შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაია ბადალი - ალქაჯები


5-06-2016, 12:22
ავტორი Be happy
ნანახია 5 066

ალქაჯები
მთელი ცხოვრებაა მე ვებრძვი ფერებს, მდუმარედ ველი
საიდუმლო სამყაროს აღქმას, ჩემი ვედრება უიღბლოთა
წვეთია სისხლის და ვეღარ ვუძლებ უსასრულოდ ამ
სისაძაგლეს, მე აღარ ძალმიძს, ავიტანო მგზნებარე შიში,
ტანჯვა- სამყაროს მართავს სანახევროდ ბოროტი ძალა,
ადამის მოდგმამ სულ დაკარგა სირცხვილი, რწმენა,
სიკეთისათვის სულ მცირედი პურის გაღება, ვიღაცა კვდება,
ბატონობს გულზე ტკივილის ლოდი, ვიღაცას კლავენ
სიმართლისთვის, სიყვარულისთვის, სიცრუე მეფობს
სამზეოში, სახლში, თვით კაცში,....მე ვეღარ ვუძლებ
ტანჯულთ ტანჯვას, გოდებას ჩვილის....და ვებრძვი
ფერებს....შავბნელ ფერებს....მოვერევი კი?-სუსტი მაქვს
მხრები, მუხლშიც რომ გაწყდა ძაფის ძალა , ფეხზე ძლივს
ვდგავარ,-დედა ბუნებავ, საზრდოვ ჩემო, იქნებ მომხედო,
სიკეთე მინდა ქვეყანაზე ღიმილად ენთოს, გულიც და
გრძნობაც გროშებზედ რომ არ გაიყიდოს.
....და მაინც, მინდა გთხოვოთ გჯეროდეთ ზღაპრის,
ზრაპრის გმირები ხომ სიკეთეზედ არწევენ აკვანს, რომ
ბოროტებას ეკვეთება მახვილი რწმენის, ზღაპრის ბოლო ხომ
კეთილია, დასასრულს მარჯვობს სიყვარული და
სათნოება, ....იქნებ ვერც მარჯვობს ეს სიკეთეც შავბნელ
ძალაზე? მაგრამ ხომ გვჯერა? - სწორედაც, რომ ეს გვაძლევს
იმედს! ეს იმედია ჩვენი ძალა სიცოცხლის , რწმენის და
უიმედოდ მტერიც ცოდვა ყოფილა თურმე,
გჯეროდეთ....
გთხოვთ , რომ გჯეროდეთ ზღაპრის!

[ მარიზა მეი ]
3
თავი I
ზამთრის თბილი და სასიამოვნო საღამო იდგა. ხმაურიან
ქალაქს ძილი თითქოს არასოდეს ეკარება, არც თოვლია და
არც გაუსაძლისი სიცივე, მაინც ზამთრის სურნელი
ტრიალებს გარშემო , გამოზაფხულებამდე ჯერ დიდი დროა,
დიდი დროა მიწიდან ენძელების თავის ამოყოფამდე და
პირმცინარი იებით სამყაროს სამკაულებად მორთვამდე.
ქუჩები, ხეები, მანქანები, ელექტროენერგიით გაკაშკაშებული
სახლები ზამთრისფრად იმზირებიან.
-ხვალისათვის ცოტა რამე მინახე რა?! -წაიბუტბუტა ტანად
ახოვანმა და ბოხი ხმის მქონე მამაკაცმა სამზარეულოში
მოფუსფუსე ქალის მისამართით.
-მაინც რა გინდა გიო?
-კითხვა კითხვითვე დაუბრუნა ქალმა.
-ხო იცი ,ხვალ ნაკრძალში სანადიროდ მივდივართ ბიჭები,
ცოტა-ცოტა საგზალი ყველას მოაქვს, სამწვადე და ღვინო
უკვე გავამზადეთ, რამე ტკბილი და ცომიანი გაგეკეთებინა. ?
-შენ ქალის საქმე კარგად ვერ უნდა გასწავლო?
-კი არ გაგეკეთებინა და დაგეცხოო , უნდა გეთქვა! -
-მამიკო, მეც ხომ უნდა წამიყვანო ბებოს სახლში?-
ახლაღა შენიშნა გიომ მის უკან მდგარი, თოჯინა
ჩახუტებული შვილი, რომელსაც ორიდან ერთი კიკინა
ჩამოშლოდა და თავის ბავშურ გარეგნობას სასაცილო
გამომეტყველებას სძენდა.
-არა, მე სანადიროდ მივდივარ, სათამაშოდ კი არა !-თბილი
ტონი შეურია მამამ ღიმილს, დამთავრებული არ ჰქონდა
წინადადება , რომ შვილის ყურის წამღებად ისტერიული
ტირილი მოჰყვა.
-აუ, ჩემი რაა.... ეხლა ამას აუხსენი.... მარია, გააჩუმე ბავშვი! -
-ნეტა რა გინდა კატო იქ?- გამოეხმაურა მტირალა დაიკოს
ველოსიპედთან მოკირკიტე ათიოდე წლის ძმა.
-მინდა! -სლუკუნს უმატა კატომ.
4
-იცი, მე იქ, თოვლში ერთხელ შიშველი ქალი დავინახე....
-ნუ აშინებ პატარას!-ჩაერია და-ძმის დიალოგში დედა.
-დე, მე არ ვიტყუები....
-შენ მაშინ გეძინა და სიზმარში ნახე!
-არა დე, ეგ მერე იყო! - ცდილობდა დედის დარწმუნებას
ცისფერთვალება მოზარდი, რომელსაც მეტი
თვითდამაჯერებლობისაგან თვალის გუგები გაფართოებოდა.
ოჯახში ხმაურმა კიდევ რამდენიმე საათს გასტანა და მერე
სიჩუმემ დაისადგურა. სახლის ფანჯრებში ელექტრო
სინათლე ჩაქრა , ფანჯრები ღამის ფერებით შეიღება ,
ოჯახის დიდსა თუ პატარას სტუმრად ტკბილი ძილი
ესტუმრა ; მხოლოდ ბაქარს არ ეძინა, თავის ოთახში
მარტოსულად გრძნობდა თავს. თვალებგახელილი, ღამის
პიჟამაში შიშის სიცივით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებასა
და წარსულის მოგონებას ისე გაებრუებინა, რომ საბნის
მიფარებაც კი დავიწყებოდა. ოთახში ღამის ლანდები
დააბიჯებდნენ, რომლებიც ქუჩაში მდგარ ლამპიონებიდან
არეკლილ სხივებს დაუკითხავად შემოჰყვნენ. ასე
იბოდიალებენ მთელი ღამე, გარიჟრაჟამდე, ან უფრო
სწორედ ბაქარის ჩაძინებამდე, მერე კი წავლენ, ვინ იცის
ახლა ვისთან მივლენ. რომელი სახლისაკენ ან რომელი
სულიერისაკენ აიღებენ გეზს, ვის გაუფუჭებენ ძილის წინ
გუნება-განწყობას, ძირითადად ბავშვები უყვართ ღამის
ლანდებს, თუმც, არც დიდებთან სტუმრობაზე ამბობენ
უარს. მთავარია, გჯეროდეს მათი არსებობის, დანარჩენი კი
უკვე თვითონ იციან, დაუკითხავი სტუმრობის მოყვარულნი ,
უფორმონი და უშიშარნი არიან ღამით. ბაქარი
თვალებგახელილი, შეჭმუხნული შუბლით იხსენებდა იმ
დღეს, რომელზედაც დედა არწმუნებდა, რომ სიზმარი იყო
და არა რეალობა. იმ დღის ყოველი წამი ახლაც ნათლად
ახსოვს ბაქარის ნათელ გონებას. მაშინაც ზუსტად ასეთი
დრო იყო, წინასაახალწლო, სკოლაში ზამთრის არდადეგები
დაიწყო. ოჯახი ყველა წევრის შემადგენლობით, მამამისის
5
რამდენიმე მეგობარი სანადირო ძაღლითურთ ქალაქგარეთ,
ბებია-პაპის დანატოვარ სახლში დასასვენებლად
გაემგზავრნენ. გზადაგზა თოვლში ჩერდებოდნენ და
გუნდაობდნენ, სახლს უკვე მიახლოვებულნი იყვნენ, ბაქარს
შესვენება მოუნდა, მამას მანქანის გაჩერება სთხოვა. მამამ
უკმაყოფილოდ გაუჩერა მანქანა,- თერმოსიდან ჩაის რომ
წრუპავ მთელი გზა, მაგის ბრალიაო, სახლში მალე
მივალთ, მაგრამ თუ სახლამდე გაძლება გიჭირს, აგერ
ხესთან ჩემო ბატონოო....--გაჩერებული მანქანიდან სწრაფად
გადმოხტა და თავქუდმოგლეჯით გაქცეულმა მამის და მისი
მეგობრების ფინალური სიცილი ვერც კი გაიგონა, გზისპირა
ტყეში შევარდა, არა, შორს არც წასულა, მაგრამ იქიდან
ნამდვილად ვეღარ დაბრუნდებოდა მამისა და მისი
მეგობრების ისტერიული ყვირილი და ძებნა რომ არ
მოჰყოლოდა. აკანკალებული ბაქარი მამას თბილად ჩაეხუტა
და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, თუმც, ნანახი
მოგვიანებით გაახმოვანა ,
-„ოჰ, შე მაიმუნო, როგორ შემაშინე , მეგონა დამეკარგე“-
ქუდზე წაუთაქა მამამ საყვარელ ვაჟიშვილს. დედამ კი მის
ნათქვამს ახსნაც სახელდახელოდ სიცილითა და კისკისით
მოუძებნა :-სიზმარი ნახე და ცხადი გგონიაო ....
დილა ტელეფონის წკრიალით დაიწყო. თბილი
ტანსაცმლითა და საგზლით გასუქებული ჭაობისფერი
ზურგჩანთა მანქანის საბარგულში ჩააბრძანა გიომ, თვითონ
საჭესთან დაჯდა, გვერდით კი თავისი ხუმარა მეგობარი ,
ჩასუქნული , მშვიდობისმოყვარე და თავდაჯერებული პიჩო
(პიჩო მეტსახელი , თორემ სინამდვილეში დავით დადვანი,
პროზაიკოსი უამრავი ჯილდოს-მედლის მფლობელი)
მიუჯდა. უკანა სავარძელში კონსტანტინე, მეტსახელად აკა
და ტუჩა, იგივე ტარიელი მოკალათდნენ. მათ კიდევ ორი
ოთხფეხა მეგობარი ახლდა, გრელყურება სპანიელი და
თვალებდაჭყეტილი, მუდამ მოუსვენარი , ანცი დრატჰაარი.
(ეს უკანასკნელი პატრონივით უამრავი ჯილდო-მედლის
6
მფლობელი გახლდათ, საგამოფენო სივრცე სწრაფად
დაიპყრო, რის გამოც მედლები და ბეჭდური მედიის
სიმპათია დაიმსახურა, შედეგად არაერთხელ მოხვედრილა
ჟურნალ-გაზეთების პირველივე გვერდზე)
მთელი გზა ჩვეულმა ხუმრობებმა, წარსულის მხიარული
დღეების გახსენებამ და თოფ-იარაღებზე საუბრებმა
დაღალეს მგზავრების ყურები. ადგილზე მისულებმა მანქანა
ეზოში გააჩერეს და ქათქათა თოვლში გუნდაობას შეუდგნენ.
ერთად ყოფნის სიხარულით, საკუთარ ოჯახებსა თუ
სამსახურებს დროებით გამორიდებულნი, დიდ-პატარა
ბავშვებად ქცეულნი, მხიარულ დროსტარებაში ატარებდნენ
რამდენიმე დღეს, თამაშობდნენ და ნადირობიდან
დაბრუნებულნი უამრავ ტყუილს იგონებდნენ, თანაც გიოს
მეუღლე ტყუილად კი არ ეძახდა ნადირობიდან
დაბრუნებულ ქმარს -მიუნჰაუზენს. გიომ მამაპაპისეულ
სახლს შესასვლელ კედელზე აკოცა, ხელიც მოუთათუნა,
დიდი ხნის უნახავი , თითქოს პირზე კოცნით შინაური
ადამიანი მოეკითხოს. ჩხარუნა გასაღები კარებს მოარგო და
სულ პირველად ბუხარს მიაშურა, ცეცხლის დანთებას
შეუდგა.
გუნდაობით დაღლილი მეგობრები გიომ თავისი ხელით
გაშლილ, ბუხრისპირას მდგომ, პატარა მაგიდასთან
მიიპატიჟა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოსდევდა,
იხსენებდნენ ბავშვობას , მხიარულობდნენ და ლა-
ზღანდარობდნენ, გულით ბავშვობდნენ.
-აუ, ხვალ ამ დროს როგორ ხასიათზე ვიქნებით , ნეტა, ვინ
იცის, იქნებ ხელ-ცარიელნი დავბრუნდეთ ნადირობიდან?-
დაარღვია მხიარულება პიჩომ, რომლის ნათქვამმა ყველა
დააფიქრა და წუთიერად დაადუმა.
-არ არსებობს, რა გული გაგიტეხიათ, აღდგომა და ხვალაო,
ნახეთ რა ხელდამშვენებულნი მოვბრძანდეთ!-
7
-რა, სხვა დროს არ მოვსულვართ ხელცარიელნი? -შეეპასუხა
პიჩო კონსტან ტინეს, ეს უკანასკნელი ზედმეტად ოპტიმისტი
გახლდათ მეგობრებს შორის.
-იცით , ბიჭებო, როდესაც სანადიროდ მივდიოდი, წინა
დღით ბებიაჩემი, ცხონებული , ნერვიულობით ვერ
იძინებდა....-- დაიწყო ნაღვლიანი მოგონებები გიომ.
-ვაა, ეგრე გულშემატკივრობდა ტოო, შენს ნადირობას? , აუ,
ბებო მესმის რა?! -
-არა, კი არ მგულშემატკივრობდა, ნერვიულობდა, ძველი
ხალხის ხომ იცით, რაღაცა ლეგენდებისა და მითების
სჯეროდათ, ....ჰოდა, სჯეროდა იმ ცხონებულს, რომ უღრან
ტყეს თავისი მითოლოგიური ღვთაებები ჰყავდათ,
ნადირობის ღმერთი ქალი იყო, ძალზე გრძელი თმებით,
ულამაზესი, თუ ვინმეს გზად გადაეყრებოდა, მისი
სილამაზე იმდენად დაატყვევებდა კაცს, რომ შეურაცხადს
ხდიდა; ყოველ ადრიან დილას ტყის განაპირას ჯდებოდა
და თმას ივარცხნიდა, მაგ დროს სახე მზესავით
უნათდებოდაო. მას უამრავი მოშინაურებული ნადირი
ჰყავდა, მგლები, დათვები და სხვა; თუ მის საყვარელ
ცხოველს ვინმე მოკლავდა, უბედურებას გადაეყრებოდა,
მისი წყევლა აუცილებლად სრულდებოდა , მონადირეები
არ უყვარს და მათ ატყვევებს , კლავს და თავის ნადირებს
უგდებს შესაჭმელადო. იმ ნადირობის ქალღმერთს უამრავი
ქალიშვილი -ალქაჯები ჰყავდა, ყველა თავისი შვილი იყო
ვითომ, თუ იმათ ვინმეს გადაჰკიდებდა, სიკვდილს
ანატრებინებდა კაცს, ჯადოქრობა ჰყვარებიათ ვითომ, ამას
ისეთი გრძნობით ჰყვებოდა ბებიაჩემი, თითქოს რეალობა
ყოფილიყოს, ვინ იცის, იქნებ მართლა რამე არსებობს იმ
ქვეყნად და მაღლიდან გვიყურებს ბებიაჩემის სული,
ალბათ, ახლაც ნერვიულობს სანადიროდ ჩემს წასვლას....
-ისე, ზღაპრები როგორ უყვართ ბებოებს- გაეცინა პიჩოს.
-ხოო- გააგრძელა გიომ -ვიღაც კაცი იყოო, სჯეროდა და
მთელი გულით ისე ჰყვებოდა , რომ უნდოდა მეც
8
დამეჯერებინა. სანადიროდ ტყეში ღრმად შესულს გზა
დაბნევია, თოვლში თავის ნაკვალევს უნდა გამოჰყოლოდა
უკან, მაგრამ ვეღარ ბრუნდებოდა , ნაკვალევი
გამრავლებულა და სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა.
მოკლედ კაცი შეშინებულა და ყვირილი დაუწყია, უცებ
მასთან ულამაზესი ქალი მისულა, ბაგესთან თითის
მიტანით უნიშნებია გაჩუმდიო, მოუკიდია ხელი და სადღაც
მიუყვანია, ხეს ამოფარებულს დაუნახებია დიდ კოცონს
ხელიხელჩაკიდებული ალქაჯები ტირილით გარს
უვლიდნენ , კოცონთან ახლოს ზუსტად იმნაირივე ქალი
იწვა , სისხლიანი ჰქონდა მთელი სხეული, ეტყობა ვიღაცას
დაეჭრა და რაღაც რიტუალს უტარებდნენ სხვები, მერე იმ
ერთადერთ ალქაჯს ბებიაჩემის ნაცნობი კაცი , ვითომდაც,
სამშვიდობის გამოუყვანია, სოფლისკენ მიმავალ გზაზე
დაუყენებია, თვითონ კი გამქრალა. იმ დღიდან ის კაცი
შეურაცხადი გახდაო, ეს ამბავი ბებიაჩემს ნაღდი ეგონა,
იფიცებოდა და შენც გაფიცებდა უნდა დაიჯეროო....-
ღიმილითა და მოკრძალებით იხსენებდა ბებიის
მონათხრობს გიო.
-აუუ, ტუფტა რა?! ისე მონადირეებს როგორ ევასებათ
ტყუილები....-არ ცხრებოდა პიჩო.
-მევასება-თქო, უნდა გეთქვა, შენ რომ ტყუილები იცი
ნადირობის მერე, არამგონია, ვინმეს თუნდაც დაესიზმროს,-
სიტყვას ყოველთვის ბანზე უგდებდა კონსტანტინე.
-აბა, აბა, ტახმა თვალებში მომანათაო, ან ის - ფუღუროში
კვერნა ზისო, ჩემი თვალით დავინახეო, მოვჭერით ხე,
ხელზე რაღაცეები დავიხვიეთ, ჩავყავით ხელი და პატარა ,
მშიშარა ციყვი არ შეგვრჩა?, თვითონვე გაუკვირდა ,- ეს რა
პატარა რამეაო....-ტუჩას მონაყოლმა დიდი ხორხოცი
გამოიწვია ბიჭებში.
მეორე დღეს წინასწარ გამზადებული თოფებითა და
ტყვიის დიდი მარაგით, წელზე პატრონტაჟ -
შემორტყმულები გაემგზავრნენ ნაკრძალისაკენ. გზადაგზა
9
სუფთა , გაიშვიათებული ჰაერი და სიჩუმე თანდათან
მძაფრდებოდა, ტყის სიმწვანე და იდუმალი სიძლიერე
უნებურად იპყრობდა მასთან მიახლოებულ ყველა
სულიერს, თოვლიან ზამთარში ჩიტების ჟღურტული არ
ისმის, არც კოდალების გამაყრუებელი რაკუნი ისმის, ცივა
და ტყიდან წამოსუ ლი სიცივე უფროდაუფრო მძაფრდება
მის მიახლოვებისას.
-მორჩა, ამის იქით მანქანით ვეღარ წავალთ, ეხლა ფეხით, -
თქვა აღტაცებულმა გიომ და მანქანიდან გადმოხტა,
ძაღლები ყეფა-ყეფით გადმოცვივდნენ მანქანიდან,
სიხარულით გაგულისებულებმა თოვლში კუნტრუში
დაიწყეს.
-აუ, ეხლა ფეხით რა ივლის?! ერთი 6-8 კმ ხომ იქნება
ადგილამდე?- დაიზარა ტუჩამ.
-სულ შენ როგორ უნდა წუწუნებდე, შე ზარმაცო და
ღიპიანო ადამიანო?-გაემასხრა აკა და თავის ძაღლის
მოფერებასა და ხოტბა-დიდებას მოჰყვა:-იცით რა ძაღლია?
ამას ვენაცვალე , ამას, გმირობები აქვს ჩადენილი.-
მალევე ძაღლებმა სუნი აიღეს, კვალს ჩაუდგნენ და
წკავწკავისებური ყეფით გაუყვნენ თოვლიან ახალბედა
ნავალს. კვალს გასულმა მონადირე ძაღლებმა თოვლისფერი
კურდღელი ააგდეს, ერთ გასროლას მეორე მოჰყვა, მეორეს
მესამე და გემრიელი ნადავლიც უკვე მზად იყო,
თოვლისფერმა კურდღელმა უკანასკნელად მოავლო თვალი
მშობლიურ არეალს და სამუდამოდ გახელილი დარჩა.
თოვლისფერ და სისხლიან კურდღელს პირველად ძაღლები
მისცვივდნენ, მერე მათი პატრონები და ისეთი ტაში და
მხიარულება ატეხეს, რომ კურდღელი კი არა თითქოს,
აქლემი ყოფილიყოს ოქრო-ვერცხლით დატვირთული.
-ბიჭებო, ტყეში ხომ არ შეგვეწვა კურდღელი?-იკითხა პიჩომ:-
ნახეთ რა სილამაზე და სითეთრეა!-
-რატომ რაა, სახლში ვერ შევწვავთ?!-იწყინა ტუჩამ.
10
-მოსულა, აქ შევწვათ, კოცონი დავანთოთ, .... აბა, ჰე, ხმელი
და პატარა ტოტები მოვაგროვოთ-დაეთანხმა გიო პიჩოს.
-მე, როგორც გატყავების უბადლო ოსტატი, მეგობარი
ორფეხა და ოთხფეხა ძაღლების ნებართვით , გატყავებას
შევუდგები!-არტისტულად დაიძახა კოტემ.
-აბა, ჰე,ჰე , შევესიეთ ტყეს, კოცონისთვის ხმელი ფიჩხები,
ტოტები....ზარმაცოო, აქ შენზე დიდი ღიპი არავის გვაქვს,
შენოდენას არავინა ჭამს, ჰოდა, შენ ყველაზე მეტი უნდა
მოზიდო, მხარზე წაუთაქა ხუმრობით პიჩომ ტუჩას, ეს
უკანასკნელიც დათვისმაგვარი ზლაზნვით წამოიწია და
ტყეში ხმელი ტოტების ძებნა-შეგროვებას შეუდგა.
ბუნებით კეთილი იყო ტარიელი, მშვიდი და
გაწონასწორებული , სხვისი არასდროს შურდა და დიდად
არც თავისი გააჩნდა, ორ მეტრამდე სიმაღლის მამაკაცს
ბავშვური გული და ხასიათი შერჩენოდა, მეგობრები
ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით ბავშვობის მეგობრებზე
აბოდებდა, კლასელები იყვნენ, მერე როცა სკოლა
დაამთავრეს, მათი გზები არც მაშინ გაყოფილა. ტარიელის
თეთრ პირისახეს შავი თვალები და ღია წაბლისფერი
თმები ამშვენებდა, ლამაზი ფორმის ცხვირი და შესამჩნევად
დიდი და ფუმფულა ტუჩები ჰქონდა, უკმაყოფილების დროს
ტუჩებს ბავშვივით მოპრუწავდა და თავის გარეგნობას ერთი
- ორად სასაცილო იერს მატებდა, ტარიელის ეს მიმიკა
ძალიან მოსწონდათ მის ძმაკაცებს, ალბათ, ამიტომ იყო, რომ
ხშირად ეხუმრებოდნენ, რათა მსგავსი მიმიკა დაეჭირათ და
თავი ისევ ბავშვობასა და მის საოცნებო წლებში
დაებრუნებინათ. ბავშვობისას მასწავლებლის შენიშვნებს
რეაქციად ტარიელის მოპრუწული ტუჩები მოჰყვებოდა ,
მეგობრებს ეს ძლიერ ახალისებდათ, ვინ იცის იქნებ
ამიტომაც შეარქვეს ტარიელს ტუჩა. ტარიელს მეტსახელი არ
სწყინდა, მეტიც, მშობლიურივით ეპატრონებოდა.
ფიჩხებისა და ტოტების შეგროვებას შეეცადა ტუჩა, თოვლში
სიარულისგან თითქოსდა დაღლილიყო, გადაწყვიტა
11
მეგობრებს მცირე ხნით შეგნებულად დამალვოდა, ხეებს
მიფარებულმა ჯიბის ყურსასმენი ამოიღო და მუსიკის
მოსმენას შეუდგა. მეგობრებმა კურდღელი გაატყავეს,
შეწვეს , მიირთვეს კიდეც, თუმცა, ტუჩა მაინც არ ჩანდა.
-ეს ზარმაცა ნეტა სად წავიდა?-ბრაზობდა პიჩო. -
დარწმუნებული ვარ , სადმე ბუნაგს გაიკეთებდა, დათვივით
გაგორდებოდა და იფიქრებდა, ბარემ შეწვან და
მზამზარეულზე მივალო, აუ, ეგ ზარმაცა ეგა!-
-ბიჭებო, რამე ხომ არ იტკინა ნეტა? ან ხიდან ხომ არ
ჩამოვარდა, ან ხომ არ ჩაეძინა სადმე ამ თოვლში? ....არ
გაიყინოს , ავდგეთ, მოვძებნოთ!-ანერვიულდა გიო.
-მოვძებნოთ,-
-მოვძებნოთ,- ბიჭები წამოიშალნენ, მათ ძაღლებიც მიჰყვნენ,
აქეთ-იქით გაიფანტნენ, ტუჩასა და ტარიელის ძახილით
არემარე აიკლეს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე საათიანი
ძებნის შემდეგ გადაწყვიტეს, დასახმარებლად
მაშველებისთვის მიემართათ, შეშფოთებულებს დანა პირს
არ უხსნიდათ.
თავი II
მარიზა მინდელი
ღამით არ მეძინა, თითქოს საიდანღაც ქალის კვნესის
ხმა მესმოდა, მზარავდა მისი სასოწარკვეთილება, ხმა
მამცნობდა, რომ მას უჭირდა, რამდენიმე საათიანი კვნესის
შემდეგ , შემზარავი კივილი დაიწყო, ისტერიული ხმა,
გაურკვეველი მოძრაობის დროს თანმდევი.... ხმის ტემბრზე,
მისი ხმის ჟღერადობაზე, ალაგ-ალაგ რომ წყდებოდა,
მახვედრებდა, რომ ჰიპოქსიური ხმა იყო, ჟანგბადი აკლდა
ქალს,....თავსხმა წვიმის ხმა მელოდიურად ერითმებოდა
კივილს, შხაპუნა წვიმის და ცის გრუხუნი არ წყდებოდა,
ქუხდა, ისევ სულმოუთქმელი კივილი, თითქოს მოგუდული
12
ხმაც მოჰყვა ამ ბოლოს წინა კივილს , უცნობი ხმა აშკარად
მიკნავლდა, მერე მომეჩვენა რომ ქალის სამშობიარო ხმა იყო,
ან კატის კნუტის, არ ვიცი, იქნებ ქალი დაიღალა და მისი
მისუსტებული ხმა უმწეო კატის კნავილს ჰგავდა, თითქოს
ისეთს, სიკვდილის წინ ბრძოლიდან დაღლილ მოკვდავს
რომ უჩნდება, სისხლნაკლებობის გამო ძალადაკარგული,
ძალასთან ერთად იმედი და რწმენა დაკარგული,
სიცოცხლის სიყვარულით გადარჩენის რწმენას რომ უწყებ
პოტინს, არა, ეს სასოწარკვეთილი ხმა ქალის კი არა კატის
ხმაა,ზუსტად ასეთი ხმა ჩამრჩა მეხსიერებაში ,მაშინ ძალიან
პატარა ვიყავი , ტელევიზიით ჩემი საყვარელი მულტფილმი
გადიოდა, ყურებით გართულს მაწუხებდა კატის ჯერ
ძლიერი, მერე კი ნელ-ნელა მისუსტებული და მაინც
სასოწარკვეთილი კნავილი, მულტფილმის დასრულების
შემდეგ კნავილი საოცრად უმწეო მომეჩვენა, ბავშვურმა
ცნობისმოყვარეობამ ეზოში გამიყვანა. არ მიყვარს კატები,
თუმცა, ძაღლებზე ვგიჟდები, მათი სიყვარულით
ბავშვობისას უამრავი თავგადასავლის მომსწრე გავმხდარვარ
, მათაც ვუყვარდი . არ შეიძლებოდა ეზოში შესულს
მინიმუმ ოთხი ძაღლი მაინც რომ არ მომგებებოდა
სიხარულისაგან კუდაქიცინებული, მაშინაც მყავდა მეტი
მოფერებისაგან გათამამებული, უფრო სწორედ გარყვნილი
ძაღლი, ტაქსა, რომელსაც სწორედ ჩემი მულტფილმის
ყურების დროს, კატის პატარა კნუტი დაეჭირა ეზოში ,
სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ
მოემწყვდია და თათებითა და ცხვირით ბეგვავდა. სიმწრის,
შიშის და ტკივილისაგან იყო ის სასოწარკვეთილი კნავილი,
რომელიც თავიდან კივილს უფრო წააგავდა, მერე
კნავილში გადაიზარდა, რომელიც თანდათანობით
შესუსტდა, შესუსტდა ....ჩემს შეძახილზე , ძაღლის
დატუქსვასთან დაკავშირებით, კნუტმა საცოდავად
გადმოაბრუნა სიცოცხლისაგან უმწეო თავი ჩემსკენ,
შემომხედა, არ ვიცი დამინახა თუ ვეღარ, მაგრამ იმედის
13
ნაპერწკალი მაინც ამოვიკითხე, რომელიც სიცოცხლის იმედს
ჰგავდა, მაგრამ დაბეგვილ, დათეთქვილ და დაკბენილმა
სხეულმა მალე - მალევე დაკარგა სიცოცხლე. კნუტმა თავი
საწყის მდგომარეობას დაუბრუნა და თვალებგახელილი
გაშეშდა , თითქოს ერთ წერტილში იყო მიშტერებული,
გაყინული და სიცივეჩამდგარი თვალების ყურება გულს
მიწვავდა, ის აღარ მოძრაობდა, აღარც ფეთქავდა, ძაღლის
ყეფაზეც კი აღარ რეაგირებდა.
-შენ მოკალი ეს საწყალი?!-ბრაზიანი ტონით ვუყვირე
ტანდაბალ, მუგუზალი-ვით შავ და კუდგაშვერილ ძაღლს,
რომელიც ამაყად შემომცქეროდა, თითქოს-და დიდი
საგმირო საქმე ჩაედინოს, თუმცა, ჩემმა ტონმა და სახის
გამომეტყველებამ მიახვედრა , რომ ძალიან გამაბრაზა.
როგორც სჩვეოდა, წამეტინგიცა გულის მოსაგებად,
უკანალის ქიცინით ხან იქით გაიქცა და ხან აქეთ, მერე
თვალთმაქცურად პატარა და წითელზოლებიან ბურთს
დაავლო პირი და ჩემსკენ წამოცუნცულდა კუდის უფრო
გამალებული ქიცინით, -მოაშორე აქედან, მე შენ გაგებუტე!-
დავუყვირე ძაღლს და სახლში ტირილით შევვარდი. რა
ცუდი შეგრძნება მქონდა, მეცოდებოდა კნუტი და თითქოს
სულ თვალწინ მედგა , ყურში ჩამესმოდა მისი სულ ბოლო
დაუძლურებული კნავილი ,მთელი დღე მისი იმედიანი ,
თუმც წამიერი გამოხედვა მახსენდებოდა და მატირებდა,
მერე მთელი ღამე გამყვა, თვალდახუჭულს ის მედგა
თვალწინ და ამიტომაც თვალებს არ ვხუჭავდი, ცუდი
განწყობა მეუფლებოდა, გულში მეწყებოდა ტკივილი და
მუცელში გადადიოდა , მერე ქრებოდა და ისევ თავიდან
იწყებოდა....თვალებს შეგნებულად არ ვხუჭავდი, თუმც
მაინც ჩამეძინა....ის თვალები ახლაც ხანდახან მახსენდება
და ცუდ განწყობაზე მაყენებს, მაშინვე შემეყრება უგუნებობა
, ღვარ-ღვარად დამივლის მთელ სხეულს და თითქოს
წამლავს ყველა ქსოვილსა თუ უჯრედს....
14
ახლაც, ალბათ , კატის კნავილია, მე კი ქალის მგონია,
ისე ჩემს წარმოსახვაში ქალი და კატა გვანან ერთმანეთს,
თუმც რით -არ ვიცი, მაგრამ მაინც გვანან. კატაა აშკარად,
იგივე სცენა ხომ არ მეორდება ნეტა ახლაც ? და საერთოდ
ცხოვრებისეული კადრები ხომ არ მეორდება ? .... კადრები
ზოგჯერ ნამდვილად მეორდება, მერე კი ვამბობთ -ეს
სადღაც მინახავს, ან ეს ხომ იყო როდესღაც? .... საწოლოდან
სწრაფად ვდგები, ვდგები კი არა, ვხტები, ფანჯრისკენ
მივრბივარ, ვაღებ და ფანჯრის გვერდით, დაახლოებით
ოთხი ან ხუთი ნაბიჯის სიშორეზე, ტყემლის ხის ტოტიდან
კაჭკაჭი ფრინდება:-ოხ, შე მაიმუნო, შენ იყავი ხან ქალის
ხმით რომ მაშინებდი და ხანაც კატასავით რომ კნაოდი?
ხომ დამიფრთხე ძილი?.... აი, ნახავ ამ ფანჯრის რაფაზე თუ
კიდევ მოგიშვებ!-მასაც დავემუქრე , თუმცა, ჩემი მუქარა
მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი.
დარწმუნებული ვარ, როდესაც დილით, ფანჯრის რაფაზე
საკენკს დავუყრი ჩიტუნებს , ის ვაჟკაცი კაჭკაჭი კვლავაც
მოფრინდება, დამიფრთხობს თავისზე გაცილებით მომცრო
ჩიტუნებს, მარტო თვითონ შეექცევა საკენკს და გაფრინდება,
მე ისევ ახლიდან მომიწევს პატარა ჩიტუნების დაპურება,
აივანზეც საფრთხობელის დადგმა, რომ ვაჟკაცმა კაჭკაჭმა
კიდევ არ დამიფრთხოს ჩიტუნები, რომლებიც ისე
გამითამამდნენ, რომ სახლის სახურავის ქვეშ ბუდეებიც კი
გაიკეთეს, დასახლდნენ, გამრავლდნენ და ისე მომეჩვივნენ,
რომ ფანჯრებიც კი ვერ დამიტოვებია ღია, მაშინვე
ისკუპებენ და შიგნით შემომიფრინდებიან, მერე გასასვლელს
ვეღარ პოულობენ და დაბორიალობენ ხან კარადის თავზე,
ხანაც ფარდის დასაკიდ ფიცარზე შემოსკუპდებიან და
ათვალიერებენ ფარდებს , კარადებს, ნივთებს, სარკეც
უყვართ. მიხარია მათი შემობრძანება, სტუმარი ღვთისაა-
თქო, თავს ვიმართლებ საკუთარი თავისა და ჩემი სახლის
საქმეებში დამხმარე ქალბატონის წინაშე, რომელთანაც ჩემი
გული დისტანციაზე გადის მასთან სიტყვიერი
15
ურთიერთობების დროს. ჩვენ ერთი სისხლი არ გვაქვს, ამას
გული უსიტყვოდ გრძნობს, იქნებ სხვა რამესაც გრძნობს
გული?.... იქნებ ადამიანურადაც არ ვუყვარვარ და ამიტომაც
ააჩქარებს ხოლმე ჩემი ღრუკუნთოვანი ორგანო ფეთქვას,
რომელსაც მეტად მძიმე სამუშაო უბოძა ღმერთმა,
ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია....
რა უაზრო ფიქრებია, ვაჟკაცმა კაჭკაჭმა დამიფრხო
ტკბილი ძილი, რომელსაც ფაქიზი რული უკვე მოკარებული
ჰქონდა, კომფორტულად მოვკალათდი საწოლში, მაინც
მეფიქრება, მაიმუნ კაჭკაჭს ვაჟკაცს რატომ ვეძახი, საიდან
ვიცი რომ მამალია? იქნებ დედალია და ქალბატონობით
უნდა მივმართო? ....ოოო, უკაცრავად თუ თქვენი სქესი
ამერია, თქვენში, ჩიტებში კი არა, ადამიანებშიც მერევა,
ზოგს ისეთი ვიზუალური ფართრეთი აქვს, მდედრია თუ
მამრი ვერ გაარჩევ, ....ირიჟრაჟა. ოთახში ვარდისფერმა ,
რომელიც ცაზე რიჟრაჟის დროსაა გადაჭიმული, თითქოს
რუმიანა გადაუსვია განგებას ცის ღაწვებზე, შემოანათა, რა
სასიამოვნო ჟღურტული ატეხეს ჩემი სახლის სახურავის
ქვეშ მცხოვრებმა ჩემმა ჩიტუნია-მეზობლებმა. მიყვარს ეს
დღე, ამ თვის ეს რიცხვი, ისე ლამაზად მომხვდება ხოლმე
ყურში, რომ გული სიხარულით ამიფარცქვანდება, ჩემი
ჩიტუნებივით იწყებს ფრთხიალს , ისეთს ჩემს ოთახში რომ
შემოფრინდებიან და მერე გასასვლელს რომ ვეღარ
პოულობენ და ფართხალებენ, ....დღეს ხომ ჩემი გულის
მტანჯველის დაბადების დღეა , როგორ მინდა ახლა მასთან
ახლოს ვიყო, ანდა სულაც აქ მყავდეს, აი, აქ ეძინოს, მე კი
თვალსაც კი არ დავახამხამებ, სულ მას გავუშტერებ თვალს,
მის სუნთქვას ავუწყობ ჩემსას, ერთდროულად დაიწყებენ
ჩვენი გულებიც ფეთქვას, ერთ რიტმში ვისუნთქებთ,
ერთნაირად ვიაზროვნებთ. ძალიან მინდა მისნაირად
ვიაზროვნო, ერთმანეთს ვგავდეთ, სარკეში ყურებისას არ
ვიცი მართლა თუ უბრალოდ მოძალებული უსაზღვრო
სურვილის გამო, მეჩვენება რომ რაღაცით ვგავართ
16
ერთმანეთს, როგორც ვიზუალურად, ასევე ფსიქოლოგიური
ხასიათებით, მაგალითად, აფექტურობით. ზუსტად ვიცი,
რომ ჩემი უნდა იყოს....და იქნება კიდეც....ოჰ, როგორი
ეგოისტი ვარ, სწორედ რომ ახლა არა მარტო ეგოისტურად
ვაზროვნებ, ეგოისტურადაც ვიცინი კიდეც, როგორ
მივულოცავდი დაბადების დღეს? მიყვარს ჩემი თავისთვის
კითხვების დასმა, მერე ისეთი საუცხოო დიალოგები
გაიმართება ხოლმე, აი , ჩემი მარჯვენა ნახევარი ესაუბრება
მარცხენა ნახევარს, ნაცნობი და უცნობი კითხვები და
პასუხები, ხანდახან კითხვების იგნორიც, ....როგორ
მივულოცავდი დაბადების დღეს?, ალბათ, ასე, ახალ
გაღვიძებულს ისეთ რამეს ვეტყოდი რომ, მთელი ცხოვრება
დამახსოვრებოდა. დღეს მისი დაბადების დღეა, თუმც ,
ასაკით დიდი არაა, მაგრამ დიდი, ასაკოვანი ადამიანივით
აზროვნებს, დიდ ქარ- ცეცხლში გამოვლილივით მიიღებს
სასწაული სახის გამომეტყველებას და მოჰყვება ჭკუის
დარიგებას, ყველას არიგებს- დიდსა თუ პატარას.... რა
სასაცილო იქნებოდა ახალდაბადებული, თეთრი კანისთვის
დამახასიათებელი სიწითლით, დახუჭული თვალებით და
დარწმუნებული ვარ , აუცილებლად ბოხი ხმის ტემბრით
იტირებდა, როდესაც სულ პირველად ჩაისუნთქავდა მისი
ფილტვები ქალაქის არც თუ სახარბიელო, უჟანგბადობით
გაღატაკებულ ჰაერს, წარმომიდგენია შიშისაგან როგორ
აუკანკალდებოდა ხელები და პატარა ტანი, როდესაც ცივ
და მისთვის გენეტიკურად სრულიად უცხო ბებიაქალის
ხელებს შეიგრძნობდა, მის ხელებში მოხვედრისას როგორ
ასლუკუნდებოდა, მერე, ალბათ, როგორც სჩვევიათ
მედპერსონალის მუშაკებს, წესისამებრ , გაამშრალებდნენ,
აწონიდნენ, გაზომავდნენ და მაშინდელი ტრადიციისამებრ,
,,პლიონკებში’’ გაახვევდნენ, მერე „ბაბუშკასავით“
გამოკრავდნენ, მუთაქას დაამგვანებდნენ. სახე პაწუნა
ჰქონდა, ლოყები მრგვალი, პაჭუა ცხვირი და მოპრუწული,
სიბრაზისა და დაღლილობისათვის დამახასიათებელი,
17
გაბუშტული ტუჩები,....შინაგანად დავიძაბე, რაღაც
უსიამოვნო შეგრძნებამ ტალღოვნად აირბინ-ჩაირბინა ,
მივხვდი რაც მჭირდა, ეგოიზმი, ეგოისტურად მინდოდა ის
ჩვილი ჩემი ყოფილიყო, ჩემს მუცელში მჯდარიყო, მე
გამეჩინა, ჩემი რძით მეკვება, შეგრძნება - თითქოს ეს
სიცოცხლე მე მეკუთვნოდა, ჩვილიც, ემბრიონიც, ყრმაც,
ახლაც თითქოს ჩემია, ჩემი საკუთრება წამართვეს,
ახალგაზრდა არ მეკუთვნოდა და რომც დაბერდება
მითუმეტეს, არასდროს იქნება ჩემი, ყოველთვის
ეპატრონებიან ძველი და ახალი სუფლიორები, მათში
ზოგიერთი ჩემი ამხანაგიც ერია....თუმც, შინაგანად
ვცდილობ იხტიბარი არ გავიტეხო და თავს ვირწმუნებ-ამას
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,-ჩემგან შორს
წასული მატარებელი ახლად შეღებილ ლიანდაგზე გაივლის
თუ ძველზე , რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია , რომ არ
გაჩერდეს და წამსვლელი მალე წავიდეს, რადგანაც ძალით
მიქსეული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერს. მასზე ფიქრის
დროს დემაგოგისტური ეგოიზმი მიპყრობს,
საკუთრებაწართმეული უმწეო გლახაკის ფსიქოლოგიური
შეხედულებები მიჩნდება, საინტერესოა, ვის ვგავარ ამ
დროს? საკუთარი თავიდან გავდივარ და გვერდიდან სხვისი
თვალით ვუყურებ, თუმცა, არ ვიცი ის სხვა როგორია, ან
როგორი თვალი აქვს, იქნებ ცუდი და არაფრის მთქმელი?
....მხედველობითი აღქმა ხომ თავის პატრონს ჰგავს, ისევე
როგორც ფიქრი, ფიქრი ისეთია, როგორიც არის მისი
მაფიქრალი პატრონი,.... არა, აღარ მინდა ფიქრი, ლოგინიდან
წამომდგარი , ფეხშიშველი პირველ სართულის
სამზარეულოში ჩამოვბლადუნდი, ონკანთან მისულმა ჭიქა
წყლით ავავსე და ძალიან ჩუმად, თითქმის ქურდული
სიფრთხილით მისი სადღეგრძელო შევსვი, წყლის ძალა და
ჯანმრთელობა არ დავაკელი, ჩუმი ბუტბუტით ვთქვი და
ბოლომდე გამოცლილი -ასე მტერი დაგეცალოსთქო ,
რომელიც ესოდენ მრავლადაა მის გარშემო -დავაყოლე,
18
წყლით დალოცვა უფრო ძლიერი მგონია, ვიდრე
ალკოჰოლით. ისე, ალკოჰოლს ვერ ვიტან, ერთი შესუნთქვა
და მთვრალი ვარ. ღმერთმა იცოდა , რომ ალკოჰოლური
სასმელებიდან ძალიან შორს ვიქნებოდი და ამიტომაც
გამაჩინა ქალად, ალბათ, დიდ დაბადების დღეს გადაიხდის ,
პომპეზურობის მოყვარული, შარშანწინ მისი დაბადების
დღეს შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ რესტორანში, სადაც,
თურმე , ის დაბადების დღეს აღნიშნავდა, მე ჩემს
მეგობრებთან ერთად მესამე სართულზე ჩვენი ახალბედა
პოეტის პირველი წიგნის გამოცემას აღვნიშნავდით ძალზე
მოკრძალებულად, რადგან პრეზენტაციისათვის შესაბამისი
თანხები არ ჰყოფნიდა და გულდაწყვეტილი იყო, ამიტომ
მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ფული აგვეკრიფა და
რესტორანში მისი შემოქმედების პირველი რეალური
წინსვლა აგვეღნიშნა. შესანიშნავ ლექსებს ბავშობიდან წერდა
, მაგრამ უსახსრობის გამო წიგნს ვერ ბეჭდავდა, არადა,
ოცნებად ჰქონდა ნაქცევი, სათაურიც მოფიქრებული, ცხელ-
ცხელი ლირიკული პოეზია, საცოდავი რა ბედნიერი იყო
პირველი წიგნის ხილვით. ჩვენში წიგნის დაბეჭდვა
გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. რესტორნის
მომსახურე პერსონალი, ახალგაზრდა, ენერგიული და
მშვენიერი გოგონა, რომელიც მიმტანად მუშაობდა, პოეტის
ნაცნობი აღმოჩნდა, მისგან შევიტყვე, რომ მეორე სარული
იმ დღეს მთლიანად დაუჯავშნია ჩემს გულისწორს,
დაბადების დღის აღსანიშნავად, ამ გოგონას მთელი ამბები
ამოჰქონდა:- მისნაირი ძვირად ღირებული მენიუ იშვიათად
ვინმემ დაუკვეთოსო, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდანაც
მოუვიდნენ. ღმერთო , როგორ ვნატრობდი მასთან
სიახლოვეს, მეშინოდა - ვინმეს მის მიმართ გამოწვეული
ზედმეტი ცნობისმოყვარეობა არ შეემჩნია, მჯეროდა და
ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ გულწრფელ სიყვარულს მალვა
უნდა, როგორც ბედნიერებას. როდესაც ადამიანი მოჰყვება
ლაყაფს -ბედნიერი ვარ, ბედნიერიო- მაშინვე ვხვდები, რომ
19
სხვას ატყუებს, ან თავს იტყუებს (ეს უფრო უარესი), ....მას
თავის დაბადების დღეზე იმდენი ალკოჰოლი მიუღია , რომ
სახლში თავისი ოჯახის წევრების წასაღები გამხდარა, მე
ძალიან დელიკატურად ვახერხებდი მიმტანი გოგონასათვის
იმ კითხვების დასმას, რომელიც ჩემს ცნობისმოყვარეობას
ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა. მანაც გულახდილად
მომიყვა თითოეული მისთვის ცნობილი დეტალი, მისი
ჩაცმულობის, მისი სტუმრების, დაკვეთილი მენიუს,
მოსმენილი სადღეგრძელოების შესახებ. თურმე, საღამოს
ექვსი საათიდან გვიან ღამემდე ჰყვარებია დაბადების დღის
აღნიშვნა,...ალბათ, დღესაც წინა წლების ანალოგიურად
მოიქცევა....
საოცარია იმის შეგრძნება, რომ შენ ვიღაცის ნეკნის
ცალი ხარ, ....და ეს ოხერი ნეკნი, თურმე, უტვინო ძვალი
ყოფილა, მაინცდამაინც რატომ ნეკნი და არა ხერხემლის
მალა ანდა ტვინის ერთინახევარსფეროს მეორე ნახევარი, ან
რატომ არა ხელის ძვლის ნახევარი, კაი, იყოს ნეკნი, მაგრამ
ეს ნეკნიც თავის პატრონს გამუდმებით ეძებს, პოვნისას
თვითონ გრძნობს უთქმელად, ასე დამემართა პირადად მე,
მისი პირველი დანახვისთანავე,....არა , იქამდე სიყვარული
მეც სხვაგვარი მეგონა, ხან მიჩვევას ვეძახდი სიყვარულს და
ხანაც მოწონებას, მეგონა ადამიანი ჩემგან განსხვავებული
უნდა ყოფილიყო, რომ ერთმანეთის შევსება მომხდარიყო, რა
თვისებაც ერთს არ გააჩნდა, ექნებოდა მეორეს და ამით
დაბალანსდებოდა ნაკლოვანებები სრულყოფილებისაკენ....
ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ წვეულებაზე თვალი
სწორედაც რომ მას მოვკარი. თითქოს ვიგრძენი, რომ იქეთ
უნდა გამეხედა, სადაც ის იყო. არა, ინტუიცია ეს ისეთი
ფენომენია, რომელსაც ვერ ამოხსნი, ალბათ, ინტუიციამ
დამაძალა, რომ საერთოდ წვეულებაზე წავსულიყავი,
რადგან საზოგადოების თავშეყრის ადგილებს სახლში ყოფნა
და ლექსების წერა მირჩევნია, ან ჩემს საყვარელ საქანაო
სკამზე მოკალათება, ერთ ფინჯან ჩაიზე წიგნით ხელში და
20
გონება დამემშვენებინა, მოკლედ ყველა სულიერს ამ
ქვეყნად თავისი სტიქია აქვს, მეც არ ვარ განსხვავებული და
მეც მაქვს ჩემი სტიქია, ვიცი ცოტა ნაკლოვანებითაა სავსე,
მაგრამ ძალიან მიყვარს, რადგანაც ჩემია, ჩემი საკუთარი და
არავითარ შემთხვევაში სხვისი. არ მძულს, პირიქით, მიყვარს
და ჩემში ჩემი ნაკლიც კი მიყვარს. აი, სხვისი ნაკლი არ
მიყვარს, ვთვლი რომ ის სხვა ნაკლის გარეშე უფრო უკეთესი
იქნებოდა, მაგრამ მე მე ვარ და ჩემს თავს ბევრს
ვპატიობ....წვეულებაზე ინტუიციამ ხელჩაკიდებული
წამიყვანა, ზურგს უკან მივიხედე და ის, ჩემი დავინახე,
ასეთი შეგრძნება სხვა დროს არ მქონია, შეიძლება ოდნავ
მსგავსი რამ მხოლოდ ნივთებზე მქონოდა, აი, მაგალითად,
მაღაზიის ვიტრინებთან ჩავლისას და დამინახავს
განსხვავებული სამოსი ან ჩანთა და შინაგანი სამყარო
მეუბნება, რომ ჩემია, ჩემს ხასიათს, გემოვნებას მორგებული,
ჩემს ფსიქოლოგიურ ტიპაჟს ჩვეული, მეც აუცილებლად
ვყიდულობ და შემდგომში ვიჩემებ, ჩემია და მორჩა, თუმცა,
ასეთი რამ უფრო იშვიათად მომდის. აი, ადამიანებზე კი
არასდროს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა. ზურგს უკან
გამახედა ინტუიციამ, თორემ თვალების ცნობისმო-
ყვარეობრივი ცეცება არ მჩვევია. შევხედე ადამიანს,
რომელსაც ჩემი ძალიან დიდი ხნის ნაცნობივით სახე
ჰქონდა, მე დავიწყე ფიქრი თუ საიდან მეცნობოდა ის,
თითქოს ვიზუალურადაც მგავდა, კარგად დავაკვირდი,
აშკარად მგავდა, ჩემი მსგავსი მანერებით საუბრობდა. ისეთი
განცდა მქონდა, რომ თითქოს მისი ეს საუბარიც ნაცნობი
იყო ჩემთვის, ჩემთვისაც ჰქონდა მონაყოლი, ვიცოდი მისი
თითოეული ჩვევა და ხასიათობრივი თვისება, არ ვიცი,
გულმა რა თქვა ვერ გავიგონე.... თუმცა, მასთან მიახლოვებას
რომ მთხოვდა, ეს კი ჭეშმარიტად ვიგრძენი, ვერ მივიდოდი,
იმ წამსვე შემრცხვა , ოღონდაც რისი, ვერ მივხვდი, სხვა
დროს ხმამაღლა განმიცხადებია კიდეც, აი, ის მომწონს ან
უფრო თაყვანისმცემლებზე მეგობრებში ხმამაღლა
21
ვსაუბრობდი, მაგრამ ამაზე არ შემიძლია, თითქოს შიში
გამიჩნდა, რომ სხავსაც არ შეემჩნია, მხოლოდ მე მინდა
ვხედავდე, ვამჩნევდე და სხვა მდედრობითი სქესის
წარმომადგენელი ვერავინ. ჩემს რამდენიმე მეგობარს
გამოვეყავი და დეკორაციებით გაფორმებული დარბაზის
კედლისაკენ გადავინაცვლე, სკამზე მინდოდა ჩამოჯდომა
პირისახით მისკენ და უფრო მეტად მისი ყურება, ამიტომაც
დავიხიე უკან. იმ წუთას ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ
პერსონაჟს ვგავდი, პრინცესა ბიჭის დანახვისას რომ იძახის:-
ვაიმე, ნეტავ ეს რა მემართება, მუხლი მეკეცება და მთლად
დავიღუპები, თუ ეს ყმაწვილი გულში არ ჩამეხუტებაო-
დაიკვნესებს და ნამდვილად გადავარდება. მეც მას
ვუყურებდი, ჩემგან დაახლოებით 20-ოდე ნაბიჯის
მოშორებით მდგომს, მეგონა სკამი ჩემს უკან იდგა.... და
თამამად ჩამოვჯექი, თუმც, ბრაგვანი მოვადინე ძირს და
ხელში გაშეშებულად ჩაჭიდული ფეხიანი ბროლის ჭიქიდან
შამპანიური გადმომესხა საღამოს კაბაზე. ჩემი მეგობარები
მომცვივდნენ და წამომაყენეს. თურმე, სკამი , რომელიც ჩემს
უკან მეგონა, რამდენიმე მეტრის დაშორებით მდგარა, მე კი
იმდენად ვიყავი მისით მოხიბლული, შორს შთაბეჭდი-
ლებებში წასული, რომ სულ ამერია ყველაფერი. აი,
ამიტომაც სამართლიანად შევადარე იმ წუთას ჩემი თავი
ანიმაციური გმირის პერსონაჟს. შემრცხვა, თუმცა, ჩემს
თვალნაჭერს რომ დავენახე, უფრო შემრცხვებოდა.
წარმომიდგენია, როგორ დამაკომპლექსებდა ის აზრი, რომ
დამინახა და გულში მაინც დამცინა-მეთქი, მაგრამ აშკარად
ვერ შემამჩნია, მოგვიანებით კი რამდენჯერმე ჩემსკენ
გამოიხედა, დარწმუნებული ვარ მასაც ინტუიციამ
გამოახედა და არა ჩემმა შემაწუხებელმა მზერამ....და მაინც,
ღმერთო, რა პრიმიტივია ადამიანი და მათ შორის მე
უფრო....იმ დღიდან მოყოლებული ნებისმიერი სახის
ინფორმაცია რაც მასთან იყო დაკავშირებული, მუდმივად
ჩემი ძიებისა და ინტერესის პათოლოგიური საგანი გახდა. ამ
22
უცხო ადამიანის გამო ვლოცულობდი და ღმერთს მის
გაცნობას ვთხოვდი, მუდმივად ვეძებდი მასზე ყველაფერს,
სახელი და გვარი იოლად გავიგე, მისი ვინაობა , ოჯახური
მდგომარეობა. ჩემს მეგობრებს ვეკითხებოდი, ოღონდაც ამას
ისე დელიკატურად ვაკეთებდი, რომ ისინი ვერც კი
ხვდებოდნენ, ვიცოდი მათ ჭორაობა და ცნობისმოყვარეობა
სტანჯავდათ, ამიტომაც მათთვის საინტერესო პიროვნებ-
ებიდან ვიწყებდი საუბარსა და გამოკითხვას და მერე ჩემს
საოცნებო ადამიანზე გადამქონდა....ერთადერთი რაც მისი
ბიოგრაფიიდან არ მომწონს, ის არის, რომ იგი საკმაოდ
მაღალი რანგის ბიზნესმენი ყოფილა, გატაცებული
ძვირფასეულობის შეგროვებით, ასეთი ადამიანები არასოდეს
მიზიდავდა, თუმცა, მყავდნენ სანაცნობო წრეში მსგავსი
წოდებისა და საქმიანობის ადამიანები, რომლებიც გულის
სიღრმეში არ მომწონდნენ, განსხვავებული, ჩემთვის
მიუღებელი ფსიქოლოგიის გამო, ისინი ცხოვრებას
განსხვავებული თვალით უყურებენ, არ კადრულობენ ღარიბ
ადამიანებს, გულის სიღრმეში მათ მდაბიოებს უწოდებენ და
მეც, როგორც ღარიბი, მდაბიოთა კლასს განვეკუთნებოდი,
თუმცა, ყველა ჩემი განათლებული მეგობარი, რომლებიც
ორიგინალში კითხულობდნენ მსოფლიო დონის
კლასიკოესებს, ასევე ღარიბ ფენას განეკუთვნებოდა, ამით
ვიმშვიდებდი თავს. საინტერესოა, რომ ადამიანებმა
დაამსხვრიეს სტერეოტიპი მდიდარი და ღარიბის, ნასწავლი
და უსწავლელის, შეგნებულისა და შეუგნებლის, ქალისა და
მამაკაცის. ამბობენ , რომ ყველანი თანაბარ უფლებიანები
ვართ, ურთიერთობისა და მეგობრობის თვალსაზრისით,
თუმცა შინაგანი მორალი ამ სტერეოტიპებს ვერ ანგრევს და
ყოველთვის ანგარიშგასაწევს ხდის მეგობრობისა და
ახლობლობის დროს. ალბათ, ამიტომ, რომ კოსმიური
კანონის მსგავსად- მსგავსი მსგავსს ეძებს. მერე, ალბათ,
ჰპოვებს და მისკენ ილტვის სულ.... ვინ იცის , ჩემს
შემთხვევაშიც ასეა, მეც ვიპოვე ჩემი მსგავსი, ჩემი ნეკნის
23
მთლიანობა, და მისკენ უხილავად მივიწევ, საინტერესოა
სიყვარულის ფენომენი, გიყვარს და გულის სიღრმეში
ტკივილებს გრძნობ, ოღონდაც ამ ტკივილებს სასიხარულო
განცდები და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს. ხანდახან
საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვას, ვინ არის ეს ადამიანი,
რომელმაც მოსვენება დამიკარგა? იქნებ გამოგონილი
ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არავინ? ხანდახან მინდა
დავიჯერო, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს, რომ
შესაძლოა მხოლოდ მოწონებას ჰქონდა მაშინ ადგილი, სხვა
დროს დავიჯერებდი კიდეც, მაგრამ გულს არ ეჯერება. ვისაც
გამოცდილი არა აქვს მგავსი გრძნობა, ის ვერასდროს
მიხვდება ჩემს შეგრძნებებს, მეგობრებში ვერ ვამბობ, მეშინია
არ დამცინონ, თანაც არ მინდა მისდამი ჩემი განწყობით
ყურადღება მივაქცევინო, ვაითუ ვინმეს უფრო მეტად
მოეწონოს.... ამის გაფიქრებაც კი მზრავდა, ვგრძნობდი, რომ
მის შესახებ ბევრი დეტალი ვიცი, მაგალითად, ვგრძნობ,
დილით ახალგამოღვიძებულს სახის ნაკვთებიდან რომელი
კუნთი ექნება ძილისაგან მოდუნებული ან შეშუპებული,
ხელის მტევნებით როგორ მოიფშვნეტავდა ნამძინარევ
თვალებს . თვალებს , რომლის ნუშისებრი ჭრილიდან
ხალისიანი მზერა ასხივებს, თითოეული მისი ნაკვთი
იმდენად ჩემეულია , იმდენად მშობლიური, რომ მეჩემება
რაღაც გაუაზრებელი ეგოიზმით, არც კი ვიცი ასეთ დროს
ადამიანები როგორ იქცევიან.... ერთადერთი ვიცი, რომ აზრი
მისი ამ ქვეყნად არსებობის შესახებ მაბედნიერებს და
აღმავსებს ჯადოსნური სიხარულით, სიცოცხლის ხალისს
მმატებს, ღმერთო , უფრო დავუახლოვდები, სიყვარული
ორივეს უთქმელად დაგვათრობს და მერე ბედის წერას
მივანდობ ჩვენს ფაქიზ, უნაზეს და უსათუთეს ახალშობილ
გრძნობას.
24
თავი III
ზღვა შუაგულ ტყეში
კვირაზე მეტი იყო, რაც სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები ნაკრძალში და კონკრეტულად იმ ადგილის
გარშემო , სადაც ტუჩა გაუჩინარდა, სამაშველო - სამძებრო
სამუშაოებს უშედეგოდ ატარებდნენ. ტუჩა ცამ ჩაყლაპა ,
მიწამ, თუ თოვლმა ვერ გაეგოთ. ბიჭები ბავშვობის
მეგობრის დაკარგვით პარალიზებულნი იყვნენ,
სამსახურებში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით
დადიოდნენ, საღამოს კი ერთმანეთის სანუგეშოდ და
გასამხნევებლად იკრიბებოდნენ. განსაკუთრებულად
დეპრესირებული იყო პიჩო , რადგან მისი ხუმრობანარევი
ტონის გამო იყო ტუჩა გაგზავნილი ფიჩხისა და ნაფოტის
შესაგროვებლად.
ზუსტად ცამეტდღიანი ძებნის შემგედ იპოვეს
მაშველებმა შეშინებული და წონაში საგრძნობლად
შემცირებული ტუჩა, გზად, რომელიც ტყეს ორ ნაწილად
ჰყოფდა, პატარა სოფლის ტყეს - ნაკრძალისაგან,
თმებგაწეწილი , ტანსაცმელშემოგლეჯილი, წვერგასაპარსი,
შელახული მობანცალებდა , რომელიც ტყის კაცს უფრო
წააგავდა, ვიდრე თანამედროვე, ცივილური საუკუნის
ადამიანს. მაშველების დანახვისას მისი პირველი ჟესტი
წყლის მოთხოვნა იყო. ტარიელი ახლოსმდებარე სოფლის
მედპუნქტში მიიყვანეს. ტუჩას ცოცხლად პოვნა ყველას
გაუხარდა და გაუკვირდა, ყველა გარდაცვალებულს
ელოდებოდა , მაშველებსაც უკვირდათ, ეკითხებოდნენ:-
როგორ დააღწიე თავი ყინვასა და ნადირსო, ამოდენა
ნაკრძალს ცოცხალი როგორ გადაურჩიო. ნაკრძალი, სადაც
მგელი, დათვი და აფთარიც კი ბინადრობს, სასწაულია
ცოცხალი ადამიანის ღამით უიარაღო გაჭაჭანება. სოფლის
მოსახლეობა ხშირად ყოფილა ამ ნაკრძალის მომდურავი,
განსაკუთრებით ზამთარში წითელთვალება მგლის ხროვას
25
ბევრჯერ ჰქონდა ,,საგმირო საქმეები“ ჩადენილი, ზამთრის
ღამეც სოფლის მოსახლეობისთვის შემაწუხებელი იყო
მტაცებელი მხეცების ხმებით: მგლების ყმუილი, მელიების
ხავილი და ტურების გულისწამღები კივილი მრავალხმაში
ხშირად შემაწუხებელზე მეტად ამაზრზენი ხდებოდა.
კითხვებს კითხვები მოსდევდა, ტუჩა კი მეორე
მსოფლიო ომიდან დაბრუნებული, გმირი-ვეტერანივით
იღიმებოდა და ამაყობდა თავისი თავგადა- სავლებით
ღიმილნარევი მიმიკით, ცალწარბშეჭმუხნული განსაკუთრე-
ბული სიამაყით გადახედავდა ხოლმე თავის ძმაკაცებს ,
რომელთაც მისი გამოჩენა ისე გახარებოდათ, რომ პატარა
ბავშვებივით იკრიჭებოდნენ და ცელქობდნენ, ეხვეოდნენ,
კოცნიდნენ და ერთმანეთს ტუჩას ,,გაცოცხლებას“
ულოცავდნენ....
-ჩემი სკოლაა რა, მე გამოვწვრთენი ტუჩა ტყეში ნადირობასა
და საერთოდ ცხოვრებაშიც, -იკვეხნიდა სიხარულით
თმაყალყზედამდგარი გიო.
-დავმუნჯდები საერთოდ, ტუჩას აღარც ვეკაიფები და
აღარც დავასაქმებ, რა მორბედი ხომ არაა, დამიხედეთ რა
ვაჟკაცი მყავს.... -გულში იხუტებდა პიჩო. თუმც ტარიელის
ამ ამბავმა სოფელი, ქალაქი და ქვეყანა მოიცვა, ექიმებს
მის ნორმალურობაში, გონებრივი და ფსიქიკური
პროცესების სწორ ფუნქციონირებაში ეჭვი შეეპარათ,
რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ტუჩა
პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მკურნალმა ფსიქიატრმა, მრავალჯერ სერთიფიცირებულმა,
პროფესორმა, განყოფილების გამგემ ჰამლეტ პატარიძემ
მძიმე პაციენტად მიიჩნია, დიაგნოზიც სახელდახელოდ
დასვა, - ოლიგოფრენია- განსაკუთრებულად მიმდინარე
რთული ფორმით.
-არ ვარ ხალხო გიჟი, აქ რა მინდა? .... რაც ჩემი თვალით
ვნახე იმას გიყვებით, რაც რეალურად გადამხდა თავს....-
26
იხვეწებოდა ტუჩა და მეტი დამაჯერებლობისთვის ყელზე
ორი თითით კანს იწევდა.
-გვჯერა, გენაცვალე. მაშ, მაშ.... აქ გიჟი კი არავინ გვყავს,
მითუმეტეს შენ, ჭკვიანი ხარ, აბა როგორ- ამშვიდებდა
მედდა.
-არა, არა, ქალბატონო, აი, ჩემს ძმაკაცებს ჰკითხეთ, თუ ჩემი
არ გჯერათ,
-ისინიც იქ იყვნენ?- გამომცდელად დააშტერდა ცხვირზე
სათვალემორგებული ექიმი ჰამლეტი ტუჩას.
-არა, კი არ იყვნენ, მაგრამ იციან, დედას გეფიცებით, - არ
ცხრებოდა ტუჩა .
-ვიცით, ვიცით მეგობარო, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად
იქნება, გეშველება....ნუ გეშინია, ჩვენთან ვერც ალქაჯები
შეგაწუხებენ და საერთოდ ვერც ქალები.-ამშვიდებდა ტუჩას
ფსიქიატრი , რომელიც პარალელურად უკვე შემდგარი
ფსიქიატრიული პაციენტის ისტორიას ავსებდა.
-მე გიჟი არა ვააარ,-ღონემიხდილი ტუჩას მიერ ატეხილი
ყვირილი ცასა და ღრუბლებს აყრუებდა, ცდილობდა
მარჯვენა ხელის ვენაში დადგმული წვეთოვანი მარცხენა
ხელით მოეშორებინა, ფსიქიატრმა ჰამლეტმა კედლის
ღილაკზე თითის დაჭერით სალათისფერ სპეცფორმიან,
ახოვან, ძალღონიან მამაკაცებს უხმო. ეს უკანასკნელნიც
ეცნენ და საწოლზე სულ თითის სისქე თოკებით დააკრეს
ბრძოლისაგან გათანგულ, ღონემიხდილ და ნირწამხდარ
ტუჩას, რომელსაც თითის ამოძრავების საშუალებაც კი აღარ
მისცეს, დუნდულა კუნთში გაკეტებულმა მწარე ინექციამ კი
ჯერ თავი დაუმძიმა და მერე რძისფერი ბურუსი მოუტანა,
რომელმაც ნელ-ნელა დაიკავა მთელი პალატა, ჯერ ჭერზე
გაჩნდა, მერე დაბლა მცოცავისებურად დაეშვა, კედლებს
მოედო, შემდეგ ინვენტარს, მაგიდას, მასზე არსებულ
ფურცლებს, საწერკალამს და წამლებით სავსე, წითელ
ჯვარდახატულ ყუთს, ორ სკამს. ბოლოს სულ დაბლა
იატაკიც კი გაახვია თავის რძისფერში. ფოიედან შემოსული
27
ხმა შორიდან და ისიც ბუნდოვნად მოესმოდა , თითქოს
სიზმარში იყო, უჩვეულო სიზმარში, სადაც შეგრძნებები და
კანზე შეხების რეფლექსი არ არსებობდა, თვალის
ქუთუთოები ისე იყო დამძიმებული, რომ თვალები თვითონ
იხუჭებოდა , ასე თვალდახუჭული, რძისფერ ბურუსში
გახვეული, მიდიოდა ისევ იმ ნაკრძალისაკენ, რომელმაც
ცამეტი დღით იშვილა და შვილობილი ისე მიიღო, რომ
არა თუ ნადირს შეაჭამა, არამედ თითიც კი არ წამოატკია ....
–„აბა , აბა, შევესიეთ ტყეს, კოცონისათვის ხმელი ფიჩხები,
ტოტები, ზარმაცოო, აქ შენზე მსუქანი და ღიპიანი
არავინაა, შენზე მეტს არავინ ჭამს, ჰოდა შენ ყველაზე მეტი
უნდა მოზიდო“....-წაუთაქა მეგობრულად პიჩომ ტუჩას,
რომელიც ზლაზნვით წამოდგა და ტყეში შევიდა, ხმელ-
ხმელი ტოტების შეგროვებას შეუდგა, ძირსდანაყარი
ტოტებისა და ფიჩხების შეგროვება, პატარა ტოტების
ხეებიდან ჩამომტვრევა მოსაბეზრებლად მოეჩვენა, მალევე
მოერია სიზარმაცე. თოვლში სიარულითაც დაღლოდა
ფეხები, რომელთაც ჩამოჯდომა და დასვენება სწყუროდათ,
ამიტომ სადღაც ხის ქვეშ ჩამოჯდა და ბუნების წიაღში
დასვენება გადაწყვიტა, ჯიბიდან ყურსასმენი ამოიღო ,
ყურებზე მოირგო და საყვარელი სიმღერების მოსმენას
შეუდგა. სიმღერის ექსტაზში შესული, თვალებდახუჭულ
თავს ხან მარცხნივ გადახრიდა და ხანაც მარჯვნივ
გადმოაგდებდა. როდესაც დასვენებისა და მუსიკის
მოსმენით გული იჯერა, მეგობრებთან დაბრუნება
გადაწყვიტა, მაგრამ განცვიფრდა, თავისი ნაკვალევი
გამრავლებულიყო და სხვადასხვა მიმართულებით
მიდიოდა, ტუჩას გიოს წინადღის მონაყოლი გაახსენდა და
შიშმა აიტანა, წამიერად თავში აზრმა გაუელვა, მეგობრებმა
ხომ არ მომიწყვესო, თუმცა, მშვიდი , მდუმარე ტყის
ყურისგამაყრუებელმა სიწყნარემ შიშის ფაქტორი უფრო
გაამძაფრა და ტუჩა შიშის კანკალმა აიტანა, შეშინებულმა
ღრიალი ატეხა, ხან ერთი მეგობრის სახელს ყვიროდა და
28
ხან მეორის. უეცრად მახლობელი ხის უკან მდგომი
შიშველი ქალი შენიშნა, რომელიც ძალიან მშვიდი
გარეგნობით ტუჩას შიშნარევქმედებებს თითქოს და
გამომცდელად აკვირდებოდა, საოცრად გრძელი მზისფერი
თმები ჰქონდა, რომელიც მუხლებამდე ჩამოგრძელებული
ბრჭყვიალა ფარდასავით ჩამოფარებოდა მისი სხეულის
მარცხენა მხარეს, რძისფერი კანი თვით ადამის მოდგმისგან
წლობით გაუკვალავი ტყის სპეტაკი და ქათქათა
თოვლისაგან ძნელი გასარჩევი იყო, ტანად მაღალი, მისი
გრძელწვივება სხეულის ყველა ადგილი და წერტილი
ქანდაკებასავით გამოკვეთილს ჰგავდა. ასეთი ქალი ტუჩას
მხოლოდ ზღაპრებში ჰქონდა წარმოდგენილი, ერთხანს
თავი სიზმარშიც კი ეგონა, ხელებით თვალები მოიფშვნიტა
და ქალისაკენ გაიწია, ქალიც მას არ გაურბოდა, მისი
სილამაზით თვალგაშტერებული ნელა-ნელა უახლოვდე-
ბოდა, გული გამალებით უცემდა, თითქოსდა საგულედან
ცდილობდა ამოხტომას. მანძილის შემცირებასთან ერთად
მით უფრო ეკვროდა სუნთქვა , ნელა მიიწევდა წინ,
შიშველი, ზღაპრული ალქაჯისაკენ. შიშველ სხეულამდე
ერთი ნაბიჯიღა აშორებდა, სულ ცოტაც და მასთან ძალიან
ახლოს იქნებოდა, უფრო კარგად დააკვირდებოდა, წამით
თავში გიოს მონაყოლმა გაურბინა, ალქაჯებზე მისი ბებიის
გადმოცემული და ახლა თვითონვე იხილა ეს მშვენიერი
ტყიური ქმნილება, ერთი ნაბიჯიც და მის პირისპირ იდგა,
თვალები კუშტად გაუშტერა, მის ძალიან ლურჯ თვალებში
თავდაჯერებული ქათქათა ზღვის აზვირთებული ტალღები
ღელავდნენ: -„ღმერთო! უღრან ტყეში ზღვას რა უნდა?“-
აღმოხდა თავდაკარგულ ტუჩას. მისი მარჯვენა ხელის
დინჯად აწევაზე ალქაჯმა თვალები დახუჭა, აშკარად
შეეშინდა აწეული ხელის, მამაკაცურმა ენით აუხსნელმა
ემოციურმა სიამოვნებამ დაუარა ტუჩას, შეშინებული
ალქაჯის დახუჭულმა თვალებმა მამაკაცურ სიძლიერეში
დაარწმუნა, ჰაერში გაშეშებული ხელი ფაქიზად თმაზე
29
გადაუსვა, თვალდახუჭულმა ალქაჯმა აშკარად შიშისგან
ღრმა სუნთქვას უმატა. კიდევ უფრო გათამამებულმა,
ამჯერად კიდევ უფრო მძლავრად გადაუსვა ხელი
ხელმეორედ ტყის ქალს თმაზე, რომელზეც, მიუხედავად
ირგვლივ თოვლიანი საფარის არსებობისა, გაზაფხულზე
ტყიდან გამოქცეულ ნიავს წამოყოლილი მინდვრის
ყვავილების სურნელი ჰქონდა თმებს აყოლილი, თმებიდან
ხელი ძირს მხრებისკენ დაეშვა, შიშველი მხრები საოცრად
ცივი მოეჩვენა . ტუჩამ ჩვეული მამაკაცური მზუნველობა
გამოიჩინა, საჩქაროდ გაიძრო ნაცრისფერი ქურთუკი,
რომელითაც მხოლოდ ნადირობის დროს იმოსებოდა და
ქალისთვის მხრებზე მოსხმას შეეცადა. სწორედ ამ დროს
რაღაც არაბუნებრივი ხმით, უცნაური შეძახილი გაიგონა,
უკან მიიხედა და განცვიფრდა, გარეგნულად ზუსტად ასეთი
ქალების წრეში იყო ალყამოქცეული, ყველა ერთმანეთს
გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და ყველა ერთმანეთის
იდენტური იყო, ისინი გამომცდელი, მდუმარე მზერით
თითქოსდა საბრძოლველად მოუხმობდნენ უცხო მამაკაცს.
ტუჩას გაახსენდა მის ზურგსუკან დარჩენილი
თვალდახუჭული ალქაჯი, თუმც ისიც გაქცეოდა და მათ
გუნდს შეერთებოდა, ძლიერი მამაკაცი და უიარაღო
მონადირე წამში მშიშარა კურდღლად გადაიქცა, ძალიან
სწრაფად ალქაჯების წრე შევიწროვდა, ეცნენ შუაში
მომწყვდეულ მამაკაცს, ხელები შეუბოჭეს, ტუჩა ტანის
მოძრაობითა და ყვირილით განთავისუფლებას უშედეგოდ
ცდილობდა. ერთერთმა ალქაჯმა ტყვედქცეულ ტუჩას
ცხვირზე მძაფრი სუნის მქონე , რომელიღაც ცხოველის
ტყავის ნაგლეჯი მიაფარა, მაშინაც ტუჩას ბურუსი ეწვია,
რომელმაც ძალიან სწრაფად გაახვია შიშველი, გაბრაზებული
გამომეტყველების მქონე ალაქჯები მასში, ოღონდ ბურუსი
თოვლისფერი იყო და არა რძისფერი. ამ ორი ფერის მქონე
ბურუსებს შორის ძალიან დიდ განსხვავებას პოულობდა
ტუჩა.
30
საძილე საშუალებებმა, ანტიდეპრესანტებმა თუ
ანტიჰალუცინაციურმა პრეპარატებმა მისთვის დამახასიათე-
ბელი დაღი დაასვა გარკვეულწილად ისედაც დაღდასმულ
ტარიელს. საცოდავი, შეშინებული თვალებით უყურებდა
სანახავად მისულ ძმაკაცებს, საოცრად ეშინოდა თავისი
ნათქვამი ყოველი სიტყვის, ყოველი მოძრაობის, სუნთქვი-
საც კი, ეშინოდა მისი მეგობრებისაც, რეპუტაციის შელახვად
მიაჩნდა მისი იქ ყოფნა, როგორ არ უნდოდა გიჟი და
ფსიქიატრიული ავადმყოფი ჰგონებოდათ, ყოველ ჯერზე
მასთან მისული ძმაკაცებისთვის სურდა ეკითხა:- ჩემი
ნორმალურობის ხომ გჯერათ ბიჭებოო, ხომ იცით მე აქ
შეცდომით მომათავსეს, მე ხომ გიჟი არ ვარო, მაგრამ ამის
გახმოვანების ეშინოდა, ეშინოდა რადგან პასუხად
მიღებული სიტყვები შესაძლებელია მისთვის უფრო დიდი
ტვირთისა და გულისტკივილის მომტანი ყოფილიყო .... რომ
ეთქვათ არ გვჯერაო, წარმოუდგენლად ეტკინებოდა გული
და შესაძლოც ყოფილიყო ეს ერთი სიტყვა გამხდარიყო
მათი მეგობრობის დასასრულის დასაწყისი, ან რომ ეთქვათ,
გვჯერა შენი ნორმალურობისო, მაშინ კიდევ უფრო
ეტკინებოდა გული, თუ გჯეროდათ ჩემი, აქ გამოსაკეტად
როგორ გამიმეტეთ, ნუთუ არ გიყვარდითო?- ხანდახან
მართლაც ეგონა, რომ ბავშვობის მეგობრებს არ უყვარდათ,
იხსენებდა ბავშვობისდროინდელ მოგონებებს და ეჭვის
ძაფებს ავლებდა მის ყველა მეგობარსა და მათ საქციელს
შორის, მერე რაღაც საეჭვო დეტალის აღმოჩენის შემდეგ,
გულმტკივნეული ოჯახის წევრების მასთან ურთიერთობის
დეტალების გახსენებას იწყებდა და შედეგად მიდიოდა
დასკვნამდე, რომ ის არ უყვარდათ, მეტიც, არავის
უყვარდა, არც ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს და რა
ძნელია იმის გაფიქრება, რომ ამხელა, დიდ ცოცხალ
დედამიწაზე არავის უყვარდე, არავის აინტერესებდე,
....ვიღაცას ვიღაცა უყვარს, მასზე ზრუნავს, მისი
სიყვარულით იჭრება მისივე ცხოვრებაში და მისი
31
სიცოცხლით იწყებს ცხოვრებას, მისი ჰაერით იწყებს
სუნთქვას, მისი სურნელით გაჯერებულ საცხოვრებელს
ინაწილებს, მისი პრობლემა თავისად მიაჩნია და მისი
სიხარული და ბედნიერება გათავისებული აქვს. მით უფრო
ბედნიერია ადამიანი, რაც მეტ სიყვარულს გრძნობს
ამქვეყნად, ....და რა უმწეოა სულიერი უსიყვრულოდ ამ
დიდ და ტყუილ-აფერისტობით გაბერილ სამყაროში,
ცრემლებმოწმენდილ ხელებს დახედავდა და ფიქრობდა:
ნეტა, დედა რომ მყოლოდა, თუ ვეყვარებოდიო?- დედა არ
ახსოვდა, მის ცნობიერებამდე ტრაგიკულად დაღუპვია, მერე
გამზრდელი ბებია ახსოვდა ისიც ბუნდოვნად, მისი
გარდაცვალების შემდეგ მამა და მამის ცოლი ზრდიდნენ,
ეს უკანასკნელი ხშირად სტკენდა გულს, მისგან ზედმეტად
თავაზიან საქციელსა და თავგანწირულ შრომისმოყვარეობას
მოითხოვდა . ....რას არ გაიღებდა სანაცვლოდ, რომ ვინმეს
მზრუნველურად გულში ჩაეკრა. არა, გულში ჩაკვრა -
ჩახუტება მისთვის ახლა წარმოუდგენელი ფუფუნება
იქნებოდა....უბრალოდ, გაეღიმა და ეთქვა :- მიყვარხარ
ადამიანო, მებრალები ადამიანო და მტკივა შენს გამო
ადამიანო. - მისი მეგობრები მუდმივად მზრუნველობდნენ
მასზე, ამიტომაც ხანდახან, მხოლოდ ხანდახან
შეეწინააღმდეგებოდა ხოლმე თავისთავში დაბადებულ
უსიყვარულო ფიქრებს. ექიმს ეტყოდა თუ არა - გიჟი არ
ვარო , მაშინვე გამზადებულ და გაცვეთილ პასუხს
მიაგებებდა, -ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ არსებობს
პაციენტს ეთქვას - მე გიჟი ვარო.- ერთხელაც ტუჩას აზრად
მოუვიდა, მოდი, პირიქით ვეტყვიო და უთხრა:- ექიმო ,
ახლა მივხვდი, რომ მართლა გიჟი ვარო,-რაზედაც
თავდაჯერებულმა ჰამლეტმა სათვალის ქვეშიდან ამოხედა,
სიხარულიანი თანაგრძნობის გამო მხარზე ხელი
მოუთათუნა და უთხრა- ნუ ღელავთ, ჩვენც აქ იმიტომ
ვართ, რომ თქვენ გიმკურნალოთ, სრულიად განკურნების
შანსი არ არსებობს, მაგრამ განსაკუთრებულად კარგი
32
შედეგი გექნებათ, ხოლო აქედან გაწერის შემდეგ თუ
ჩვენთან გექნებათ მუდმივი კავშირი, გპირდებით, ასეთი
აშლილობა აღარ განმეორდება....
ტუჩა კი იდგა თავისი მეგობრების წინ თავდახრილი,
ტუჩებჩამოყრილი, ყურებჩამოყრილი და არ იცოდა როგორ
მოქცეულიყო, რომ მათში ისევ ძველებური ნდობა
დაემსახურებინა. მეგობრები შემოეხვივნენ ტარიელს, მეტი
მოფერებითა და საქებარი სიტყვებით, საძილე
საშუალებებით მოთენთილი ტუჩა გაათამამეს და ხმაც
ძლივსძლიობით ამოაღებინეს. ტუჩა გმირულად უყვებოდა
სახელდახელოდ გამოგონილ ტყუილს, ნაკრძალში
დაკარგვის თაობაზე, თუ როგორ ასცდა გზას, თოვლის
ფიფქებმა ნაკვალევი დაფარა, მერე დაღამდა, როგორ ავიდა
ხეზე ღამის გასათევად, მგლების შემზარავი ყმუილი ძალიან
ახლოდან მოესმოდა, ღამეში რამდენჯერმე ანთებდა კოცონს,
რომ არ გაყინულიყო, ცეცხლოვანი მაშხალით შესძლო
ტურების შეშინება და მოგერიება. ერთხელაც ვერტმფრენის
ხმა მოესმა, მიხვდა, რომ მას მაშველები ეძებდნენ, მათ
ხმაურს გამოჰყვა და თვითონ მიაგნო აქეთ მაშველებს....
მეგობრები გაფაციცებულნი უსმენდნენ და გმირად
შერაცხულს საპატიო მონადირის ტიტულს დაჰპირდნენ.
ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, როგორც იქნა ტუჩა
გამოეწერა, უკან დარჩა ფსიქიატრიული კლინიკაც და მათი
საძილე აბები, რომლებიც განსაკუთრებულად ეზიზღებოდა
ტუჩას. წასაყვანად გიომ მოაკითხა, კლინიკის ეზოდან
გამოსვლამდე მანქანა გააჩერებინა, ეზოში პატარა კენჭი
მოძებნა, შენობის მიმართულებით გაისროლა და მიაძახა: -
მძიმე იყოს აქ ჩემი ფეხი!- ელვისებური სისწრაფით ჩახტა
მანქანაში და გიოს სასწრაფოდ იქაურობის დატოვება
მოსთხოვა. ცრუმორწმუნე არასდროს ყოფილა, მომხდარით
გაწამებული იქ მეორედ დაბრუნებას კატეგორიულად აღარ
აპირებდა.
33
ტუჩა დაუბრუნდა თავის ოჯახსა და სამსახურს.
თანამშრომლები ეჭვის თვალით უყურებდნენ მის ყველა
ქმედებას, თანამშრომლების რა გასაკვირი იყო, როდესაც
ოჯახის წევრებიც ანალოგიურად ეჭვით ადევნებდნენ
თვალყურს არამარტო მის საქციელს, ყოველ სიტყვასაც კი.
გამოზაფხულდა, ხეებს დაეტყო გაზაფხულის ხელი,
ფიფქისფრად აყვავილდა მათი ტოტები, გაიფურჩქნა და
გადათეთრდა, ქალაქს მეტი ხალისი დაეტყო. გვიან ღამით
გიოსთან მისულმა ტუჩამ არც მეტი და არც ნაკლები,
ალკოჰოლური სასმელი თვითნებურად მიიტაცა გიოს
მრავალწლოვანი კოლექციიდან, რომელსაც მეუღლის
სიყვარულის საპატივსაცემოდ, თვალის ჩინივით
უფრთხილდებოდა მარია.
-ტარიელ, შენთვის დალევა არ შეიძლება, ხომ გახსოვს რა
თქვა ექიმმა? -შეახსენა გიომ.
-გიო, შენ არ იცი მე აქ რატომ მოვედი!-
-ვიცი!-
-აბა, რატომ?-გამომცდელი მზერა მიაპყრო გიოს.
-რატომ და ჩემს სანახავად, მოგენატრე და იმიტომ, კიდევ
იმიტომ რომ ნადირობის ნოსტალგია გაქვს, თოფები და
ძმებთან ქეიფი.... არაუშავს, ყველაფერი იქნება.... -
-ააარააა, ააარაა, -ენადაბმული აქეთ-იქეთ იქნევდა თავს
ტარიელი, რამდენიმე ჭიქა არყის გადაკვრის შემდეგ კი
აჭიკჭიკდა:
– მოკლედ, ძმაო, გიო, მე გიჟი არა ვარ, არც ეგრეა საქმე,
გაიშვიათებული ჰაერი ჰალუცინაციას იწვევსო და რამე....
მართალი ყოფილა ბებიაშენი, ალქაჯები არსებობენ, გესმის....
არ-სე-ბო-ბენ! - დაკვირვებული მზერა შეავლო გიოს,
მცირედხნიანი პაუზის შემდეგ კი ამოღერღა:- მოკლედ,
კურდღელი, რომ მოვკალით....ის კურდღელი ყოფილა ნონის
კურდღელი ....-
-ვისი?- გიომ გაიფიქრა , ეხლა კი ნამდვილად გადავიდა
ჭკუიდანო.
34
– „ნონის კურდღელი, ნონი ალქაჯთა დედოფლის უფროსი
ქალიშვილია, საოცრად ლამაზი ....იცი, რა ქალები
არიან?....უუუფ“,- თავის ქნევის სიჩქარესა და სიხშირეს
უმატა ტარიელმა:- „ჰოდა , იმის საყვარელი კურდღელი
მოგვიკლავს და თქვენ კიდევ შეგიჭამიათ, თქვენს გამო
დამიჭირეს ალქაჯებმა და სწორედაც, რომ თქვენდა
საპასუხოდ უნდოდათ ჩემი ხორცი თეთრი მგლებისათვის
შეეჭმიათ.... მომიყვანეს კიდეც თოვლისფერი თეთრი
მგლები, თვალები უნათებდათ წითლად და
მაჰიპნოზებდნენ“....
– „კარგი რა, ტუჩა....მოასვენე შენი თავი და მეც .... თუ
გინდა ექიმს მივაკითხოთ?!“-
-„არა, რას ამბობ?! მოიცა, მომაყოლე და დამამთავრებინე
რა? .... მგლები გარს შემომეხვივნენ, ისე მაშტერდებოდნენ,
რომ თვალებს არ ახამხამებდნენ, ისეთი უმწეო ვიყავი მაგ
დროს, მაგ მომენტში ვინ იცის თქვენ კი ქეიფობდით და
ჩემზე იცინოდით, ლაზღანდარობდით, როგორც გჩვევიათ
ხოლმე.... მგლებს პირები ღია ჰქონდათ , ქაფიანი დორბლი
გადმოსდიოდათ და ენით ილოკავდნენ ტუჩებს, თვალებ–
გაშტერებულნი მიყურებდნენ, მერე რომელიღაც მოთეთრო
მგელი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, მას სხვებმაც მიბაძეს,
აშკარად მგლების წინამძღოლი იყო; მათსა და ჩემს შორის
დაშორება, ალბათ, ორი ან სამი ნაბიჯიღა იქნებოდა , მათი
წინამძღოლი რომ შემომახტა, მაგრამ კბილის გაკვრა ვერ
მოასწრო, რადგან ერთი ალქაჯის კივილი გაისმა ჩემსკენ
გამოიქცა და გადამეფარა, მგლებს რაღაც ანიშნა თავიანთ–
ებურად, მათაც დაუჯერეს, თავი დამანებეს.... გესმის ჩემი?!
თავი დამანებეს, მიტრიალდნენ და წავიდნენ, სეირის
მაცქერალი სხვა ალქაჯები მოგვცვივდნენ და რაღაცას
ეუბნებოდნენ, აშკარად ეჩხუბებოდნენ ჩემს გამო, ის კიდევ
ჩემზე გადაფარებული უარის ნიშნად თავს აქნევდა, მერე
ყველამ ზურგი აქცია , როცა წავიდნენ და იქაურობაც
მიწყნარდა, ალქაჯი ჩემსკენ შემოტრიალდა, ისეთი ლამაზი
35
იყო, ენით ვერ აგიღწერ, საოცრება, ხელით მეფრებოდა
მგლის ნაფხაჭნზე, მერე საიდანღაც გამხმარი ბალახები
მომიტანა ზედ მადებდა და შედეგიანად მიწამლა კიდეც,
კოცონს მინთებდა და მათბობდა, ხელით ჟესტიკულაციის
დახმარებით შემოდიოდა კონტაქტში, მაგებინებდა - ჩემი არ
შეგეშინდესო, მე შენ დაბრუნებაში დაგეხმარებიო.... და იცი
რატომ მაბრუნებდა?“- გამომცდელად დააკვირდა ისევ გიოს
და მისი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
–„და იცი რატომ მაბრუნებდა?“-პასუხის მოლოდინში
კითხვა კიდევ გაუმეორა გიოს....
-„არა, არ ვიცი, მორჩი მაგ ფანტაზიებიანი თხზულებების
თხრობას“....
–„არა, არ იცი და ვერც წარმოიდგენ, შენ მაგას ვერასოდეს
წარმოიდგენ, ვერც მიხვდები, და იცი რატომ?“-
--„არა, არ ვიცი ბატონო და არც მაინტერესებს....“
-„არ იცი და არც გაინტერესებს ხომ? და იცი რატომ არ იცი
და არც გაინტერესებს?.... იმიტომ, რომ შენ მიწიერი
ცოდვილი ლეში ხარ, რომელსაც ინტერესიც კი არ
გაგაჩნია.... იმიტომ, რომ ქვის გული გაქვს, შენს გულს
გრძნობების ენის აღარ ესმის, ამ საუკუნემ, ცივილიზაციამ
და მისმა ევოლუციამ, ტექნოლოგიური კომუნიკაციების
განვითარებამ, აი, ეგ ნაყოფი გამოისხა. ცოცხალ სამყაროს
გლობალური, მარწუხნარევი სიცივე დაეწყო .... და ვაი ჩვენ
ცოდვილთ, რომ ამ ერაში მოვყევით, შენ წარმოდგენა არ
გაქვს, რას ნიშნავს გულწრფელი სიყვარული, ნეტარებას
რაღაც სულელურ კაპრიზებს ვარქმევთ, ერთმანეთის ენა
აღარ გვესმის, ვბლუყუნებთ რაღაც უაზრობას, ვითომდა
მაღალფარდოვანი სიტყვებით ვამტკიცებთ ჩვენს განსწა–
ვლულობას, უმაღლეს განათლებასა და კულტურულ
ცივილურობას, სინამდვილეში კი რა ხდება? .... ამ, ეგრეთ
წოდებულმა, მაღალფარდოვანმა სიტყვებმა გულის ენა ,
რომელიც ყველაზე სათნო და სანატრელია და რომელიც
მთელი ჩვენი კაცობრიობის წარმოშობის დედა აზრი
36
ბრძანდება, გააძევა. ....გულმა ენა დაკარგა, დაყრუვდა, მას
აღარ ესმის სიყვარულის, სიყვარულის ხმას ვეღარ
ღებულობს, არარსებულს სიყვარულს ვეძახით, სინამ–
დვილეში კი მისი გემო დავკარგეთ, იმიტომ რომ
დავივიწყეთ გრძნობის ენა, გრძნობის ხმის არარსებობამ და
შესაბამისად უსიყვარულობამ გამოიწვია თვალების
დაბრმავება, ბინდი გვაქვს გადაკრული.... ლიბრი, და ვეღარ
აღვიქვამთ ნამდვილ სილამაზეს, რაღაც ხელოვნურობა და
ისიც მდარე ხარისხის, ნიღაბმორგებული სახე, ხელოვნურად
დაყენებული მიმიკებითა და გაციებული, ცივსისხლიანე–
ბისადმი დამახასიათებელი სხეული, რომელსაც შეგრძნების
აღქმა აქვს დაკარგული, მიგვაჩნია სილამაზედ, სინამდვი–
ლეში კი ბუნებრივ სილამაზეს ვეღარ ვამჩნევთ.... იმიტომ,
რომ გული დაგვიყრუვდა და ჩვენს თვალებსაც მათხოჯების
ლიბრი გადაეკრა, ჩვენ ყველანი ერთმანეთს დავემსგავსეთ,
....შენც , მეც, ისიც, ისიც და იმის ისიც, ყველანი ერთნაირები
ვართ, ცივსისხლიანი ამფიბიების მსგავსი ადამიანები....ჩვენ
ყველა ქალი ერთნაირი გვგონია, იმიტომ რომ მათაც ყველა
კაცი ერთნაირნი ვგონივართ.... ყველაფერი დავკარგეთ -
გულის ხმა, თვალის რეალითი აღქმა, სქესიც და საერთ–
ოდ ყველაფერი....“ -ემოციურად აფეთქებული ტუჩა მთელი
ხმით ღრიალებდა, გიოს სიმშვიდეს უკარგავდა და ხმა
ძილისაგან სიჩუმეჩაწოლილ სახლში ექო ყრუდ მიჰქონდა.
გიო დუმდა, ერთხანს ტუჩაც დადუმდა, სიწყნარე მათ
ყურებს ესიამოვნათ, სიამოვნების ნიშნად გიომ დაღონე–
ბულ, ემოციურად აფეთქებულ და დროებით დადუმებულ
ტარიელს გაუღიმა, დროებით უძრავ მდუმარებას მისცემ–
ოდა ტუჩა, მალევე მოჰყვა ისევ გოდებას, ამჯერად უფრო
დაბალი ტონით:
–„....ისინი არ იღიმებიან....და იცი რატომ?.... იმიტომ, რომ
ჩვენში ბოროტებამ იმძლავრა....და კიდევ იმიტომ, რომ კაცი
კაცს აღარ ჰგავს, ის დავკარგეთ რასაც ვერასდროს იპოვი,
ვერც იყიდი, ის, რაც ძველად ჩვენს წინაპრებში სიამაყეს
37
იწვევდა, ის, რის გამოც იღვრებოდა კაცებს შორის სისხლი,
ქვეყნებს შორის სისხლი....კაცობა დავკარგეთ....გიო, შემოგევ–
ლე, კა-ცო-ბა....იმ გოგოს აინოსი ჰქვია“.... -
– ვინ გოგოს?-განცვიფრებისაგან გიოს სახეზე ნირი
შესცვლო–და, სიამოვნებას ანიჭებდა აზრი, რომ ცოლ-
შვილს ეძინა და ამ რომელიღაც უნიჭო რეჟისორის მიერ
დადგმულ სპექტაკლს „ერთი ადამიანის შესახებ“ და ისიც
ახლო მეგობრის შესრულებით ვერ ხედავდნენ. გიო წუხდა,
რომ ტუჩას მონაყოლს ისევ ფსიქიატრიულ პრობლემად
აღიქვამდა.
-იმ ალქაჯს,....იმ ალქაჯს აინოსი ჰქვია.... აიონოსი ....ხომ
ლამაზი სახელია?!....იმ ალქაჯმა მითხრა, რომ....
-როგორ გითხრა, რა ენაზე, ინგლისურად თუ
ფრანციცულად?!- სიბრაზეს ირონია შეჰპარვოდა თითქოს.
-ჟესტების ენით, ხელებით, ყველაფერს მახვედრებ–
და....მიმახვედრა, რომ შენ ძალიან მოეწონე, მისმა
გარეგნობამ მომხიბლაო....და მასთან შეხვედრაზე თანახმა
ვარო“-გამომცდელი მზერა წუთით შეაჩერა სიტყვების
ავტორმა , თუმც სიბრაზემორეულ გიოს ჯერ სიცილი,
შემდეგ კი სიცილისაგან გამოწვეული სპაზმური ხველება
აუვარდა. მისმა ხარხარმა მეგობარი დაადუმა, ფეხზე მდგომ
და სიცილისაგან ნახევრად მოხრილს, კითხვის ნიშანს
დამსგავსებულს, ხელები მუცელზე ჰქონდა მიჭერილი,
სიცილისაგან მუცლის პრესის დაჭიმულობის ნიშნად, ასე
გაგრძელდა მანამ, სანამ გიომ სიცილისაგან გული არ იჯერა,
მერე კი დუმილად ნაქცევ ბავშობის მეგობარს ჰკითხა:
-რაო, სად შევხვდებიო? სასტუმროში თუ სადმე ღამის
ბარშიო?!-
-ახალ მთვარეზეო!....-
-მთვარეზეო?....თანაც ახალზეო?....ძველზე არაო?....-ისევ
გიოს რაკრაკა სიცილმა დაიარა სახლის სამზარეულო და
დერეფნები.
38
– მომისმინე, ახალ მთვარეზე, იქ, სადაც შენ და შენმა
კანიბალმა სიყრმის ძმაკაცებმა, იმ გოგოს მიერ გამოზრდი–
ლი ნებიერა კურდღელი უმოწყალოდ შესანსლეთ, აი იქ!-
-უმოწყალოდ?....გამოდის, რომ მოწყალებაც უნდა გვებოძა
მისი.... იმ შენი ანოკისათვის?!-ისევ სიცილი აუვარდა გიოს,
თუმცა , ამჯერად , განსხვავებით წინა სიცილისაგან, უფრო
ხანმოკლე.
-აინოსი, აინოსი ჰქვია, არ მაქვს პრობლემა, მე მიგიყვან იქ,
შევპირდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი, შენთან
ერთად თუ არა, მარტო მაინც!-მაქსიმალური კატეგორიუ–
ლობა დაეტყო ტარიელის ბოლო ფრაზებს.
ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტუჩა მართლაც
რომ გაუჩინარდა, მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა,
თუმც გიოს მისი გაუჩინარება ძალიან ადარდებდა და
ფსიქიატრის მიერ დასმულ დიაგნოზს უფრო ღრმად,
ყოველგვარი ეჭვის გარეშე რწმუნობდა. ღამით ისევ
შეიკრიბნენ ძმაკაცები გიოს სახლში სამუსაიფოდ . მთავარი
თემა კი ისევ ავადმყოფად ნაქცევი ტარიელი იყო .
-ახალი მთვარეა, მაგ დროს ძლიერდება დაავადებები-
ჩაილაპარაკა დავითმა.
-ახალი მთვარე?- გაიკვირვა გიომ, მგონი ვიცი სადაც იქნება
ჩვენი ტუჩებგაბუშტული ტუჩა.-ოპტიმისტურად დაიძახა
გიომ და ევრიკის აღმოჩენით მადლიერად გაიღიმა.
იმ ღამესვე გიო , მისი მეგობრები და სამაშველო ჯგუფი
ნაკრძალში შევიდნენ, სწორედ იმ ადგილისაკენ გაეშურნენ,
სადაც რამდენიმე თვის წინ გარეული კურდღელი
გაატყავეს, კოცონზე შეწვეს და ნანადირევით წაიქეიფეს.
ადგილზე მისულთ უკვე ათენდებოდათ, ვარდისფერი
გარიჟრაჟი დაეფინათ თავზე, ჩიტების ჟღურტული ყურს
საუცხოოდ ხვდებოდა, აყვავებული ხეების სურნელი
სასიამოვნოდ სწვდებოდა გიოს გულ-მკერდზე, რის გამოც
ტანზე ბამბის სქელზოლებიანი პერანგის ღილები შეეხსნა
და ჰაერის ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებდა
39
მართლაცდა ადამიანებით გაიშვიათებული ტყის განაპირას;
ასეთი ალიონი არასოდეს უნახავს, ასეთი სიამოვნება ჰაერს,
ჩიტებს, ტყეს და ცას არასდროს მოუნიჭებია, აქ ყველაფერი
მართლაც რომ განსხვავებულია, თანაც იმდენად, რომ
წარმოდგენაც კი უჭირს კაცს, აი, ამაში კი მართლა
დაეთანხმა ტუჩას, ისიც მხოლოდ გულის სიღრმეში.
–„ტუჩაააა....ე, ბიჭო , ავყვირდეთ, იქნება მართლა აქაა და
გაგვაგონებს“- დაიძახა დავითმა.
-შანსი არაა, მე არ მჯერა აქ რომ ამოსულიყო, ზუსტად ვიცი
აქ ჩვენი ხათრით მოგვყვებოდა, თორემ ბუნება და
აქაურობა დიდად არ ევასებოდა, თანაც მანქანაც არ ჰყავს....-
ჩაერია ლაპარაკში კონსტანტინე.
ტუჩაა....ტარიელ....ისმოდა მრავალხმიანი ღრიალის ხმანი,
რიჟრაჟსფერი ცა კი თანდათან კარგავდა მუქ ვარდისფერს
და ხილვადობაც თანდათან ძლიერდებოდა ბუნების ღვთით
ბოძებულ მწვანე სამრეკლოზე, სწორედ რომ ბუნების ამ
ლამაზ პეიზაჟს ბილიკზე შორიდან მომავალი დიდი, მაღალი
აღნაგობის ლანდი დააჩნდა. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ეს
რობიზონ კრუზოდ ნაქცევი ტუჩა მოემართებოდა რობინ
ჰუდივით ამაყად, დიდი, საკუთარ ნაბიჯებში თავდარწმუ–
ნებული. ყველა დადუმდა, ხმის ამოღერღვას ვერავინ
ბედავდა, ტუჩა კი ნელანელა თავაწეული, ამაყად
უახლოვდებოდა მათ.
-ტუჩა?....- რომელიღაცამ იკითხა ხმაწასულმა.
-ხო,მე ვარ!-ამაყად შეეხმიანა მოახლოებული ტყის მგზავრი,
გეზი გიოსკენ აიღო და შესძახა : - ვნახე....აი, ხომ არ
გეჯერა, იკეცებოდი სიცილით, ის გოგო კიდევ.... იცი,
როგორ გელოდა თურმე, ყოველ მთვარიან ღამეს აქ, ამ
ადგილას ათევებდა, შენ კი არ გეჯერა. ... და იცი
რატომ?....იმიტომ, რომ ქვის გული გაქვს, ქვის!“-
-ვინ გოგო?-ყველას აზრად ქცეული კითხვა გაახმოვანა
რომელიღაცამ, ტუჩას მისამართით.
40
-ის გოგო, ალქაჯი!-უპასუხა ხმამაღლა და თხრობა
გააგრძელა :- თავმოყვარეობის ამბავია, კაცის თავმოყვარეო–
ბის, იცი, გოგო გელოდება და აინუნშიც კი არ აგდებ, მაგრამ
რაც დაგიკარგავს, რაღას იპოვი ჩემო ძმაო, ....არადა რა
მგრძნობიარეა, როგორი თბილი და კეთილი, ერთი წამითაც
კი არ შეუძლია დაუშვას, რომ ატყუებენ, თურმე, ყველანი
ასეთები ყოფილან, მაგიტომაც გაგვირბიან, ვერ ხვდებიან
ადამიანის მოდგმის ტყუილებს, გვენდობიან, ჩვენ კი
მატყუარა, ბოღმით, შურით, სადიზმით სავსე ტომრები
ვართ.... “-
-ვაიმე- დაიძახა ბევრთაგან მყოფმა ისევ რომელიღაცამ.
-თანაც ბევრნი ყოფილან, თურმე- დაუდასტურა კიდეც
მაშველთაგან მყოფმა რომელიღაცამ.
-ეტყობა ნადირი ეგეთებს არ ჭამს- თქვა მწვანე და
წითელზოლებიან კომბინიზონში გამოწყობილმა მაშველმა
და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა.
მგზვრობამ ტუჩა უფრო გაათამამა და კიდევ უფრო მეტი
სიმძაფრით დაიწყო მოყოლა ალქაჯების ცხოვრების ნირსა
და წეს-ჩვეულებებზე, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო,
რომ ქალაქში დაბრუნებისთანავე გეზი პირდაპირ
ფსიქიატრიული კლინიკისაკენ აეღოთ.
-ოოო, ისევ შემოტევა? ....გაიშვიათებული ჰაერის ტოქსინი
.... ჰალუცინაცია....მანიაკალური თვისებებიც შეუძენია, შიში
სითეთრის მიმართაც, ....არა უშავს.... უფრო ძლიერად
გართულებულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც
მყოლია.... -ებრძოდა თეთრხალათიანი ფსიქიატრი ჰამლეტი
გაურჩებულ პაციენტ-ტუჩას, რომელიც ხელ-ფეხის ქნევაში
დიდად დაოსტატებული გახლდათ.
-„საცოდავი, კიდევ ალქაჯები მოელანდა?“-ჰკითხა სახლში
დაბრუნებულ გიოს მეუღლემ:-„თანაც რა გულიანი ბიჭი
იყო, რა ზედმეტად მგრძნობიარე,“-
-ეჰ, ტარიელის ავადმყოფობამ ძალიან დამწყვიტა გული,
სულ ალქაჯები აკერია პირზე, ბიჭებს განკურნებული
41
გვეგონა და თურმე, ჯერ სადა ვართ....- დაინაღვლიანა ხმა
და თვალები გიომ.
-რას ამბობ მამა, ზუსტად ვიცი ალქაჯები ნამდვილად
არსებობენ, მაშინ მეც სწორედ ალქაჯი დავინახე.... -ჩაერია
ლაპარაკში გიოს შვილი ბაქარი, მას მუდამ სურდა მამა
დაერწმუნებინა თავის სიმართლეში, რომელიც ესოდენ
ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა.
-კარგი რა დედიკო?, შენ მაშინ სიზმარი ნახე!-თავზე
მზრუნველურად გადაუსვა ხელი მარიამ შვილს.
-არა დე, მე მართლა ვნახე, ახლაც თვალწინ მიდგას ის
ალქაჯი, მაღალი და თეთრი იყო, ქერა ძალიან გრძელი თმა
ჰქონდა, სულ შიშველი იდგა, ....ბებოც ყვებოდა ხოლმე მათ
სიშიშვლეზე, არ გახსოვს დედა?....იცი ხის უკან იდგა, მე
მიყურებდა, აშკარად მითვალთვალებდა.... როცა დარწმუნ–
და, რომ მეც ვხედავდი, ხეს მოშორდა და კარგად დამენახა,
შიშველი ფეხებით იდგა თოვლში, ნეტა როგორ ძლებდა, არ
სციოდა?.... მიყურებდა და მიღიმოდა, მერე ხელით
მანიშნებდა მოდიო.... მე თითქოს ფეხები არ მემორჩილე–
ბოდა, შიშის გამო მისვლას ვერც კი გავბედავდი, მაგრამ
ვამჩნევდი, თვითონ გაღიმებული, როგორ ნელნელა
მიახლოვდებოდა, თითო- თითო ნაბიჯით, ძალიან მეშინო–
და, მერე არ ვიცი რა იქნებოდა, მამას რომ არ მოვეძებნე, ....
როგორც კი მამიკო დაინახა, ისევ რომელიღაც ხეს ამოეფარა
და ახლა მას დაუწყო თვალთვალი, ახლაც კი ცუდი
შეგრძნება მეუფლება იმის გახსენებაზე, იცი სიზმარში
ხშირად ვნახულობ, ვითომ მოდის, მოდის ....იცი , რა ძნელია
ეს განცდა?!- ცრემლნარევი ხმა და საოცრად გულწრფელი
სახე, თვალები მშობლებისაკენ ჰქონდა საფუძვლიანად
მიზანმიმართული მოზარდს.
–„ჩემი პატარა უფლისწული, სიზმარს და ცხადს
ერთმანეთისაგან ვერ არჩევს“- დედა გულში იხუტებდა
თავის მოზარდ პირმშოს, ჩაფიქრებული და დადუმებული
გიო კი თვალს ვერ აშორებდა შვილის მოალერსე დედას.
42
ღამის ნაჩვევი ფერები ჩუმი ხმით შემოიჭრა მძინარე
სახლში, დაიარა ყველა ოთახის მყუდრო კუთხე-კუნჭული
გარდა იმ ოთახისა, რომელშიც გაკაშკაშებული ჭაღის შუქზე
მოფუსფუსე გიო სურათების თვალიერებით იყო
დაკავებული, ძირითადად ბებიის სურათებს აკვირდებოდა,
სურათის უკან წარწერებს კითხულობდა, მერე თითქოსდა
აანალიზებდა. ერთერთ სურათზე ბებიის ხელით შელოცვა
ეწერა,.... ის დღე კარგად ახსოვს გიოს, სანადიროდ
წასასვლელად ემზადებოდა, თოფის წმენდით გართულს
ბებია წაადგა თავს:- ნუ დადიხარო სანადიროდ, მონადირე
მეორე მკვლელია, რადგან უენო ადამიანებს ხოცავსო,
ნადირს ნადირი დაარქვა გამჩენმა, თორემ ადამიანზე მეტი
ჭკუა-გონება, ნამუსი და სინდისი აქვს, თანაც რასაც
ადამიანი კადრულობს, ნადირი იმას არასდროს იკადრებს
და არც სხვას აკადრებს, ....სულ იმას გეუბნები, არ იარო-
თქვა, თორემ ერთხელაც იქნება თვით დიდი ალქაჯი
დაგენახება და გაგთვალავს,“
-არ მჯერა ბებია მე ალქაჯების“-
-ჩემი არ გჯერა ბებია ხომ?-
-შენი კი მჯერა, მაგრამ ალქაჯების და სინდისიანი
ნადირმხეცების არა!-
-უასაკო ხარ ბებია ჯერ, მიტო არ გჯერა თვარა, ჩემხელას
რომ მოიყრი, მერე კი დაიჯერებ და იტყვი, ბრძენქალი
ბებია მყოლიაო, მარა მერე ვინ იცის იქნება და გვიანდელაც
კი იყოს, აგი სურათზე დაგიწერ ბებია ალქაჯის
შესალოცავს, ჯვარი გეწეროს და თუ მოგკრა სადმე თვალი
იმ ოხერმა, ან მისმა ოხრისშვილებმა, აგი შესალოცი
გიშველის ბებია....ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი გიორგი ავი
თვალისაგან და არ მომასწრო მაგ დღეს, მაგრამ ნამეტანი
ატეხილი ყავხარ ნადირობას ბებია“.... -ცრემლები დამჭკნარი
ხელებით შეიმშრალა და მიტოვებული ხელსაქმის ფუსფუსი
გააგრძელა.
43
ბებიის ჩანაწერი, დაწვენილი კალიგრაფიით, რომელიც
მიზნად ავი თვალისა და ალქაჯებისაგან გათვალვის
გაბათილებას ისახავდა, ჯერ ცხვირთან მიიტანა და
სანადირო ძაღლის ჯიშისათვის დამახასიათებელი მანერით
დაყნოსა, მერე კი გულში ჩაიკრა, შვილის ოთახს
ფეხაკრებით მიაშურა და ძალზე ხმადაბალი, დინჯი ტონით
წაუკითხა, თავის ცრუმორწმუნეობაზე ეღიმებოდა, მაგრამ
შვილის გულისათვის, მისი სიმშვიდისა და ტკბილი
სიზმრებისათვის, რას არ გააკეთებს კაცი, ნემსის ყუნწში
გაიძვრენს თავსაც და სხვასაც აიძულებს გაძრომას:
- აინიდა, ნაინიდა,
ჩემი ოქროს ქოჩრის ძირავ:-
ტოტზე ჩიტი შემოფრინდა,
ჩიტი ბროლის თვალა მთისა,
აინიდა, ნაინიდა,
ჩემო დიდო მალხაზ მთისო-
შენ გებაროს ჩემი ყველა,
ავი თვალის მამზირალო....
დაუმიწე თვალის ხედი,
დაუჩემე ბანგის ძილო ,
შენ მიეცი ძალა მთისო,
ჩიტის ენა, მუხლი მგლისო,
გულო გამძლევ კირის ქანო,
ვერ გაგაპოს თვალმა ძალომ,
ვერ გაგთვალოს ვინცა გავნოს,
ვერცა მტრისად ვერსად გმალოს,
მასვე ეცეს თვისი თვალი,
ვინც გათვალვა შენსკენ მართოს ,
იმას მოხვდეს ლესი მთისა,
ვინც საშენოდ თვალი მიზნოს,
აინიდა, ნაინიდა,
ჩიტბატონავ ტკბილის მთისო,
გადიფრინე და მიამბნე
44
სადმე ალქაჯ ხომ არ ზისო,
თავის ოქროს სავარცხლითა
თმას ივარცხნის უკან დღისო
და დარაჯობს ბიჭსა მზისო,
ეცეს იმას მგლისა თვალი,
ტურამ გაჰკრას კბილი ბასრი,
გველმან ორკაპ ენით უყოს
ყველა გესლი ყველა შხამი....
გასწყდეს დღესა ერთსა მთენსა,
რაც კი მიწად მძიმედ ტვირთოს
ალქაჯი და მისნაირნი,
ამას იქით ვერ გაგთვალოს,
აგი ლოცვა გიხსნის ჩულმლას
თვალსა ავსა, კარმას კასა,
დღეის ამას შენ ხარ შვილი
ძლიერი და ზორბა კლდისო !
აინიდა, ნაინიდა,
შენი ვარ მე , მომარგუნე ბედი შენი,
მოვიყარო შენის ხნისო“-
ჩაფიქრებული გიო ღამის ფანჯრიდან გაიცქირებოდა და
სიგარეტს აბოლებდა. თითქოს პირველად უყურებდა ღამის
ქალაქს, რომელიც მეტი განათებისაგან ციალით კაშკაშებდა,
მთვარე არ ჩანდა, უდაოდ რომელიღაც მრავალსართულიან
ცათამბჯენის უკან იმალებოდა, დარბაისელივით დაიარება
ჩუმი მძინარე ქალაქის თავზე, მაგრამ ზოგჯერ ხმაურიანი
ორომტრიალის დროსაც ჩნდება. რამდენ რამეს ხედავს ეს
საოცრება ერთ ღამეში და რამდენი ავ-კარგის მომსწრეა
ალბათ, ნეტა კარგი უფრო მეტი უნახავს თუ ცუდი? ალბათ,
ცუდი, ეჭვგარეშეა…. და საერთოდ ამ საუკუნეში არ მგონია
კარგი რამე საერთოდ ხდებოდეს, ვინმემ ანგარიშგარეშე
სიკეთე გასწიოს, ალტრუიზმმა ხომ დასაცინი სახე მიიღო....
ბადრი მთვარე არავის ანდობს ნანახსა და განცდილს, არც
45
თავისას და არც სხვისას, ეს თვისება სიბრძნის პირველი
მანიშნებელია.
ღამის სიჩუმეს უცნობი მისამართიდან ნიავს
გამოყოლილი ძაღლის ყმუილი მოჰქონდა. გიო სახლის
ფანჯრიდან ცაზე მიმალული მთვარის გამოჩენას ელოდა;
კითხვა, რომელიც არ ასვენებდა-ახალი მთვარეა ნეტა ეს?....ან
როგორ უნდა გავარჩიო ახალი ძველისაგან?- მერე ექიმის
სიტყვები გაიხსენა: - ახალ მთვარეზე იცის შემოტევებიო,
მაგრამ მედიკამენტები დროულად რომ მიეღო, ასეთ ძლიერ
ფსიქიატრიულ პათოლოგიას პარანოიდულ-მანიაკალური
სიმპტომებით აშლილობას ავცდებოდითო, ხედავთ როგორ
მეწინააღმდეგება, ლამის მეჭიდავებაო!- თუმც ტარიელის
გაგიჟებისაც არ ეჯერებოდა გულს, რადგანაც მან იმდენ
ცხოვრებისეულ დარტყმას გაუძლო, რომ თუ გაგიჟება ეწერა
მაშინ გაგიჟდებოდა, ტყეში დაკარგვა მისთვის რა ბედენა იყო,
ასე რომ განეცადა,....ან ეს გაიშვიათებული ჰაერის ტოქსინი
რაღა ჯანდაბაა, ან რაღა მაინც და მაინც ტუჩამ შეიყნოსა და
არა დავით დადვანმა, რომელიც მუდამ ნევროზულ ხასიათს
უჩიოდა, ან სხვამ?....კითხვას კითხვები მოსდევდა, პასუხის
მოლოდინში კი მთვარე დახუჭობანას ეთამაშებოდა.
ალქაჯები, ოხ, ეს ალქაჯები....ვინ მოიგონა, ან რაღა
ალქაჯები მაინცდამაინც და არა დევები ან თოვლის
ადამიანები?.... ხომ ამბობენ , თოვლის ადამიანებს
ნახულობენ ალპინისტები მაღალი მწვერვალების დაპყრობი–
სას. კიიკადამი, მაღალი, ძალიან დიდი ზომის ტერფებით,
დიდი მხარბეჭითა და გაბანჯგლული თავ-სახით, იქნება და
ალპინისტებსაც ეს გაიშვიათებული ჰაერის ტოქსინი
აჩვენებს ამ საუცხოო სლაიდებს?.... მაგრამ ისინი რომ
ტუჩასავით არ გიჟდებიან?....ფიქრობდა გიო და კითხვებს
კითხვები მოსდევდა , მათ ავტორს კი კითხვებში თავბოლო
აღარ უჩანდა. დემოსი-მწარე ეგოიზმის მატარებელი, როგორ
შეაწუხეს გიო, სამსახურში, მის გარეთ, ყველგან ერთნაირ
ფსიქოლოგიურ პერსონაჟებად ქცეულნი, ერთნაირად ბოღმა-
46
დაბერილნი, პირში მაცინარნი და კარგის მსურველნი,
გულში კი ავის მსურველნი და ავის მთქმელნი, მაინც რა
ჭრელია დემოსის გულის ხასიათი, ქამელეონი გარედან
ჭრელდება, ადამიანის გული კი შიგნიდან, ტყუილად კი არ
იძახდა ტუჩა- გულწრფელობა დავკარგეთ და ნიღაბმორგე–
ბული სახეები შეგვრჩაო, პირიქით რომ ყოფილიყო,
ნიღაბმოსარგებები დაგვეკარგა და გულწრფელი სახეები
შეგვრჩენოდა, რა ბედნიერ ჰარმონიულობას ექნებოდა
ყველგან და ყოველთვის ადგილი, ალბათ, მერე ამას
სამოთხე დაერქმეოდა და არა დედამიწა. ჩვენ ყველანი
ანგელოზები ვიქნებოდით და არა ადამიანები.... გადაიღალა
გიო ხალხთან ურთიერთობით, არადა პირს ხომ ვერ
ამოიკერავს და ყურს ხომ ვერ დაიყრუებს. მითუმეტეს მისი
პროფესიული ვალდებულებაა საზოგადოებასთან ურთიერ–
თობა, მოსმენა ტყუილ-მართლის და ერთმანეთისაგან
შეუძლებელი გარჩევა, ნიღაბმორგებული ვიზუალურობა,
ყალბი ღიმილი, ლიტონი სიტყვები, ცივი, მოხარშული
თევზის მაგვარი თვალები, ყინულოვანი გულები,
ანგარებიანი გრძნობები, იუმორად ქცეული პაროდირებული
ალტრუიზმი, როგორ და როგორ უძნელდებოდა თავის
გართმევა ასეთ ბუნებრივად ქცეულ ეთიკურ გამყინვარებაში,
ხანდახან სურდა თვალი დაეხუჭა და არაფერზე ეფიქრა,
მაგრამ რა არის ეს არაფერი, თვალდახუჭული ცდილობდა
წარმოედგინა არაფერი.... მაგრამ, რომ არ იცოდა არც მისი
ვიზუალურობა და არც გარეგან-შინაგანი თვისებები,
ხანდახან ნატრობდა უმისამართოდ გადაკარგულიყო.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირმცინარი გველეშაპი
ესტუმრებოდა ხოლმე, საყვარელი სიდედრის სახით და
რომლის წაბრძანების შემდეგ შეურაცხადი ხდებოდა,...
ხანდახან როგორ ბრაზობდა რობინზონ კრუზოზე,
რომელმაც ადამიანებისაგან განთავისუფლება ვერ დააფასა,
და ისევ მონურ ყოფაზე გაცვალა თავისუფლება ჯერ
პარასკევასთან და მერე ცოლთან ურთიერთობის დაწყების
47
შემდეგ.... როგორ ესაჭიროებოდა მასაც ადამიანებისაგან
თუნდაც მცირედხნით გაცლა და დასვენება, როგორ უყვარს
ბუნება და მასთან ხშირი კონტაქტი რა კარგად მოქმედებს
ნერვულ სისტემაზე, .... და რა საოცნებო იქნებოდა გიოსთვის
მართლა რომ ყოფილიყვნენ ალქაჯები , მასთან რომანი
ჰქონოდა, ნეტა მართალი ყოფილიყო ტუჩას მონათხრობი....
ალქაჯი, რომელიც მასთან ინოვაციური რომანით
გადაავიწყებდა მიწიერ გულქვაობას, რომელიც ბოროტებას
უქმნის საწყისს, ის ხომ ძლიერი ფესვებია, რომლიდანაც
ბოროტება აღმოცენდება, როგორც მას ტუჩა მოსავდა
გარკვეული ეპითეტებით. გადაღლილი იყო გიო ადამიანე–
ბთან ურთიერთობით, ცალკე დატვირთული სამსახურის
გრაფიკით, სამსახურეობრივი კონკურენციითა და მისგან
გამოწვეული კონფლიქტებით. თანამშრომლებში გამეფებუ–
ლი ეშმაკური ხრიკებით, გვერდით მდგომის უნდობლობ–
ით, ოჯახით, ცოლით, რომელიც მუდამ უკმაყოფილო იყო
თავისი აღნაგობისა და ჩაცმა-დახურვისა, ყიდვის მანიაშეპყ–
რობილს მერე სენი პლასტიკური ქირურგიისადმი პათოლო–
გიური სიყვარული და ლტოლვა გასჩენოდა. დასვენებისა
და საერთოდ ცხოვრების განდგომისაგან უარს ნამდვილად
ვერ იტყოდა. მთვარე დამალობანას თამაშს აგრძელებდა
ისევ, გიოს წამიერად სახე გაუნათდა, ისე როგორც ნათელი
ევრიკის აღმოჩენის შემდეგ ჩნდება ხოლმე, დასწვდა
ტელეფონს და თავის მეგობარს, პროფესიით სინოპტიკოსს,
ლაშას დაურეკა. ნამძინარევი, უცოლშვილო და შუახნის
ასაკს ჯერ არ მისული, ლაშა გიოს უდროო დროს დარეკვის
მიზეზით დაინტერესდა:
-ასე გვიან რატომ მირეკავ?!....ხომ მშვიდობაა შენსკენ?-
-ლაშა, თუ შეგიძლია მითხარი, ახლა ახალი მთვარეა?-
-კი ახალი მთვარეა, ხომ მშვიდობაა შენსკენ?-
-მშვიდობაა, მშვიდობა, თანაც როგორი!....კარგი, დაიძინე.-
დაემშვიდობა მეგობარს, მერე წერილის წერას შეუდგა,
რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დაუტოვა ცოლს:-
48
საჩქაროდ მივლინებაში მივდივარ, აღარ გაგაღვიძეო!- და
უკვე მანქანით ქალაქიდან გასული დაადგა მდუმარე
ბუმბერაზი ტყისკენ მიმავალ გზას. ნაკრძალში შესულმა
მანქანის ფარებით გაინათა გზა იმ ადგილისაკენ, სადაც
ზამთარში , საბედისწეროდ ტუჩასთვის, კურდღელი შეწვეს
და მიირთვეს, სადაც გაუჩინარებული ტუჩა იპოვეს . რა
ლამაზი იყო ის ადგილი ღამით, ახლი მთვარე
პირმოცინარედ ზედ დაჰნათოდა, უღიმოდა და ანათებდა
შიშველი ხეებით დამშვენებულ ოდნავ ამაღლებულ გორაკს,
საოცარი სიჩუმე მეფობდა, მხოლოდ აქა-იქ, ისიც ძალიან
შორიდან ისმოდა უწყინარი ბუების მშვიდი
გადაძახილები, რომლებიც აშკარად ერთმანეთში მუსაიფო–
ბდნენ, მკაცრი სიჩუმე მეფობდა. დიდი ქალაქის ხმაურით
გადაღლილ გიოს ყურს დიდად ესიამოვნა მედიდური
სიჩუმე:- „ღმერთო, თურმე, სიჩუმე ყოფილა მეტყველი,
მრავლისმთქმელი და არა ხმაური, რომელიც მუდამ
უშინაარსოდ ქაოტური ხასიათის მატარებელია, აზრიანი და
უაზრო ყველა ერთად ენის პირში ტრიალითა და ლაქ–
ლაქით იქცევს სულს, დედა აზრს კი ძლივს გებულობ, ენის
ტლიკინს ძლივს ვგებულობ და გულის ბღავილს კი ვერ
ვხვდები, ან ნეტა კაის თუ ბღავის, თორემ ცუდი და მწარე,
რაც უფრო არ გესმის მით უკეთესი შენთვის და მით
უარესი ასეთი გულის მეპატრონესთვის“.... საოცრად
სიამოვნებდა გიოს ეს სიჩუმე, ჰაერი , რომელიც მწვანედ
შეფოთლილი ხეებისა და სუფთა მიწის სურნელით იყო
გაჯერებული. ასეთი ბუნების წიაღმა, მისმა მდიდარმა
ჰაერმა და სისპეტაკემ გრძნობები უფრო გაუმძაფრა, ნატვრა-
ალქაჯების რეალობად ქცევისა - გაუათასმაგდა. იმ წუთას
შიში არ ჰქონდა, არც ნადირის, არც ე.წ. გაიშვიათებული
ჰაერის ტოქსინის, არც სულიერისა და უსულოსი, არც
მოლანდებების ქაჯებისა და ალქაჯების. გორაკზე შემდგარ
გიოს ტუჩას ნათქვამი გაახსენდა, რომ აინოსი ყოველ ახალ
მთვარეზე იქ დაგელოდება, სადაც მისი უფროსი დის,
49
ნონის საყვარელი კურდღელი შენ და შენმა კანიბალმა
ძმაკაცებმა გაატყავეთ და შესანსლეთო, ესე იგი, თუ
ნამდვილად არსებობს ალქაჯი, მაშინ, აი, აქ უნდა იყოს ,
თუმც, გულში მეტწილად არ ეჯერებოდა მსგავსი
ფანტაზიებისა და მითოლოგიური პერსონაჟების არსებობის.
მათი რეალური არსებობით ძალიან მონდომებულ-
მოწყურებულმა ძალზე ჩუმის ხმით დაიძახა: - „აინოს“,
მცირედ ხნიანი პაუზის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე
გაიმეორა ალქაჯის სახელი, უიმედობამ გაიდგა ფესვები,
ცოტაც და უკან გამობრუნებას გადაწყვეტდა, კიდევ უფრო
ხმამაღლა დაიძახა:- აინოს, აი მოვედი, ხომ გინდოდა ჩემთან
შეხვედრა?!“- გიოს შეძახილს პასუხად ძალზე ნაზი, ჩიტის
მაგვარი ჭიკჭიკით მოჟღურტულე ხმა მოჰყვა,
–„აინოს მოვედი, რომ გნახო! “-კიდევ ანალოგიურად ჩიტის
მსგავსი ხმით გამოეხმაურა უცნობი მავანი. ხმა , რომელიც
საოცარი სიამოვნებით ავსებდა, ერთხანს მიჩუმათდა, გიომ
ისევ დაუწყო ძახილი:- აინოს.... აინოს.... მინდა გნახო, სად
ხარ.... დამენახე.... აინოს“....-გიომ ყური დაუგდო, თუმც,
ჭიკჭიკის ხმა აღარ განმეორებულა, სიჩუმეში კიდევ უფრო
მიაყურადა , თუმცა, ამაოდ. ღამის ფერებში ,მთვარის
შუქზე გარკვევით დაინახა , ხეს, რომელიც მას დაახლოებით
შვიდი-რვა მეტრით აშორებდა, როგორ გამოეყო მუქი, ქალის
აღნაგობის მსგავსი ლანდი. დაბნეული გიო ცოტა არ იყოს
შიშმა აიტანა, ძალიან მალე ლანდი ისევ ხეს შეუერთდა,
წამიერი დუმილის შემდეგ, გიომ ისევ დაიძახა ალქაჯის
სახელი, ხეს ისევ გამოეყო ქალის მსგავსი ლანდი,
მოუთმენლობა შეყრილმა მიახლოვება გადაწყვიტა, ნელნელა
უახლოვდებოდა ხეს, რომელსაც კვლავ გამოეყო ლანდი და
რომელიც უძრავ მდგომარეობაში გადავიდა, მთვარის შუქზე
მუქ ფერებში სილუეტი კარგად განირჩეოდა, თავი
ტანისაგან, ტანი ზედა და ქვედა კიდურებისაგან . ძალიან
ახლოს მისულმა გიომ კარგად გაარჩია ქალის სიცოცხლით
სავსე სხეული, რომლშიც დადებითი ემოციებით
50
გაჯერებული ენერგია ბუდობდა. „მყვირალობის“ დროს
ატეხილი ირმის სურნელი ასდიოდა ალქაჯს, ალბათ,
ამიტომაც გამოეყო თავის გუნდს, თუ ჯოგს და გრძნობების
დაოკებას ცდილობდა, ეს უფრო ქვეცნობიერის დონეზე
ხდება ხოლმე, როგორც წესი, ქალები ამას რეალურად ვერ
აცნობიერებენ და ცდილობენ ხეტიალით დაიოკონ
გაუცნობიერებელი ჟინი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს,
ხეტიალში კი გაუგონარ სისულელეებს სჩადიან, თავგადა–
სავლების მაძიებელნი ხდებიან და ყოველთვის ღებულობენ
კმაყოფილებას, თავსგადახდენილი უპატიებელი ისტორი–
ების დროსაც კი. ამბობენ, ქალები რაც მეტს ტირიან, მით
უფრო მეტი ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, მით
უფრო მშვიდდება და სიამოვნებას ღებულობსო, ამის არ
სჯეროდა გიოს, თუმცა, აქამდე ალქაჯების არსებობისაც არ
სჯეროდა. ახლა კი ირწმუნა ის, რისიც არასდროს ეჯერა.
ახლა ყველაფრის სჯერა, სჯერა ტუჩას ჯანსაღი აზროვნე–
ბისა და ჭეშმარიტების, სჯერა ბოროტებაზე სიკეთის
გამარჯვების, უხარია, რომ ამას სიზმარი არ ჰქვია. აი, მის
წინ ალქაჯი, რომელიც ირმის სურნელით გაჯერებული,
დაჭრილი ირემივით სლუკუნა და ჩვილი ბავშვივით
მაცრემლარი, იდგა. მისი თმა მთვარის სხივებს ირეკლავდა
და ოდნავ ციალებდა, გიომ ხელი შეახო საუცხოო სილუეტს,
იგრძნო, რომ რეალურად ქალი იდგა მის წინ, ხელი მხარზე
დაადო, მერე მის თბილ, აკანკალებულ ხელს თავისი ხელი
ჩამოაყოლა, მიუხედავად მისი პირველი ნახვისა და ხელის
შეხებისა , არნახულად დიდი სიახლოვე იგრძნო. ისეთი
გრძნობა დაეუფლა, რომ დიდი ხნის ნაცნობი და მისი
გულის სწორი და გულის მეპატრონე ყოფილიყოს. მისი
თბილი თითები თავის გრილ ხელებში მოიქცია, ხელები
მაგრად მოუჭირა და ლანდი მკერდში ჩაიხუტა. ეს
უნებლიედ მოხდა, არავის უთხოვია მისთვის ჩახუტება, არც
მას უფიქრია წინასწარ ამაზე, ეს თავისთავად მოხდა,
ჩახუტებული ლანდი არ მოძრაობდა, მხოლოდ მის
51
გამალებულ სუნთქვასა და გულის ფეთქვას გრძნობდა უკვე
ველური ქალის მესაკუთრე მამაკაცი, სიამაყის გრძნობით
ივსებოდა და თავის სიცოცხლის მანძილზე პირველად თავს
ძლიერი სქესისათვის დამახასიათებელი ღირსების ძვირფა–
სეულობას მედიდურად აღიქვამდა, ....და ველურ ლანდს
უფრო ძლიერ, უფრო გამალებით იხუტებდა გულში. ასე
იდგნენ დიდხანს, ძალიან დიდხანს, ვიდრე ცას მუქი
ვარდისფერი არ მოერია, ჩიტებმა ტკბილი ჭიკჭიკით
დაიწყეს გარიჟრაჟთან შეხვედრა, მრავალხმიანი ლაჟვარდო–
ვანი ჭიკჭიკი მოისმოდა ტყის ყოველი მხრიდან. ამ დროს
ისეთი შეგრძნება იბადებოდა, რომ თითქოს ჟღურტულა
ჩიტები მდუმარე ტყის გარიჟრაჟზე ჩახუტებულ წყვილს
უძღვნიდნენ თავის მდიდარ მუსიკალურ შემოქმედებას.
გიოს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ ჩიტები მხოლოდ
მათ, მას და მის ალქაჯს უგალობდნენ სასიყვარულო
საგალობელს, რომელიც მხოლოდ ამ ერთი წყვილისთვის
შექმნა დედა ბუნებამ. ახლა გრძნობდა გიო, რომ მარტო არ
იყო ადამიანისაგან გაუკვალავ ამ უღრან ტყეში და საერთ–
ოდ სამყაროში; სიცარიელე, რომელიც მუდამ მისი თანმდე–
ვი იყო, ამ ერთმა უცხო და ველურმა ლანდმა ერთ ახალ
მთვარიან ღამეს წარმოუდგენლად შეავსო, თვალდახუჭულ
გიოს ფრენის შეგრძნება ჰქონდა, გრძნობდა, რომ ფრენდა
თვალისმომჭრელ სიმაღლეზე, ოღონდაც ფსიქოლოგიური
ხასიათით, წარმოსახვითი ფრთებით. გრძნობდა, როგორ
უფრენდა ცაში დიდი ღრუბლების გავლით წმინდა ჰაერის
ჭავლს, როგორ უხვევდა და ჰაერში ჰარმონიულად აკეთებ–
და ირაოს, ხელებით ისევ ველური სურნელით გაჯერებულ
ლანდს ეხუტებოდა,- აი, ამას ჰქვია აღმაფრენა, პირდაპირი
მნიშვნელობით, - გაიფიქრა გიომ , ხელებით ალქაჯს იხუ–
ტებდა გულში , რომელიც ვარდისფერი ცის შუქზე საოცრად
თბილი სახის მქონე ჩანდა, ბაგეებით არ იღიმოდა ,
მხოლოდ თვალებით გაგრძნობინებდა ღიმილს, მთვარე
სადღაც მოახლოებულ სითეთრეში გაქრა და წმინდა ცის
52
სილურჯეს დაუთმო საპატიო ადგილი. გიო ახლა უკვე
კარგად ხვდებოდა მნიშვნელობას წმინდა ცის, წმინდა
ჰაერის, წმინდა ბუნების, წმინდა სიყვარულის, წმინდა
ქალის....დღის სინათლეზე მოსწყურდა მიწიერი თვალით
ალქაჯის დაკვირვებისა, ხელები გაუშვა და უკან რამდენიმე
ნაბიჯით დაიხია, მასზე შეყვარებული ალქაჯი თავიდან
ფეხებამდე შეათვალიერა, რომელიც ფართოდ გახელილი
დიდი, კმაყოფილი თვალებით უცქეროდა მას. ასეთი უძირო
თვალები არასდროს ენახა გიოს, თვალის გუგას
შემოვლებული ფერადი გარსი ისეთი წმინდა, ნათელი და
სუფთა იყო, როგორც მარადიული უსასრულობის
სისპეტაკე, თვალის გუგებში კი თავისი თავი დაინახა გიომ,
ოღონდაც ძალზე დაპატარავებულს, მინიმალიზირებულს
ხედავდა. ამბობენ, ვინც გიყვარს თვალებში ის გაწერიაო,
ესეც ირწმუნა უდავოდ შეყვარებულმა მამაკაცმა. ალქაჯი არ
იღიმოდა, არც შეშინებულს ჰგავდა, მხოლოდ მამაკაცს
გამალებით სახეში უყურებდა და დროდადრო
პერიოდულად თვალებს აფახულებდა, წარბები მაღალი და
მშვილდივით მორკალული, ცხვირი პატარა, სახის
დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, მისი ლამაზი და შიშველი
სხეულის შემხედვარეს ისეთი სუსტი და უმწეო მოეჩვენა
ძლიერი სქესის წარმომადგენელს, რომ ხელები დიდზე
შემოხვია და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში, ვერ
მიმხვდარიყო ბავშვივით სუფთას და პატარას იხუტებდა
გულში თუ ღვთაებრივად უმწეოს, ერთხანს ფიქრში
ანიმაციური ფილმის რომელიღაც გმირსაც შეადარა,
ყვავილის ფოთოლზე რომ იპოვიან მძინარეს. მთელი ძალით
იხუტებდა გიო ამ პატარა, სათნო, ველურ არსებას,
რომელსაც ბოროტებასთან , უმეცრებასა და მკაცრ
არასრულფასოვნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
დუმილი გიომ დაარღვია:- მე გიო ვარ, გ-ი-ო,
განცალკევებული ასოები მკვეთრად წარმოსთქვა გიომ და
ღიმილიანი, გამომცდელი მზერა მიაპყრო ნორჩ ქალს,
53
რომელიც გაზაფხულზე ხის ახლად გაფურჩქნილ ნორჩ
ნერგს ჰგავდა.
-შენ აინოსი, ა-ი- ნო-სი, -თავი დაუკრა გიომ, ცდილობდა
მასთან სიტყვიერ კონტაქტში შესვლას. მდედრი არსება
კმაყოფილი უყურებდა და მადლიერ თვალს არ აშორებდა
მის შემდგომ დიდი ხნის ნატრულსა და საოცნებო ადამიანს,
აინოსმა ორივე ხელის მტევნის საჩვენებელი და ცერა
თითები ისე შეაერთა, რომ მხატვრულად გულის ფორმა
გამოეხატა, მერე თავის შიშველი მარცხენა მკერდის ზემოთ
მიიდო და ჩუმის , ნაზი, ჩიტის ჭიკჭიკა ხმით რაღაც
წარმოსთქვა:- „აიმა!“ -ამ ჟესტით აღფრთოვანებულმა და უკვე
ზღაპრად გადაქცეულმა და გახარებულმა გიომ ისევ გულში
ჩაიკრა ქალი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ლანდი და
მოჩვენება ეგონა. გახარებული თვითონაც ერთიდაიგივეს
იმეორებდა:-„მეც აიმა, მეც, შემოგევლე,“- ძნელი მისახვედრი
არ უნდა ყოფილიყო, რომ ალქაჯურ ენაზე აიმა სიყვარულს
ნიშნავდა. უზომოდ გახარებულმა, ახალი სამყაროს
აღმოჩენით, თავს უფლება, მისცა ამ ჯერ კიდევ მისთვის
უცნობი სამყაროს ზღურბლს მიღმა იოლად გადასულიყო და
უკან დაბრუნებაზე არ ეფიქრა.

თავი IV
ვაკუუმი
მეგობარი მესტუმრა. ძვირი სანახავია. მორწმუნეა და
ხშირად დადის მონასტერში, არა, აღკვეცილი და შემოსილი
არ არის, მაგრამ საკმაოდ ღრმად მორწმუნეა, ძირითადად
მონასტერში ცხოვრობს, საერო ცხოვრებას ვერ თმობს
მშობლების გამო, არ უნდა მათ აწყენინოს. ისეთი
მგრძნობიარეა, რომ მასთან საუბრისას მუდმივად მოზომილი
სიტყვები მახასიათებს. თავს ვივალდებულებ, რომ ასე ვიყო,
თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, ვფქვავ სიტყვებს, რაც
მომადგება. არა, საკმაოდ მგრძნობიარე და მოსიყვარულეა.
54
დიდი დროა, რაც მას ვიცნობ, ახლაც ზუსტად მახსოვს მისი
გაცნობის პირველი დღე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს
გოგონა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემთვის მლოცველი
გახდებოდა; გოგონა, რომელსაც მოკლე, ბიჭურად აკრეჭილი
თმები და ბრჭყვილა , მძაფრი სუნის მქონე თმის ლაქით
ჰქონდა თმები აქოჩრილი, სველი ეფექტის მოსახდენად, მის
გამხდარ სხეულს ჟოლოსფერი, ტანზე მომდგარი მაისური
და ღია ნაცრისფერი ჯინსის მუხლებთან შეხეული შარვალი
ამშვენებდა, სიმაღლით მაღალი არ იყო, თუმცა, ღიმილი
ჰქონდა ამაღლებული, მისი სახიდან გაცისკროვნებული
ვარსკვლავები ცვიოდნენ და მეც თითქოსდა მახალისებდნენ.
ის ჩემი თანამშრომლის ნათესავი აღმოჩნდა, ნათესავის
ლოდინში მე, [რომელიც მეტი მოცლილობისაგან მუხლებზე
ხელებდაკრეფილი ვიჯექი] და მან საუბარი გავაბით. არა, მე
ერთი ძალზედ ცუდი ჩვევა მაქვს, ოღონდაც ჩემს
თანამოსაუბრეს ვასიამოვნო და ყველანაირ თემაზე ავყვები
მიუხედავად იმისა, რომ მე არ მსიამოვნებდეს, ანდა არ
მაინტერესებდეს მსგავსი თემები მაინც თანამოსაუბრის
სიამოვნების გამო დავუწყებ კვერის დაკვრას, ახლაც ასე
მოხდა, მოდას აყოლილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა,
თავის ქნევას მოვყევი, როდესაც სიდონიამ დაიწყო საუბარი
მოდის კვირეულებზე და მათზე წარმოდგენილ სხვადასხვა
დიზაინერების კოლექციებზე, რა ვქნა არასდროს
ავყოლილვარ მოდის ტენდენციებს, არასდროს მიცეკვია
მოდის დაკრულზე, მაგრამ თავის ქნევითა და რამოდენიმე
მაღალფარდოვანი სიტყვებით შემკული წინადადებებით ისე
მოვხიბლე ჩემი თანამოსაუბრე, რომ საუბრით აზარტში
შესულმა ვერც კი შეამჩნია თავისი უკვე საქმიდან
განთავისუფლებული ნათესავი როგორ წაადგა თავს და
მცირეხნიანი ლოდინის შემგედ შეახსენა, რომ წასასვლელები
იყვნენ.... სიდონია უმალ წამოხტა, მაგიდაზე დადებული
მაღალი ბრენდის ჩანთას და მის გვერდით ულამაზეს
ბრჭყვიალა ჩამოსაკიდს, რომელზედაც რკინის რგოლზე
55
პატარა გასაღები ჰქონდა მორგებული, ხელი დაავლო,
ზრდილობიანად დამემშვიდობა და გაჰყვა პრანჭია
სიარულის მანერით თავის ტანად მსხვილ ნათესავს. მის
შემდეგ ხშირი სტუმარი იყო ჩემს სამსახურში, ერთმანეთს
კარგად გავუგეთ, ძალზედ თბილი ხასიათის აღმოჩნდა,
მაშინ ტაძარში არ დადიოდა, არც მორწმუნე იყო.
მორწმუნე ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო გახდა და
ამ კონკრეტულ შემთხვევას, ალბათ, სახელად „ სიყვარულით
სპეკულირებას “ დავარქმევდი. მიყვარს, როდესაც ყველა
შემთხვევას და ყველა მოვლენას თავის სათაურს ვარქმევ,
მერე ასე დასათაურებულს ვინახავ საინფორმაციო ცენტრში,
რომელიც დიდი ბიბლიოთეკასავით მრავალფეროვანია ჩემს
გონებაში. მხოლოდ ის დასათაურებული შემთხვევები,
რომელიც ჩემთვის ტკივილის გრძნობის მომგვრელია, ან
ოდესღაც იყო მაინც, გულის კუნჭულში მდებარე ნამცეცა
სივრცეში დაცულად ვინახავ. რა საინტერესოა ადამიანის
ფენომენი, უყვარს ნებით ან უნებლიეთ ბიბლიოთეკისათვის
საჭირო საინფორმაციო მასალის შეძენა, მოპოვება და
გადანახვა. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გროვდება, მისი
მრავალფეროვნება და სიდიდე ხშირად ასაკთანაა
დაკავშირებული. საკმარისია ადამიანის გულში ნდობის
გასაღები მოარგო, რომ უამრავ ინფორმაციას გაეცნობი,
უამრავ ისტორიასა და თავგადასავალს აღმოაჩენ. თითოეული
ადამიანი ხომ ის საგანძურია, რომელიც უნდა აღმოაჩინო,
მაგრამ მარტო აღმოჩენა რა ხელს მოგცემს თუ არ დააფასე?
არ არსებობს უინტერესო ადამიანი. ყველა თავისებურად
საინტერესოა, შესაძლოა ყველა თავისი ინტერესებიდან
გამომდინარე მსგავსი პიროვნებებისკენ უფრო იზიდებოდეს,
მაინც ყველა ადამიანშია სიკეთის მარცვლები და საინტერე–
სო, ცხოვრების მანძილზედ მოსმენილი ან გაგონილი,
ბოლობოლო თავს გადახდენილი ინფორმაციით გაჯერებუ–
ლი ბიბლიოთეკა, მე ეს მაინტერესებს და ამას ვეძებ
თითოეულ ადამიანში.... მგონი სიდონიასგან ძალიან შორს
56
წავედი. სიდონია იმ შემთხვევის გამო გახდა სიყვარულის
მსხვერპლი და ალბათ, დღეს შესაძლოა ცოცხალიც კი აღარ
ყოფილიყო, რწმენაზე აღმოცენებულ იმედს მისთვის ხელი
რომ არ შეეწყო. მას შემდეგ ის მონასტრის ბინადარია, დედ-
მამასთან სტუმრად მოდის, თორემ აქაურობა დიდად აღარ
იტაცებს, მით უფრო მოდის სამყარო, მისი გატაცება
მხოლოდ სულიერი სამყაროა, სულიერებას უნდა ხედავდეს
მის გარშემო ყველაფერში, რომ მან არსებობა შესძლოს. მისი
სტუმრობა ძალზედ მახარებს, თავისი ხელით შექმნილი
ნაირ-ნაირი მძივების აქსესუარები და ულამაზესი სამკაულე–
ბი, სხვადასხვა რელიგიური ნივთები მოაქვს საჩუქრად,
მერე მთავარია, მოვარგო მის შინაგან სამყაროს ჩემი ნდობის
გასაღები, რომ უამრავ ინფორმაციას დაუზარებლად და
დაუნანებლად, დაუფარავად მომაწვდის ჩემი ყველაზე
გულწრფელი ფურცლების მქონე მეგობარი.
-იცი მარიზა, ჩვენთან, მონასტერთან ახლოს, სადაც ჩვენი
სახცოვრებელია, მიშენებები გავაკეთეთ, იქ საერო
ცხოვრებიდან სტუმრებს ვღებულობთ, რომლებიც ჩვენთან
გარკვეული დროის მანძილზე რჩებიან, გვიყვებიან თავიანთ
პრობლემებს, თავიანთ გასაჭირს, ჩვენთან ისეთ სიამოვნებას
ღებულობენ, რომ წასვლის დროს გვპირდებიან- უკან კიდევ
დავბრუნდებითო. მართლაც ბრუნდებიან....-
-მაინც რა პრობლემები აქვთ?-
-როგორ გითხრა, ყველას აქვს პრობლემა, ოღონდაც მას ყველა
სხვადასხვა ნაირად აღიქვამს, სხვადასხვანაირად შეიგრძნობს
და ადექვატური რეაქცია და პასუხიც სწორედაც, რომ
მანდედან გამომდინარე აქვთ. მე მაინც ერთ-ერთ ქალბატონზე
გიამბობ. განმაცვიფრა მისმა ოპტიმიზმმა, ვერ წამოიდგენ, რა
ძლიერი ქალი იყო....
-ფიზიკურად?
-არა, ფიზიკურად საოცრად გამხდარი და სუსტი აღნაგობის,
მაგრამ მორალურად ძლიერი, იმდენად ძლიერი შინაგანი
57
სამყარო ჰქონდა, რომ ვთხოვდი, ჩემთვისაც ესწავლებინა,
როგორ ახერხებდა ამას.
-სიდო, ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ძლიერები ვართ!-
-ვერ დაგეთანხმები, ჩვენ იმ ერთ ქალბატონთან შედარებით
ძალზედ სუსტები და უღონოდ სადეპრესიოდ მოტივირებუ–
ლები ვართ. ქალი, რომელიც ჩვენთან ჩამოვიდა, იმდენად
ძლიერი აღმოჩნდა საკუთარ თავზე, რომ მისმა მოუგვარებე–
ლმა პრობლემამ უმნიშვნელოდ ფსიქოლოგიური ზიანიც კი
ვერ მიაყენა. არანაირი ტრავმა, პირიქით, ის თავის
პრობლემაზე მაღლა დადგა, იმდენად მომზადებული შეხვდა
ცხოვრების დარტყმას, რომ დღემდე მგონია, ის ქალი არა
მარტო შავბნელ სიკვდილზე, არამედ უკვდავ სიცოცხლეზეც
კი ძლიერია....
-მაინც რა პრობლემა ჰქონდა?- მეტი ცნობისმოყვარეობისაგან
ვგრძნობდი თუ როგორ დამიწყო გულმა გამალებული ცემა,
რატომღაც მეგონა, ქალი, რომლის ისტორია ახლა უნდა
მომესმინა, სიყვარულის მსხვერპლი ან მისგან მგლოვიარე
იქნებოდა.
-ჩვენთან მოვიდა ოცდათოთხმეტი წლის ახალგაზრდა
ქალბატონი და რამდენიმე დღით დარჩენა ითხოვა, რათქმა
უნდა, მონასტრის დედები ასეთებს უარს არ ეუბნებიან.
საქმეში თავდაუზოგავად გვეხმარებოდა, ყველაფერში
გამორჩეული იყო. მერე კი მოგვიყვა, რომ თურმე, მკერდის
სიმსივნე ჰქონია და ისიც ბოლოს წინა სტადია. კარგად
ხვდებოდა, რომ განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ ამას
ისე ძლიერად ამბობდა, რომ არც თავს შეგაცოდებდა და შენც
მოგერიდებოდა რაიმე სანუგეშოს თქმა. ეკონომიურად
ხელმოკლე ყოფილა, ოპერაციასა და შესაბამის მკურნალო–
ბას მისი ოჯახის მწირი ბიუჯეტი ვერ გასწვდა. ვიღაც
აფერისტების დაპირების დახმარების ლოდინში ავადმყო–
ფობა უფრო პროგრესირებადი გახდა, ბოლოს კი მიხვდა
თავის საბოლოო დასასრულს, მონასტერში ამოვიდა -
მუდმივად მაინტერესებდა აქაური ცხოვრება, დედებისა და
58
მონაზვნების სიახლოვეს ყოველთვის ვოცნებობდი და არ
მინდა ისე დავმთავრდე, რომ ეს ინტერესი ვერ დავიკმაყო–
ფილოო. თავისი მეგობრების დაბადების დღეებზეც არ
აკლდებოდა და შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ყველაფერს
ამქვეყნიურს აქვს დასაწყისი და დასასრული. დასასრულის
გარეშე შეუძლებელია რაიმეს არსებობა, თუ დასასრული არ
არსებობს, ე. ი. დასაწყისიც არ არსებულა. დასასრული
დასაწყისის გაგრძელებაა და ეს სრულიად ნორმალურია.
ნორმალურია როცა ავად ხარ, ის ხომ სიჯანსაღის გაგრძე–
ლებაა, სიჯანსაღე კი სიძლიერის გამოვლინებააო. იცი,
აუტანელი ტკივილები აქვთ ასეთ ავადმყოფებს, მას კი სახეზე
მუდამ ღიმილი და სიმშვიდე ეწერა, ყოველი გათენებული
დღის ბედნიერებით ტკბებოდა და მის გარშემო ბედნიერე–
ბისა და სიმშვიდის აურას ქმნიდა და თავისკენ გიზიდავდა.
მისი შემხედვარე ვხვდებოდი თუ რა ძლიერი უნდა იყო
მცირედ- მცირედი პრობლემების გამო თავი დეპრესიაში არ
ჩაიგდო და ვიღაცისა და რაღაცის გამო ცუდი განწყობა არ
უნდა შეიქმნა, უნდა გიყვარდეს თითოეული წამი, პატივს
სცემდე და გათენებული დღის ბედნიერებით ტკბებოდე....
-ეხლა სადაა ის ქალი?-
-ის ქალი აღარ არის, ჩვენ დაგვემშვიდობა, სახლში
დაბრუნდა, დედა და უმცროსი და შეაგუა თავისი გარდა–
ცვალების აზრს, გაამაგრა და დაარწმუნა მისი სხვა განზომი–
ლებაში გარდასახვის რეალობას, მერე თავის ესთეტიკური
მხარისათვის მიუხედავს, კახექსიურს სიარულის თავი აღარ
ჰქონდა, მაგრამ მაინც მიუღია შხაპი, ვარცხნილობა დაუყე–
ნებია, ფრჩხილები ლაქით შეუღებია, მაკიაჟი გაუკეთებია,
თავისი საყვარელი კაბით შემოსილა და რამდენიმე საათში
გარდაცვლილა. წარმოგიდგენია ჯოჯოხეთური ტკივილი
სიმშვიდეს მაინც არ აკარგვინებდა და მაინც მომავალზე
ფიქრობდა, თავისიანებს ანუგეშებდა - იცოდეთ ბევრი
მითქმა- მოთქმა და ტირილი არ გინდათო. მის დაკრძალვაზე
დედამისისთვის მინდოდა მეკითხა, ასეთი ძლიერი ფსიქიკის
59
იყო ბავობაშიც თუ არა, მაგრამ ვერ გავუბედე. საცოდავად იყო
მოკუნტული და სულ სლუკუნებდა, დედამისის ადგილას
წამიერად ის ქალი წარმოვიდგინე, ალბათ, რა ძლიერი
შეხვდებოდა ყველანაირ მწარე ცხოვრებისეულ დარტყ–
მას....სხვისი სანუგეშებელი არასდროს გახდებოდა....-
-საინტერესო ქალი ყოფილა.
-ძლიერი და მისი სიძლიერიდან გამომდინარე უკვე
საინტერესო, მისი მაცქერალი სულ იმას ვფიქრობდი, ჩემს
ადგილას რომ ყოფილიყო, და ისეთი სულიერი ტრავმა მიეღო
როგორიც მე, საინტერესოა როგორ შეხვდებოდა?....თუმცა,
ფაქტია, რომ უფრო მძიმე ტვირთს, მოურჩენელი სენის სახით,
არნახული ქალური სიძლიერით შეხვდა და ალბათ, ასეთ
სიძლიერეს შეუძლია მხოლოდ ადამიანად დაგარჩინოს.
საკუთარი სახე და ვინაობა არ დაგაკარგვინოს. ჩემს
შემთხვევაში ასე მოხდა, მე ჩემი მე დავკარგე. ალბათ, რომ
არა ჩემი სულიერი დები, მე დღეს ვინ ვიქნებოდი, ან
ვიქნებოდი თუ არა საკითხავია.... -
სიდონიას მონაყოლმა უცნაურად ტკივილიანი განცდა
შემოიტანა ჩემს შინაგან სამყაროში. ვიცი, რომ სიდონიას
გული სწყდება თავის წარსულზე, მას სხვანაირად სურდა და
წარმოედგინა თავისი მომავალი, მთელი თავისი სიცოცხლე
ლამის სიყვარულს მიუძღვნა და კინაღამ შეიწირა
სიყვარულმა თეთრი ბატკანივით გოლგოთის
სამსხვერპლოზე მოტყუებით მიყვანილი:
-რა ერქვა იმ ქალს?-დავარღვიე ოთახის სევდიანად გამაყრ–
უებელი მდუმარება .
-ანნა-
-რა ლამაზი სახელია ხომ?-
-მთავარი ის კი არ არის, ცხოვრების დარტყმას ჩვენ როგორ
ვუპასუხებთ, მათავარია, როგორნი შევხვდებით, რაც უფრო
ძლიერნი ვართ, მისი დარტყმა უფრო სუსტი იქნება, ....
-სიდო, იცი, როგორ მინდა რაღაც გავაკეთო.... რაღაც,
რომელიც სიკეთეს მოუტანს დავრდომილსა და მტკივანს,
60
მცირედად მაინც მალამოდ დაედება, შინაგანად სულ მაქვს ეს
მოთხოვნილება და ამის რეალიზება როგორ მოვახდინო ვერ
ვხვდები, ძალიან მინდა რაღაც ორგანიზაცია ან ბოლობოლო
საქველმოქმედო ურთიერთობის სახით მქონდეს გარკვეული
კავშირები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მე მჭირდებიან
და რომლებსაც მე ვჭირდები.-
-ღმერთმა გისმინოს მარიზა-
ისე ტკბილად და ჰარმონიულად წარმოსთქვა ეს
ორიოდე სიტყვა სიდონიამ, რომ მისი მონაყოლისაგან
გათანგული გული თითქოსდა გამინთავისუფლდა ტკივი–
ლიანი მარწუხებისაგან. ტკივილი პატარა ღრუბელს ჰგავს,
მოიღრუბლება და გულზე მოკრული შემოგეკუმშება,
ტკივილით ახრჩობს ნამცეცა გულს, თუმცა, გამოდარების
შემთხვევაში სიხარულითა და სილაღით აღგაფრენს.
სიდონიას სტუმრობის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი ანნას
სიძლიერეზე. სიძლიერეც ისევე როგორც ფიქრი , კეთილი
თვალსაზრისით, გადამდებია. არ ვიცი, რატომ მაგრამ ჩემი
სიყვარულის ობიექტი მუდმივად მახსოვს და ყველაფერს მას
და მის სიყვარულს ვუკავშირებ, ლოცვის დროს, სადილისა
თუ საუზმის დროს, ტრანსპორტირების თუ სეირნობის
დროს, მარად და ყველგან ჩემი სიყვარულის სინათლე
მოციმციმე მზესავით დამდევს და არ მაძლევს დავიწყების
საშუალებას, იმ ღამესაც ლოცვისას ჩემდაუნებურად
აღმომხდა,- ღმერთო, ოღონდაც მის გვერდით მამყოფე და
აუცილებლად ვიპოვი ჯანმრთელობადაკარგულთა დასახმა–
რებლად რამე სანუგეშოს, რაღაცით მაინც შევეწევი მათ
ტკივილიან სხეულსა და აცრემლებულ გულს, რომელსაც
ენობრივი ბარიერის გამო ხშირად საკუთარი პატრონიც კი
ვერ უგებს. დარწმუნებული ვიყავი, მის გვერდით მე
ყველაზე ძლიერი ვიქნებოდი და შეუძლებელს შევძლებდი.
არა, მის გვერდით ყოფნა არ იყო ბავშვური კაპრიზი, ეს უფრო
გაუაზრებლი სულიერი და ფიზიკური მოთხოვნა-წყურვილი
იყო, მისით უნდა დაწყებულიყო ჩემი თავის საკეთილდღეო
61
რეალიზება. სიდონიას მონაყოლის შემდეგ სულ ქალის
სიძლიერეზე ვფიქრობდი ....იმ ღამეს ცხადად მესიზმრა,
სიზმრების არ მჯერა, უფრო სწორედ არ მინდა მჯეროდეს,
თუმცა, ბევრჯერ მოუხდენია სასწაული ჩემი მოკრძალებ–
ულად განვლილი ცხოვრების მანძილზე ....უცხო ოთახში
ვიყავი, სიბნელეს ოთახში შემოსული ნათელი სხივები
ფანტავდა, სხივები ნაირფერებად აირეკლებოდა ოთხივე
კედელზე, თუმცა, უკარო და უფანჯრო ოთახში საიდან
შემოდიოდა ვერ ვხვდებოდი.... ამ უკარო და უფანჯრო
ოთახში, რომელსაც არც შემოსასვლელი და არც გასასვლელი
ჰქონდა, კედელთან მიყუდებული, თვალს ვადევნებდი
უცნაური ქცევების ბავშვებს, რომლებიც რამდენიმე იყო
თავიდან და მერე უფრო და უფრო ბევრდებოდა და
ბევრდებოდა. ისინი შესამჩნევად თეთრები, თითქმის უფე–
რული ღაწვებით, ჩამუქებული თვალის უპეებით და უთმო,
მოლიპლიპა თავებით შესამჩნევ ვიზუალურობას ქმნიდნენ,
ქაოტური საქციელით მაკვირვებდნენ, პათოლოგიურად
დინამიურნი, უფრთო და პატარა ჩიტებს გვანდნენ, გაფრენის
მძაფრი სურვილით შეპყრობილნი კედელს მთელი ძალით
რომ ასკდებიან და უღონონი ძირს ეცემიან, მერე ისევ
მოითქვამენ სულს და.... იგივე და კვლავაც იგივე მეორდება,
ბავშვები უშედეგოდ აწყდებოდნენ კედლებს და ამაოდ
ცდილობდნენ იმ ოთახიდან თავის დაღწევას, რომელსაც
შესასვლელი, ისევე როგორც გასასვლელი არ გააჩნია....
გამოღვიძებული ცუდ განწყობაზე კარგა ხნის შემდგარი
ვიყავი, ცუდი შეგრძნებაა როდესაც სულს ვიღაც ძლიერად
უჭერს ხელს, უჭერს და ვეღარ ეშვები, იცი როდესღაც
მაინც გაუშვებს ხელს, თუმცა, ის ერთი წამის თითოეული
მეასედი აუტანლად მძიმეა. მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემს
უბანში მყოფ ქუჩის ბავშვებისათვის, რომლებიც დღე და ღამე
ქუჩაში ათენებენ, აღამებენ და მათხოვრობენ, შეძლებისდა–
გვარად მცირედი თანხით მოწყალება გამეღო. სიზმარი
წყალს გავატანე, აბაზანის დილის შხაპმა წაიღო ის მძიმე
62
განწყობაც, რომელიც მწირი ადამიანური ენით ძნელი
გადმოსაცემია. ეს განწყობა უცვლელად სწორედ რომ მაშინ
დამიბრუნდა , როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში თერაპევტთან
ვირუსშეყრილი გასასინჯად მისულს სართულშეშლილმა
თერაპიული განყოფილების მაგიერ სხვა განყოფილებაში
ამოვყავი თავი. დერეფანი ვიწრო და საკმაოდ გრძელი იყო,
ფანჯრები არ ჰქონდა, რის გამოც დღის სინათლე არ
შემოდიოდა, მაგრამ ხელოვნურად დამონტაჟებული ელე–
ქტრო ნათურები მბჟუტავ, რძისფერ სინათლეს ასხივებდა.
დერეფანში უამრავი კარები იყო, თავიდან რამდენიმე ბავშვი
პალატის კარიდან დერეფანში ხმაურით გამოვარდა და
უმისამართოდ დაიწყო სიარული, მათ ხმაურზე სხვებმაც
მოახდინეს რეაგირება და მათაც მიაშურეს დერეფანს, ყველას
ერთნაირად მსგავსი, ანალოგიური ქცევები ჰქონდათ, ისინი
ყველა ერთმანეთს ჰგავდა, ყველას თვალებიდან წამოსული
მზერა ერთნაირი და სახის დაძაბული მიმიკები, ქმედებები კი
გადაღიზიანებული ჰქონდათ....
ესეც ჩემი სიზმარი.... ვგრძნობდი, რომ უნდა გავცლოდი
იქაურობას, თუმცა, ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ, ჩემი
ნებართვის გარეშე კრთოდნენ და კანკალებდნენ, სულს ისევ
ნაჩვევი ხელი უჭერდა და მახრჩობელასავით ხუთავდა, მეტი
ვეღარ შევძელი, მახსოვს ჰაერი არ მყოფნიდა, პირგაღებულს
ჰაერის ნატამალიც კი მენატრებოდა.... მუხლებში რომ
ჩავიკეცე და პირში მომჟავო-მომწარო გემომ დამიარა, ეს კი
მახსოვს ....და მერე .... მერე თვალის გახელისას სადღაც ,
საწოლზე ვიწექი და სამედიცინო სპეც-ფორმაში ჩაცმულნი
დამცქეროდნენ, ექთანმა ექიმის მითითებით სიცხის საზომი
იღლიაში ჩამიდო და მეორე ხელის კუნთში ინექცია
გამიკეთა....
-რა მოხდა?-ვკითხე გულაფანცქალებულმა მშიშარა ტონით
მედდას.
….მაშინაც ასეთი ტონით ვიკითხე, შორეულ ბავშობაში, ექვსი
წლისას ზეიმზე გული წამივიდა. სკოლაში საიუბილეოდ
63
ზეიმობდნენ. მე ზეიმი გახსნილად უნდა გამომეცხადებინა
და წინასწარ დაზეპირებული ლექსი მხატვრულად წამეკი–
თხა, ზეიმი სკოლის ეზოში გრანდიოზულად, პომპეზურად ,
გადაპრანჭულად ტარდებოდა, არა მარტო მასწავლებლები
და მშობლები, არამედ სხვა სკოლების მოსწავლე-
მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩემს
სათქმელს კი მოვრჩი, მაგრამ სანამ სცენას დავტოვებდი
თავი შეუძლოდ ვიგრძენი, მაშინაც უსიამოვნოდ ცუდმა
შეგრძნებამ მომიარა, პირში მომჟავო-მომწარო გემო,
თვალები მიბნელდებოდა და ყურებში რაღაც მიშხუოდა....
მერე რა მოხდა, არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ თვალებგახე–
ლილმა უამრავი ადამიანის ნაცნობი და უცნობი სახე
ზევიდან დამყურებდა, მზის დაკვრააო-იძახდნენ. სკოლის
ეზოში, ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ და
ყვავილებით მორთულ-მოკაზმულ სცენაზე ვიწექი და ჩემს
ირგვლივ უამრავი ადამიანისაგან შეკრულ წრეში ვიყავი
მოქცეული. პირველი, რაც უსიამოვნო ტონით, მაგრამ
იმედიანად, ვიკითხე იყო:-ჩემი დედა სადაა-მეთქი?-
ნერვიულობისაგან შესიებული სახით, დედა იქვე
გაჩნდა,...ახლაც მინდოდა დედა წამსვე ჩემთან გაჩენილიყო,
მაგრამ....

თავი V
ალქაჯები
დაღამება - გათენებითა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის
გადათვლით დაინტერესე ბული გიო მიხვდა, რომ უკვე
ერთი კვირა გავიდა, რაც თვითონ ამ ახალი სამყაროს ახალი
და შეყვარებული ბინადარი იყო. უხაროდა, რომ სიცოცხლეს
ასე ლამაზად გრძნობდა. ღმერთს მადლობას სწირავდა
ასეთი ულამაზესი და მგრძნობიარე მოწყალებისათვის,
რომელსაც თუ ვერ გამოსცდი, ვერ შეიგრძნობ მის უნეტარეს
64
გემოს. ამ ერთი კვირის მანძილზე უამრავი ახალი სიტყვა
შეასწავლა აინოსს, თავიანთი ცხოვრებიდან უამრავი ამბებიც
მოუთხრეს ერთმანეთს და უფრო უამრავჯერ გაცვალეს
მათმა სხეულებმა სითბო, რომლის დროსაც ერთ სხეულად,
ერთ არსებად ქცეულთ ერთიმეორეში უფრო მეტად
ვრცელდებოდა, ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი და
ამოუხსნელი, რაღაც გაურკვეველი მიზიდულობის ძალა,
მაგნიტებივით ეკრობოდნენ და ეწებებოდნენ ერთმანეთს.
აინოსი გაიტაცა გიოს მხატვრულად წაკითხულმა
პოეზიამ. ლექსების მხატვრულად წაკითხვის დროს
სუნთქვა ეკვროდა და არნახულად ინაბებოდა, სახის ისეთ
გამომეტყველებას ღებულობდა, როგორიც ბუჩქების ძირას
დამფრთხალ შვლის ნუკრს სჩვევია. გიოს ასეთი
გამომეტყველების დაჭერა ძალიან უყვარდა, რის გამოც
ხშირად უკითხავდა თავის საყვარელ ლექსებს სხვადასხვა
პოეტთა შემოქმედებიდან. გიო მიხვდა, რომ მისი აღმაფრენა
დროებით უნდა შეწყვეტილიყო და კაცთა მოდგმის დიდ
სამყაროს, რომელიც თავის წარმოსახვაში დიდ საგიჟეთს
ამსგავსებდა, დაბრუნებოდა. მან ზუსტად იცოდა, რომ
აინოსის იყო მისთვის დადებითი ენერგიის მუხტი, თანაც
ისეთი, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნებოდა. გიო შეპირდა
აინოსს, რომ ადამიანების სამყოფელოში წასული უკან
ძალიან მალე დაბრუნდებოდა და იქიდან საჩუქრებსაც
წამოუღებდა. აინოსს სიკვდილივით არ უნდოდა გიოს
წასვლა ,მის გარეშე დარჩენა, ამგვარ საუბარზე და
გაფიქრებაზე დამწუხრებულ და ბავშვივით გაბუტულ სახეს
ღებულობდა. იმ ღამეს აინოსს არ ეძინა, მთელი სხეულით
ეკვროდა და ეფერებოდა მძინარე მეორე ნახევრის სხეულს,
დროებით გამოსამშვიდობებლად ემზადებოდა. მან იცოდა,
რომ ის აუცილებლად დაუბრუნდებოდა, თუმცა, მის გარეშე
გატარებული მკვდარი დღეები წარმოუდგენელი
ნოსტალგიით აღავსებდა. გიოს არ სურდა წასვლა კაცთა
მოდგმის სანახავად. ეს უფრო არა სურვილის, არამედ
65
იძულებული ვალდებულების შეგრძნებას განიცდიდა....
ვალდებულება შვილების მიმართ, ვალდებულება საკუთარი
სამსახურეობრივი პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართ,
ცოლის მიმართ კი ძველებურ ვალდებულებას ვეღარ
გრძნობდა, არა იმიტომ, რომ მისი ხასიათობრივი
თვისებებით შეწუხებული იყო, არამედ მისი გრძნობებით
გაციების გამო . ამბობენ, გული ორ ბომონს ვერ იტევს,
ტყუილია- მამაკაცს ორი ქალი ერთდროულად უყვარდეს,
ასეთ შემთხვევაში არც ერთი არ უყვარს, შესაძლებელია
თავს იტყუებდეს, რომ უყვარს, მაგრამ ტყუილსაც რომ
მოკლე ფეხები აქვს, ამაში მალევე დაარწმუნებს
ჭეშმარიტება. მამაკაცს ორი ქალის შემთხვევაში ან არც
ერთი უყვარს, ან ერთი უყვარს და მეორის წინაშე
გარკვეული მიმართულებით ვალდებულებას განიცდის....
და რადგანაც გული ორ ბომონს ვერ იტევს, გარკვეული
დროის მანძილზე, აუცილებლად მოხდება ერთ-ერთის
განდევნა უკანონობის მოყვარული საგულეთიდან.
გიო დაუბრუნდა თავის ქალაქს, ადამიანებს, რომელშიც
გაძლება უჭირს, მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროს ნეტარ
სიცოცხლეს ეზიარა, ადამიანებთან ცხოვრებას ჯოჯეხეთად
აღიქვამდა, ქუჩაში გამვლელებს აკვირდებოდა, მსუყედ,
ზედმეტად გადაპრანჭული ქალები გულის ამრევად
გამოიყურებოდნენ მის თვალში. ერთმანეთის მიმბაძველნი,
ერთმანეთის პაროდისტები, მართლაც რომ მართალი იყო
ტუჩა: - ყველანი ერთმანეთს ჰგვანანო, რომ იძახდა
ერთმანეთის ბაძვით განმასხვავებელ ინდივიდუალურობას
კარგავდნენ და ერთმანეთის, თითქმის, იდენტურნი
ხდებოდნენ, რაც მათდამი ინტერესს უკარგავდა ჭკვიან
მამაკაცს, თორემ უჭკუოსათვის რა ბედენაა ქალის
მრავალფეროვნება და ინდივიდუალურობა, უჭკუოსათვის
თეთრიც და შავიც, ორივე მწვანეა!.... ადამიანური ტყუი–
ლები, ყალბი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, ქვეშ-
ქვეშა ხრიკები, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობას
66
უფრო ფრთხილსა და შორეულს , მოგვიანებით კი ზიზღის
მომგვრელს ხდის. აქ სუფთა, წმინდა ურთიერთობები არ
არსებობს. აი, იქ კი ყველაფერი სხვაგვარია.... და ყოველ
წუთს გრძნობდა, როგორ ენატრებოდა აინოსი, მისი
ჩახუტების რა ძლიერ ნოსტალგიას განიცდიდა. ჩახუტე–
ბულზე მისი სუნთქვა მკერდზე ელამუნებოდა, ისევ იქ
სურდა დაბრუნება, გული არ უჩერდებოდა ადამიანურ
სამხეცეში, თუმც ამდენი ხნის ადამიანური ყოფიერებით
ნაჩვევს, ერთი ხელის მოსმით დანგრევაც ენანებოდა,
დასავიწყებლად ვერ იმეტებდა თავის სახლს, შვილებს,
მეგობრებს. სულ პირველად ტუჩას მონახულება გადაწყვიტა,
რომელიც უკვე მკურნალობა გამოვლილი სახლში გადიოდა
რაღაც გარკვეულ სამედიცინო რეაბილიტაციის კურსებს.
იქიდან კი ოჯახს, შვილებს დაუბრუნდა. სასიხარულო
ზღაპარგამოვლილის განწყობა ჰქონდა გიოს, თუმც აინოსზე
განცდა და მონატრება არ ასვენებდა.
* * *
ცოდვის კაცთა მოდგმის სამყაროდან სატრფოსთან
დაბრუნებული გიო ჯერ სწორედ იმ გორაკს ეწვია, სადაც
პირველად ნახა აინოსი. მას გორაკზე მოზეიმე ულამაზესი
ყვავილებისაგან გულის ფორმა შეეკრა და აეყვავილებინა,
სატრფოს ასეთი ფორმით საჩუქარი ესიამოვნა მის გულს და
კმაყოფილმა გასწია იმ ზღაპრული ადგილისაკენ, რომელიც
პატარა კლდეში ვიწრო შესასვლელით შედიოდა დიდი
ფოთლებითა და ცოცხალი ყვავილებით მორთულ სივრცეში.
მათი შეხვედრა გაცილებით უფრო ემოციური იყო, ვიდრე
პირველად, გაცნობისას. გიოს საჩუქრები ეუცხოვებოდა
აინოსს. ულამაზესი, ფოთლებისფერი სადღესასწაულო
ჰაეროვანი კაბა, ნაირ-ნაირი ყვავილებით მოხატულ-
მოჩითული, ასეთმა სამოსმა ნამდვილ ყვავილთა
დედოფლად აქცია მდედრი, რომელიც კაცთა მოდგმის
თვალს ემალებოდა და ბუნებაში ყველაზე უძლიერესი
67
გრძნობის გადამკიდე მხოლოდ გიოს მიწიერ თვალებს
სწყალობდა. აინოსს სამოსი ეუცხოებოდა, თუმც საყვარელი
მამაკაცის თვალებში ამოკითხული აღფრთოვანება საოცარ
სიამოვნებას ანიჭებდა. ეს უკანასკნელი კი აჟიტირებული
იყო მოწყალე ბუნების ასეთი ძღვენისათვის. ხშირად
ფიქრობდა სამსახურის კაბინეტის კედლებში მარტოდ
დარჩენილი :-ბუნების განგებამ, ღმერთმა, ნეტა, რატომ
გაიმეტა ჩემთვის ასეთი დიდი სიყვარულის ბოძება?, იქნებ
სანაცვლოდ რამე უნდა გავაკეთო, შევქმნა, ვიღაცას
დავეხმარო?....თუმც ზედმეტი ფიქრით აზრთა ლაბირინთში
შესული გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობდა.
ასე გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები. გიო ხშირად
უჩინარდებოდა, თავისი საცხოვრებელი გარემოდან
მიდიოდა აინოსის ზღაპრულ სამყაროში, ხელდამშვენებული
ახარებდა სატრფოს , თბილ ღამეებში ვარსკვლავებით
გაკაშკაშებულ, ღია ცის ქვეშ, მცენარეთა ლერწმით შექმნილ
ყვავილებით მოჩითულ სარეცელზე იწვნენ, მთვარის
ცქერით ტკბებოდნენ და ტკბილად მუსაიფობდნენ. აინოსმა
გიოს ენა კარგად აითვისა, მისი ნიჭიერება აოცებდა გიოს:
- მართლაც და ქალღმერთი ხარ, ასეთი ლამაზი, ნიჭიერი,
საოცრად მოსიყვარულე, შენ ერთს იმხელა სიყვარული
შეგიძლია, რამდენიც არ ძალუძს მთელ მოკვდავ
კაცობრიობას ერთად აღებულს, ალბათ, მართლაც გაიშვია–
თებული ჰაერის ტოქსინის დამსახურებული შედეგია, ან
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების, ნატურალუ–
რით იკვებები....-დასკვნების კეთებაში იყო მუდმივად. ის
ამჩნევდა, რომ ველური , ტყიური არსება უნაზესი ხასიათის
და კეთილშობილური თვისებების მატარებელი იყო.
სილამაზის აღქმის ძლიერი ნიჭი აოცებდა და უფრო მეტად
უკვირდა მათზე შერქმეული სახელი-ალქაჯი:
-ის ქალი ბებიაშენი იყო, მუდმივად რომ გვწყევლიდა ჩვენ
და ლექსებივით რაღაცას რომ კითხულობდა?-
68
-ხო, ჩემი ბებია იქნებოდა, შესალოცს კითხულობდა, ალბათ
და შენ სხვა რაღაც გეგონა!-
-სულ მაინტერესებდა მაგის შინაარსი, ხშირად მოვდიოდი
შენი საცხოვრებლი სკენ, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი უნდა
ვყოფილიყავი , ეს ჩვენი წესია.
-მართლა?.... მეც მხედავდი ხოლმე?-
-კი, შენ , შენი გარეგნობით, შენი ხასიათებით ძალიან
ერჩეოდი შენი თანატოლებისაგან, ამიტომ ერთადერთი შენ
მომწონდი ადამიანთა მოდგმიდან, ხშირად მინდოდა შენი
დანახვა, თუმცა, ბებიაშენი რომ გვწყევლიდა ესეც
ვიცოდით, მე ყველაზე გაბედულს მეძახიან ჩემები, ისინი
ვერ ბედავდნენ ასე ხშირად თქვენს საცხოვრებელში
ამოსვლას, მე კი ძალიან ხშირად მოვდიოდი, თანაც
შეუმჩნევლად.-
-რატომ , კონტაქტში რომ შემოსულიყავი, იქნება ჩვენ
არაფერი დაგვეშავებინა, იქნება უფრო მეტად ახლოს
ვყოფილიყავით, მითუმეტეს თუ მოგწონდი კიდეც?-
-იქნებ მიყვარდი ?....-გამომცდელად გადახედა ცნობისმოყვარე
და მოსიყვარულე მოსაუბრეს.
-მითუმეტეს!-
-არა, ჩვენ ალქაჯებს, გვეკრძალება ადამიანის მოდგმასთან
ურთიერთობა, გვეკრძალება მამაკაცის შეყვარებაც, მათთან
ყველანაირი ფიზიკური კავშირი....
-ვინ დაგიწესათ ეს სისულელე?! - გაბრაზება დაეტყო გიოს,
აინოსს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და კითხვას
დუმილიანი ღიმილით უპასუხა. მდედრს არ უყვარდა
თავისი ცხოვრებისეული საიდუმლო კანონებისა და
აკრძალულის გამხელა, თუმც გრძნობდა, რომ სიყვარულის
გამო ბევრჯერ თავდაკარგული უამრავ საიდუმლოს
ამხელდა ალქაჯთა ცხოვრებიდან ....გიო კი აინოსისა და
მისი მითოლოგიური სამყაროს აღმოჩენით აღფრთოვანებუ–
ლი ცნობისმოყვარეობის დაუკმაყოფილებლობა სტანჯავდა.
ხშირად უსვამდა კითხვებს მათი საცხოვრებელი გარემოსა და
69
ნირის შესახებ, აინტერესებდა მათი ცხოვრების ინტერესის
სფეროს თუ ვინ ან რა წარმოადგენდა, მიღებული პასუხები
კი ისედაც დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას
აფეთქებდა:
-აინოსს, თქვენ მხოლოდ მცენარეებით იკვებებით?-
-არა, ჩვენ მხოლოდ ყვავილების წვენით ვიკვებებით, ჩვენ
შიმშილის შეგრძნება არასდროს გვაქვს, რადგან ჩვენი
სხეულები მზის სხივებით იკვებება:-
-ეგ როგორ?-
-როგორც მცენარე იკვებება, ჩვენც ისევე!-
-მცენარეს ქლოროფილის მარცვლები აქვს, რის საშუალები–
თაც წარმოქმნის საკვებ ორგანულ ნივთიერებებს, ანუ თქვენ,
ალქაჯებსაც , შეგწევთ ფოტოსინთეზის უნარი?- გაიოცა გიომ.
-არ ვიცი, არა.... - მხრებს იჩეჩავდა ბავშურად და ღვთაებრ–
ივად იღიმებოდა.
-ნამდვილად შეგიძლიათ. ე.ი. თქვენც ქლოროფილის
მარცვლები გაქვთ, მაგრამ მწვანეები რატომ არ ხართ? -
-რა ვიცი, რატომ უნდა ვიყოთ მწვანეები?-ღიმილიანი,
გაბრწყინებული თვალებით აიჩეჩა მხრები მდედრმა .
-იმიტომ , რომ ქლოროფილი მწვანე ფერის პიგმენტია, თანაც
მხოლოდ მწვანე ფერის მცენარეებს შეუძლიათ მზის
სინათლის ხარჯზე საკვები ორგანული ნივთიერებების
შექმნა ფოტოსინთეზის საშუალებით.... ე.ი. თქვენში
პიგმენტის გარდაქმნა ხდება? .... ძალიან საინტერესო სამეც–
ნიერო მოვლენას აქვს ადგილი! ....და მცენარეები რომ
ჭამოთ, რა მოგივათ? ....შენ რა დამცინი?-
-არააა, რას ამბობ- გაიკვირვა, ისედაც ღიმილიანს მთლად
მზიანი ღიმილი დასთამაშებდა მთელ სახეზე და მისი
ნათელი გადასდიოდა სხეულზე.
-ე. ი. თქვენ ვეგეტარიანელები ხართ, მაგრამ მცენარეებსაც
რომ არ ჭამთ?-
-თაფლი მიყვარს, ყვავილების წვენი, ცხოველების რძე....-
-კიდევ?-
70
-მეტი არაფერი!-
-გამოდის რომ ტკბილეულობა გყვარებიათ, მაგრამ მე რომ
მომაქვს ტკბილეულობა - შოკოლადის ფუნთუშეულობა და
კანფეტები , იმას რატომ არ მიირთმევ?- გაკვირვებულს კიდევ
მეტი გაკვირვება დაეტყო ხმაში.
-ეგ დამაბერებს, მერე აღარ ვიქნები ალქაჯი.-
-ვინც თქვენ ალქაჯები შეგარქვათ, იმის დედა ვატირე
მე!....შენ ღვთაებრივი მდედრი ხარ, ქალღმერთი!-
-ჩვენ გვეკრძალება მცენარის ჭამა. თანაც ცოდვაა, ისინი
ისეთი საყვარლები არიან, რომელს გაიმეტებ მოსაკლავად?
დილა რომ თენდება, ყველანი მაშინ იღვიძებენ,
ჩურჩულებენ ტკბილად, ისინი ჩვენს ენაზე ალქაჯურად
საუბრობენ, გვიღიმიან და ჩვენს სიცოცხლეს ალამაზებენ.
ცხოველებიც ასე არიან, მათაც თავიანთი წესები აქვთ, ჩვენს
ენაზე საუბრობენ, სულ მათთან ვსაუბრობთ, საოცარი
ერთგულება, თავდადება და თავგანწირვა იციან, ჩვენ
მშობლიური ურთიერთობა გვაქვს მათთან, ისინი უჩვენოდ
ვერ გაძლებენ, ჩვენთვისაც წარმოუდგენელია მათ გარეშე
სიცოცხლე. ადამიანები კი მოდიან და გვიხოცავენ მათ, ისინი
არასდროს არავის ერჩოდნენ და ადამიანმა ასწავლა კბენაც
და თავდასხმაც, ჩვენსავით გამუდმებულ მალვაში არიან.-
-ანუ ცხოველებსა და მცენარეებს ერთმანეთის ესმით?-
-რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთში მეგობრობენ. ჩვენ ერთი
ოჯახი ვართ. აი , მე კი ძალიან ცუდად მოვიქეცი....-აინოსმა
ხელები სახეზე აიფარა, მასზე შეყვარებული თანამოსაუბრე
სახით სახეზე მიეფერა. ადამიანის ცრემლზე ცხელი
ცრემლები სცოდნიათ ალქაჯებს, თანაც უფრო მსხვილი,
გიომ ცრემლს გემოც გაუსინჯა, მეტი გულწრფელობით
მოციმციმე, კამკამა ცრემლით დაისველა საჩვენებელი თითი ,
პირთან მიიტანა და ენით აილოკა, მათ ცრემლს მოტკბო
გემო ჰქონდა, მაშინ როდესაც ადამიანის ცრემლი მარილით
შეკმაზულს ჰგავს, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები გულწრ–
ფელად არ ტირიან, არ ვიცით გულწრფელი ცრემლების
71
ფასი , ნიანგივით ცრემლის ორტოტად გადმოსხმაში
დაოსტატებულნი, მხოლოდ ზედმეტად ბრიყვ მამაკაცებს
აცოდებენ თავს.
-რატომ?!-მაცრემლარი ალქაჯით მოხიბლულს უფრო მეტი
მზრუნველობა დაეტყო საქციელსა თუ ხმაში.
-იმიტომ, რომ შენ შემიყვარდი!....-უფრო მეტად მატირალს
სლუკუნში თხელი მხრებიც აიყოლია.
-მერე, შეყვარება ცუდად მოქცევას ნიშნავს?-
-კაცთა მოდგმის შეყვარება ჩვენთვის არ შეიძლება!....-
-....და მოხდა, შეგიყვარდი....შემიყვარდი....რა მოხდა მერე?!....
-ამას დედაჩემი გადაწყვეტს. თუმც არ ვიცი როგორი იქნება
მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი დები უთქმელად
დაეთანხმებიან მას, ასეთი შემთხვევა ჩემიანს არასდროს
ჰქონია, ამიტომ არ ვიცი, ცოტა მეშინია....-
-მაინც რატომ გეკრძალებათ მამაკაცის სიყვარული? თქვენც
ხომ მდედრები ხართ, ცოცხალნი, გულიც გაქვთ, რომელიც
ბუნებამ იმიტომ გიბოძათ, რომ ნამდვილი წრფელი
სიყვარული შეძლოთ. აბა, სხვა რაღად გინდათ? მას სხვა
ამაზე უკეთესი და ულამაზესი დანიშნულება ვერ ექნება
თქვენთვის....-
-სიყვარული....იცი, სიყვარული ცოდვილია იმდენად,
რამდენადაც სიბოროტე, სიყვარულმა შეიძლება იმხელა
ეგოიზმი გამოიწვიოს, რომ ბოროტებაზე გაცილებით დიდი
მტარვალობა ჩაგადენინოს. მისი მასშტაბები ძალიან დიდია,
ადამიანები, არ ვიცი რატომ, ამას ვერ უკვირდებით, წრფელ
სიყვარულს გაურბიხართ, მას ხელს ჰკრავთ..... იმიტომ, რომ
მისი კეთილშობილებით ავსების ძალა და ნიჭი არ
გაგაჩნიათ, ამიტომ არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ სიყვარულის
მადლი, რომელიც ერთობ დიდი, ზღვა ემოციების,
გრძნობებისა თუ შეგრძნებების მართვაა. ის თითქოს ხელის
გულზე მოთავსებულ წყლის ნამცეცა ბურთულას ჰგავს,
რომელსაც უნდა გაუფრთხილდე, ხელიდან თუ გაგივარდა
და დაგეღვარა, ნიადაგიდან ან უკეთილშობილესი ნაყოფი
72
აღმოცენდება, რომელიც მთელი შენი ცხოვრება მასზე იქნება
აგებული, ან საშინელი ბოროტი ქვეწარმავალი, რომელიც
მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს გაიძულებს მისადმი....
სიყვარული უსასრულო საოცრებაა, ადამიანების ფსიქიკა მას
ვერ აღიქვამს, ენა კი ვერ გადმოსცემს.... სიყვარული
კეთილი საოცრებაა, რომლის ბოროტებად გადაქცევა გჩვ–
ევიათ ხოლმე.-
-არ მესმის მამრობით სქესთან სიყვარული და ურთიერთობა
რატომ გეკრძალებათ? -ცნობისმოყვარული კითხვები გიოს
თანმდევი გახდა.
-ჩვენ, ჩვენი წესები და ცხოვრების ისტორია გვაქვს,
რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და მისი შეცვლით არ უნდა
შეურაცხვჰყოთ. თქვენ, ადამიანები თქვენივე მდედრები
ფსიქოლოგიურად მონადქცეულ ყოფიერებას აზიარეთ,
შედეგად რას ღებულობთ?....შეგიძლიათ ყალბად ნაქცევი
გულითა და ლამაზი სიტყვებით მოხიბლოთ, თავი შეაყ–
ვაროთ, დაუფიცოთ ყველაზე წმინდა, რომ მის გარეშე არ
შეგწევთ სუნთქვის ძალა, მასთან სიყვარულის ნაყოფი
ზარდოთ, მერე კი მოატყუოთ, ისე რომ თქვენს სინდისს
სინანულის გრძნობაც კი არ გაუჩნდეს, ან მწარე სიტყვით
გააუფერულოთ თქვენივე სიყვარული. შეგიძლიათ თქვენს
სიყვარულს ეჩხუბოთ, იეჭვიანოთ ან აეჭვიანოთ, სცემოთ,
მოკლათ, .... მერე კი თქვენივე ქმედებაში ისევ ის
დაადანაშაულოთ, თქვენივე შინაგანი მორალით თავს არ
დაიდანაშაულებთ. მალევე მოძებნით შემცვლელ თანამეცხ–
ედრეს და ის, ვინც თქვენი სიყვარულის ნაწილი იყო,
მიგავიწყდებათ, ფიქრებშიც კი ....იცი, დაქვრივებული მგელი
გამრავლებას წყვეტს და მთელი დარჩენილი სიცოცხლე მისი
ხსოვნის პატივისცემაში და გლოვაში ატარებს.-
-....და რა გინდა მაგით თქვა, ჩვენც სულ გლოვაში უნდა
ვიყოთ? –
- დაკარგული სიყვარულის განცდა არ გაქვთ, იცი, რა
მანცვიფრებს?, შეგიძლიათ ერთი ქალი გიყვარდეთ და
73
პარალელურად სხვა ქალებთან იყოფდეთ ბიოლოგიურ
თანაცხოვრებას, ან არ გიყვარდეთ და ცოლად მოგყავდეთ,
შვილები გააჩენინოთ და ერთ მშვენიერ დღეს ზურგი
აქციოთ, სხვა ქალთან გაიქცეთ და ამის შემდეგ თქვათ,
გული მაწუხებსო.... გული რომ არსებობდეს, ასეთი
უგულობა როგორ იარსებებდა თქვენში? ტყუილი
გსიამოვნებთ, სხვისი ტანჯვით იკმაყოფილებთ ნაძალადევ
სრულყოფილებას....-
-არ გინდა აინოსს, ჩვენთან ქალები უფრო მეტს სცოდავენ,
ვიდრე მამაკაცები....
-აი, ხომ ხედავ, სიტყვიერადაც კი არ შეგიძლიათ მათი
დაცვა!-
-მამაკაცები რომ არ გყავთ ალქაჯებს, როგორღა
მრავლდებით?-
-ჩვენ უკვდავნი ვართ, არასოდეს ვბერდებით და ვკვდებით.
ალბათ, იმიტომ რომ მათი სიყვარულით გამოწვეულ
ემოციებით ენერგიის ამოწურვას არ ვახდენთ....
-ხო, მაგრამ....
-ჩვენ გარკვეულ ასაკის მიღწევისას, განსაკუთრებული
რიტუალის ჩატარება გვიწევს, მერე დედა ირჩევს ერთ
რომელიმე ჩვენთაგანს, დედის რჩეული ალქაჯი
ორსულდება, ის კი ზუსტად თავის მსგავსს შობს, ეს
დაახლოებით ას წელში ერთხელ ხდება.
- როგორც მწერები?
- თუნდაც, მათაც შეუძლიათ ასე, ოღონდ უფრო მოკლე-
მოკლე დროში,-
-მათ გამრავლებას სამეცნიერო ენაზე პართენოგენეზი ჰქვია....
-არ ვიცი, ასეთი ენა,-
დიალოგების შემდეგ ერთ სხეულად ქცეული წყვილი
ერთმანეთს მკერდზე გულის მხარეს ადებდნენ ხელებს და
ტკბილ ძილს ეძლეოდნენ ვარსკვლავებით მოქარგული ცის
ქვეშეთში.
74
* * *
კაცთა მოდგმას ჩვეულზე ცოტა გვიან გაეშვა ხელიდან
გიო. სამსახურში უამრავი საქმის გადამკიდეს გვიანობამდე
უწევდა თავდადებული მუშაობა, თუმცა, გული მხოლოდ
აინოსის სახელს გაიძახოდა და მისი ნახვის წყურვილი
უფრო და უფრო მეტად ტანჯავდა. ჩვეულებრივზე მეტად
დაუგვიანდა მონახულება და მეორე ნახევართან
გამთლიანება, როგორც ობოლ -ეულად გრძნობდა თავს მის
გარეშე, მისი ყველა მანერა, როგორ უყვარდა და როგორ
მისი იყო, ეს რეალობად ქცეული მითიური მდედრი
სიყვარულის უმაღლეს მწვერვალზე ასული თან იყოლიებდა
ადამიანთა მოდგმის ერთ, სხვისგან არაფრით გამორჩეულ
მამაკაცს, რომელსაც იმხელა სითბოთი და სიყვარულით
კვებავდა და მოსავდა, რომ მის გარეშე დარჩენილს
გაუსაძლისი სიყვარულის შიმშილი და ვაება ტანჯავდა.
და აი, როგორც კი მოიხელთა თავისუფლება, ჩიტივით
ფრთაგამობმული პირდაპირ მეორე ნახევართან
გასამთლიანებლად გაფრინდა. ახალ მთვარეს აღარ
ელოდებოდა, თვალდახუჭული აგნებდა თავის
გულისსწორის თავშესაფარს. დანახვისთანავე ამოიკითხა მის
თვალებში სევდანარევი მონატრება და უფრო მეტი შვებით
აივსო, ამდენი ხნის უნახავი უფერული და
ნანერვიულებელი, სევდიანი სახის მიმიკებით მოღუშულ-
მობუზულიყო ღიღილოებით მოქარგულ და ველური
ყაყაჩობით მოჩითულ პატარა მინდორზე, რომელიც
საცხოვრებლ ის შესასვლელში იყო გადაჭიმული და
ერთგვარად აივნის იმიტაციას ქმნიდა. გიომ მისი სევდით
მინაბული თვალების გამხიარულება მოისურვილა და
გულში ჩახუტებამდე გზაში აკვიატებული ლექსი შეუძახა:
-„აინიდა, დაინიდა;
ჩემი გულის ოქროს ციდავ,
ტუჩზე კოცნა შემრჩენია-
მეტკბილა და მომეწყინა!
75
აინიდა, დაინიდა,
მომენატრა ჩემი ნიმფა;
ჩემი გულის მარგალიტი,
ჩემი თვალის ცის ზურმუხტა,
უშენობით ვეღარ გავძელ-
ჩემს გულს აინოსი სწყურდა.“-
აინოსს თვალებში სიხარულის ვარსკვლავები გაუბრწყინდა,
წარბები შეძლების- დაგვარად მაღლა ასწია და სათქმელად
მოემზადა, რაზედაც სმენად გადაქცეული გიო ერთ ადგილს
მიწებებულივით გაშეშდა:
-„მე ვარ ალქაჯი, ალქაჯთა შორის,
მზერა მაქვს შორი, გული წრფელი,
ხასიათი კი წმინდად ველური
[ტყეში დაბადებული, მთებში გამოზრდილი,
აბა , შენნაირი მე ვერ ვიქნები]
....და თუ ერთხელაც აკივლდა სულში
ჩემი სხეულის ველური გული....
ნამდვილ სიყვარულს ვეღარ მოვერევი -
....და ვერც კი წარმოიდგენ!
....ისე მოგიტაცებ!-
გზად ტყედ გატარებ, მთებში გადაგმალავ,
ვიქნებით მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ მე და შენ
სხვა ადამიანი იქ ვერ იჭაჭანებს,
სულ ჩემი იქნები, მე დაგისაკუთრებ,
ჩვენს იქით ქვეყანა გადაგვავიწყდება,
გადაგავიწყდება სულ ყველა პრობლემა,
ბოჰემა ხალხი და თვით ბოროტება,
მე შეგასწავლი სულ სხვა ცხოვრებას
ალქაჯურს,
ტყიურს,
ველურ დინამიკას,
საუზმედ ტყის ხილი იქნება ჩვენთვის,
ირმის ან ჯიხვის რძე სალაღობო,
76
სადილზე რამეს მოგინადირებ
არჩვს, მაჩვს ან ბოლობოლო ფრინველს
უმწეოს,
თუ შემოგვაცვდება ტანზე სამოსი,
ლეღვის ფოთლებით ვერ შევიმოსებით,
იქ სადაც მე შენ უნდა გამყოფო
ლეღვი ვერ ხარობს-
კლიმატის გამო.

თბილი ამინდით ტყე გაგვათამამებს,
თუმცა ზართარში მას უფრო უჭირს,
სიცივე უწვავს შიშველ სხეულებს,
აკანკალებული ისიც იმცივნებს....
-არ შეგამცივნებ გპირდები ჩემო,
ფიჩხით დაგინთებ ცეცხლოვან კოცონს,
მხურვალედ გაგითბობ გარედან სხეულს,
სხეულის შიგნით გრძნობების ალი
ისე აგვივა, არ ჰყავდეს ცალი!-

....და თუ ჭაღარა შემოგეპარება,
მე მეყვარები უფრო ძალიან
თოვლის ფიფქი ან თეთრი თრთვილი
უფრო ალამაზებს არეალს ირგვლივ,
ოჰ! მაშინ უფრო თამამად, შვებით
კოცონის ალზე გიცეკვებ ველურს,
ლექსებს წაგიკითხავ მხოლოდ სიყვარულის
ფოთლები დამიკრავენ ჰანგებს საუცხოოს,
წყაროც რაკრაკით იქნება ჩელო,
ვარსკვლავნიც ჩვენზე ჩაიფიქრებენ,
ჩვენს სიყვარულზე ლექსებს დაწერენ!
....და თუ ინებებს კეთილი მბრძანებელი
იქნება ჩვენც დაგვრჩეს გრძნობის ნაშიერი,
მიწიერი ნაყოფის გენი,
77
....და მაშინ უკვე ვირწმუნებ მართლა,
ჩვენი სიყვარული უკვდავი დარჩა;-
ზეციდან ღვთაებამ გვიბოძა ფარჩა,
გრძნობის ღირსება შემოსა მყარად,
მტაცებელი დრო მას ვერ ჩაყლაპავს....
ჩვენს სიყვარულს დაამშვენებს დიადემა
ცის სასთუმალთან,
მე ხომ შენს გარეშე ცხოვრება არ მაქვს და....
იქაც ერთად ვიქნებით მარად“-
აინოსმა ბოლო სტრიქონის წარმოთქმას ღრმა ამოსუნთქვა
მოაყოლა, თითქოს გულის ნადები ამოაყოლა და გამომცდ–
ელი მზერა გიოსკენ მიმართა, ეს უკანას კნელი კი მოლევის
ქვასავით გაშეშებული, მხოლოდ თვალებს აფახულებდა,
განცვიფრებულმა თავი აქეთ- იქით გადააქნია და კმაყოფილ–
მა ჩაილაპარაკა, მიხარია ასე ძლიერ რომ გამოგიხატავს
ჩემდამი სიყვარულის მონატრება, ასე იცის ნამდვილმა
სიყვარულმა, ლექსების წერას დაგაწყებინებს და ასე
მოგაკვლევინებს გულის ჭიას.
-იცი, მე გული მიგრძნობს, რომ მოკვდავი გავხდები, და ეს
ჩემი სიყვარულის გამო მომივა....მეშინია გიო, -აინოსი
ათრთოლებული სხეულით ჩაეკრა გიოს, და მან გულის
სიღრმეში გულწრფელად იგრძნო , რომ ქალს მართლა
ტანჯავდა შიშის გრძნობა.
-სიკვდილის გეშინია?-
-არა, შენი დაკარგვის, მე რომ მოკვდავი გავხდე და შენც
მიმატოვო, ვეღარ გავუძლებ ასეთი დასჯის სიმკაცრეს, მე
ვეღარ ვიქნები მე!-
-აბა, ერთი კარგად დამაკვირდი მშობლიუროვ ჩემო, მე
ვგავარ შენგან გამქცევს?
ჩვენს სიყვარულზე მლოცველს თავგზა ამბნევია და
მხოლოდ შენი ტკბილი სიყვარულიღა მასულდგმულებს და
მალამოდ მადევს გულზე, სიხარულით ვივსები, როდესაც
შენს სიყვარულს ვგრძნობ და მეც მხოლოდ შენთვის ვვარსე–
78
ბობ, შენთვის ვცოცხლობ ჩემო მევ!-გიო სიხარულით
უკოცნიდა აინოსს ცრემლით დანამულ თვალებს, რომლე–
ბშიც უძირო ზღვა ღელავდა.
-შენ ზღვა გაქვს თვალებში, ძალიან მშვიდი და დინჯად
ტალღოვანი, ძალიან თბილი და ფერთა ცისფერ გამათა
კრებული , და როცა მას ვუყურებ, იმდენად გამჭვირვალე და
კამკამაა, რომ ჩემს თავს ვხედავ გარკვევით, თავზე ციმციმა
მომღიმარი მზე დამხარის, მე ვცურავ ზღვაში, და
ვიკარგები....მე შენი სიყვარულის ზღვაში ვიკარგები“....-
-მე ზღვა არასდროს მინახავს-ხასიათი მოუვიდა მოსიყვა–
რულე ალქაჯს.
-მე გაჩვენებ, აუცილებლად წაგიყვან და ნახავ, როგორ
მიიმსგავსებ, ერთმანეთს ძალიან მოუხდებით, კაბების ჩაცმა
მაინც არ გიყვარს, ჰოდა იქაც გახდილს მოგიწევს სიარული,
-მაინც, როგორია ზღვა?-
-შენი თვალების ფერი, უძირო ზღვისა და უსაზღვრო ცის
ფერი, სულ ერთ ფერშია ეს ორი ფენომენი, თვალს უხარია
ფერთა სიამოვნება და მზეს ეთბილება იქაურობა, ამიტომაც
არასდროს ტოვებს უმეთვალყუროდ თავისად, აუცილებლ–
ად წავალთ ზღვაზე, გპირდები....
ჩიტს, რომელიც ხშირად თავს დასტრიალებდა ,
აინოსთან დების შემონათვალი მიჰქონდ- მოჰქონდა მოჟღ–
ურტულე მოლაღურს, რომელსაც მეტი მადლიერების ნიშნ–
ად თითით ააფრენდა ამბის წასაღებად და სანამ თვალს არ
მიეფარებოდა, ბუნების მშვენიერ სიმწვანეში, იქამდე
აყოლებდა თავის მზრუნველ მზერას. ამის შემხედვარე გიო
უბედნიერეს ზღაპარში გრძნობდა თავს, სადაც ჩიტებისა ენა
უცხო არ იყო მათი სიკეთით აღსავსე გმირები სათვის.
-გიო, მე დედაჩემი მიხმობს, ნეტა რა პაუხს გამცემს? ვინ
იცის, იქნებ დავიყოლიო და ჩვენი სიყვარულისათვის არ
დავისაჯო?
79
-წინასწარ ცუდზე რატომ ფიქრობ ? იქნებ არც ისე ცუდადაა
საქმე? მეც წამოვალ და დაველაპარაკები, შენ კი შენს ენაზე
გადაუთარგმნი!-
ისინი ნაკრძალის ცენტრისკენ მიმავალ ბილიკს ისე შორს
შეუყვნენ, რომ გიოს ასეთი ტყის შუაგული არასდროს
დასიზმრებია, უფრო მეტი სიმწვანე, უფრო მეტი სიწყნარე,
თითქოს ფოთლებიც კი ცდილობდნენ მყუდროება არ
დაერღვიათ თავიანთი შრიალით. ისინი ხეებით გარშემორ–
ტყმულ გორაკზე გავიდნენ, სადაც აინოსის იდენტური
მდედრები ელოდნენ, ბევრნი იყვნენ, მათ ერთი გამოეყო,
ფოთლებით გალამაზებულ ხის მისაყუდებლიან სკამზე
ჩამოჯდა, იდაყვებით სკამის გვერდებზე არსებულ ლერწმის
სიმრგვალეებს დაეყრდნო, თვალები მაგრად დახუჭა და
თავი სკამის საზურგეს მიაყრდნო. წუთით გაინაბა, თვალდ–
ახუჭულიც კი აინოსი იყო გამოჭრილი, ეს ალქაჯები
იდენტურნი ერთმანეთისადმი, მანერებითაც კი, როგორ ან
რატომ არიან? ჰკვირობდა გიო გულში და ბებიის სიტყვები
ახსენდებოდა, - მათ არ უნდა გადაეყარო, თორემ გათვალვა
სჩვევიათ ისეთი, მთელი ცხოვრება შეურაცხადს დაგარ–
ჩენსო,- მაშინ არ ეჯერა ბებიის, ახლა კი ნანობდა თავის
ურწმუნობას. დედა ალქაჯმა თვალის გახელვისთანავე
შემოჰკრა ხელი ხელს, სხვები მდუმარე, სულგანაბულნი
ძალიან მშვიდად ჩამწკრივდნენ და აშკარად რაღაც რიტუა–
ლის ჩასატარებლად მოემზადნენ, გიო თვალს არ აშორებდა
მათ თითოეულ ქმედებას, თითქოს სადღაც ენახა ესეთი
სცენები, მაგრამ სად ზუსტად აღარ ახსოვდა, ალბათ,
რომელიღაც ფილმში, მაგრამ ფილმიც რომ არ ახსოვდა?
-აინოსს, რა ხდება ეხლა?-წაუჩურჩულა გვერდით მდგომ,
შველივით დამფრთხალს და შიშისაგან თვალებამღვრეულ
აინოსს.-
-ეხლა მე და შენ გარს შემოგვეხვევიან ჩემი დები და
შელოცვას წაგვიკითხავენ, დედა ამ დროს ფიქრს მიეცემა და
80
მერე არ ვიცი....- ბოლო სიტყვებმა მტირალა ხმის ჟღერადობა
მიიღო.
-....და განაჩენი რა იქნება?- გიოს კითხვას აინოსმა მხრების
აჩეჩვით უპასუხა.
-არც ვარაუდის დონეზე შეგიძლია დაასკვნა?-აინოსს ხმა არ
ამოუღია. გიო დაკვირვებული მზერით მოუტრიალდა
საყვარელ ალქაჯს, რომლის გამოც იცოდა, რომ სასიცოცხლო
მსხვერპლზე მიდიოდა, მდუმარეს, მხრებაკანკალებულს
თვალები სევდანარევი ცრემლებით ჰქონდა გავსებული,
ცოტაც და გადმოიღვრებოდა ცისფერი სიწმინდით აღვსილი
ცრემლების ნამიანი ბურთულები, გიო გრძნობდა , უფრო
სწორედ უხილავად ხედავდა აინოსის ნაღვლიან სულს,
მოთქმითა და გმინვით სავსე სხეულს, მის ათასმაგად
დამძიმებულ გულს, რომელიც სიყვარულის სამსჯავროზე
იდგა და ელოდა განაჩენის გამოტანას. საცოდავი ისეთი
უმწეო და სევდიანი იყო აინოსი მის გვერდით, რომ გიოს
გულმა ვეღარ გაუძლო და მაგრად ჩაიხუტა, როგორც
არასდროს, ისე ეცოდებოდა ახლა.
-ნუ გეშინია ჩემო პატარავ, მე ხომ შენს გვერდით ვარ?
განაჩენი როგორიც არ უნდა იყოს ,სასიკვდილოც კი, მე
შენი თანაზიარი ვარ, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით!....“ -
ჩურჩულითა და ლოყაზე მზრუნველი ამბორით ანუგეშა
დარდიანი ალქაჯი.
-მე შენზე უფრო ვდარდობ, შენ მეცოდები, არ მინდა ჩემი
სიყვარული შენთვის დოგმა იყოს.... - გამხნევებულმა აინოსმა
ლაპარაკი შეწყვიტა და თვალი გააყოლა მათკენ მომავალ
რიგში ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ დებს,
რომლებმაც მოსიარულე წრე შემოარტყეს და შელოცვის
რიტუალის ჩატარებას შეუდგნენ, გიო და აინოსი მოსიარუ–
ლე წრის შუაგულში აღმოჩნდნენ. ალქაჯები ზუზუნებდნენ
თავიან ენაზე. ტკბილი, ჩიტის ჭიკჭიკის მაგვარი ენა ჰქონ–
დათ, გიოს ყურს ლამაზად ხვდებოდა, თუმც მაინც შიშობ–
და, უფრო სიკვდილის განაჩენის ეშინოდა ყველაზე მეტად.
81
თვალი, წამდაუწუმ , თვალებდახუჭული მძინარე მდგომარ–
ეობაში მყოფი დედა ალქაჯისაკენ გაურბოდა , რომელიც
არაფრით ერჩეოდა სხვა ალქაჯებისაგან, უკვირდა მათი,
როგორ უნდა გაერჩია დედა ალქაჯი შვილი ალქაჯებისაგან,
ან შვილები ერთმანეთისაგან? მერე ტუჩას მოგონებაში
სიტყვებიც ამოტივტივდა არც ისე შორეული წარსულიდან,
მათი უფროსი ქალიშვილის, ნონის კურდღელი მოგიკლავთ,
და კანიბალებივით შეგისანსლავთო, - თვითონ ე.ი. არჩევენ
ერთმანეთს, მაგრამ ადამიანის თვალისათვის თითქმის
შეუძლებელია რომელიმეს რომელიმესაგან გარჩევა, ყველა
აინოსს ჰგავდა, ყველა უნდოდა რომ აინოსსთან მსგავსების
გამო ჰყვარებოდა, თუმც ახლა ყველა სძულდა, რადგან
ყველა ისინი მხოლოდ ერთი ალქაჯის ნებაზე დადიოდნენ,
მათი გონება თითქოს და ერთი ალქაჯის მიერ იყო
ზომბირებული, და ეს იმიტომ, რომ მათ სიყვარულის გემო
არ ჰქონდათ გასინჯული, სიყვარული ადამიანის ფსიქი–
კისათვის თავისუფლების წამალია, და რა ცოდვაა ყველა
სულიერი, ვისაც ზომბირებული ასკეტობა ურჩევნია თუნდაც
მწარე სიყვარულს, მათ არ იციან სიყვარული და სწორედ ეს
დიდ ცოდვად მიაჩნიათ, საშიში დამნაშავეები ჰყავთ შუაგ–
ულ წრეში მოქცეული და განაჩენის გამოსატანად მოსამართ–
ლე დედა-ალქაჯი მდუმარებას მიცემული თვალდახუჭული
ინაბება, ვინ იცის იქნებ ჩაეძინა კიდეც და ტკბილ
სიზმრებსაც ეძლევა, ნეტა რაზეა მისი სიზმრები? ალბათ
სიყვარულზე, იმიტომ სიზმარში მაინც თავისუფალია ყველა
სულიერის ფსიქიკა და მონატრებულნი სიყვარულის
მანკიერ მარწუხებს თავისუფლების ასკეტობას გარკვეული
პროტესტის ნიშნად ეზიარნენ, ახლაც ხომ სიყვარულის
დამნაშავეების განაჩენის გამოტანის მიზნით შეიკრიბნენ,
დამნაშავე აინოსი და გიო ბრალდებულნი და მხილებულნი
არიან განძრახ სიყვარულში,....
დედა ალქაჯმა თვალები გაახილა და ფეხზე წამოდგა,
თითივით შიშველს, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ
82
გააჩნდა, უფრო მეტად პრივილეგირებულის , მაინც ყველა
ემორჩილებოდა, ყველა გაჩუმდა და პირისახით დედისკენ
შეტრიალდა, მანაც აღარ დააყოვნა და რაღაც სთქვა, ვერც
მისი ლაპარაკით, ვერც ლაპარაკის ტონით გიო ვერ
ხვდებოდა განაჩენის შედეგის დადებითობისაკენ თუ
უარყოფითისაკენ მიზანმიმართულობას. საუბრის დასრ–
ულების შემდეგ, ალქაჯებმა ზურგი აქციეს აინოსსა და მის
მეწყვილეს, მინდვრიდან ახლომახლო ხეების მიმართულე–
ბით ნელი სვლით გაუჩინარდნენ, მათ შორის დედა ალქაჯიც,
ხეებისაგან გარსშემორტყმულ მინდორზე მხოლოდ აინოსი
და გიო დარჩნენ.
-სად წავიდნენ ასე უცებ?-გაიკვირვა გიომ, აინოსი
მუხლმოკვეცილი კი ნელ- ნელა ჩაიკეცა , მას გიომ ხელები
შეაშველა და ნელა ჩააცურა ბალახში, ალქაჯმა სახეზე
აიფარა ხელები და ქვითინი მორთო.
-მაინც რა მოხდა აინოსს?- მითხარი, ამიხსენი, ვერაფერს
მივხვდი-
-დამთავრდა, მე ამ წუთიდან ალქაჯი აღარ ვარ, მე ჩვეულ–
ებრივი მოკვდავი გავხდი, დავაშავე და არ მაპატიეს .....-
-ერტი ჯარი ალქაჯები რომ დაგვტრიალებდნენ თავს, ერთმა
მაინც ვერ ამოიღო ხმა შენს დასაცავად?-
-მე დავაშავე და სხვებს როგორ დავემდურო?- ისე აქვითი–
ნდა უარყოფილი ალქაჯი. გიო კი, მისი მოალერსე, დასამ–
შვიდებლად სიტყვებს არ იშურებდა:
-არა უშავს, დაწყნარდი, მთავარია მეტი არაფერი დაგვიშა–
ვეს, მე ხომ შენ გვერდით ვარ? აბა შემომხედე და მითხარი,
გიყვარვარ? -აინოსმა შეხედა და თავი უხმოდ , ძალიან
დიდად თანხმობის ნიშნად დაუქნია,
-მაშინ წავიდეთ ჩვენს სახლში, ცოტა არ იყოს და მომშივდა,
რამე მექნება შემორჩენილი საჭმელად-
ემოციებით დაქანცული წყვილი ყვავილებით მოჩითული
თავისი საცხოვრებლისაკენ დაიძრა.
83
-მომიკვეთეს, იცი, მე მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემები
აღარ მიმიღებენ, ყველა ალქაჯს ეკრძალება დღეიდან ჩემი
ნახვა, მზეც ვეღარ იქნება ჩემი სიცოცხლის ენერგია, მე სულ
მარტოს მომიწევს ცხოვრება, მოკვდავი გავხდი, დავბერდები,
დავნაოჭდები, ყველგან სახეზე, ხელებზე, ყელზე, ყურებზე
ნაოჭები დამიწყებენ დამძიმებას და მოვკვდები....-
ნაღვლიანი ხმა გიოს ყურს ძალიან მძიმედ ხვდებოდა.
-მარტო რატომ? მე ხომ სულ შენთან ვიქნები?-ამშვიდებდა
გიო.
-მე მარტო მოკვდავი კი არა, ადამიანივით ვარ ახლა, მზის
სინათლით ვეღარ გამოვიკვებები, რა მეშველება არ ვიცი!-
-მოიცა, ეხლა შენ მართალი ადამიანი ხარ?-განცვიფრებულმა
გიომ აინოსის ცივ, ყინულადნაქცევ სხეულს ხელი შეახო,
მოფერებისა და მხარდაჭერის ნიშნად, მისი სხეული ცივი,
გაყინული, უხალისო იყო და არანაირი მსგავსება აღარ
არსებობდა ძველ, სიცოცხლით სავსე მანათობელი მზესავით
გასხივოსნებულ და კეკლუც მითიურ ქალთან.
-არ ვუნდივართ და ნუ ვენდომებით, ძალიანაც კარგი,
მაგათი დედაც.... ჩემთან წაგიყვან, ჩემს სახლში გამყოფებ,
გვერდიდან არ მოგშორდებით, ხეები და ყვავილები იქაც
გექნება, ნუ გეშინია ჩემო სიყვარულო, მე ვიზრუნებ შენზე-
ბუტბუტებდა მზრუნველ ენაზე მამაკაცი და გულში იკრავდა
ქალის ნატანჯ სხეულს . ის , როგორც არასდროს, ემოციუ–
რად და მორალურად მობილიზებული და შემართული იყო.
აინოსი ადამიანურად შეიმოსა, გიომ მანქანაში ჩაისვა და
აგარაკის სახლში წაიყვანა, გზადაგზა ამხნევებდა და
ადამიანური ცხოვრების დაწყებისათვის ამზადებდა. თავ–
იდან გაუძნელდა აინოსს საყოფაცხოვრებო ნივთების
მოხმარება, თუმც გიოს დახმარებითა და მისი ძალისხმევით
თავი ყველაფერს გაართვა, მზის სხივები მას ვეღარ კვება–
ვდნენ , შესაბამისად ადამიანური საკვებით დაიწყო კვება,
მისი დილა გიოს მომზადებული საუზმით იწყებოდა, ადამი–
ანურ სამყაროს მასპინძელი კარგად უვლიდა, მოსავდა და
84
ცივ ნიავს არ აკარებდა ყოფილ ალქაჯს, მისი მზრუნველობა
უსაზღვრო იყო მოსიყვარულე ქალისადმი, რომელმაც
ცხოვრების რწმენა და წმინდა სიყვარული შეაძლებინა,
გაყინული გულების საუკუნეში, მას ვერა და ვერაფერი
სცვლიდა მის ცხოვრებაში, ამიტომაც თვალის ჩინივით
უფრთხილდებოდა მამაკაცი და გრძნობდა ბუნებას მოწყვე–
ტილი, საკუთარი ოჯახისა და საზოგადოებისაგან უარყოფი–
ლი, სუსტ სქესად ნაქცევი მზრუნველობასა და დაცვას
საჭიროებდა მისგან. ერთადერთი ფანჯრებს ვერ მიეჩვია
აინოსი, მასთან მიახლოებისას ქუჩაში მოსიარულე ადამია–
ნებს ხედავდა, ჭრელა- ჭრულა განსხვავებულ სამოსში მოფ–
უსფუსეს, შეშინებული ბნელ ოთახში იმალებოდა, ადამია–
ნების დანახვით გამოწვეულ შიშებს ვერაფერი მოუხერხეს,
გიო იმედს არ კარგავდა, რომ მიეჩვეოდა მისთვის უცხო
გარემოში ცხოვრებას და ადამიანების გვერდით, თავისი
შრომისმოყვარეობისა და სათნო ხასიათის გამო, ღირსეულ
ადგილსაც დაიმკვიდრებდა. ისინი შეეწყვნენ ერთმანეთს და
ადამიანურ წეს-წყობილებაზე გადმოსული ყოფილი ალქაჯი
სწორედაც რომ ამ ცხოვრების ავკარგიანობის დიდი
დამკვირვებელი გახდა. გიო მას სახლში მარტოდ დარჩე–
ნისათვის ვერ იმეტებდა, ამიტომ ქალაქში სამსახურის
საქმის მოსაგვარებლად წასული უკან ძალიან მალე
ბრუნდებოდა, ის ძველებურად ვეღარ სწყალობდა ნათესავ-
მეგობ რებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, მისი
ზრუნვისა და ფიქრის საგანი მხოლოდ სიხარულისმომგვრე–
ლი ცოცხალი არსება იყო, არსება რომელსაც ადამიანურ
სამყაროში ფეხზე დგომას და პირველ ნაბიჯებით მატერი–
ალისტური სამყაროს აღქმას ასწავლიდა. დღეს დღე
მისდევდა, ბედნიერების მეცხრე ცაზე მყოფი გიო კი მის
გვერდით დროის, სივრცისა და მანძილის შეგრძნებას
კარგავდა.


85
თავი VI
სიზმარეთი
სიზმარი ზოგჯერ მიცხადდება, ფერად და საოცნებო
სიზმრებს ვხედავ, თუმცა, რასაც ვხედავ უკმაყოფილო
ნამდვილად არა ვარ, რადგანაც შესაძლებელია უფრო უარეს
კოშმარულ სიზმრებს ვხედავდე. ის ღამე განსაკუთრებულად
ბედნიერია ჩემთვის, თუ ჩემი გულისწორი მესიზმრა,
ხშირად არ მესიზმრება, თუმც, სიზმარში მისი გაღიმებით
გამოწვეული კეთილი და სასიამოვნო შთაბეჭდილება სიცხა-
დეშიც გამყვება ხოლმე. მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი, თუ
რატომ უმღერიან სიყვარულს, რატომ უწერენ ლექსებს დიდი
მგოსნები და რატომ უძღვნიან ოპერებს . მგონია, რომ ჩემს
გარშემო ადამიანები ვერ განიცდიან მისით ნეტარებას,
მოწონებასა და უბრალო გატაცებას სიყვარულს ეძახიან. არ
ვიცი, ეს რატომ ხდება. ალბათ, ნამდვილი სიყვარული ჯერ
არ განუცდიათ, შესაძლოა არასდროს ეღირსნენ მის ტკბილ-
მწარე გრძნობათა ემოციას. ნეტა ეს რაზეა დამოკიდებული?
შესაძლოა სიკეთეზეც. რაც მეტად გვემეტება სიკეთე
სხვისთვის, მით უფრო დადებითი ენერგეტიკა გვექმნება და
ალბათ, ბუნებაც სიყვარულით გვაჯილდოვებს მადლის
სახით. სიკეთე მარტო შეჭირვებულის გროშებით მოკითხვა
როდია, ყველანაირი გულწრფელი მოწყალების გაცემა
სიტყვიერი, სანუგეშო, მატერიალური თუ მორალური
დახმარება, ყველაფერი სიკეთეზეა.... და სწორედ რომ მის
მარცვლებზე უნდა აღმოცენდეს სიყვარული, თორემ სიკეთის
გრძნობის გარეშე სიყვარული ფეხს ვერ იკიდებს. სიკეთე
ხვდება გზამკვლევად სიყვარულს. არ არსებობს ბოროტის
სიყვარული, ბოროტებაში სიყვარულს ეგოიზმი ჰქვია,
ეგოისტობენ და ამას სიყვარულს ეძახიან , მერე მისით
იწყებენ აფიშირებას სხვის დასანახავად. არც იმის მჯერა, რომ
ნამდვილი სიყვარული შეიძლება რამდენჯერმე გეწვიოსო.
ვინც ამას ამბობს, მას არცერთხელ სწვევია ნამდვილი
86
სიყვარული. სიზმარში სწორედაც, რომ სულ ამაზე
მეფიქრება, ადამიანის სიცოცხლის უკვდავად თანმდევია
სიზმარი. სიზმარი იმდენი წლისაა, რამდენიც ადამიანი, ის
მხოლოდ შენშია და შენც მასში თავისუფალი ხარ, ხედავ
იმას, რაც გინდა ან არ გინდა მოხდეს, ხშირ შემთხვევაში
მიცხადდება.... ბოლო დროს სიზმარში ლექსების წერას
დავეჩვიე. ერთერთ უცხოურ ჟურნალში წავიკითხე გადა-
ღიზიანებული ფსიქიკის ნაყოფიაო, შესაძლოა ასეცაა, რასაც
მე ჩემი სიყვარული მაფიქრებს, მაფიქრებს და მაოცნებებს.
როგორ არ გადამიღიზიანდება ფსიქიკა, რომელიც ჩემში
ამინდის შემქმნელია ხასიათის სახით....და მაინც მეცნიერუ-
ლი ნაფიქრალების არ მჯერა.... როგორ შეიძლება თუნდაც
წუხანდელი სიზმარი გონების გადაღიზიანების შედეგი იყოს,
როცა მისგან გამოღვიძებულს თითქოს ფრთები მქონდა
გამოსხმული და მეცხრე ცაზე ვფრენდი....სიზმარში ჩვენ
კამკამა მზის შუაგულში ვიყავით, ჯერ ტყეში დავსეირ-
ნობდით, მის მწვანე წინსაფრის ზოლად გაყოლილ ფერად-
ფერად ყვავილებში თითის წვერებით დავდიოდით, ფეხით
რომ არ გაგვეთელა, არ შეგველახა. მან გვირილებით შემიკრა
ულამაზესი გვირგვინი და თავზე დამადგა, მერე გავიქეცით
და იმდენი ვირბინეთ, სანამ ზღვის ტალღებმა არ შემოგვა-
ფეთა თავისი მძლავრი ტორები, ფეხზე სანდლები გავიხადე
და ზღვას ვაჩუქე ალერსიანი დახვედრისათვის, მანაც მოი-
წონა ჩემი საჩუქარი და ტალღის ხელით გამომართვა, ცოტა
ხნით აზვირთავა სხვების დასანახად და მერე შუაგულში
ჩაიკრა, გახარებულმა ჩემს სიყვარულს ოქროსფერ სილაში
თითით ლექსი დავუწერე :
-მე და შენ ორნი, შუაგულ მზეში....
ზღვა ღელავს, ცისფრად კრიალებს ზეცა.
მე გჩუქნი პეპლებს,
შენ მიბნევ თმაში თეთრ გვირილებს-
და მკოცნი თვალში,
მე გიჩურჩულებ სწორედ იმას, მარადიულად-
87
შენ რომ გიყვარს და შენ რომ ეძებ მას მხოლოდ ჩემში....-
მერე ვაჩვენე, წაიკითხა, ხმამაღლა იცინოდა.... უბედნიერესი
ვიყავი და კიდევ დავტკბებოდი, ალბათ, რამდენიმე წამით
მაინც, ფოსტალიონს რომ არ დაერეკა კარზე ზარი. ასე
გაბმულად იცის , მიაჭერს ღილაკზე თითს და კარის
გაღებამდე აღარ აუშვებს ხოლმე. დიდად არ მიხარია მისი
გამოჩენა, იმიტომ, რომ მისი გამოჩენის შემდეგ მორიგი
ტყუილისათვის მიწევს მზადება , მას სხვადასხვა, ნაირნაირ
წვეულებებზე დასასწრები მოსაწვევები მოაქვს, რომლებსაც
ჩემი მეგობრები, ამხანაგები და ნაცნობები მიგზავნიან.
ერთადერთი, რაზედაც უარს ვერასდროს ვამბობ, წიგნების
პრეზენტაციებზე დასწრებაა, რომელსაც სიამოვნებით
ველოდები ხოლმე, თუმცა, ამ ბოლო დროს ესაც დიდად აღარ
მახარებს. უნდა ვაღიარო, რომ ჩემში სიყვარულის აღმოჩენასა
და გამობრწყინებამდე უფრო ყურადღებიანი და ინტერეს-
იანი ვიყავი, ახლა კი მცირედად ინდიფერენტულობა
დამჩემდა....ალბათ, ბედნიერების სინდრომია, იმდენად
გადართული ვარ ჩემი სიყვარულის ობიექტსა და მისგან
გამოწვეულ ემოციათა მორევში გადავარდნილი, რომ სხვა
მოვლენები, უბრალოდ, სხვა ხარისხში გადავიდნენ. ლექსე-
ბის წერა ძალიან მიყვარს, კითხვა კი უფრო მეტად , არ ვიცი
რა მეშველებოდა, ქვეყნად პოეზია რომ არ არსებულიყო. ჩემს
სიყვარულს მუდამ დღითა და ღამით, სიზმარში თუ ცხადში
ლექსებს ვუძღვნი, არ ვიცი, აქამდე უიმისოდ როგორ
ვცხოვრობდი, რა უაზროდ და უშინაარსოდ მიცხოვრია, ნეტა
ის რას ფიქრობს ჩემთან დაკავშირებით? საინტერესოა მისი
ინტერესის საგანი, მისი ფიქრები, ოცნებები. სულ დაკა-
ვებულია და მუდმივად თავისუფალი დროის პრობლემა აქვს,
ამხელა ბიზნესის წარმოება, რა თქმა უნდა, რომ დაღლის.
შესაძლოა ამიტომაცაა ხანდახან უხასიათოდ, მას კი წუწუნი
არ უყვარს, ანდა წუწუნი რა ვაჟკაცის საქმეა? კარგი ცეკვა
სცოდნია, გრაციოზულად ტანის დაჭერა, სიარულის მანე-
რასაც ეტყობა ძველი, პროფესიონალი მოცეკვავე რომ ყოფი-
88
ლა, დიდი წარმატებებიც ჰქონია. მოკლედ გარეგნობითაც
უნაკლო. რამდენჯერმე გაიჟღერა მისი მისამართით ჩემს
სამეგობრო წრეში ცუდი განწყობის შემცველმა სიტყვების
კორიანტელმა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვერ ვიტყვი,
რომ რომელიმე მათგანი ცუდად ცხოვრობს, ყველას აქვს ის,
რაც მისი მატერიალური ინტერესის სურვილს წარმოადგენს,
ჩემგან განსხვავებით ყველა ძვირფასად და სარფიანად
მოღვაწეობს. ამას წინებზე ჩემმა მეგობარმა მომინახულა,
ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობდით. სკოლის მერეც რაღაც
პერიოდი ერთად მოგვიწია მუშაობა, ის რეჟისორია და
ძირითადად მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობს, მე
ვუწერდი სცენარებს, რამდენჯერმე გაიმარჯვა სხვადასხვა
ფესტივალებზე. ახლახანს ამბობდა, რომ ეკონომიკური
კრიზისის გამო დაფინანსება შეუწყვიტეს, თვითონ
გადაწყვიტა კინოსტუდიის გარეშე დამოუკიდებლად
მოღვაწეობა და დამფინანსებლის მოძიება. უამრავ
ბიზმესმენთან მიწევს შეხვედრებიო, მასთანაც ყოფილა,
ძალიან დიდი უხეშობით გამოირჩევა სხვა მისი მსგავსი
ბობოლებისაგანო, მისი თითოეული სიტყვა იმდენად დიდი
ცინიზმითაა სავსე, რომ დაფინანსების შესახებ ვერაფერი
გავუბედე, დარწმუნებული ვიყავი, მაინც უარს მტკიცავდაო.
როგორც გავიგე, ძალიან აძაგებენ მისი კოლეგებიც. რთული
ხასიათების გამო, უხეში და დიდი ცინიკოსი, არ უყვარს
თხოვნა და ფულის გაცემა, ეგ კი არა უპატრონო ბავშვების
დასახმარებლად უამრავმა მაგის მსგავსმა ბობოლამ მიიღო
მონაწილეობა, მან კი უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ
მდგომარეობის შესწავლა უნდა მოხდეს, ადგილი არ ჰქონდეს
თაღლითური გზით უპატრონო ბავშვებზე დახმარების
ფონდს ამოფარებული პირების მეშვეობით ფულის
მითვისების მცდელობასო, ამიტომაც უსაფრთხოების გამო
მანდ მონაწილეობას ვერ მივიღებო....
მე მის გამართლებას შევუდექი:- იქნება და მართალია, რა, არ
არსებობს მსგავსი შემთხვევები? საკმაოდ ფრთხილი ყოფილა-
89
მეთქი; მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ, პრაქტიკამ
აჩვენა მსგავსი შემთხვევების არსებობა, ამიტომაც უფრო
მეტად ფრთხილია - მეთქი.
გამართლება იოლია. მთავარია, რამდენად გჯერა მისი
ობიექტურობის, თორემ დამაჯერებელი და გულის ამაჩუყე-
ბელი სიტყვები ყოველთვის მოიძებნება. ასევე მიუმართავს
დასახმარებლად ცხოველთა დაცვის საზოგადოებას,
უპატრონო ძაღლების თავშესაფარი გავხსენით და კვებისათვის
დამფინანსებლებს ვეძებთო. მას კი ასეთი პასუხით გაუსტუ-
მრებია:- არ მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები,
არც ორფეხა და მით უფრო ოთხფეხა, მათ ბეწვზე ალერგია
მაქვსო.- რა თქმა უნდა, ეს მისი იუმორია, თორემ ასეთი
მკვახე და უტაქტო პასუხი არ შეიძლება მისი საოცრად
კეთილი ვიზუალურობის მქონეს შესძლებოდა.
ერთერთ წვეულებაზე ორივე ვართ დაპატიჟებული და იმ
დღეს მოუთმენლად ველოდები. წარმომიდგენია მისი
მრავლისმთქმელი გაღიმება ჩემი დანახვისას.... მოკლედ, ასეა
თუ ისე, ძნელი და იმავ დროულად სასიცოცხლოდ
სასიამოვნო ყოფილა ყურებამდე შეყვარება.
....და ისევ სიზმარეთში....
იმ ღამეს ისევ ერთად ვცეკვავდით, მერე მუსიკა გაითიშა
და ჩვენ ორივე ერთად, მუსიკის გარეშე, ლექსების
ჟღერადობის ფონზე ვცეკვავდით.... მისი სხეულის დაჭერა,
მისი თითოეული მოძრაობის მანერა დიდხანს და
მგრძნობიარედ გამყვა, საკმაოდ ძლიერი ხელის მტევნები
ჰქონდა, რაც მის არა მარტო ცეკვით გატაცებაზე, არამედ
სპორტულად აქტიურ ცხოვრებაზეც მეტყველებდა. შავი
გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა და თავზე შავი
ცილინდრი ეხურა. მის თითოეულ მანერასთან შერწყმისას
გალანტურობის უწყვეტობას ქმნიდა, მეორე ცეკვის მანერასა
და ილეთზე გადასასვლელად. ცეკვავდა ძლიერად და
ჰარმონიულად, ისე როგორც თევზი ოკეანის უსასრულო
ტალღებში, მასაც ტალღებივით ჰქონდა ძლიერი მკალვები
90
გადაშლილი და პატარა თევზივით მიტაცებდა და
ბზრიალით მატრიალებდა ბნელ და მხოლოდ კუთხეებში
მოციმციმე მანათობელი ცისფერი ნათურებით განათებულ
და სიყვარულით გამთბარ ოთახში. ლექსის რითმას უწყობდა
ფეხს, ხელს და მთლიანად დაკუნთულ ტორსს.... ლექსი კი
მტკიცე ჟღერადი ტონით ისმოდა:
-მოდი, ავირჩიოთ ვალსი ან ტანგო,
თვალში საცემი ეს გრძნობა, კარგო,
მუსიკას ვანდოთ!-
ხელი მხარს ერთვის, ფეხი ფეხს უწყობს,
გული კი მხოლოდ შენთვის ძგერს
მარტო!
ენით უთქმელი მთვრალი ემოცია,
სიტყვა არ არსებობს მისი მნიშვნელობის,
ენით ვერ გადმოსცემ, რასაც გული გრძნობს,
გრძნობს იმას, რასაც სიყვარული ჰქვია,
ვალსი ან ტანგო, ტანგო თუ ვალსი,
ამ ერთხელ თუნდაც შენს მკერდში ვიყო,
გული აგიძგერო ცხელი ვულკანივით,
ერთხელ მეც რომ ვიგრძნო სამოთხის
სამყარო....
საღამოს ჩემთან გადმოდი, ჩემო
და ავირჩიოთ სამბა ან ბამბო,-
თუ გინდა ვალსი იყოს- თუ გინდა
ტანგო!-
ოღონდაც ჩემთვის იყოს და შენთვის
მარტო!....
რა საინტერესოა სიზმარეთის სამყარო, როდესაც რაღაც
ამოუხსნელი სტერეოტიპები იტაცებენ ცნობიერების
სივრცეს. მართალია სიზმარია, მაგრამ მერე ხომ ცხადად
გახსოვს. აბა, რით განსხვავდება სიცხადისაგან? ისიც გახსოვს
და სიზმარიც გახსოვს. ზოგჯერ გონიათ, რომ სიზმარში
მოვლენები არ ხდება, როგორ არ ხდება?.... აბა, მაშ რა არის
91
სიზმარი თუ არა კიდევ ერთი სხვა განზომილებიანი სამყარო,
რომელშიც ისე ხდება მოქმედებები შენგან
დამოუკიდებლად...., ადამიანების უდიდესი ნაწილი სიცხდეს
ანიჭებს უპირატესობას, ილუზიურსა და იდეალისტურ
წარმოსახვის გადმონაშთებსა და უსახურობის ელემენტებად
აღიქვამენ. მე კი სიზმარს სიცხადესავით აღვიქვამ, ჩემთვის
მნიშვნელოვანია ლამაზი სიზმრის ასახვა, რომელშიც
მიღებული დადებითი განწყობა სიცხადეში მიქმნის
ფსიქოლოგიურ კომფორტს, ან რაღა განსხვავებაა სიცხადესა
და სიზმარს შორის, მე ის სამყარო უფრო მიყვარს, სადაც
ბედნიერად ვგრძნობ თავს და ყველა ნატვრისა და ოცნების
მარტო განმკარგავი კი არა, ამსრულებელიც ვარ. სიზმარში
დრო არ არსებობს, დრო შენ თვითონ ხარ, დამოუკიდებლად
მოქმედებ და თავისუფალი ხარ სივრცეში. შეგიძლია
რეალურად ფრენა, სიცხადეში ვერ გაფრინდები ჩიტივით,
გაშალო ხელები და ცისფერი ცის კიდესთან ირაო
გაინავარდო.... სიზმარში ხშირად დავფრინავ, ხშირად
ტელეფონი მირღვევს სიზმრისეულ ჰარმონიულ მყუდრო-
ებას და ზოგჯერ, რა ბედნიერი ფინალური დასასრული
ექნებოდა, რომ არა სატელეფონო ზარი, ტელეფონზე აპა-
რატს გაბრაზებული გავებუტე, ასეთი ტკბილი წუთების
წართმევისათვის და პრინციულად აღარ ვრეაგირებდი მის
წკრიალზე, ზარი შეწყდა, თუმცა, ხელმეორედ ისევ
აწკრიალდა. ამჯერად ვუპასუხე, ჩემი მეგობარი იყო, თომა....
მომიკითხა, თვითონ საიდან აქვს ამდენი ინფორმაცია
ყველასა და ყველაფერზე? მაოცებს, ანდა საიდან გაიგო ჩემი
სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მე არსად
მითქვამს.... ის კი დარდობდა, ასეთ კრიზისულ პერიოდში
სამსახურის შოვნა პრობლემაა და რა გეშველებაო. აი, მე კი
სულაც არ მადარდებს ის, რაც თომას ადარდებს, მე ჩემი
სიყვარული მაქვს, ჩემი საოცნებო ადამიანი მყავს,
ურომლისოდაც ზუსტად ვიცი, რომ სუნთქვა და სიცოცხლე
არ შემიძლია, უსამსახურობას ავიტან, უსიყვარულობას კი
92
ვერ, ....და მაინც, რა ანერვიულებს ნეტა ? ტყუილად კი არ
ვუწოდებ ჩემს გულში, უთქმელად რა თქმა უნდა, „უბნის
მამიდას“.

თავი VII
თომა
თომა ოთხ ათეულ წელს სულ ახლახან გადასცდა, თუმც,
ასაკი მაინცდამაინც არ ემჩნევა. რომც ემჩნეოდეს დიდად არც
დაიდარდებდა, ერთი შეხედვით უდარდელი დარდიმანდი
და მოქეიფე ბიჭი, მაღალი, გამხდარი, მხრებში
საგრძნობლად მოხრილი, შავგვრემანი, შავი და საფეთ-
ქლებთან შევერცხლილი თმით, საოცრად თბილი, კეთილი
და მეგობრების უზომოდ, თავგანწირულად მოსიყვარულე.
ის ჩემზე საკმაოდ უფროსია, კომუნისტური საზოგადოების
აღმაფრენის დროს მოწინავე ინტელიგენციის ოჯახში
დაიბადა და აღიზარდა. იმ დროს, თომას ოჯახისათვის
დამახასიათებელი რეგალიები, ინტელიგენტურობაზე მეტყვ-
ელი იარლიყი, დიდად პრესტიჟული და საამაყო იყო. მისი
დედა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინო-
ლოგი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ენდოკრინოლოგიური
განყოფლების გამგე გახლდათ, პარალელურად შესანიშნავი
დედა და დიასახლისი. მამა ისტორიკოსი და არქეოლოგი,
კომუნისტური პარტიის წევრი, შრომისა და დროშის წითელი
ორდენოსანი, მას როგორც ტიტულოვან ფიგურას, ხშირად
იწვევდნენ საზღვარგარეთ არქეოლოგიური გათხრების დროს.
საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო არქეოლოგს,
უამრავი ღვაწლი ჰქონდა შეტანილი საბჭოთა კავშირის
არქეოლოგიის განითარების საქმეში. თომას სახლში ბებია-
ბაბუაც ჰყავდა. ბაბუა უკვე დაუძლურებული, საპატიო
პენსიონერი, თავის დროზე აკადემიის წევრი, ენციკლო-
პედისტი. ბებია ფეხსაცმელების ფაბრიკის მუშაკი, დამსახუ-
რებული გმირი, დროშის წითელი ორდენოსანი, რომელსაც
93
პენსია გასამმაგებული ჰქონდა. თანაც სსრკ-ს ერთ ერთი
ყრილობის დროს დეპუტატიც კი გახლდათ, პრეზიდიუმში
მჯდომს, წინასწარ ინსტრუქტაჟჩატარებულს, მინიშნებისას
მქუხარე ტაში უნდა დაეკრა, სახლში დაბრუნებულს მეტი
ტაშის კვრისაგან ხელები რუმბებივით ჰქონდა დასიებული,
მის შემდეგ უჩიოდა ხელების დაბუჟებას, მარილების
დაგროვებას და თითების დეფორმაციას. ტკბილი მოხუცი
ყოფილა, თურმე, თომაზე ამოსდიოდა მზეც და მთვარეც, ეს
უკანასკნელი განებივრებულ-გათამამებული, ბულკივით
ბავშვი ყოფილა, ყველა ფუმფულა ლოყებზე კოცნიდა და
სჩქმეტავდა. მოიზარდა თუ არა ქუჩის აკადემიის ერთგული
დამცველი და მისი ტრადიციების მტკიცე გამზიარებელი
გახდა. არაფერი აინტერესებდა იარაღების, ძაღლების,
ჩხუბებისა და ქუჩური გარჩევების გარდა, სკოლაში
მასწავლებლების ხათრით კარგად სწავლობდა. რა ექნა,
ხათრს ვერსად წაუვიდოდა. მასწავლებლებიდან ზოგი
ძმაკაცის დედა იყო, ზოგიც მეზობელი, ზოგი დედის დაქალი
და ზოგიც ბებიის ყმაწვილობის მეგობარი. ზოგი
ეცოდებოდა ოჯახური მდგომარეობის გამო, რვა კლასი
ფრიადებზე დაამთავრა. აი, მეცხრე და მეათე კლასში კი
წიგნის ფურცელიც კი არ გადაუშლია, მეტიც, სკოლას
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ისე აუვლიდ-ჩაუვლიდა,
გეგონებოდათ შიგ არ სწავლობსო. სკოლაზე ისე აგდებულად
საუბრობდა, თითქოს სოფლის მეურნეობის კანტორა ან
მეფრინველეობის ფაბრიკა ყოფილიყოს. სკოლაში არც
დამამთავრებელი გამოცდების დროს გამოჩენილა,
სამაგიეროდ მამამისმა, ბატონმა ანზორ თეიმურაზის ძე
კორკოტაშვილმა, რაიკომის მდივანთან, რომელიც მისი ახლო
მეგობარი იყო, ერთი გადარეკვით მოაგვარა სასკოლო
ატესტატთან დაკავშირებული პრობლემა. იმავე დღეს
რაიკომის მდივანმაც ვიღაც კომპეტენტურთან დარეკა და
რამდენომე დღეში ატესტატიც უპრობლემოდ გაჩნდა თომას
ოთახის კუთხეში მდგარი ოვალური მაგიდის უჯრაში. თომა
94
ასე გადარეკვ-გადმორეკვებით სკოლის დამთავრებიდან
მეორე წელს უმაღლესშიც მოეწყო, იმ დროს სულ სიცილითა
და ხუმრობებით იხსენებდა.
ჩვიდმეტი წლის თომას მთელი უბანი და თამამად
შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ჰქონდა აკლებული.
ტარაკანასავით შავი, მოვლილი, ცინცხალი მაუზერი
უყვარდა, ქამარში გარჭობილი. შავი დობერმანი, სახელად
ბარონა, ჰყავდა, რომელიც ისეთი აგრესიული იყო, რომ
ყველაზე დასაფლეთად იწევდა, ბარონა მამამისმა
ჩამოუყვანა შოტლანტიიდან, სულ ნამცეცუნა ლეკვი იყო,
ღამით თომას ლოგინში ეძინა, გიჟდებოდა მასზე, დღეში
უთვალავჯერ აბანავებდა და ვარცხნიდა ისედაც მოკლე და
თხელღერა ბეწვს, წამოიზარდა ბარონა და თუ იმ
პრინციპიდან ამოვალთ, რომელიც ითვალისწინებს, რომ
ყველა ძაღლი პატრონს ჰგავს, ბარონაც ხასიათებითა და
ყველანაირი ფსიქოლოგიური თვისებებით პატრონის
მსგავსად იყო შემკული. ნათქვამია, ხარი ხართან დააბიო,
ბარონაც თომასავით სახლიდან გასული, მოწანწალე და
გარკვეულ სიტუაციებში განსაკუთრებულად შეუვალი
გახლდათ, გათენებისას სახლში ბრუნდებოდა პატრონ-
ძაღლი, ორფეხ-ოთხფეხ მეგობარნი, მთელი ღამე ძმა ბიჭებში
გაატარა, ყანწების ხახაში კოტრიალი და ბოთლების ჰაერში
ლაწალუწი ჰქონდათ, პატრონის სმის შემხედვარე ძაღლი
ყნოსვით თვრებოდა. გამთენიისას, მაშინ, როდესაც მთელი
ქალაქი თავისი და ბარონასი ეგონა, სწორედ ამ დროს გზად
უბნის მეეზოვემ, მუდამ მოღიღინე და ცოცხთან
შეზრდილმა ქურთმა ქერემკამ ძაღლს ერთგული ცოცხი
შეშინების გამო მოუქნია, მანაც იუკადრისა და შეჰყეფა,
გაიწია საკბენად. მეეზოვემ არც აცია, არც აცხელა და თავის
ენაზე დედა შეუკურთხა ბარონას, ნირწამხდარმა თომამ
ითაკილა, შენ ჩემს ძაღლს როგორ შეაგინე, ძაღლის ხათრი თუ
არა, პატრონის მაინც არ გაქვსო? ქერემკა უმტკიცებდა, შენ კი
არა ძაღლის ყეფას შევაგინეო, მაგრამ გაგიჟებულ თომას
95
ქაოსს საზღვარი არ ჰქონდა, იშიშვლა შავად გაკრიალებული
მაუზერი და ქერემას ფეხებში გაადენინა ცხელ-ცხელ ტყვიას
წუილი. საწყალი, პატიოსნად მშრომელ მეეზოვეს, რომელიც
ყოველ დილას, გამთენიისას, თომას და მისი მეზობლების
სტაჟიანი მხვეტავ-დამსუფთავებელი იყო, მოკლედ მეეზოვე
კი გადარჩა, მაგრამ თომას ქერემკას მთელი სანაცნობ-
სანათესაო გადაეკიდა. თავის სანათესაოში თუკი ვინმე
ჯანიანი ეგულებოდა , ყველა მიუსია თომას. ამ უკანასკნელსაც
მეტი რა უნდოდა?! ხან ვის დაეტაკებოდა და ხან ვის
უშიშვლებდა ცივთვალება მაუზერს, ზოგს ქვედა ყბის ძვალი
ამოუგდო და ზოგს თავპირი დაამტვრია. თომა ძალით რომ
ვერ დაამარცხეს, მილიციის ძალით შეუდგნენ მის
პასუხისგებაში მიცემას, არადა თომას მილიციის გაგონებაზე
და იქიდან უწყებების გამოგზავნაზე ირონიული ღიმილიანი
დამოკიდებულება ჰქონდა, თვითონ არაფრად აგდებდა
დაბარება-დაკითხვებს, მეტიც, არასდროს ემორჩილებოდა მათ
უწყებებსა, ორდერებსა და იურიდიულ ფორმალიზმს,
არარაციონალურ მაჩვებად მოიხსენიებდა იქ მომუშავე
პერსონალს მეტსახელად. მიუხედავად იმისა, რომ მამამისის
სამეგობრო წრის ხალხი იყო იქ თანამშრომლებად, და
გადარეკვ-გადმორეკვების წყალობით თომას პრობლემა
მოგვარებად ქრონიკულ ხასიათს ატარებდა, მაინც ვერ
სწყალობდა თომას კეთილი განწყობა მათ სასიკეთოდ, ამ
შემთხვევაშიც გააჩუმეს მეეზოვე ქერემკა რამდენიმე წითელი
თუმნის სანაცვლოდ. თომას მუდმივ „ სვაბოდაზე “ მყოფის
ტიტულის გამო მეტსახელიც შეარქვეს უბანში-„სვაბოდნიკი
თომა“.
თომას გატაცება ცეცხლსასროლი იარაღები იყო. ნაჩუქარი
იარაღები იმდენი დაუგროვდა, რომ დიდძალ კოლექციას
მოუყარა თავი, რა აღარ ჰქონდა: ე.წ. აბრეზოვკები,
ვინჩესტერი, კარაბინი, კალაშნიკოვი, ყველაზე მეტად „უზის“
მოყვარული იყო, რა თქმა უნდა, მაუზერის შემდეგ, თორემ
მაუზერი დღედაღამ მისი განუყრელი მეგობარი იყო, ძილშიც
96
კი მას ეხუტებოდა. ე. წ. „ სტრელკებზე “ თავისი, თავისი
ძმაკაცებისა თუ სულაც სხვისი ნაცნობის ან უცნობის მიერ
შეკვეთისას მარტოდ-მარტო უზთან ერთდ მიდიოდა,
ზოგჯერ დამხვედრი ზღვა ხალხიც ყოფილა . დასასრული ან
სისხლიანად , ანდა ძმობის შეფიცვით მთავრდება,
წინააღმგეგობის გაწევა არ უყვარდა, მაგ დროს მთლად
შეუვალი ხდებოდა, განსაკუთრებით კი, უსამართლოდ
დასჯილ-დაჩაგრული ადამიანის ბედი მისთვის
გულისამაჩუყებელი მოვლენა ხდებოდა, ყველა დაჩაგრული
მისგან მოითხოვდა მფარველობასა და სანუგეშოს, ყველამ
კარგად იცოდა მისი სამართლიანობის შემცველი
ფსიქოლოგიის, თომას მომრევი ვერაკაცი და მით უფრო ვერც
სსრკ-ს სამართლის კანონები იქნებოდა.
თომას გოგო არასდროს ჰყვარებია, ზოგადად ქალი
მუდმივად მოსწონდა და ეთაყვანებოდა, მუდამდღე ჰყავდა
კიდეც მრავალფეროვნად, თუმცა, სერიოზული
ურთიერთობებისთვის არასდროს ეცალა, მუდმივად დაკავე-
ბულს საომარი მოქმედებებით მშვიდობიანი პოლიტიკის
დროსაც კი, მისი მოწინააღმდეგე ყოველთვის ერთნაირი
ტიპაჟის, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოძალადე პირე-
ბი იყვნენ, რომლის შიდახასიათს მოხარშულ-მოუხარშავად
იცნობდა, მათთან მუდამდრო მებრძოლი თომა. თომა
მსუბუქი ყოფაქცევების მქონე ქალების ხშირი სტუმარი იყო,
ისინიც დიდი მოწიწებითა და კრძალვით ეპყრობოდნენ მის
ავრტორიტეტს. არაერთ მოძველბიჭო ელემენტის მქონე
კაცებისათვის უწყევლინებია თავგზა, ქალისათვის ფულის
გადაუხდელობის გამო, რის გამოც ერთობ მათ მფარველად
და მზრუნველ მამად მოიხსენიებდენ ცოდვილი ხილის
მოყვარული ქალები. ანდა სიყვარულისთვის როდისღა
მოიცლიდა თომა, მუშტი-კრივში გართულს სახლის გზა და
ოჯახის წევრებიც იშვიათად ახსენდებოდა.
საღამოობით თომას სახლში ტელეფონის ზარმა
ჩვეულებრივზე მეტად უმატა, დღეში უამრავჯერ გოგონას
97
ნაზი, ბავშვური ხმით- თომას სთხოვეთ თუ შეიძლებაო-
კითხულობდა, მაგრამ თომა სახლში ძირითადად არ
არსებობდა, სახლში მხოლოდ ინტერესის გამო დარჩა ისიც
სულ რამდენიმე საათით, მისი ხმის გაგონებაზე
მოულოდნელობით შეკრთა, თომას აჩქარებული სუნთქვისა
და დუმილის მეტი არაფერი ესმოდა, გოგონამ ყურმილი
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დაუკიდა. ინკოგნიტო
თაყვანისმცემლის მოძებნა არ გასჭირვებია ქუჩის
„გამომძიებელს“, მისი ძებნილი ძმაკაცის უმცროსი დაიკო
აღმოჩნდა, თექვსმეტი წლის ყურებამდე შეყვარებული
მანანა:- ასეთი პატიოსანი გოგო და ბავშვური გულის მქონე ,
ასე ალალად რომ შემიყვარებს და მე, თუ ჩემი
უყურადღებობით, გულს ვატკენ, მა რაღად მინდა ჩემი
ახვარი სიცოცხლე?-ადგა და მაშინვე სკოლაში მიაკითხა,
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ჰკითხა:-
მართლა გიყვარვარ?-
-არა! არ ვიცი....-ყურებამდე გაწითლებული მანანა სიმორ-
ცხვეს ვეღარ ფარავდა, თომა მანანას გადაეხვია და თბილ-
ად გულში ჩაიხუტა, ცნობისმოყვარეობისაგან ლამის მთელი
სკოლის დიდ-პატარა გამოეფინა ფოიეში . ამის შემდეგ
მანანას ყოველ დღე სკოლაში აკითხავდა, ტკბილეულს არ
იშურებდა მისთვის და მისი კლასელებისთვის, გოგონაც
უფრო მეტად გაუთამამდა, დიდი ხნის მონატრებულივით
ყელზე შემოეხვეოდა და წასვლისას განშორება უჭირდა.
ზუსტად ერთი თვის თავზე კი მანანას მშობლებს
ოფიციალურად, ყოველგვარი ტრადიციის დაცვით, ქალიშ-
ვილის ხელი სთხოვა, მშობლებს არ უნდოდათ პატარა,
არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე შვილის
გათხოვება, მაგრამ:- „ბანდიტის“ გადაკიდებას ისევ მისი
ჩასიძევება გვირჩევნიაო- მიუხედავად იმისა დიდად გულზე
არ ეხატებოდათ თომა, დედ-მამისა და ბებია-ბაბუის
სიკარგითა და მათი ავტორიტეტით იმშვიდებდნენ თავს.
თომამაც იცოდა, რომ მას ვერავინ ვერასდროს ვერაფერს
98
დაუჭერდა და დაუშლიდა, ამიტომაც არხეინად იყო.
ქორწილი აღარ მოისურვა- ნიშნობა და იმის ჯანიო, მარტო
ოჯახის წევრები და ძალიან ახლო ნათესავები შევიკრიბოთ
და მანანას იმ დღესვე ჩემთან წავიყვანო. ასეც მოიქცნენ,
მეორე დღესვე ბალტიის პირეთში გადააფრინა, რადგანაც
მისი სიტყვა კანონი იყო, წინ ვერავინ აღუდგა, მანანა კი
ბედნიერების მორევში დაცურავდა და მისი ბედნიერების
იქით თუ რა ხდებოდა, ოდნავადაც კი არ ანაღვლებდა.
ყველას ეგონა, დაოჯახების შემდეგ თომა რადიკალურად
თუ არა ოდნავ მაინც შეიცვლებოდა, მაგრამ ის ისეთივე ძველ
თომად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. სახლში იშვიათად
სტუმრობდა, მანანა ხშირად მის ლოდინში ათენებდა და
აღამებდა. ასე გადიოდა თვეები.
ერთ გარიჟრაჟზე, როდესაც ქურთი მეეზოვე ქერემკა
მშობლიურ ადგილს საგულდაგულოდ ხვეტავდა, თან რაღაც
სიმღერას ღიღინით ცოცხს რითმა აყოლილივით ხელოვნ-
ურად უხამებდა, ქუჩის მხარეს გამავალი ფანჯარა გაიღო და
მთელი ხმით თომას ღრიალის ხმა გაისმა:
-ბიჭია, ბიჭიიი, გავაკეთე როგორც იქნა....
-ვაა, ბიჩი გეყოლა ჯეელო?-იკითხა მუდამდღე ქრონიკულად
გაღიმებული ჰაბიტუსის მქონე მეეზოვემ. თომას ღრიალზე
კი პარალელური სახლებიდან ფანჯრები იღებოდა და
ცნობისმოყვარე თავებს ფანჯრიდან ჰყოფდნენ, რომლებიც
გარიჟრაჟის ფონზე კალათბურთის ბურთებივით ჩანდნენ.
-არა, კი არ მეყოლა, გავაკეთე - მეთქი, გავაკეთე, ცხრა თვის
შემდეგ ამ ფანჯრიდან გადმოვახედებ!-
თომას ნათქვამს ოვაციითა და ხუმრობანარევი შეძახილ-
ებით შეხვდნენ უბნის ახალგაზრდა ბიჭები, იუმორ-
იუმორით დაიწყეს სხვადასხვა ამბებისა და ხუმრობების
თხრობა ფანჯრებიდან, ქერემკას კი განცვიფრებისაგან პირი
ღია შერჩენოდა და ცოცხიან ხელს ხან მარჯვნივ გადააბრ-
უნებდა განცვიფრების გამოსახატავად და ხან მარცხნივ.
99
-ვაა, ეხლა გააკეთე?....მერედა შენ რა იცი რო ბიჩია, იქნება
ქალია?-
-ვიცი, ქერემ, ვიცი....
ქუჩის ფანჯრებში სიცილ- კისკისისა და როხროხის ხმები
ისმოდა, სინათლე ნელ-ნელა ფეხაკრებით შემოდიოდა
ქალაქში, უფრო ხილვადს და მკვეთრს ხდიდა ყოველ
სახლსა, ქუჩასა და ადამიანს. მეეზოვე არ ცხრებოდა
ხვეტითა და ბუზღუნით, რომელსაც ძველი წყენა თომას
მიმართ არ განელებოდა, მისი მისამართით ბუზღუნებდა: -
„ადრე კაცი მხოლოდა ბიჩი რო გააჩენდა, მაშინა დიდი
სირცხვილითა იძახდა, ღვინოს დაგისხამდააა, დაგალო-
ცნიდაა....ეხლა რა ვრემია დამდგარა, ღიალებენ ბიჩი გავაკე-
თეო, ვაა, შენა რა იცი რა გააკეთე, ეგება და ვირია, ან გააკე-
თე რო? რამდენი ეგეთი ხალასტოი ხდება ხოლმე, არაა ვრემია
აღარა ვარგა“....- ბუზღუნით ამთავრებდა მეეზოვე ქუჩაში
ფუსფუსს, რომ კარგად ინათა და ქალაქიც თანდათანობით
ახმაურდა.
მართლაც ცხრა თვის შემდეგ თომას ფანჯრებიდან და
აივნებიდან მარტო თოფისა კი არა, თითქმის ყველანაირი
ზომისა და ფორმის იარაღის ბრახა-ბრუხი ატყდა, თომა და
მისი საძმო ისეთი ფორმით აღნიშნავდნენ თომას
ვაჟიშვილის დაბადებას, რომ გეგონებოდათ გერმანიასა და
საბჭოთა კავშირს შორის ომი ჯერაც არ განელებულიყოს,
თავგამოდებულნი იბრძოდნენ თომას ძმაკაცები ოღონდაც
მათი ბრძოლა სასიხარულო და თომასთვის განსაკუთრე-
ბულად საამაყო იყო. თომამ შვილს ბაბუის საპატივსაცემოდ
მისი სახელი ილია დაარქვა, მოფერებით ილუშკას ეძახდნენ.
მერე დაიწყო ოთხმოციანი წლების ეროვნულ-განმანთა-
ვისუფლებელი მოძრაობა, თომა მით უფრო სახლის იშვიათი
ნახევარუფლებიანი წევრი გახდა, დღე და ღამეს ქუჩაში
საპროტესტოდ გამოსული საზოგადოების გვერდით ატარებ-
და, ისინი კომუნისტური პარტიიდან, კომუნისტური კავში-
რიდან გამოსვლას და ქვეყნის თავისუფლებას მოითხოვდ-
100
ნენ. თავისუფლების წყურვილი ყოველთვის მწვავედ იდგა
თომას პიროვნებაში, მას ყველანაირი ფორმის თავისუფლება
ხიბლავდა, ვერ იტანდა კანარიულ ჩიტს გალიაში, რამდენისა-
თვის უჩუქებია, გალიის კარის გაღებით პატრონის დაუკი-
თხავად, მათთვის თავისუფლება, თვითონაც პიროვნება
თავისუფლების სულით-ხორცამდე მადიდებელ-მატარებელი
იყო....
ალბათ, მისი თავისუფლებისადმი განსაკუთრებული
დამოკიდებულება იყო ქუჩის ყოფიერების გაიდეალება, მას
ოჯახში გამეფებული ტრადიციები, გარკვეული შეზღუდვების
დაწესება აღიზიანებდა, შეასძლოა სწორედაც ამიტომ იყო,
როდესაც მოზარდი ბიჭი ქუჩის აკადემიის ტრადიციების
მოყვარული და მისი გამზიარებელი გახდა. თომა პიროვნული
თავისუფლების გარეშე ვერ იცოცხლებდა....ეს ზუსტად
ვიცოდი. ძნელია, როდესაც შენ იცი, გიყვარს უფრთხილდები,
სხვა კი საერთოდაც არ ინტერესდება სხვისი თავისუფლების
მოყვარეობით, სხვისი კეთილდღეობით და მისგან გამოწვე-
ული სიამოვნებით. თომა ეროვნული მოძრაობის დროს
დაშავდა, მე ეს პერიოდი კარგად არ მახსოვს, ის ჩემზე
თითქმის ორ ათეულ წლამდე უფროსია, მაგრამ
დედაჩემისაგან გადმოცემით ვიცი, რომ მაშინ მხუთავი
გაზით მოწამლულა თომა და საკმაოდ მძიმედაც, ის ჯერ
საავადმყოფოში, მერე კი სახლში გადიოდა სამკურნალო
რეაბილიტაციის კურსებს, ძალით გამოჯანმრთელებულმა
თომამ ვეღარ შესძლო ძველებურად ქუჩის ცხოვრებით
ცხოვრება, თუმცა, მისი კანონები მაინც ძვალსა და რბილში
ჰქონდა გამჯდარი. მასთან მოდიოდნენ ნაჩხუბარი ბიჭები
საქმის გასარჩევად და დამნაშავ-მართლის სტატუსის
მოსაპოვებლად, ის გეგმავდა ბევრ ქუჩის საინტერესო
მოვლენას და მომხდარის საქმის კურსში ყოველთვის მას
აყენებდნენ, პატივს სცემდნენ, უყვარდათ და თვითონაც
თავდაუზოგავი იყო თითოეულისათვის.
101
თავიVIII
ალქაჯები
ტყუილებით ცოლ-შვილთან თავგასულმა, კიდევ მორიგი
ფანტაზიანარევი სიცრუით მოხიბლა ბიგუდებთმებიანი ცო-
ლი და საჩუქრებ-სანოვაგით ხელდამშვენებული თავის ალქა-
ჯისაკენ გაეშურა:
- რას ვიზამ, ერთხელ მოვსულვარ ამ ქვეყნად და ისიც ასეთი
ორიგინალური წრფელი სიყვარული მაღირსა ღმერთმა, ამ
ბედნიერებაზე ცოლის ხუშტურების გამო უარს ვერ
ვიტყვიო -ფიქრობდა გიო. სამომავლო გეგმებს არ აწყობდა.
თვლიდა, რომ დღევანდელი დღე, რომელიც ბედნიერების
უსაზღვრო განცდაა, მას ხელს არ უნდა უშლიდეს
მომავლისეული ფიქრები და მისით გამოწვეული გარკვე-
ული მზრუნველი განცდები, ხვალინდელმა ხვალისაზე
იფიქროს, მაგრამ ყველაფერი „ხვალისა“ დღეს ნუ
შემაწუხებსო, გული მძიმედ ეკუმშებოდა და სადღაც ყრუდ
ძლიერ ამოუხსნელ ტკივილისმაგვარ დაუპატიჟებელ
შეგრძნებას პერიოდულად გრძნობდა. ეს მხოლოდ მაშინ
ემართება ასე, როდესაც თავისი გულისსწორი მოენატ-
რებოდა, მონატრება კი მისი დამშვიდობების თანავე
იწყებოდა. სწორედაც, რომ დარწმუნებული იყო, მსგავსი
უსიამოვნო და ნახევრად სასიამოვნო შეგრძნება მის
გულისსწორსაც ჰქონდა, რადგან სიყვარულის უხილავი
ძაფები ერთმანეთს აკავშირებს და მათი შეგრძნებები თუ
ემოციები ერთმანეთზე გადადიოდა. როცა გულს ენატრება
მეორე , თავისი მსგავსი გული, აუცილებლად მოხდება
უხილავი ძაფების გაბმა ამ ორს შორის .
ერთ მშვენიერ სისხამ დილას, მაშინ, როდესაც მამლებს
უკვე ნაყივლი ჰქონდათ, ტკბილ ძილში მონებივრე წყვილს
თავს წაადგა ნაძალადევად მომღიმარი, ძალზე მკაცრი სახის
გამომეტყველების მქონე ქალი, რომელსაც მოზარდი ბიჭი
თან ახლდა. ქალის მიერ ატეხილი წივილ-კივილი ზეცას
102
სწვდებოდა. ძილისაგან გაბრუებული, თვალებშესიებული
და ზღარბივით თმებაქოჩრილი გიო ამაოდ სთხოვდა ცოლს
დამშვიდებას და მის მოსმენას, ქალი კიოდა და კივილის
დროს გაუგებარ სიტყვათა კორიანტელს გიოს მიმართუ-
ლებით ისროდა. მოზარდი ტიროდა, ცრემლები ღაპა-ღუპით
მოედინებოდა მისი მკვეთრად თაფლისფერი თვალებიდან,
უსველებდა ღაწვებს, ყვრიმალებს, მერე ძველ ცრემლს
ახალი, უფრო წმინდა და გამჭვირვალე სცვლიდა, ძველი
იძულებული იყო გზა ახალი ცრემლისთვის დაეთმო და
თვითონ დასავიწყებლად განწირულ ემოციების მარადიუ-
ლობაში ჩაკარგულიყო, მოზარდი ხედავდა დედის და მამის
თავხედურ ჩხუბს, მას ორივე სურდა, სურდა მათი სიწყნარე
და ემოციურ ჰარმონიულობაში ცხოვრება, თუმცა, ეს
მხოლოდ სურვილი იყო. იმასაც აცნობიერებდა, რომ მასზე
არაფერი იყო დამოკიდებული, ვერაფერს შეცვლიდა, ამისა-
თვის ძალა და უნარი არ შესწევდა, იძულებული იყო
გაჩუმებულს აეტანა მდუმარედ მათი ყოველი არაადე-
ქვატური ქცევის მანერა. მწარე, ერთმანეთის მიმართ
გაუცნობიერებელი, ზიზღის მომგვრელი სიტყვები, მაგრამ
გული და თვალი ვერ ემორჩილებოდა, თვალი ტიროდა ,
ცრემლები მას არ ეკითხებოდნენ მოსვლას, ასევე გულიც ,
მას არ ეკითხებოდა ნერვიულობისაგან დაპატარავებას და
უსიამოვნოდ მძაფრი ტალღისმაგვარი ტკივილის წარმო-
შობას. მოზარდი გარკვევით ხედავდა თავისი ცრემლიანი
თვალებით, თუ როგორ გადაიზარდა ყვირილი ხელჩართულ
ჩხუბში, ჯერ დედა ყვიროდა, მამა რაღაცის ახსნას ცდილ-
ობდა, მაგრამ ისიც მალე გადავიდა ყვირილზე, მერე დედა
ეცა მამას და ღია შვინდისფერი ლაქით შეღებილი და მომ-
რგვალებული გრძელი ფრჩხილებით ლოყები ჩამოკაწრა,
მამამ მარცხენა ხელი კისერში ჩაავლო და მარჯვენით სახეში
სილა გააწნა, სილის ხმა ბაქარის ყურებს ემწარა და გულმაც
უფრო აჩქარებულად და მწარედ დაუწყო ბაგა-ბუგი, დედამ
იდაყვზე უკბინა მამას, მამას ეტკინა და ერთი წიხლის
103
უხეში და გამეტებული გაქნევით მოაგვარა მკბენარი ცოლის
თავდასხმა. მოზარდი ამჩნევდა, რომ მამაზე დედის
თავდასხმა შედარებით ნაკლებად ტალღავდა ტკივილიან
გულს, ვიდრე პირიქით, დედის ტკივილი და ცრემლიანი
ტირილი, პირდაპირ გადიოდა მის გულზე . ვალში არ
რჩებოდა გიო ცოლს, მის ნათქვამ ერთ სიტყვას ორით
უმასპინძლდებოდა, და მის მიერ მიყენებულ ფიზიკურ
ტკივილს, ორმაგად უთავაზებდა, ბაქარმა მზერა ოთახის
კუთხეში მყოფ სახეზე ხელებაფარებულ უცნაურ ქალზე
გადაიტანა, რომელსაც საოცრად თეთრი სხეული
სიშიშვლისაგან არ ერცხვინებოდა, უბრალოდ მხრები და
ხელები უკანკალებდა, სახე არ უჩანდა, მის ადგილას ასევე
აკანკალებულ აცახცახებული გრძელი თითები თრთოდნენ,
ქერა საოცრად გრძელი თმები მუხლებს ქვემოთამდე
ჩამოგრძელებოდა და ერთი შეხედვით არამიწიერ , ოღონდაც
ცოცხალ ქანდაკებას წააგავდა. ხმაურიანი ჩხუბი ნივთების
მტვრევაში გადაიზარდა, ქალმა ჯერ ფარდები ჩამოწყვიტა,
შემდეგ პატარა კომოდის თავზე დაკიდებული დიდი
დეკორაციული სარკე ჩაამსხვრია, მას ფანჯრის მინები
მიჰყვა, გიოს გაბრაზებულ-განწირული ღრიალი, დედის
სისხლიანი ხელები, მეორე ოთახში მდგარი კარადის
გადმოგდება, სავარძლების ამოყირავება, სერვანდიდან
ბებიის ნაქონი, ძველებური ჭურჭლის მსხვრევა- ლეწვის
ხმა.... ეს ხმები გაუთავებლად ერთიდან მეორეში წუთების
განმავლობაში გადადიოდა, მოზარდის ფსიქიკამ მეტს ვეღარ
გაუძლო და სახლიდან უმისამართოდ გაიქცა, თუმცა, თავის
სტიქიაში მყოფ დედას ეს არ გამოჰპარვია, ჩახრეწილი ხმით
დაედევნა შვილს, სახლის კარი ღია დარჩა. რამდენიმე
წამში სიჩუმე ჩამოწვა, გიო სამზარეულოში შევიდა, წყალი
პირდაპირ ონკანიდან მოსვა, მერე სკამზე ჩამოჯდა და
თავი მაგიდაზე ჩამოდო, ასე იყო ერთხანს, ესიამოვნა
სიწყნარე და გააზრებაც კი არ უნდოდა მომხდარის,
თვალებდახუჭული ცდილობდა თითქოს ფხიზელ ძილს
104
მისცემოდა, ცდილობდა მომხდარი არ გაეანალიზებინა,
თუმც ეს უფრო საკუთარ თავთან ბრძოლას ჰგავდა, ახლა კი
მართლა სძულდა ცოლი და ვერც კი ხვდებოდა თუ რატომ
ვერ გაუგო ქალმა სხვა ქალისადმი დიდი სიყვარული, მის
ბედნიერებას ძალადობრივი წინააღმდეგობით შეხვდა, ხან
თავისი თავი სძულდა, რადგან ხელით შეეხო თავისი
შვილების დედას და მასთან ძალისმიერი მეთოდებით
მოუხდა საკუთარი თავის დაცვა, სადღაც შორიდან თითქოს
ძაღლების უჩვეულო ყეფა მოესმა, სწორედ ისეთი
ნადირობის დროს რომ იციან, მერე ხალხის შეძახილები,
ოღონდ სიშორის გამო გაურკვეველი სიტყვებით, აშკარად
სტვენის ხმაც, სტვენის ხმას ხარხარი მოჰყვა.... გიო შედგა,
მერე ელდა ნაკრავივით ღრიალით შევარდა არეულ-
დამსხვრეულ საძინებელ ოთახში და ის იქ აღარ იყო, ელვის
სისწრაფით დაირბინა მთელი სახლი, ღრიალებდა ალქაჯის
სახელს, მერე ქუჩაში გავარდა, ერთგან შეკრებილ ბრბოს
მოჰკრა თვალი, ტყისკენ მიმავალი გზისკენ იშვერდნენ
ხელებს და ხარხარებდნენ. მიხვდა გიო, რომ აინოსმა
მიატოვა, მიხვდა და ეტკინა, ეწყინა, ტყისკენ მიმავალ გზას
ჩქარი ნაბიჯით დაადგა, გვერდი აუარა მოხარხარე ბრბოს,
რომელსაც შიშველი ქალის დანახვით გამოწვეული
ემოციური ცინიზმი ჯერ განელებული არ ჰქონდა.... და
მიხვდა.... რომ სძულდა ადამის მოდგმა, რეპტილიებივით
ცივთვალებიანები, გონებრივად შურისა და არაადამიანობის
მადიადებელნი, მათთვის სხვა ადამიანების ტკივილი
ჩვეულებრივად იუმორის მომგვრელია, მერე რა თუ სხვას
სტკივა, მთავარია მათ არ სტკიოდეთ, მერე რა თუ სხვა მათი
ახლო მეგობარი ან ნათესავია, რაც უნდა ახლობელი იყოს,
მაინც უცხოა, რადგან ის თვითონ ვერ გრძნობს ტკივილს, ამ
ტკივილის ფონზე გამოწვეულ სევდას. სევდა, რომელიც
ბზარს უჩენს ყველანაირ სასიხარულო შეგრძნებას, როგორ
ეძნელება სევდიანი ტკივილის დროს სულს სიმარტოვე,
ითხოვს სიტყვიერი ნუგეშისმომცემ თანამეინახეს, რომელიც
105
გულწრფელად მიიღებს მის თითოეულ ტკივილს და
საკუთარივით გაიზიარებს, არ იქნება სეირის მაყურებელი
და ზურგს უკან სხვის გასართობად ინფორმაციის
მომპოვებელ-გამჭორავი.
გიო უშედეგოდ ეძებდა აინოსს ნაკრძალის განაპირა
ზოლში, ძებნისას ის ადგილებიც დალაშქრა, სადაც
პირველად იხილა მასზე შეყვარებული ალქაჯი, გაიცნო,
პირველად ჩაეხუტა და ეამბორა, მიაშურა მათ ძველ,
წნელით შემორაგულ საცხოვრებელ ბუნაგს , რომელიც ერთ
დროს აინოსის ხელით აყვავებული დღისა და ღამის
ყვავილებით იყო დამშვენებული, ჩამოწოლილიყო ლერწმის
სახურავი, ის სილამაზე აღარ ჰქონდა, რაც უწინ,
შეყვარებული წყვილის ცხოვრების დროს რომ სუფევდა,
ეჭვგარეშედ ცნო აინოსის იქ არ არსებობა, გული დაწყდა,
შებინდებამდე უშედეგოდ ეძებდა, ნაკრძალში უფრო ღრმად
შესვლა ვერ გაბედა, დაკარგვის შეეშინდა, ამიტომ სახლში
დაბრუნება ამჯობინა.
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ფიქრით გათანგულს
ხან სასოწარკვეთილი დეპრესია იპყრობდა, ხან შემცივნ-
ულივით ციებ-ცხელება აწუხებდა, აზრი აინოსის მიტო-
ვების შესახებ სტანჯავდა და ხვდებოდა, რომ უიმისობას
ვეღარ შეძლებდა, ვერ დაუშვებდა უიმისოდ მისი ცხოვ-
რების გაგრძელებას, ვერც ჩვეულიებრივ და ვერც უჩვეულო
მდგომარეობაში, უმისობა მხოლოდ ტანჯვიანი მოგონე-
ბებითა და უკიდეგანო, სამუდამოდ განუკურნებელი ტკივი-
ლებით აავსებდა. ეს ის ქალი იყო, რომელმაც სიყვარულის
ჭეშმარიტება გააცოცხლა, სიყვარულის ანბანი ასწავლა და
სიცოცხლეს სხვა თვალით შეახედა,.... ასეთი ეული, ასეთი
უმწეო არასდროს ყოფილა, არა, მან უნდა მოძებნოს ის,
მაგრამ ალქაჯთა მოდგმაც რომ საკმაოდ დიდი პრინცი-
პულობით ხასიათდება?....მათ თავიანთ დას, დედამ კი
შვილს არ აპატია შეცდომა. შეცდომა, რომელიც დიდი
გრძნობის დამბადებელია, ალბათ, მათი წესი არპატიებაა და
106
აინოსიც არასოდეს აპატიებს მას იმ სცენებს, რაც მათ
სახლში გადახდათ- არა, სხვა გვარად უნდა მოვქცეულიყავი
და გამოსავალი სხვაგვარად უნდა გამომეძებნა, თავიდანვე
უნდა მეთქვა მარიასათვის ჩემი სიყვარულის ამბავი, მწარე
სიმართლე სჯობია დეკორაციულად შელამაზებულ ტყუ-
ილს. ტყუილი , დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად
გამოამზეურებს თავის სამარცხვინო თავს და მის ავტორ-
პატრონს გარეგნულად თუ არა შინაგანად მაინც ჭარხალი-
ვით გააწითლებს, რადგან სინდისი ყველაზე უსინდისო
ადამიანშიც კი ბოლომდე არ კვდება. არა, მან უნდა მოძებ-
ნოს აინოსი, ის განკვეთილი ალქაჯია, მას აღარ შეუძლია
მზის სინათლის ხარჯზე საკვები ორგანული ნივთიერებების
წარმოქმნა, ამიტომ კვება და მოვლა ადამიანური სჭირდება,
ვინ იცის ახლა როგორ შია, არ შეუძლია მარტო ცხოვრება,
მარტოსულობას ვერ შეეგუება, მას სხვა ალქაჯები აღარ
მიიღებენ, ჩემი შეყვარების გულისთვის თავიანთი საზოგა-
დოებიდან განკვეთეს, ახლა თითქოს სიყვარულმაც განიკვ-
ეთა და რა აზრი აქვს მარტოსულ - ეულად ნაქცევ სიცოც-
ხლეს თუ ის უსიყვარულოდ, უღიმღამოდ ჩაივლის. საცო-
დავი აინოსი, ვინ იცის სადაა, ალბათ, როგორ მდარდობს,
დარწმუნებული ვარ უჩემობას განიცდის, ჩვენ ხომ უხილავი
ძაფებით ვართ გადაკვანძულნი და მე ვგრძნობ, რომ
უჩემობას განიცდის.... მეტიც, ისე მომეჩვია, რომ უჩემობას
ვეღარ გაუძლებს და დამეღუპება. საჩქაროდ, საკუთარი
თავის ფასადაც რომ დამიჯდეს, უნდა მოვძებნო-ფიქრობდა
სასოწარკეთილებაში მყოფი გიო და გათენებას სულმოუ-
თქმელად ელოდებოდა. როგორც არასდროს სძულდა ღამის
სიბნელე, თითქოს ღამეც ეურჩებოდა და გათენების
საშუალებას არ იძლეოდა....დრო საოცრად გაზარმაცდა , ზლა-
ზვნით დაიწყო ბოდიალი. გიოს მხოლოდ გაცვეთილ
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ჰქონდა წაკითხული
უზომო, ზღაპრულად თავგანწირული სიყვარული, სადაც
ერთმანეთზე შეყვარებული მთავარი გმირები ტრაგიკულად
107
ამთავრებენ სიცოცხლეს, თავიან სიყვარულს სიცოცხლეზე
და კიდევ უფრო ყველაზე ძვირფას ფასეულობებზე მაღლა
და მაღლა აყენებენ. სამწუხაროდ, ადამიანთა მოდგმის
თიმსალმაკოები მას შურის თვალითა და გაუაზრებელი
ქვეცნობიერით გამომდინარე სიბოროტე შეპყრობილნი
ხილულ თუ უხილავ მტრებად ექცევიან ხოლმე, ამიტომაც
მტრობენ სიყვარულს, ყველას უნდა მისი ნექტარით ტკბობა,
მაგრამ ბუნების უზენაესობა მხოლოდ რჩეულებს
აჯილდოვებს მისით, ახლა კი ხვდება გიო, რომ მსგავსი
სიყვარული მხოლოდ ლიტერატურულ -მხატვრული გაფორ-
მება და გონების ფანტაზიის ნაყოფი კი არა, არამედ
რეალობად ქცეული ძლიერი და ჭეშმარიტი სიყვარულია,
რომელიც ამ გრძნობაში გამოუცდელი ადამიანის თვალთა-
ხედვიდან გამომდინარე სიგიჟეს უფრო წააგავს, ვიდრე
ნორმალურობას.
დილა ნაკრძალში გაუთენდა. სულ პირველად პირველი
პაემანის ადგილას მივიდა და განწირული ხმით განკვეთ-
ილი ალქაჯის სახელს ყვიროდა, მერე ახლომახლო ხეებს
დაუწყო ყვირილით შემორბენა. დიდი, უღრანი ტყის
განაპირას დაეძებდა თავის გულის სწორს, ტყის სიღრმეში
შესვლას დაკარგვის შიშის გამო ვერ ბედავდა, თუმცა, აინო-
სთან თანაცხოვრების დროს ტყის შუაგულსა და მიუვალ
ადგილებში თამამად შედიოდნენ, მაშინ აინოსი იყო მისი
ერთგული და მზრუნველი პატრონი, ახლა კი მწირად გრძ-
ნობდა თავს და კაცთა მოდგმა ტირანად ელანდებოდა.
მცირედხნიანი ყოყმანის შემდეგ გაბედა და ტყის შუაგუ-
ლისაკენ დაიძრა, მოიარა, სადაც თვალი გასწვდა და გულმა
გასწია, თუმცა, უშედეგოდ, აინოსი არ ჩანდა. ტყის უჩინარ
ადგილებში მიიწევდა და გრძნობდა, რომ თანდათან უკან
გასასვლელ გზას კარგავდა, ტყეში იკარგებოდა, ტყეში
ჩიტების გალობა აღარ ისმოდა, არც ფოთლების სასიამოვნო
შრიალი და არც ნიავის თრთოლა არ იგრძნობოდა,
სამარისებური მდუმარება სუფევდა ირგვლივ და იგრძნო
108
გიომ , რომ ბუნებას აშკარად გლოვა ჰქონდა გამოცხა-
დებული, დარდობდა სპეტაკი ალქაჯის ცხოვრების გადაგვა-
რებას, სიყვარულის გულისთვის მის განკვეთას ტყის
სულიერად მგზნებარე ცხოვრებიდან, ტყემ თითქოს შვილი
დაკარგა ალქაჯი აინოსის სახით და მას პროტესტის ნიშნად
მდუმარე გლოვა ჰქონდა გამოცხადებული, მეტიც, ამ ხნის
მანძილზე ერთი გაშლილი ველური ყვავილიც კი არ უნახა-
ვს, აინოსის სიტყვები გაახსენდა:-„ ისინი ჩვენ ჩვენს ენაზე,
ალქაჯურად გვესაუბრებიანო, ჩვენს სიცოცხლეს ალამაზე-
ბენ, ჩვენ კი მათით გვიხარია ცხოვრება“, - სადღაც ხის უკან
დამალულ დიდთავა ბუს მოჰკრა წამიერად თვალი, მიხვდა
მას რომ ემალებოდა, მის ცოდვილ სხეულს, უმანკო ალქაჯის
გრძნობები რომ ვერ დააფასა და შებილწა, ისე როგორც არ
ეკადრებოდა მის უმანკოებას, ტყეც ძალზე შორეულ,
მოწყენილ და აუტანელ კოშმარად ეჩვენა, უკანმოუხე-
დავადაც კარგად ხვდებოდა, რომ გასასვლელი გზა აღარ
ჰქონდა, საცოდავად გათანგული ამას აღარ დარდობდა, მისი
ფიქრი მხოლოდ აინოსს ეკუთვნოდა. ერთხანს წარმოიდგინა
კიდეც, რომ აინოსი გარდაცვლილი იყო სადღაც მის ახლოს,
და ტყეც ამის გამო მასზე შემომწყრალი, გული უფრო მეტად
ეტკინა, სტკიოდა აინოსი საკუთარ თავზე მეტად. არც
ყვავილები, არც პეპლები და არც ჩიტები მისი მეგზურნი არ
ყოფილან ამხელა მანძილის გამოვლისას, მაშინ, როდეცაც
აინოსთან ერთად სეირნობის დროს გვერდიდან არ სცილდე-
ბოდნენ და ნაჩვევი ერთგული ძაღლებივით გარს დასტრ-
იალებდნენ, არა, რაღაც ამბავია აინოსისა და ჩემს თავს,
გული ცუდს უგრძნობდა გიოს, ეგონა ციდან ღრუბელი
ისეთი ძალითა და სიბრაზით ჩამოვარდებოდა და
დაეცემოდა, რომ წამიერად დააკარგვინებდა გონებას და
მასთან ერთად სიცოცხლეს. თეთრი ღრუბლები მხოლოდ
გაავებული სახის გამომეტყველებით დასცქეროდა ადამიანის
მოდგმიდან გაურჩებულ არსებას, რომელიც ისე გაკადნი-
ერდა, რომ სიყვარულის გულისთვის ცოცხალი ბუნების
109
შვილი შეიწირა , განარიყა მისგან, თავის ცოდვილ სამყაროში
გაიტაცა და იქაც ვერ მოუარა. არა, არც ნადირი არ შეხვედრია
ამხელა მანძილზე, არც მტაცებელი ფრინველი.... ფიქრობდა,
რომ ისევ აინოსი იცავდა მას და მის სიყვარულს, თორემ ან
მგელი, ან დათვი ამ უღრან, გაუვალ ტყეში როგორ არ
მერჩისო. ამ აზრმა უფრო მეტად გაათამამა, გაიხსენა აინოსის
სიტყვები:-„ მე შენს სანახავად ხშირად მოვდიოდი, ხეებში
ვიმალებოდი და ჩუმად გიყურებდი, გაკვირდებოდი და შენ
ყველასაგან გამორჩეული იყავი“....- იქნებ ახლაც მიყურებს
და ახლაც არ მეჩვენება? ეს ჩვევა ხომ მათი რეფლექსის
განუყოფელი ნაწილია? მიჩუმათებული დაზვერვა, ოღონდ
კეთილი.... გიოს თვალებში ვარსკვლავები აკიაფდნენ, უფრო
მეტად დაიწყო მისი სახელის ძახილი, მერე კი წარმოსთქვა
და ინტუიციაც არწმუნებდა , რომ გამგონს ესმოდა ყველაზე
უკეთ მისი:-აინოსს, ჩემო პატარავ , ჩემი სიყვარულით
დასჯილო და დატანჯულოვ, ვინ იცის, იქნებ ჩემს გამო
ცოცხალიც აღარ ხარ, შენ ხომ უკვდავება მე დაგაკარგინე,
როგორ გეშინოდა დაბერების და მოკვდავ ცოცხალ არსებად
ქცევის, შენ, ალბათ , აღარ ხარ, თორემ მე არ მიმატოვებდა
შენი უმანკო და სიყვარულით სავსე გული, შენ თუ აღარ
სუნთქავ ამ ჰაერს, მაშინ მე რომ ჩავისუნთქო, შენს ღალატად
მივიჩნევ, შენ თუ ვერ ხედავ ამ ზეცას, ამ მდუმარე ტყეს,
ჩემთვის მისი ხილვა შენი ღალატი იქნება, ამიტომ შენი
ღალატიდან საუკეთესო გამოსავალს მხოლოდ ჩემს
სიკვდილში ვხედავ .... მშვიდობით, ჩემო პატარა ქალღმე-
რთოვ, რას არ დავთმობდი წამიერად შენი ლამაზი თვალები
კიდევ ერთხელ რომ მეხილა“....-გიომ ქამარი შეიხსნა,
შარვლის ბალთებიდან გამოაცურა, ბებერი ხის საოცრად
სქელ და მაღალ ტოტზე ჩამოაბა, ხეზე ამძვრალმა ყულფში
თავი გაუყარა და მცირედ ხანს გაინაბა....უეცრად კივილმა
შესძრა ტყის სამფლობელო, ტყის ექოდ ნაქცევმა სულმა არე-
მარე შემოირბინა, გიოს გულმა გამალებით დაუწყო ბაგაბ-
უგი, აინოსი იყო, ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა, რომ ამ ხნის
110
მანძილზე აინოსი უკან დასდევდა და ფარულად მას
უთვალთვალებდა, სიყვარულზე იმედგაცრუებული და
სიცოცხლეზე ხელჩაქნეული მას არ უჩნდებოდა, თუმცა, გიოს
თვითმკვლეობის ინსცენირებამ თავხედური ისტერია დამა-
რთა , რის გამოც იკივლა. ყულფიდან თავგამოყოფილმა გიომ
აინოსი ვეღარ იხილა, ამიტომ კიდევ ერხთელ დაუბრუნდა
თვითმკვლელობისათვის დაწესებულ საწყის მდგომარეობას,
ამას აინოსის გამოსაწვევად აკეთებდა, შედეგმა გაამართლა,
კიდევ მოჰყვა აინოსის გამაყრუებელი კივილი, მერე
კვლავინდებურად აიტაცა ექომ მისი ხმა და შემოარბენინა
მთელი ტყე, ;-„აინოსს, შენ თუ ახლა არ გამოჩნდები, მე
მართლა უეჭველად გადმოვხტები ხიდან.... და შენ კარგად
იცი, კაცთა მოდგმა, რომელიც თავს იკლავს, ვეღარასდროს
აცოცხლებენ მას, მისი სიცოცხლე იქ წყდება და კვდება,
ისპობა ისე როგორც არაფერი ამ ქვეყნად, თითქოს ყველა-
ფერს აქვს გაგრძელება, თუმც მიწიერ სიცოცხლეს აღარ, ჰოდა
მშვიდობით, მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ“....
აინოსი რომელიღაც ხიდან გამოძვრა და გიოს დაენახა,
ძალიან გამხდარი, ფერდაკარგული, ნერვიულობისაგან ნატა-
ნჯი სახით. საოცრად უსახური ეჩვენა გიოს, თავის
სიცოცხლეზე მეტდ შეეცოდა და გრძნობდა, რომ საკუთარ
თავზე მეტად უყვარდა, ორივე მიხვდა, რომ უერთმანეთოდ
არარაობად ქცეულნი, უმწეონი, ეულნი და უსიცოცხლოები
იყვნენ. ხიდან თვალის დახამხამებაში ჩამომხტარი გიო
მთელი ძალით გულში იხუტებდა თავის მეორე ნახევრად
ქცეულ მდედრს, რომელთანაც ჩახუტების შემდეგ ენით
აუღწერელ , უძლეველ სრულყოფილებას განიცდიდა, მთელი
ძალით გულში იხუტებდა და გამალებით კოცნიდა გადაფ-
ითრებულ და გამხმარ ხის მსგავსად ნაქცევ აინოსის შიშველ
სხეულს, მხრებს, თმებს, ცრემლიან თვალებს:
-აინოსს, მე უშენობა არ შემიძლია....
-გიო, მე ცოცხალი სამყაროს ენა დავკარგე, აღარ მესმის
ყვავილების, აღარც ცხოველების, აღარ მელაპარაკებიან
111
ჩიტები, ჩემებს ვეძებდი და ვერც ერთი მათგანი ვეღარ
ვიპოვნე, ადამიანის მსგავსად გამირბიან და მემალებიან,-
მხრების კანკალით ქვითინებდა ღონემიხდილი.
-შენ ხომ უკვე ადამიანი ხარ, უკვე ქალი ხარ ნამდვილი,
სინამდვილეშია სრულყოფილება , სრულყოფილებაშია სწო-
რედაც რომ მარადიულობა, და ამას საფუძვლად სიყვარული
უდევს, მე შენ მიყვარხარ, ხომ არ დაგავიწყდა?.... ამ ქვეყ-
ნად ყველაზე სათაყვანებელი ქალი ხარ, მე კი შენზე
გადარეული , უშენოდ ვერ გავძლებ, ვერ ვიცოცხლებ,
-ადამიანებში ცხოვრებას ვერ შევძლებ, იქ ისეთი მშიშარა
ვარ, იმდენად დიდი უფსკრულია, რომ შეუძლებელია მისი
ამოვსება, ისინი მე ვერ გამიგებენ, მე მათ ვერ გავუგებ, მაშ
რა აზრი აქვს ჩემს ადამიანობას? მე იქ ვერ დავბრუნდები
გიო!-
-მე დავრჩები შენთან, ერთად ვიცხოვროთ აქ, შენს, ....ჩვენს
ტყეში....
-შეგვცივა!-
-მე არ შეგამცივნებ, გპირდები!-
-მოგვშივა....-
-მე არ მოგამშიებ, მე ვიზრუნებ შენს საკვებზე, გპირდები!-
-ჩემს გამო ამდენს ნუ დათმობ,...-
-მე ფუფუნებას, მდიდარ ცხოვრებას ვერ მოგიწყობ, ჩემთვის
სიმდიდრეს უშენოდ აზრი არა აქვს, შენი გაცნობის შემდეგ
მივხვდი, რომ არარაობაა, მძულს მასზე შეყვარებული
მოკვდავნი, მისი გულისთვის რას არ აკეთებენ, უკადრებელს
კადრულობენ და უმსგავსობას იხდენენ, უამრავ ნიღაბს
მორგებულნი უცოდველი ცხვრის ქათქათა მანტიას ირგებენ
და ყალბი ლიტონი სიტყვებით სუსტების მოხიბლვას და
პატიოსანი შრომით მონაპოვარში დარწმუნებას ცდილობენ,
გამოსდით კიდეც, მთელი ცხოვრება ფუფუნების მალვაში
არიან , მათით ყველაფრის ყიდვა- მოსყიდვა შეუძლიათ,
გარდა წრფელი სიყვარულისა, ....აინოსს! შენ მასწავლე
ცხოვრების ჭეშმარიტი აზროვნება, შენ მასწავლე გულწრ-
112
ფელი სიყვარულის ხმა, შენ დამანახე პირველად სილამაზე
და პირველად შენ შემახებინე ხელი სიწმინდეს, სისპეტაკეს
....ამ მადლიერებას ვერასდროს დაგივიწყებ და ვერც
ვერასდროს გადაგიხდი....
-არ გინდა გიო, ჩვენ ხომ მოკვდავნი ვართ, შენ როგორ
შეძლებ ტყის მკაცრ პირობებში მთელი დარჩენილი
ცხოვრების გატარებას?-
-მხოლოდ შენს გვერდით მე ყველაფერს შევძლებ, უშენოდ კი
ადამიანებით გარემომცველი სამყარო უზადოების ჩამძირავი
სიმკაცრით სავსე და უგულობით შეზავებული ლაბირინთია,
რომელიც მთელი ცხოვრება „რა გინდას“ არ ცოდნაში უნდა
განვლო, თავზგადაკარგულნი დადიან ლაბირინთის ჩახლარ-
თულ და ერთმანეთში გამავალ ,ზოგჯერ წარსულშიც
დამაბრუნებელ გზებს, ცხოვრების მუქ ლაბირინთებთან
მებრძოლ ადამიანებს კი მომავალი არა აქვთ, ....

* * *
იმ ღამეს ბრჭყვიალა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ
ტკბილად ნებივრობდა დაბურული ტყის მოხეტიალე
წყვილი, აინოსს თავქვეშ გიოს ძლიერი კუნთმაგარი ხელი
ედო და ადამიანად ნაქცევი მხოლოდ ადამიანური
ნატვრებით იქცევდა გუნება-განწყობილებას, ძველებურად
ბედნიერი , და უფრო მეტად გაბედნიერებული იმ აზრით,
რომ მას შესწევდა უნარი, ყოველგვარი ალქაჯური
რიტუალებისა და ნებართვა-დაკითხვების გარეშე, შთამომ-
ავალი ჰყოლოდა, თანაც სიყვარულის ნაყოფი:
-მე ბიჭი მინდა, მაინც კაცი იქნება ჩვენი პატრონი და მოგვ-
ხედავს,
-მამაკაცის ტრადიციული აზროვნება საცხოვრებელი
ადგილის გამოცვლით არ იცვლება.
-მე თანახმა ვარ, ოღონდაც შენ გგავდეს, შენნარი იყოს!-
-არა, შენნაირი ლამაზი თვალები მინდა ჰქონდეს....-
-მე კი შენნაირი ცხვირი და ტუჩები მინდა....
113
-მე შენნაირი გული მინდა რომ ჰქონდეს....შემოგევლე გულში-
-მე კი ორი მეყოლებით, შენ და შენი შვილი, ....იცი, როგორ
მიხარია, შენ რომ შვილს გაგიჩენ?
-მეც...
-გიო, იცი რა?-
-რა? -
-მე ბედნიერი ვარ, შენთან ყველაფერი შემიძლია,-
-....
-გიო, იცი რა?
-რა?-
-ალქაჯობას ადამიანად ყოფნა სჯობს!-
-ჰო!....ცუდ ადამიანობას კარგი ალქაჯობა სჯობს....
თავიIX
ადამიანური სუბსტანცია
ვინმემ რომ მკითხოს ახლა რა გინდაო, დაუფიქრებლად
ვუპასუხებდი, ჩემს სიყვარულთან სიახლოვე და მეტი
არაფერი. ის არის ჩემთვის სიცოცხლისა და ცხოვრების
ელექ, არ მადარდებს ქვეყნად, შინ თუ გარეთ არაფერი,
გარდა მისი. მშობლები რუსეთში ცხოვრობენ, თვითონ აქ
მარტოა. მართალია მარტოს ვამბობ, მაგრამ უამრავი ნათესავ-
მეგობარი ჰყავს გარშემო შემოკრებილი, თავის ბიზნესში
დასაქმებული და უხვად დასაჩუქრებული, მე კი მაინც-
დამაინც მგონია, რომ მარტოა. ძალიან უყვარს ფრანგი
ფერმწერის ტილო- „ოქროს ალიგატორი“, ის ერთერთ
აუქციონზე შეუძენია ძალიან ძვირად. იმდენად ჰყვარებია,
რომ მშობლებთან მოსანახულებლად წასულს თან მიაქვს
დაახლოებით ერთ მეტრიანი შედევრი, რომელზედაც
მარტოხელა დაღონებული, თვალდახუჭული და სიხცისაგან
გათანგული ოქროსფერი ალიგატორია გამოსახული. მზე
ზენიტში და წყლის ნასახი არსად, სადღაც დასახლებული
114
პუნქტიც მოსჩანს, თუმცა, ის ალიგატორისაგან იმდენად
შორსაა, რომ მისვლაზე ვერც იოცნებებს, დამხმარედ არავინ
ეგულება, გვერდით მარადიულობა აქვს აღწერილი. ალიგა-
ტორი, მიუხედავად თავისი ძვირფასოვნებისა, ოქროდქ-
მნილებისა, მარადიულობასთან ახლოსაც კი ვერ მიდის.
შინაარსი დიდი აქვს შედევრს, ერთერთ გაკოტრებულ
ბიზნესმენის კოლექციაში იმკვიდრებდა ეს ტიტულოვანი
შედევრი საპატიო ადგილს, თუმცა, მისი გაყიდვა მაინც
მოუხდა. ვინ იცის, შესაძლოა იმიტომ მოსწონს ასე ძალიან ეს
ტილო, რომ მასში საკუთარ თავს ხედავს, ხედავს ალიგატო-
რივით დაუძლურებულ სიძლიერეს, ბედნიერებას ან
სიხარულს დასახლებული პუნქტივით შორს და მიუწვდო-
მელს, მარადისობა კი მას არ ეხება....ის იმიტომაა მარადიული,
რომ მასში მოკვდავმა ფეხი ვერ მოიკიდოს. თუმცა, მკაცრი
ცხოვრების იმედად და ნუგეშის მომცემად გვევლინება მისი
გაფიქრება, წარმოსახვითი ილუზია.
ვირტუალურ სამყაროს დიდად არასდროს ვწყალობდი,
ერთადერთი მიზანი მისი მოხმარების შემოქმედების
გასაყიდად იყო მიზანმიმარძული, სოციალურ ქსელში
რეკლამას ვაქვეყნებდი:- ვყიდი ლექსებს , შემიზლია მივიღო
შეკვეთებიც, ასევე ვმუშაობ პროზაშიც, ფასი ხელმისა-
წვდომია.... საკუთარი სახელი და გვარი დავმალე. ალბათ,
იმიტომ, რომ მყიდველი არ დამეფრთხო, ან სულაც ჩემს
ნაცნობ-მეგობრებს, ან თანამშრომლებს რომ არ ვეცანი,
ინტერნეტ ფსევდონიმი ავიღე, რეალურ სამყაროში არსებუ-
ლი მარიზა მინდელი, ვირტუალურ სამყაროს მეი მი -დ
მოვევლინე, რომელიც არა მარტო ჩემს ფინანსურ
მდგომარეობას აუმჯობესებდა, არამედ სიხალისეს და
თავდაჯერებულობას მმატებდა. ამ ვირტუალურ, ახალგაზ-
რდა, დამაჯერებელ, მომხიბვლელ და ძლიერ ქალბატონად
ნაქცევი ყოფიერება არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ
ფიზიკურადაც მაძლიერებდა, მათბობდა, მავსებდა და
სრულყოფილებას მანიჭებდა, რაც ჩემში ბედნიერების უსაზ-
115
ღვრო განცდას ბადებდა ჩემსავე პატარა, შინაგან სამყაროში.
განცდა იმისა, რომ მე ჩემს რეალურ სიყვარულს ვუმატებ
სიძლიერესა და უნაკლო მრავალფეროვნებას, უკვდავების
ელექსირს ვქმნიდი, ამიტომაც ყოველი ახალი გათენებული
დილა ჩემთვის ახალი დღის, ვირტუალური ბედნიერების
დასაწყისი იყო. უამრავი წერილი მომდიოდა:- გამარჯობათ,
ქალბატონო მეი, მაინტერესებს შეკვეთად თუ მიიღებდით
დაბადების დღის მისალოცად საბავშვო ლექსს? ....ან
ქალბატონო მეი, გვაინტერესებს ნეკროლოგისათვის ლექსის
ღირებულება რა იქნება?....ჩემო მეი, შეყვარებულს მინდა
მივუძღვნა ისეთი, ისეთი, ისეთი ლექსი, რომ მთელი თავისი
სიცოცხლის მანძილზე არასოდეს დაავიწყდეს, მარტო ჩემს
სახელს იფიცებოდეს ამ ქვეყნად, შენი იმედი მაქვს, მომწერე
სად გნახო, ან როგორ დაგიკავშირდე?.... ასეთი მეი ძალზედ
პოპულარულ და მისაწვდომად მოძნელო ელემანტად იქცა,
ძლიერი ჭკვიანი, ასეთად ესახებოდათ ვირტუალური
სამყაროს რეკლამირებული პიროვნება, სინამდვილე კი
მართლაც რომ რეალურად განსხვავებული მქონდა....ეს
იმიტომ, რომ ჩემი ლექსებისა და წიგნების კითხვით დიდად
აღარავინ იწუხებდა თავს, წიგნების მაღაზიაში ერთი და
იგივეს მპასუხობდნენ, მიუხედავად თქვენი წიგნების
მაღალი რეიტინგისა და თქვენი შემოქმედებითად დაუღა-
ლავი პროდუქტიულობისა, თქვენი წიგნები აღარ გვეყიდება.
ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს
ევროპაში, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, ხომ ხედავთ
სამსახურებიდან პროფესიონალ კადრებს უშვებენ, ხელფასის
გადაუხდელობის გამო, რედაქციაში კი განმიმარტეს:- შესაძ-
ლოა რამე ახალი ნოტია საჭირო თქვენს პიროვნულობაში,
პირად ცხოვრებაში, მაგალითად გარკვეული პიარი, რომელიც
სკანდალზე იქნება აგებული, გააოცებს ხალხის მასებს,
აიტაცებს მედია, ქუჩაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თქვენზე ისაუბ-
რებენ, და ამით ისევ გაიხსნით წიგნის გაყიდვის გზას
116
ცნობისმოყვარე მკითხველის საშუალებით, კარგად აწონ-
დაწონილი და დაგეგმილი პიარის დახმარებით. თანაც
უნდა გაითვალისწინოთ ბაზარიც, რა მასალა და რა თემაზე
უფრო დააინტერესებს საზოგადოებას. მაგალითად, პორნო-
პოეზია, ახლა ძალიან შემოვიდა თანამედროვეობაში, ადრეც
იყო, მაგრამ ასეთი მოთხოვნადი არასდროს, ინტიმური
ურთიერთობების სცენები პროზაულ ნაწარმოებებში, შენ ხარ
ჩემი ბატონი, ეროტიზმი პიესაში, ახლა ეროტიზმის გარეშე
ფილმებსაც კი აღარ იღებენ, მით უფრო წიგნი, მას ვინ წაიკი-
თხავს თუ შიგ ეროტიზმი, სექსუალურობა და ვულგარიზმი
არ ეგულება? ბაზარს უნდა აუწყოთ ფეხი, ბაზარს....“-
თხზულებასავით ჩამოაყალიბა აზრი გამხდარმა, ქერა და
უსიამოვნო ნაკვთების მქონე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელ-
იც რედაქტორის მოადგილედ სულ ახლახანს დაინიშნა. მისი
ვიზუალურობისა და განსხვავებული აზრობრივი ფსიქოლო-
გიისა, თამამად შეიძლება იუმორით ვუწოდოთ - თანამედრ-
ოვე ხმა ქართული პროზის გენოტიპში,-
-მე სხვაგვარად ვთვლი, ბაზარმა კი არ უნდა შექმნას
შემოქმედი და მისი შემოქმედება, არამედ პირიქით, მწერალმა
და პოეტმა უნდა შექმნას ბაზარი....
-რას ამბობთ, გენაცვალე, არ გცოდნიათ ბიზნესი, ბიზნეს
მენეჯერი და მენეჯმენტი მაინც არ გაგიგიათ?- ქალური
მანერების აფიშირებით ნიშნის მოგებით გადაიკისკისა:
-ბაზარი საზოგადოებას სჭირდება, რაც საზოგადოების
განვითარებიდან გამომდინარეა საჭირო, სწორედაც, რომ ისაა
მოთხოვნადი და აქტუალური.
-საზოგადოების განვითარება სწორი უმაღლესი მიმართუ-
ლებით რომ მოხდეს, ამიტომაა საჭირო ლიტერატურული
შემოქმედება; ის უნდა შექმნას განათლებულად და პროგრე-
სულად მოაზროვნე ლიტერატორმა და არა ბაზარმა. ბაზარს
თუ გავითვალისწინებთ, ის შექმნის სწრაფვას საზოგადოების
უკუგანვითარებას დეგრადაციისაკენ, ბაზარი არ შეიძლება
117
აკონტროლებდეს საზოგადოებისათვის აუცილებელ განვითა-
რებას, ის უკვე უკუ სვლა იქნება.....
- რას ამბობთ თუ გესმით? ბაზარი ქმნის ყველაფერს-
-ბაზრის გათვალისწინებით შექმნილი ლიტერატურა ვერ
შექმნის საზოგადოებისათვის საჭირო პროფესიონალურ
გემოვნებას.... და თუ მაინც ჭკუას დავეკითხებით ბაზარს,
აუცილებლად მოგვაწვდის მდარე ხარისხის პროდუქციას, -
-მდარე ხარისხს რას ეძახით, საინტერესოა,....თანაც გემოვნე-
ბაზე არ დაობენ, ყველანაირ გემოვნებას, ეს იქნება დაბალი
თუ მაღალი კლასის, ჰყავს თავისი მომხმარებელი.-
-ლიტერატურული გემოვნება, ადამიანის პირივითაა. წარმოი-
დგინეთ, რომ ტვინში ისევე როგორც ენაზე გემოვნების რეცე-
პტორებია განლაგებული- ტკბილ, მწარე , მლაშე, მჟავეს გემოს
სწორედაც რომ მისი საშუალებით აღიქვამს, რაც უფრო
გემრიელ და ხარისხიან საკვებს მივირთმევთ, მით უფრო
გემოვნებიანად ყალიბდება.-
-მადა ჭამაში მოდისო ? -
- დიახ, გონებაც ასევეა, რაც უფრო კარგ, მაღალი ხარისხის
ლიტერატურას ვქმნით, მით უფრო ამაღლებულ განწყობაზე
დგება მკითხველი. კიდევ, კიდევ და ნენლანელა გემოვნება
უფრო მაღალი ხარისხისაკენ მიიწევს, ვითარდება და არა
პირიქით. საზოგადოებრივი განვითარება სწორედაც, რომ
ლიტერატურითა და ხელოვნებით ყალიბდება და დიდი
დაფიქრება გვმართებს, რომ განვითარება მოხდეს სწორი
მიმართულებით,....
-არა, მე ვერ დაგეთანხმებით....პიარი გინდათ წიგნის
გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუყიდავი დაგრჩებათ
და თაროზე ჩაგიწვებათ საქონელი, ხომ ხედავთ უკვე აღარც
გეყიდებათ, იფიქრეთ პიარზე, რამე მოიფიქრეთ, შეგიძლიათ
კიდევ სპეციალურ ფირმებს მიმართოთ, სადაც ხელოვნურად
შექმნიან და მოამზადებენ ნიადაგს თქვენივე პიარისათვის,-
-პიარი სულაც არ სჭირდებათ ძლიერ ლიტერატორებს. აბა,
ლიტერატურულ წარსულს გადავავლოთ თვალი, რამდენ
118
მწერალსა და პოეტს ნახავთ, ვისი წიგნებიც საუკუნეებს
უძლებენ და დღესაც მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. მათ
რა, სპეციალურად თეთრ და შავ პიარებზე იფიქრეს? პიარზე
აგებული წიგნის რეკლამა იმას ნიშნავს, რომ წიგნი არის
ძალიან პრიმიტიული და თანაც დროებით ცნობადი, ასეთი
წიგნები ჩამოფასდებიან ჩვეულებისამებრ და საზოგადოებაც
მალევე მიივიწყებს. აბა, გაიხსენეთ რამდენი ასეთი წიგნი
თავისი ავტორიანად ჩამოფასებულა და დავიწყებას მისცე-
მია....- თანამოსაუბრესთან განსხვავებული აზრისა და
ჩემეული მსოფლმხედველური წარმოდგენები ლიტერატუ-
რაზე . საუბარი შორს ვერ გასცდა პატარა და მყუდრო ოთახს,
მე მას მერე იქეთ აღარ გამიხედავს, მივხვდი არც მე ვაზროვნებ
საუკეთესოდ, მეც სიამოვნებით ვიღებ აზრებს უფროსი
თაობის მოღვაწეთაგან , მაგრამ ვერ მივიზიდავ ბიზნესა-
დქცეული ლიტერატურისა და ბაზარს მაქებარი თანამედრ-
ოვედ მცოდნე სპეციალისტისაგან დარიგებას, განსაკუ-
თრებით პიარის შესახებ.
კარგად მივხვდი შინაარსს თანამედროვე ბაზრის
მოთხოვნილებისას, თუ არ შეგიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ
თავი უნდა დაანებო წერას, ალბათ ესაა ცხოვრების თანამედ-
როვეობას მარშის დროს საგრძნობლად ჩამოვრჩი, ფაქტია,
რომ ჩემი წიგნები თაროზე ჩაწვა, გამოდის რომ დამთავრდა
ამით ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა, არადა ეს იყო რეალ-
ური წყარო ჩემი მატერიალური შემოსავლის, სამსახურის
დაკარგვის შემდეგ. მე მარტო წერა მეხერხება, სხვა არაფერი,
იქნებ სხვა რამის შნო და მარიფათი აღმოვაჩინო საკუთარ
თავში თორემ ასეთი ყოფითი მდგომარეობით არსებულ
სიტუაციას უკეთესობისკენ კი არა, ელვისებური სისწრაფით
წაიყვანს უარესობისაკენ.
ჩემს რეკლამას ხშირად არა, მაგრამ ასე კანტიკუნტად
გამოეხმაურებოდნენ ხოლმე, ძირითადად ლექსები ნეკრო-
ლოგისთვის სჭირდებოდათ, ძალიან იშვიათად იუმორი-
სთვის, იუმორისტული ლექსები, და კიდევ უფრო იშვიათად
119
სადღეგრძელოსათვის განკუთვნილი ახალი, ჯერ არ გაგონი-
ლი ლექსები. პირობა ყველასთან ერთი იყო, ავტორობა მათი
უნდა ყოფილიყო და ანონიმურობა დაცული და გარანტირე-
ბული, ამისთვის მცირეოდენ დამატებით თანხასაც
მოაყოლებდნენ ხოლმე.
მახსოვს, ჩემმა ბიძაშვილმა მარეხი მინდელმა თავისი
მეგობარი, რომელიც საზოგადოების ცნობილი სახე იყო,
მოდელი, მომიყვანა, მან ლექსი და პრინცესა -უფლისწულის
სიყვარულზე ზღაპარი დამიკვეთა :- ლექსი აუცილებლად
სიყვარულზე მინდა, ჩემი ბიოლოგიური მეგობარი ბიჭი
თეატრის მსახიობია, ლექსებსაც წერს . ცოლი ჰყავს მახინჯი
და გონჯი, „ სწერვა“ და ეჭვიანი. ნეტა, დაგანახათ როცა
სცენაზეა, ცოლი კულისებიდან როგორი ეჭვიანი თვალებით
იჭყიტება, ასი წელი არ მჭირდება მაგისი ქმარი სერიოზული
ურთიერთობებისათვის, მაგრამ პრინციპის საქმეა, მინდა
ცოლი გავაგიჟო, სოციალურ ქსელში უნდა დავუწერო ლექსი
და ისე მინდა იყოს, ვითომ მე დავწერე და მივუძღვენი რა
მის ქმარს. თურმე, დებილს მეძახის თავისთავს განათლე–
ბულს, უნივერსიტეტში კითხულობს ისტორიას, რას კითხუ–
ლობს ნეტა ეგ საცოდავი....ფასზე პრობლემა არ მექნება,
გადამხდელი ვარ....აბა, შენ იცი, საჩქაროდ ისეთი ლექსი
დამიწერე, რომ მთელი სოცქსელი აღვაფრთოვანო.... ნუ
სოცქსელი თუ ვერა, ცოლი მაინც რომ გავუგიჟო, მერე უკვე
ზღაპარიც იყოს....
საღამოს ლექსი მზად მქონდა, მაშინვე მოირბინა მის
წასაღებად, ფულიც მოაყოლა, დიდი არაფერი, განა ერთ ლექსს
რამდენად გაყიდი, მაგრამ მაინც არაუშავს. სანამ მანქანასი
ჩაჯდებოდა, ლექსი ხმამაღლა გადაიკითხა:
-ბრავო მაესტრო,
ჩაგეთვალათ,
უკვე მომხიბლეთ,
უკვე მოხიბლეთ ჩემი გული,
მოაჯადოვეთ!
120
ასეთი ძალით ლექსი მე ჯერ ვერ შემიგრძვნია,
ასეთი ცრემლით გული მე
არ დამსველებია....
ვერ ვიფიქრებდი
სიყვარულით სავსე ყვავილებს-
თუ შესძლებოდა თქვენთვის ამბის
მიტან-მოტანა,
ანდაც ტირიფი, მტირალა და სულ მოწყენილი,
მაგ თქვენს ლექსებში მზესავით თუ გაიხარებდა;
მთვარე დაირას უკრავს ღამით,
ვარსკვლავებს ათრობს,
მერე აძინებს,
დღის სინათლემ რომ არ შაკრთოს:-
თქვენ მე შემპირდით
ცის ჰორიზონტზე ვარსკვლავის ქოხმახს,
უამრავ ყვავილს,
ღრუბელ-ღრუბელ კიბით ამოსვლას....
მაშ, გელოდებით,
შემისრულეთ დანაპირები,
და სულ გავექცეთ ამა ქვეყნის ამაოებას,
აქ სიბოროტეს, შუღლს და
ღვარძლით თესლის ამოსვლას
სულ გავერიდოთ,
ამ ქვეყანას ზურგი ვაქციოთ,
ჩვენს გულს ვუწამლოთ....
იქნებ ჯერაც არ არის გვიან?-
ბრავო მაესტრო!
ჩა- გე -თვ- ლათ!
უკვე მომხიბლეთ,
მე მსურდა თეთრი აკაციის ყვავილის მოძღვნა,
თუმც შემეშინდა:
მწარე სიტყვა,
ან ხელთათმანი,
121
არ ესროლა იმ სხვა ქალს ჩემთვის
და ჩვენს გულს,
გული სიბრაზისგან არ გახეთქვოდა.
- მაგარია, მომწონს, კარგაააად- წარმოსთქვა გლამურულად
და თეთრად მოკრიალე ავტომანქანაში შეხტა. საინტერესოა
ჩემს ლექსებს აღარავინ კითხულობს, არავის აღარ სჭირდება
ჩემი ნაჩხაპნები, დაძველდა და ახალი სტილი და ახალი ხმაა
საჭირო შემოქმედებაში, თუცა, ამ უბრალო და სახელდა–
ხელოდ დაწერილმა მსუბუქი სიტყვებისაგან შეკოწიწებულმა
უბრალო ლექსმა უსაზღვროდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამის საფუძველზე მიღებულმა დასკვნამ ცხადჰყო, რომ
ლექსს ალამაზება ავტორი, რაც არ უნდა წერო და წერო,
დიდი და ძლიერი ლექსები, თუ ავტორი ინტერესმოკლე–
ბულია, მისი შემოქმედებაც ასევე რჩება ინტერეს გარეთ.
იწუწუნე და იყავი ასეა ეს, ფაქტი ჯიუტია.
მეზობელი ქვეყნის დედაქალაქიდან მამაკაცი, გ. კუკუ–
რიჩიანი, გამომეხმაურა. სურდა ისტორიული რომანის
დაკვეთა, შინაარსი გადმომცა და თანხაზეც მოვილაპარაკეთ,
მევაჭრა , ხათრი ვერ გავუტეხე, თუმცა მარეხი გამიბრაზდა,
მტკიცე ხასიათებისა და ნებისყოფის ვერ ხარო, ასეთი წინა–
დადება მისი მხრიდან სამარცხვინოც კი იყო, შენ საკუთარი
თავის ფასი არ იციო, ტელეფონითაც ხშირად მიკავშირდე–
ბოდა. რამდენიმე კვირაში დაკვეთილი მოთხრობა შესაბა–
მისი და საჭირო დამკვეთისათვის, პარამეტრებითურთ მზად
იყო. მალე შინ მეწვია , შორიდან მოსულ სტუმარს ქართული
სრტუმართმოყვარეობით დავხვდი, სუფრასთან მივიპატიჟეთ
მე და ჩემმა ბიძაშვილმა, მოთხრობა წავუკითხეთ, მოეწონა,
თუმცა აღფრთოვანება მაინცდამაინც დიდად არ გამოუხატავს,
განაცხადა:- ჩემთვის კი არა, ჩემი ქალიშვილისთვის მინდა.
მინდა წიგნი გამოვუშვათო.... შეყვარებული ჰყავდა, რამდე–
ნიმე წელიწადი სულ ერთად დადიოდნენო, სულ ვეუბნე–
ბოდი ჩემს შვილს- გაიანეჯან, თავი დავანებოთ, შენი
შესაფერისი არ არის მეთქი, ჩემი შვილი კიდე არ მიჯერებდა,
122
როგორცა ჩანდა უყვარდა რა, ჩემი ცოლი მეუბნებოდა, თავი
დაანებე, ახალგაზრდებმა თვითონ იციანო თავისი საქმისაო.
