ინსომნია
შენ სუნთქავ ჰაერს, მე რომ ვებრძვი და თან გწყინდება... და ღამეები გრძელზე გრძელი ინსომნიებით და გათენება, ცაზე ფიქრი, მეტის შეგრძნება... შენ მოგბეზრდები, მოგბეზრდება ჰო, ჩემზე ფიქრიც.... მე ვსუნთქავ ჰაერს. არა ვტყუი, ვცდილობ ვისუნთქო.... შენ ღამეს ებრძვი, და გაღიმებს სიტყვა მარტივი.... და რა იქნება, როცა მარტო დავრჩები იცი? რას მოიგონებს ჩემი სული ასე დაღლილი.... მარტოობაში, ანდაც რატომ მარტოობაში? ცაზე ანთია ათასობით ვარსკვლავი შორი. და მაინც ასე მჭირდება რომ მოგიყვე რაღაც, გავიადვილო ფიქრები და სუნთქვასთან ომი. შენ სუნთქავ ჰაერს, მე რომ ვებრძვი და არ იღლები. იღიმი ისე, თითქოს სევდა გვერდით არ გიზის. თქვი, რა იქნება, როცა ჩემით გადაიღლები? შენს თავს უთხარი, მე პასუხი ისედაც ვიცი.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.