შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო


16-01-2025, 14:29
ავტორი ვე რა
ნანახია 190

მე შეპყრობილი შენით მოგიხდი,
როგორც სახადს...
გადაგივიწყებ მერე
სულ დაგივიწყებ... ნახავ.

ამოგიგლიჯავ დარდო,
რომ ფიქრადაც არ გაკრთე...
გადავისერავ ვენებს, სადაც შენ უნდა მყავდე...

არ მინდა შენი სახე,
მაინც ვერაფერს ვხედავ ..
ვბრაზობ, ჩემს თავზე ვბრაზობ....
დავხევ ამ ლექსსაც ეხლა...

გალიის ვიწრო მდელოს
და ცის პატარა ნაგლეჯს...
მე ჩემი ხელით ვკაწრავ
ცაზე გარინდულ მთვარეს...

და გათენებაც არ მსურს...
აღარც მზეები მწველი....
გაქრეს სამყარო ვნატრობ,
მაგრამ ისევ მე ვქრები....

ეს იყოს ბოლო ღამე....
აღარ გათენდეს მეტად...
რომ ეს სიბრაზე ჩემი
გასცდეს სამყაროს ფეთქვას...

მაჯაზე არტახს ვიდებ,
ვიხვევ სატურნის ქამარს...
რომ ეს ციმციმი სულის
მორჩეს დასრულდეს მართლაც ....

✨????????

მე



№1  offline წევრი mariami91378

შესანიშნავია! სიტყვები არ მყოფნის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent