალში,
დაგენახო თავდახრილად.

თუმცა არა, არ ვაპირებ,
ლექსით შენთან გატოლებას,
და მინდოდა დაგენახა,
რა ძალა აქვს სატრფოებას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent