შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქალაქი


10-01-2025, 02:40
ავტორი თომა.ს
ნანახია 230

ოჰ როგორ მიყვარს ჩემი ქალაქი
მეტროში რჯულის და გენის რევა,
სიძულვილის და დაღლის თვალები
ყოველღამ გიწევს გულის არევა.

როგორ მიყვარს და როგორ ვაფასებ
ჩემ ლამაზ ქალაქს პატარას სათნოს,
სადაც ასობით ქალი და ბავშვი
გინებ სიბილწით სადავეს ართმობს.

მე სულ ის მიყვარს ამ ჩემს ქალაქში
დილაობით რომ ჩიტი ჭიკჭიკებს,
მეზობლის ბებო ნამცეცებს უყრის
მაგრამ სიმღერის გამო გიჩივლებს.

ოო როგორ მიყვარს მე ეს ქალაქი
ახალგაზრდები დანით მავალნი,
თვალს არ დახუჭავს თუ არ მოსწონხარ
დანას ჯიგარში დაგკრავს მტევანი.

ამ ჩემ ქალაქში ასობით გოგო
თვალ წარბ ლამაზი და მომღიმარი,
ზურგში ისეთი სიტყვით შეგამკობს
გამოგაღვიძოს იქნებ მძინარი.

ჩემი ქალაქი ყველას ჯობია
არ აფასებენ ზანგს და ინდოელს,
თუნდაც შეგატყოს ქართლის შვილი ხარ
გულ გაყინყლნი არ დაგინდობემ.

ჩემ ქალაქს შვენის ძველი ქუჩები
ჭადრის ხეები, ეკლესიები,
ქუჩას ღებავენ ტაძარს ბილწავან
ჭადარს დაეხვა მავნე ჭიები.

ჩემ ქალაქში კიდევ რა გამაოცებს
რა დამხვდება დილაა თუ ღამე,
ამ ქალაქაის ალიონსაც ვიფიცებ
როგორც სულში უცაბედად მწარე.

ამ ქალაქს ხომ სულ ფარული ნიჭი აქვს
წესიერ ქალს სულ წაართვას ეგო,
ეს ქალაქი გრძნობის სასაფლაოა
აქ ცხოვრება მე საჩუქრად მერგო.

ამ ქალაქზე ლექსი რომარ დავწერო
რომ არ ავხსნა თუ როგორი კარგია,
დაიკარგოს იქნებ ასე უკვალოდ
ყველა გრძნობა რაც გულს დღეს აბადია.

გადახედავ წითელ კრამიტს
ძველი ხისგან მორთულ სახლებს,
აქ ყველაა ლოთი, მხდალი
არც გიღებენ სახლის კარებს.

აქ მათხოვარს ცილს წამებენ
უბე აქვსო სავსე ფულით,
ოც თეთრსაც არ იმეტებენ
გადაიტანს ღამეს პურით.

აქ კაცები მანდილს გლეჯენ
თვალს ავლებენ ქალთა ვნებას,
პრიორიტეტს მაინც ხდიან
ღამის სმაში გათენებას.

და ბოლოს კი ამ ქალაქში
ყველა ერთად ტკბილად ვცხოვრობთ,
ყოველ ღამე ფანჯარასთან ვდგავართ
ვფიქრობთ ვინ გავჭოროთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent