სიჩუმე
გამოუთქმელი სიტყვების ექოში, სიჩუმე ჩაგითრევს თავის მორევში, სიჩუმე გეტყვის რას ნიშნავს სიტყვა, სიტყვის მიზანსაც თვითონ განახებს. ის შეგასწავლის ღამის სიფხიზლეს, სურვილს ჩააქრობს არ გაღვიძების, გასწავლის არ თქვა შენი ფიქრები, და გამოხატო იგი კალამით. შენი სიჩუმე კალმით ნაწერი შენთვის გახდება მარადის ახსნა. იქ, სადაც სიტყვა დუმილს ვერ სჯობნის, სადაც დრო წყდება, ქარი არ სუნთქავს. გამოუთქმელი სიტყვების გზებით, დაგაწერინებს ფიქრთა ნიაღვრებს. იგი გასწავლის სიბრძნეს უმანკოს, და ზღვარს გაჩვენებს, ის დასასრულის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.