ამეკვიატა შენზე ფიქრები
ამეკვიატა შენზე ფიქრები არ მძინავს, სამის ნახევარია. ვნებებს დაიცხრობს მთვარესთან ღამე, სულელი, ნეტა რა უხარია. ამეკვიატა შენი თითები , მინდა გაგიშვა ჩემი ფიქრიდან, მაგრამ უშენო წამებს ვითვლი და, არ მემეტები - ჩემთვის მინდიხარ. ვნებადამცხრალი მთვარე მილულავს ნაცრისფერ თვალებს, და ღამე ისე გაიცრიცება მზეზე ოცნებით, ვერც კი მიხვდება, თავზე როგორ დაათენდება. მიყვარხარ, სწორედ ამიტომაც ნუ გაოცდები - გათავისუფლებ, არ მოიხედო! სულ წინ იარე! ჩემზე ფიქრები აღარ გინდა, აღარ გიხდება. მე კი ყვავილებს დავიხატავ ალბათ, იისფერს, გავიფერადებ მკერდზე იარებს. თენდება, მაგრამ ახლა ვიძინებ, დღეს მზე ამოსვლას დააგვიანებს. ლიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