იმანა ისე უნამუსოდ, რომ ჩემ გაიანეს არც კი უთხრა ეგრევე
ოქრომჭდლი ავიკას გოგო მოიყვანა ცოლად, ჩემი გოგო
ინერვიულა. ინერვიულა, რომ ერთი დღე პური პირში არ
ჩაუდია, ხოდა ეხლა გადავწყვიტეთ ჩემს გოგოს , ჯინაზე
ბიზნესი უნდა გავუკეთოთ, წიგნები გამოუშვათ და
გავყიდოთ, წიგნის მაღაზია მინდა დიდი გავუკეთო, ჩემი
გოგოს ნათლიას დიდი პინკპლაზა აქვს შიგ ევროპის
ცენტრში, ეხლა ჩვენთანაც აკეთებს და ჩემს გოგოს უთხრა,
ოღონდაც შენ არ ინერვიულო და დიდი ბუუკ-პლაზას
გაგიხსნი პირდაპირ დედაქალაქის ცენტრშიო. ჰა, როგორია,
გასკდნენ გულზე ის ბიჭიცა და იმისი კრიჟანი მშობლებიცა,
რახან მე ოქრომჭედელის სახელოსნო არა მაქ, ჩემი გოგო არ
მოინდომეს.-
თანამოსაუბრე ფულის გადახდის დროს ტრაბახიდან
წუწუნზე გადავიდა, დივანზე ჩამომჯდარი, ჩასუქებულ
ფეხებს თეთრი შარვალი უფრო მკვეთრად ავლენდა
სიმსუქნის საზღვრებს, ღიპი პირდაპირ მუხლებზე ედო და
თეთრი პერანგის სახელოებით ხშირ-ხშირად დანაოჭებული
შუბლიდან ოფლს იწმენდდა, კისერსა და პერანგის საყელოს
შორის სიგრძეზე დაკეცილი ღაჟღაჟა წითელი ცხვირსახოცი
ჰქონდა ჩაფენილი, შავგვრემან სახეს შავი დიდრონი
თვალები და უნიკალურად იშვიათი ზომის ცხვირი
განსაკუთრებულად მხატვრულ-ორიგინალური პორტრეტის
ვიზუალურობას ქმნიდა. ასეთი ფორმის ცხვირი არასდროს
მენახა, პროფილიდან ყურებისას თვალს ვერ ვწყვიტავდი,
ცხვირს დიდი კეხი და კეხის შემდეგ დაახლოებით 9-10
სანტიმეტრის მერე განსაკთურებული სიმრგვალით ბოლოვ–
დებოდა, ნესტოები დიდი და მრგვალი, შიგნიდან შავი ფერის
მსხვილი თმის ღეროები კარგად მოსჩანდა, ჰაერის შესუნ–
თქვისას ნესტოები წარმოუდგენლად ებერებოდა, არა იყო
123
რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო და ფილოსოფიური
სილამაზე მის ცხვირში.
-არა, ჩვენ მაგხელა თანხაზე არ შევთანხმებულვართ, აქ რაღაც
გაუგებრობაა, მე მაგხელა თანხაზე როგორ დავთანხმდებოდი
აბა, რაც არა მაქვს, როგორ გადავიხდი?-მოჰყვა წუწუნსა და
თავის შეცოდებას:-რისი საშუალებაცა მაქვს, იმას გადავიხდი
და სხვა დროს კიდევ მოგცემთ ზაკაზს, თუ არადა სულ ნუ
მჭირდება.-
მარეხის გაფსიხებას საზღვარი არ ჰქონდა, ჯერ
ცივილური გზით ცდილობდა აფერისტობის წინააღმდეგ
ბრძოლას, მერე ისიც ყვირილზე გადავიდა. გაუტეხელი
ვინმე აღმოჩნდა მოვაჭრე, ბოლოსდაბოლოს მე გადავეცი
ნაწერი , მან კი მაგიდაზე შეთანხმებული თანხის მხოლოდ
მესამედი დააგდო, ისე, როგორც ძაღლისათვის ძვლის
გადაგდების დროს სჩვევიათ ხოლმე ადამიანებს. მერე
აღარც კი დაგვემშვიდობა, ხმაურით მიიჯახუნა კარები და
თვალის დახამხამებაში ბურდღუნ-ბურდღუნით გაუჩინარდა.
-არა, შენი ბრალია, არ უნდა გაგეტანებინა, მე შენს ადგილზე
მის თვალწინ დავხევდი და მაინც ჩემსას გავიტანდი-
დამიწუნა საქციელი მარეხიმ.
-ვერ დავხევდი, დახევას ისევ ჩუქება მირჩევნია. -
-ჰოდა, ხომ აჩუქე, ჯერ ისედაც პატარა თანხაზე იყო საუბარი
და ახლა მისი ნახევრის ნახევრის მოცემა ჩუქებაა, აბა , სხვა კი
არაფერი. იდიოტი და დეგენერატია, მაგრამ შენ უფრო მეტად
უპრინციპო. - დაასკვნა ჩემმა ბიძაშვილმა.
მე გული კი მეტკინა, მაგრამ მარეხი უფრო მეტად გადამერია
და გამინერვიულდა, მისი დამშვიდება უამრავი მეთოდით
მოვსინჯე, თუმცა, ამაოდ. დრო ყველაფრის მკურნალია,
გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარც კი გვემახსოვრება,
ვიმშვიდებდი თავს, თუმცა მარეხის მწყობრიდან გამოსვლა
უფრო მედარდებოდა, ვიდრე მატყუარა, აფერისტ
ადამიანთან საქმის დაჭერა. ამ ამბიდან დაახლოებით ერთი
კვირის თავზე, დილაუთენია, თომა გამომეცხადა მომღიმარ -
124
მომცინარი, ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო და მაგიდაზე
დამიდო მოკრძალებულად:
-ეს რა ფულია თომა?- ნამძინარევი თვალებს არ ვუჯერებდი,
ისე გამიკვირდა.
-შენთან ერევნელ კუკურიჩიანს მოთხრობა დაუკვეთია....
ჰოდა, იმან გამოგიგზავნა ეს ფული....-
-ვერ გავიგე? იმან ფული გადამიხადა თავის დროზე,
მართალია ძალიან მიზერული თანხა, მაგრამ სხვაზე
არაფერზე შევთანხმაბულვართ, თანაც აქ გაცილებით მეტია ,
ვიდრე სულ პირველად გარიგებულის-
-მოიცა რა, რაებს ბოდიალობ, კაცმა გამოგიგზავნა, მადლობა
ბუნების ძალასა და გამჩენს, აიღე და ღმერთმა შეგარგოს, შენი
შრომის შედეგია , ალალად გეკუთვნის - დამაჯერებელი ტონ–
ით საუბარი მისი პიროვნული სტილია, რომც არ გინდოდეს,
ძალით დაგაჯერებს.
-თომა, რა ხდება? ძალით ამოიღე ეს ფული?- მეგონა თომა
გაწითლდებოდა ან თავს გაიმართლებდა, ის კი პირდაპი–
რობით გამოირჩეოდა.
-წავართვი რა, საწყალს მეტი აღარ დარჩა?.... არაკაცს
არაკაცურად უნდა მოექცე რა! იმან იქაჯა, მე კი აბაროტი და
პერეხვატი გავუკეთე, მორჩა ამით ბაზარი, შენია და ღმერთმა
მოგახმაროს, სხვა დროს გეცოდინება, ეგეთ საქმეზე მარეხი
და რამე კი არ უნდა ჩარიო, ბარემ ჩვენი უბნის ყველაზე
მხცოვანი ფეფელა ბაბოსთვისაც დაგეძახა, ეგრევე ნიშანი
მომეცი, მაშინვე შენთან გავჩნდები, .... შენ ჭკვიანი და
ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ შენი თავის რეალიზებას ვერ ახდენ,
იმიტომ, რომ უმანკო სული და გული გაქვს, გაყიდვაში მე
ყველაზე კარგად დაგეხმარები- თქვა და ძალიან მშობლიურად
და ძალიან ფაქიზად ჩამიკრა გულში. ისეთი სიფრთხილით
მომხვია ხელი, თითქოს ძვირფასი ბროლის ლარნაკი
ვყოფილიყავი პატრონისათვის, რომლისთვისაც ძალიან
ძვირად ფასეულია.
125
თანხა სამჯერ მეტი აღმოჩნდა, შემეშინდა საკუთარი
სინდისის, არ მეკუთვნის ამხელა თანხა, თანაც მესამედი ხომ
უკვე მომცა. სინდისი არ მაძლევდა იმის საშუალებას, ამ
ფულზე დადებითად მეფიქრა, ფული საგულდაგულოდ
კარადაში გადავმალე, თუმცა, პირიქით, მე უფრო დავემალე
მას, კარადისკენ გახედვისას ეკლების ჩხვლეტას ვგრძნობდი,
გულზე ლოდივით მეწვა რაღაც და ვერ ვახერხებდი მისგან
განთავისუფლებას, ღამე ძილი მიჭირდა, დროს თვალდა–
ხუჭულზე ვაბრუნებდი უკან და სულ თავიდან ისტორიული
რომანის დამკვეთისაგან შეკვეთას არ ვღებულობდი, კარგად
და გარკვევით ვუხსნიდი, რომ ისტორიული ჟანრის რომანებს
მე არ ვწერ, ან კიდევ უფრო გარკვევით ვეუბნევი, რომ მუზა არ
მომდის და უკაცრავად, სხვა მოძებნეთ.... მერე ის მეუბნება,
ძალიან თავაზიანად, რომ:- მადლობა, თქვენნაირები ძალიან
ბევრია და ამოვარჩევ რომელიმესო....-ტანჯვადი გამოდგა
ფული, ხალხი ბრძენია, ყოველთვის დაკვირვებაზე აკეთებს
დასკვნებს: ბევრი ფული ბევრი დარდიაო, ან ის ფული ხელის
ჭუჭყიაო, ჭუჭყი გამოდგა და დარდი ჩემთვის. გამოსავალი
უმალ ვიპოვე, თომას უჩუმრად, ერთ მშვენიერ დილას ხელი
დავავლე მთლიანად კუკურიჩიანის ფულს თავის
მესამედიანად და მთელი ქალაქი შემოვირბინე. თუკი სადმე
მათხოვრად ჩამომჯდარ-ჩამომდგარ ადამიანებს ვხედავდი,
ყველას ფულის სამ-სამ ქაღალდის ერთეულს ვაძლევდი,
ბავშვებს კი უფრო მეტს. ყველა მლოცავდა და მადლობას
მიხდიდა, მადლიერი თვალებით მიყურებდნენ და თვალები
სიხარულით უბრწყინავდათ. ასე ცოტა-ცოტა გავუნაწილე მათ,
ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანური თანადგომა,
ყურადღება და გულწრფელი, თბილი ღიმილი. დამისვენა
სინდისმა, თითქოს ძალიან მძიმე ლოდი ჩამომხსნეს დაღ–
ლილ-დაქანცული მხრებიდან. ასეთი მსუბუქი არასდროს
ვყოფილვარ. რაღაც უსიამოვნო გრძნობა, რომელიც მტანჯა–
ვდა ფულის გამო, დამეხსნა და სასიამოვნო განწყობამ და
სიმსუბუქემ ჩაანაცვლა. ახლა მივხვდი, რატომ არსებობს
126
ქველმოქმედება, ქველმოქმედი უწინარეს ყოვლისა საკუთარ
სიამოვნებაზე ფიქრობს, რომელსაც სხვისი სასიხარულო
განცდებითა და ემოციებით არის გამოწვეული.
ახლა მსუბუქი ვიყავი საკუთარ თავზე და ეს სიმსუბუქე
ბედნიერებით მავსებდა, მათბობდა, მახალისებდა და
მაბედნიერებდა.
* * *
კეთილი ადამიანები არ მომაკლო ცხოვრებამ თომას და
მარეხის სახით, მუდამდღე ცდილობენ ჩემი ნაწერების
გაყიდვას. გულისტკივილით ვფიქრობ ხოლმე, ქართველები
ძალიან ამაყი და „პაკაზუხა“ ხალხი ვართ, თითქმის ყვალას
უნდა დიდი ვინმე იყოს, ბრძენ კოლოფა, წერა-კითხვის
უცოდინრებს პრეტენზია აქვთ მაღალ რანგსა თუ თანა–
მდებობაზე, აღწევენ კიდეც, ასეთები ყველგანაა, ყოველი
ფეხის ნაბიჯზე, მაგრამ ფულიანები ყველგან არაა. აი, თომამ
კი იცის გასართობად და დროის მოსაკლავად, მათი თავ–
შეყრის ადგილები, მოჰყავს კიდეც მსურველები, ისინი ძირი–
თადად სოცქსელში დასაწერად ჩემგან ყიდულობენ ლექსებს,
არიან მოცულბოით მცირე ზომის მოთხრობების მსურვ–
ელებიც, ზოგს წაკითხვაც კი ეზარება და ყიდვამდე შინაა–
რსის მოყოლას მთხოვენ, მოთხრობის პატარა ანოტაციას
მაინც ვუწერ, წესისამებრ, თუმცა, იმასაც არ ითხოვენ. წიგნის
დაბეჭდვა მათთვის პრობლემა არაა, არც ისაა დიდად პრო–
ბლემა გაიყიდება, თუ არა. მათთვის მთავარია წიგნის
პრეზენტაცია მოაწყონ ლამაზ და პრესტიჟულ ადგილას. კარ–
გი, მაღალი ბრენდის საღამოს კაბებით მოიწონონ ერთმა–
ნეთში თავი, მოთხრობები აუცილებლად გულისამაჩუყებელ
სასიყვარულო ისტორიაზე უნდა იყოს, ბოლო კი „ჰეფი–
ენდით“ უნდა მთავრდებოდეს, როგორც ზღაპარი, ზოგჯერ
თავისი მსაგავსი რომანის მხატვრულად გაფორმებულ
ვერსიას ითხოვენ , მიკვეთავენ. მათი წიგნებიც წარმოუ–
127
დგენელი სისწრაფით იყიდება, ალბათ, იმიტომ, რომ საზოგა–
დოების უმრავლესობას დაწერილი წიგნის შინაარსი კი არ
აინტერესებს, არამედ როგორია მისი ავტორის, ამ შემთხვე–
ვაში ცნობადი სახის ფსიქოლოგიური ნააზრევის სახე. ესაც
ისე, ზოგადი წარმოდგენისათვის და ცნობისმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად.
ვერ დავივიწყებ თომას მოყვანილ, „განგრეულ“ ტიპს,
შეუდარებელი თავისი ორიგინალური გამოხედვითა და
საოცრად ბოხი და ჟღერადი ხმით. მელოტი, დიდულვაშა და
წითელ ლოყება, ჯენტლმენურად ორიგინალური სიარულის
მანერით შემოვიდა და სკამზე დაუკითხავად ჩამოჯდა,
სახით სულ თომას იყო მიშტერებული:
-ამას, მარიზა, ლექსის დაკვეთა სურს, მაგარი ტიპია და
რაღაც პონტში იჩითება, გოგო ევასება ერთი და სიყვარული
უნდა ლექსით აუხსნას, -
ეს კაცი თომას გაუნძრევლად იყო მიშტერებული და
თვალებს არ ახამხამებდა, ჯერ ნაბახუსევი-ნასვამი მეგონა,
მერე მეგონა, ალბათ რაიმე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული
მოქმედების ქვეშ მყოფი, თურმე, სრულიად ფხიზელი
ყოფილა ის საცოდავი, მხედველობის პრობლემა ჰქონია,
თვალებს ძალიან იშვიათად ახამხამებს, ამაზე ოფთალმო–
ლოგებისთვისაც კი მიუმართავს, თუმცა, უშედეგოდ.
-კი, ბატონო, არაა პრობლემა, მოცულობით რამდენი
გნებავთ?
-რაა?-სრულიად გადარეულის იერით მკითხა, ვერ მიმიხვდა
კითხვას.
-ლექსი, ბატონო, რამხელა გნებავთ რომ დაგიწეროთ?-
-ააა, ლექსი? ლექსი ეგრე ერთი ოთხი-ხუთი ხაზი, რა?!
თორემ დიდ ლექსებს ვერ ვიმახსოვრებ და იმის დროს
ფურცლის ამოღება და წაკითხვა მიტყდება რა!-
-ოთხი-ხუთი ხაზი?-
-აეგრე მინდა რა, ვითომ მე დავუწერე, გოგოს სახელიც რომ
იყოს მოხსენიებული, ემა ჰქვია.-თომას სახეზე ღიმილი
128
ეხატა, თუმცა ბოლო წინადადების დამთავრების შემდეგ
ღიმილი ხარხარში გადაეზარდა.
-მე დაგიწერ ტოოო! ჩემო ემა, მწარე გაქვს ენა, როგორია
აბა....
-ააა, ეგეთები მიტყდება ხო იცი, - ჩაიდუდღუნა თომას
მისამართით.
- რა გიტყდება და იბოღმები. მთელმა სოლოლაკმა უკიკინა
და ეს კიდევ ვერ იჯერებს, არიფი თუ არა ხარ რა?!-
ხარხარებდა თომა.
-კარგი , ბატონო, მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით, სახელს
აუცილებლად მოვიხსენიებ“-
-კი ბატონო, თქვენ სახელის ადგილი ცარიელი დატოვეთ და
მე მოვიფიქრებ და მერე ჩავწერ, შეიძლება ემა ჩავწერო შიგ და
შეიძლება თამუსია....ნუ რომელსაც ვეტყვი, იმას ჩავწერ რა!-
-ეგრე არ გამოვა, რითმაში ხომ უნდა ჩავსვა?-
-ისე თამუსია არც მე მაწყობს ბიჭო, -მიუბრუნდა თომას,
ვარაზე რომ იყოს? ემა და ვარას სახელები ხომ გვანან
ერთმანეთს?-
-რომელი ვარა, ბაბუშკა ვარია? ეგ კიდევ ცოცხალია და
მუშაობს ტო?- თომა მეტი სიცილისაგან იგუდებოდა.
-მე ლექსს ვეღარ დაგიწერთ!-ძალიან მკაცრი და დამაჯერე–
ბელი ტონით ვთქვი.
-ბატონო?-
-მე ამორალური ქმედებების, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე
ლექსებს ვერ დაგიწერთ!-
-რატომ? პორნოპოეზისტი არა ხართ?-
-რააა?- დავუბრიალე თვალები.
-ძალიან გთხოვთ დაწერეთ რა? თუ ჩემი დაიკო ხართ, ძალიან
მჭირდება რა!-ამოღერღა სიტყვა - სიტყვით.
-არა, ბატონო, ვერა.-
-რატომ? კარგად გადაგიხდით- ჯიბეზე გაიკრა მარჯვენა
ხელი.
129
-მუზა არ მომდის, მუზა, სტუპორში ვარ!- გაცეცხლებულმა
დაბნეულ თომას თვალით ვანიშნე გაიტანე-თქო.
-სტუპორში რა პონტია ტო, ეგ რაღაა ?-თავისი სიგრძე -
სიგანის გამო ძლივს გაეტია კარებში.
ამის გამო თომა გვარიანად გაილანძღა და კიდეც გავებუტე,
თუმცა, მალევე შევრიგდით:- მაყუთა ტიპი იყო და ვიფიქრე,
კარგად გადახიხდიდამეთქი. -თავი იმართლა თომამ. ყველა
რომ თომასნაირი, შინაგანად კეთილშობილი იყოს, რაღა
მოგვერეოდა ამ ქვეყნად, ბოროტება და უსამართლობა ფეხს
ვეღარ მოიკიდებდა. ადამიანებთან ურთიერთობა მღლის,
ისინი მიცარიელებელ შინაგანი თვითმყოფადობის სიმდი–
დრეს, ქურდებივით იჭრებიან სხვის საინფორმაციო სამყარ–
ოში, რათა მისთვის საინტერესო ინფორმაციის წაღებით
დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობის ავადმყოფური ჟინი,
შიმშილის საინფორმაციო-საჭორაო ჟინი .
დამღალა მსაგავსება-განსხვავებებმა. ცოცხალი სამყარო
მუდმივად მსგავსება-განსხვავებაზეა აგებული, ცვალება–
დობა, მუტაციის სინდრომი, ეს ის ფენომენია რითიც ჩვენ
ერთმანეთისაგან განვსხვავდებით, რადგანაც ყველა ერთნაირი
ვიზუალურობის, ერთნაირი ხასიათების არ ვიყოთ და
ცხოვრებაც ერთფეროვნებისაგან მოსაბეზრებელ-მოსაწყვენი არ
შეიქმნას. თუმცა, მთელი ცხოვრების განვლილ გზას მსგავსის
თუ მსგავსების ძებნაში ვატარებთ.
არა, რაოდენ გულმტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს,
ცხოვრებაში ერტხელ მაინც უნდა შეგხვდეს ბოროტი
სურნელით სხეულგაჟღენთილი მოკვდავი, რომ მისი
სიმწარით გამუქებულ ფონზე კეთილი და უტყუარი ადამი–
ანის დაფასება შესძლოს ბურუსით გადაფარულმა ადამიანის
გონებამ. არც ისე შეიძლება, სულ ყველა სიკეთეს რომ
ასხივოსნებდეს და მადლიერების გრძნობით იმსჭვალებოდეს,
მაშინ ხომ დედამიწას სამოთხე დაერქმეოდა და ადამიანის
მომავალ საიქიოს აზრიც დაეკარგებოდა.
130
თავი X
გარდაცვალება
თომას ხშირად ვუამბობდი: - მეგობრები ამტკიცებენ,
სატელეფონო საუბრები ისმინება ისე, როგორც არასდროსო,
რაზედაც მუდამ მოციმციმე თვალები გაუბრწყინდებოდა და
ხმამაღლა გაიცინებდა ხოლმე:
-მერე შენ რა? გისმინონ და იყვნენ, ილაპარაკე ის, რაც გინდა
სხვამ გაიგოს, იწუწუნე სამსახურის მაძებარი რომ ხარ, იქნება
და ვინმე კომპეტენტურმა ყურად იღოს....თუ არადა შენ რად
მოგისმენენ, რომელი დიდი კრიმინალი შენ მყავხარ?-
-ხო, მაგრამ იქნება ჩემს მეგობრებთან საუბრის დროს მინდა
ვთქვა ისეთი დელიკატური და ინტიმური რაღაც, რაც არ მინდა
სხვამ გაიგოს და იცოდეს?-
-ოჰ,ოჰ, არ გიცნობდე მაინც, შენს წუწუნში მცირედად მაინც
დავინახავდი რეალურს-ჯიუტად არ იშლიდა ერთ
კონკრეტულ პოზიციაზე დგომას.
-არა, მაგრამ საზოგადოებრივი შეურაცხყოფა მგონია ეს მე!
რატომ უნდა ისმინებოდეს მასშტაბურად ტელეფონები,
როდესაც გსურს მეგობართან დარეკვა, მასთან დაგეგმვა
მომავლის ან თუნდაც ერთი დღის ან საათის, ჩვენ ორს შორის
მინდა დარჩეს საუბარი და არა ვიღაც უცხო, მესამემ გაიგოს?-
-მით უმეტეს თუ უცხოა, შენ რა გადარდებს? ეცადე სხვისი
სულელური ქმედებებითა და მით უფრო მათზე ფიქრით
თავი არ შეიწუხო, შენ შენი ცხოვრებით თავისუფლად
იცხოვრე, სხვამ უნდა გისმინოს, უნდა თავი ახალოს კედელს,
ეს შენ პრობლემად არ გაიხადო-
-როგორ თომა, ამას როგორ მეუბნები? ეს შეურაცხყოფაა,
სწორედაც, რომ ესაა თავისუფლების წართმევა თითოეული
ადამიანისათვის, რატომ უსმენ მის საუბარს? რატომ ზღუდავ
თავისუფალი საუბრის კულტურას? ეს ხომ საზოგადოებრივი
შეურაცხყოფის ელემენტია, ამის საპროტესტოდ უნდა აღსდ–
131
გეს საზოგადოება, ეს რა, დაშინების ახალი მეთოდია, გისმენ
და შენს თანამოსაუბრესთან საუბარს გიკონტროლებთო....-
-არა, შენ ისაუბრე და თუ უნდა მოგისმენენ და უნდა არა, მე
მაინც არ მჯერა, რომ ისმინება, ხო, შესაძლოა ისმინება, მაგრამ
არა შენი. შენ იმდენად სუფთა ცხოვრებით ცხოვრობ, რომც
გისმინონ რა? თანაც ისინი შენნაირების მოსმენით თავს არ
შეიწუხებენ. იმათ სხვა კატეგორიის ადამიანები აინტერესებთ.-
ჩვენი საუბარი საერთო დასკვნამდე არ მივიდა, რადგანაც
მტკიცე პოზიციაზე მდგარი ჩემი გულითადი, მესაიდუმლე
რესპოდენტი დიდი სიჯიუტით გამოირჩეოდა, მე კი მაინც
ჩემს ნათქვამს არ გადავდიოდი. მიმაჩნდა, რომ მასობრივი
სატელეფონო მოსმენა ეს არა კრიმინალიზმის წინააღმდეგ და
მათთან ბრძოლის შედეგად შემუშავებული ერთ-ერთი
მეთოდია, არამედ საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრების და
მათი ერთიანობის შიშის შედეგად მიღებული მეთოდოლოგია,
ეს არის სწორედაც მიზანმიმართული საზოგადოების აზრის
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თავისუფლები გვქ–
ვია, მაგრამ საუბარი აღარ გვაქვს თავისუფალი, სხვამ, შენთვის
გაურკვეველმა პირებმა, უნდა იცოდნენ შენს ახლო მეგობარ–
თან საუბრის თითოეული დეტალიც კი, მე ისევდაისევ
თავისუფლების შეზღუდვა და საზოგადოებისათვის შერაცხ–
მყოფელად მიმაჩნდა, თუმცა, ბევრი ამ თემაზე დუმილს
ამჯობინებდა, ყველა თავის ტყავს უფრთხილდება-ს პრინცი–
პიდან ამოდიოდა.
თომა ჩემი მესაიდუმლე, ჩემდა და თავისდაუნებურად,
ბუნებრივად გახდა, თითქმის თითოეული დეტალი ჩემი
ცხოვრებისა და რომანის შესახებ კარგად იცოდა და ხშირად
კეთილისშემცველ დარიგებებსაც ვღებულობდი. მისი იმედი
მქონდა ყველაფერში, გადაულახავ პრობლემას გადამალა–
ხინებდა და პატრონად მოგულე ვერსად მიმივიწყებდა
ზუსტად ვიცოდი. თომას ძალიან დიდი გული ჰქონდა, ყველა
ვეტეოდით, თანაც ისე, რომ ერთმანეთისაგან არ გვარჩევდა,
რომელიმეს გარკვეულ და განსაკუთრებულ პრივილეგიას არ
132
მიაკუთვნებდა, ყველასთან ერთნაირი და ობიექტურად სიყვა–
რულის გამანაწილებელი იყო. მისი თბილი, სასიამოვნოდ
ბოხი და მზრუნველი ხმის ტემბრი მუდამ ყურში მესმის და
მუდამ მის თავს მახსენებს. თომა, თომა.... შენ ყოველთვის
სხვისი კეთილდღეობისათვის ცხოვრობდი, სხვის გამო
საკუთარი თავი გავიწყდებოდა.
გვიან ღამით მძინარე თომა ძმაკაცმა სატელეფონო ზარით
გააღვიძა, სთხოვდა მეორე დღეს მეგობრების შეკრებას და
სასურველი დოზით, არასინთეზური ნივთიერებით, მცირე–
დად წახალისებას. თომა ძმაკაცს უარს არ და ვერ ეტყოდა,
დაპირება მეორე დღეს ძმაკაცებთან სატელეფონო საუბრით
ადგილის შეთანხმებითა და სხვა ძირითადი საკითხების
მოლაპარაკებით დასრულდა. როგორც ყოველთვის, ყველა–
ფრის მოთავე-ორგანიზატორი და ინიციატორი, ყველა დეტა–
ლის დამგეგმავი, ეს იყო საორგანიზაციო საკითხები, თუ
უბრალო საქმიანი დეტალები, ყველაფერი თომას მოსაგვა–
რებელი იყო. ის იყო ყოველთვის გადამწყვეტი ხმა წამოჭრილი
პრობლემისა, იყო პასუხი დასმული კითხვის დროს, მაშინაც
ყველაფრის მომგვარებელი თომა აღმოჩნდა .... მე ლექსი
მთხოვა, მეგობრებთან საქეიფოდ მივდივარ და მე რომ გამახა–
რებს, ისეთი ლექსი დამიწერეო.... მეც არ დავაყოვნე, წა–
ვუკითხე, გაეცინა და მოწონების ნიშნად თვალი ჩამიპაჭუნა :
-გონების დაბნელება , ციდან მთვარის
ნავით
გატაცებას ჰგავს;
თავს პრობლემას ვერ აღწევ და
დააბოლებ მას....
ლანდად ქცეული ბედნიერება
ქარის ნაჩუქარს ჰგავს-
და მადლი მისი, სიხარული წუთის შემდეგ
მიაქვს უკლებლივ კვლავ.
შენ გადიდდები, თუ სიმცირის დარდი გაწვალებს,
ან გამდიდრდები,
133
სიღარიბეს გაუვლებ ეკლიან ზღვარს,
დარდს- ბობოქარას, აუტანელს გადაუგდებ
მგლისთვალება ძაღლს,
ჩასუნთქვამდე ჩაისუნთქავ ოზონს, ძლიერს,
მკაცრს,
ხარბად, ნათლად დაინახავ სიკეთის მთესველს,
ლანდად ქცეულ სიბოროტეს
ბოლოს მოუღებ!
გადაივლის ნისლის თქეში, ისევ იქა ხარ,
კუნძულების ნაცვლად ისევ, შენს ჭერქვეშა ხარ....
მერე ხვდები ამ სიავეს თავს აკვლევინებ,
მაგრამ....
ისევ იმას ფიქრობ:-არ დამიგვიანდეს!-
ბოლოს ყველა გერიდება, არვინ გენდობა
შენ კი-
ძალით მისით იწყებ ღაღადს-„“-
....იმავე ღამეს თომაც და მისი მეგობრებიც დააკავეს. მეტი
აღარ ვიცი, შესაძლოა მისმა მშობლებმა წვრილმან-წვრილმანი
დეტალები იციან, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ თომამ
პირი ამოიკერა, და ძალიან მალე ციხეშივე გარდაიც–
ვალა....ვერ გატეხეს შეუვალი ფსიქიკის, კირკიტი კაკალივით
მტკიცე და შესაძლოა წამების დროს შემოაკვდათ. ჭორად
დადიოდა უბანში, ელექტროშოკის კვალი ეტყობოდაო. დარ–
წმუნებული ვიყავი მის უდიერად ჯიუტ და პრინციპულმა
ხასიათმა, იმავდროულად მომთმენმა და სხვისთვის შეუმჩნე–
ველმა თომას ჯიბრიანობამ გამოიღო ეს შეგეგი, თორემ
სხვასავით სუსტი, მშიშარა და ტკივილის ვერ ამტანი რომ
ყოფილიყო, იოტის ოდენა ტკივილის სპილოდ მოჩვენება
რომ შესძლებოდა.... ალბათ, ასეთი ბედი არ ექნებოდა. ის კი
რადიკალურად განსხვავებული ბუნების იყო, მისი
გარდაცვალება ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავრდნის,
ცისა და მიწის გაერთიანების, სიკეთეზე ბოროტების
გამარჯვების ტოლფასი იყო.
134
დაკრძალვაზე შეგნებულად არ წავედი, არ მინდოდა
სამუდამოდ თვალებდახუჭული, სუნთქვაშეკავებული, პირა–
მოკერილი და გაქვავებული თომას ცხედარი დარჩენილიყო
ჩემს ხსოვნაში. მინდოდა ისეთივე ძლიერი, მომხიბლავი
თავისი ძლიერი მამაკაცური ვიზუალურობით, საუბრის
მანერითა და უბრალო, დაკვირვებული გამოხედვით დარჩე–
ნილიყო, მინდოდა სულ ცოცხალი ყოფილიყო ჩემს წარმო–
სახვაში და არამც და არამც მისი დაუძლურებული სხეულის
კადრები ამოტივტივებულიყო მასზე ფიქრისას, მინდა
მუდმივად მჯეროდეს მისი სიცოცხლის, მისი სიძლიერის,
იმედი მქონდეს მისი დახმარების, და მისი ლოდინის მაცქე–
რალი ვიყო, ვიღაცას ხომ უნდა ელოდებოდე ადამიანი? არ
შეიძლება უთვისტომოდ, ლოდინის გარეშე გადატარება ამ
უღიმღამო ცხოვრების, ჰოდა, მეც დავუწყებ ლოდინს თომას,
ის ხომ მკვდარი არ მინახავს და არ მახსოვს, რადგან არ
მახსოვს ე. ი. ცოცხალია და მოვა, თუ არ მოვა, მოსვლის იმედი
მაინც ხომ მაქვს? იმედი, რომელიც ცხოვრებას აფერადებს და
ახალისებს, ხომ არსებობს?
გულმა ვერ მოისვენა და თომას გარდაცვალებიდან ერთი
თვის თავზე მისი საფლავის მოსანახულებლად წავედი.
სასაფლაოს შესასვლელიდან დავყევი და ქვაზე ამოტვი–
ფრულ მიცვალებულთა გვარებსა და სახელებს დავუწყე
კითხვა, მინდოდა მენახა მისი საფლავი და მჯეროდა, რომ
გაიგებდა ჩემს მისვლას, რაღაცას ვეტყოდი, იქნება სანუგეშო
სიტყვა თუ არა სანუგეშო განწყობა მაინც შეექმნა ჩემთ–
ვის,....კითხვა-კითხვამ შორს წამიყვანა, სადღაც შორს მესა–
ფლავეები შევნიშნე, სამნი იყვნენ, მათაც დამინახეს და
წინასწარ აშკარად დაკვეთილი საფლავის თხრა შეაჩერეს,
მისვლა ვერ გავბედე, დავდექი და ცქერა დავუწყე, მიხვდნენ
შემეშინდა და საერთოდ აქ ,ასე ჩემსავით გზააბნეულნი
მარტოდმარტონი არ დადიან.... მათ ერთი გამოეყო და
ჩემსკენ წამოვიდა:-ვის ეძებთ ქალბატონო?- სამძიმრის ტონით
წარმოსთქვა დასახმარებლად განწყობილმა, ასე, ოცდაათიო–
135
დე წლის ახალგაზრდა ქერა თმიანმა მამაკაცმა და ოფლია–
ნი შუბლი იდაყვით შეიმშრალა.
-მე საფლავს ვეძებ....
-რა გვარის და სახელის?-არ მაცალა ჩემი დაბნეული პასუხის
დამთავრება.
-თომა კორკოტაშვილი-
-ააა, სვაბოდნიკი თომა?....აი, იქით არის დაკრძალული,
აქედან ოროცდაათიოდე მეტრში-საჩვენებელთით გაბზეკილი
ხელი მარჯვნივ გაიშვირა.
-მადლობელი ვარ, ბატონო, მადლობელი-
-რა მადლობა, რა მოხდა მერე, ყველა სიკვდილის შვილი ვართ,
ყველას ბოლო ინდე, ეგ არის,-მიწისკენ მიმანიშნა მესაფლავემ.
-ნახვამდის- მკაცრი ნაბიჯებით მივუახლოვდი უკვე მიწადქ–
ცეულ თომას, შავი მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრულმა
მუქმა სურათმა შემომანათა, ქვეშ თარიღები დაბადებისა და
გარდაცვალების.... ცოტა გავს და ცოტაც არა, სხვანაირი
იყავი შენ თომა, სიცოცხლეს სურათი ვერ აფიქსირებს,
სურათი ისედაც გაჩერებული წამია, შეჩერებული სუნთქვა,
გაქვავებული ერთ ადგილზე უმოძრაო კადრი, არ მიყვარს
სურათები, ისედაც მკვდარი კადრი, მართალია შეჩერებული
წამიერად, მაგრამ მაინც თუნდ წამიერად სიკვდილის დამა–
ფიქრებელი, ....-თომა გეძებდი, ვერ გპოულობდი, აქაც მოახე–
რხე შენი კომუნიკაბელურობის წყალობით გაცნობა? მესა–
ფლავეები უკვე თვალდახუჭულნი გცნობენ, მანძილიც
ზუსტად სცოდნიათ, ორმოცდაათი მეტრიაო, აქაც ლიდერი
ხარ.... ზუსტად ვიცი....ნეტა შეგეძლოს თქმა, მომიყვე შენი
გაჭირვებული თავისუფლება წართმეული ცხოვრების
პერიოდისა, მაგრამ შენ ხომ წუწუნი არ გიყვარს, შენ ხომ
უძლებ მკაცრი ცხოვრების ლაბირინთებსა და მისთვის
დამახასიათებელ მარწუხებს, პირი რატომ ამოიკერე? იმიტომ,
რომ რამე არ წამოგცდენოდა? თუ წამების დროს არ გეყვირა?
იქნებ იმიტომ, რომ სატელეფონო საუბარის მოსმენის
გასაპროტესტებლად, იმ საუბარმა გაიყვანა, ალბათ, მშიშარა
136
ლაჩრები შენი დაკავების კვალზე, ალბათ, გეცინება და
ამბობ; - დიახ, მის-შერლოკჰოლმს, სულ ასე მეუბნებო–
დი....ალბათ, შენი მეგობრების მდგომარეობა უფრო გადარ–
დებდა , იმათი დაკავება ითაკილე, თორემ საკუთარ თავს
მუდმივად უკანა პლანზე სწევდი....შენი წასვლის შემდეგ
მეგობრობაზე წარმოდგენები შემეცვალა, შენ ჩემთვის
მეგობარზე გაცილებით მეტი და კიდევ უფრო მეტი იყავი,
დედისა და მამის მაგივრობას მიწევდი, შენი გამოჩენა ჩემს
მორიგ საზრუნავთან იყო დაკავშირებული, ახლა შენსავით
ვინ გაიზიარებს ჩემი ცხოვრების პრობლემებს, ვინ
დამარიგებს შენსავით? ....ალბათ, მკითხავდი ჩემი რომანის
შესახებ! ჰოდა, მეც გპასუხობ: - ვერაფერი. გახსოვს, რომ
მპირდებოდი, უნდა ვნახო და საქმეს ნათელი მოვფინოვო, ან
იქით გადაწყდეს და ან აქეთო, მე კიდევ გაჩერებდი, ჯერ ადრეა
თქო, როგორ ვნანობ ახლა....
თომას საფლავთან ცრემლი არ მომდიოდა, მაგრამ
ბურთის მაგვარი კი მქონდა ყელში გაჩხერილი. საკუთარ თავს
პირობა მივეცი, რომ თომას ყოფიერებას ჩემი ცრემლებით არ
დავუმძიმებდი. საწყალი თომა, საკუთარი თავი აქვს, ალბათ ,
საპრობლემო და ჩემი ცრემლებით მიხვდება, რომ მიჭირს.
ამიტომ არ მსურდა მისი ნერვიულობა....თომას საფლავიდან
გარკვევით მოსჩანდა ჩემი მიმართულებით მორბენალი
მოზარდი ბიჭი, თავიდან თომას შვილი ილუშკა მეგონა,
მაგრამ დაკვირვებისას ეტყობოდა გაცილებით პატარა ასაკის
მქონე რომ იყო, თანაც უფრო თხელი და სუსტი აღნაგობის.
ის იქვე, ჩვენგან დაახლოებით ათიოდე მეტრის მოშორებით,
შეჩერდა. სკოლის ჩანთა ძირს ფაქიზად დადო, მერე
მუხლებზე დაეშვა და მიწაზე ამობურცულად ამოზნექილს
შავი ფერის დედამიწას ჩაეხუტა, ორივე ხელი გაშლილად
გადაადო, თვალდახუჭული აშკარად ადამიანის ჩახუტების
იმიტაციას ქმნიდა. ასე იყო ერთხანს, დიდი მიხვედრა არ
სჭირდებოდა, რომ იქ ახალი მიცვალებული იყო დაკრძა–
ლული, ბავშვიც პირდაპირ სკოლიდან მოსული მისი გული–
137
სთვის, გულის ამაჩუყებელი სცენა იდგა, ვხვდებოდი თვალ–
მშრალი ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებდი, ისედაც ყელში
ბურთმობჯენილი ძლივს ვიკავებდი მლაშე ცრემლების ტბას,
რომელიც ჩაწოლილიყო უმოძრაობაში და ზღვად გადაქცევას
ნატრობდა , ნატრობდა და მოთმენით უცდიდა სველი ტალ–
ღების მოქცევას . შემეცოდა მოზარდი, ასე გაუნძრევლად
როდემდე უნდა ყოფილიყო მიცვალებულის მიწას ჩახუტე–
ბული, რომელიც აშკარად ახალი დაკრძალული იყო,
შესაძლებელია რამდენიმე დღის, მას ჯერ არც საფლავის ქვა
ამძიმებდა და არც შემოღობილ-შემორაგული ჰქონდა ოფიცი–
ალურად მისთვის განკუთვნილი ადგილი.
მივუახლოვდი და მოზარდს გამოლაპარაკების მიზნით
მივესალმე. ის თვალდახუჭული ეხვეოდა მიწას და თითქოს
გაზაფხულის მზეს ეფიცხებოდა, სიამოვნებისგან ძილში
გაღიმებული ბავშვის სახე ჰქონდა მიღებული. ჩემს მისა–
ლმებაზე თვალები გაახილა და უფრო მეტად, კმაყოფილი
პატარა ბავშვის ღიმილით გაიღიმა, ეს ღიმილი ჩემსკენ იყო
მიზანმომართული, ასეთი ღიმილით პატარა ბავშვები
იღიმებიან სანატრელი სათამაშოს შეძენისას, გულში ჩახუ–
ტებულს უკვე საკუთრების შეგრძნება უმძაფრდებათ და
სრულყოფილებისა და თანასწორობის განცდა ეუფლებათ
უფროსებთან მიმართებაში.
-უკვე დაგიმთავრდა გაკვეთილები? -მოზარდისათვის
განკუთვნილი დელიკატური დიალოგისათვის მოვემზადე,
მან ღიმილიანი თავი დამიკრა, და ისეთი შეგრძნება
დამეუფლა, რომ მისმა შავმა და მეტი სისპეტაკისაგან კამკამა
თვალებმა გამიღიმა და თანხმობის ნიშნად დამიკრა
თვალები სახის მიმიკებისაგან დამოუკიდებლად. მუქი შავი
თმა ჰქონდა, მზის სხივებზე მობზინვარე, თმები ლამაზად
შეკრეჭილი, სუფთად ჩაცმული, სახეზე კეთილშობილება და
ბავშვური მიამიტობა დასთამაშებდა.
-მე საათი არ მაქვს და მაინტერესებდა დრო, ამ დროს
გიმთავრდება ხოლმე გაკვეთილები?-
138
-დიახ -
-დღეს რამდენი გაკვეთილი გქონდა?-შევეცადე ბავშვისათვის
საშიში და დამათრთხობელი სანერვიულოდ ამხედრებული
მიმიკები ხელოვნურად შექმნილი ნიღბებით დამეფარა.
-ექვსი , ბოლო გაკვეთილი ხელოვნება მქონდა და აღარ
დავრჩი, გამოვიპარე-
-რატომ? სკოლაში არ გაგიბრაზდებიან?-
-არაა, ჩემი მასწავლებელი დასწრებას დიდად არ აქცევს
ყურადღებას ,- საკუთრების გრძნობა მწვავედ აქვთ ბავშვებს
გაღვივებული, ხელოვნების მასწავლებელზედაც კი სიტყვა
ჩემი ჩააყოლა, ჩემი დედა იციან და არა დედაჩემი, ჩემი მამა
და არა მამაჩემი, ჩემი მასწავლებელი და არა დავუშვათ, ჩემი
სკოლის მასწავლებელი, რადგანაც სიტყვა ჩემი უფრო გამო–
კვეთილად ჟღერს და საკუთრების უფრო მეტად გამომხა–
ტველი ჰგონიათ, ვიდრე სასურველად აღმნიშვნელი სიტყვის
შემდეგ ნატქვამი:-თანაც აქაც უნდა მომესწრო მოსვლა, გაკვე–
თილების მერე რომ მოვსულიყავი, სახლში დამიგვია–
ნდებოდა, როცა ვაგვიანებ, ჩემი ბებო ნერვიულობს ხოლმე.-
-ააა, გასაგებია, ერთი გაკვეთილი შეგნებულად გააცდინე, რომ
დროში მოგეგო.... ხომ სწორად გავიგე?-ბავშვური ლოგიკის
ტალღაზე გადავერთე.
-ხო, სწორედ გაიგეთ,-თავი საყვარლად დამიკრა თავის თავში
დაჯერებულმა.
-უი, სულ დამავიწყდა, უნდა გაგცნობოდი, მე მარიზა მინდე–
ლი ვარ, შენ?-
-მე ლაშა მელქაძე, -ხმის ტემბრზე და თავის დაჭერაზე
შევატყვე, აშკარად თანატოლ-თანასწორუფლებიანად მცნო.
-ძალიან სასიამოვნოა....- გავუწოდე ხელი ჩამოსართმევად,
ბავშვებს უყვართ, როცა დიდივით მიმართავ, ამ დროს მაქსი–
მალურად ცდილობენ თვითონაც დიდისთვის შესაფერისი
მანერებითა და მოქმედებებით მოგმართონ.
-აქ რას აკეთებ ლაშა?- შევეცადე მტკივნეული კითხვისთვის
ცოტა შორიდან მომევლო.
139
-ისე გამოვიარე - ვერ მიმიხვდა კითხვის მიზანს.
-....და აქ ვინაა დაკრძალული?- შეგნებულად არ ვკითხე, შენი
ვინ არის აქ დაკრძალული-თქო?
-აქ ჩემი დედა!, ავარიაში მოყვა და....- ვაჟკაცურად ,
დიდისთვის შესაფერისად მითხრა.
-დიდი ხანია?-
-არა, ერთი კვირა ხდება ხვალ, ექიმის მისვლამდე უკვე
მომკვდარიყო- მცირედხნიანი პაუზის შემდეგ ვიცოდი პატარა
გულიდან ტკივილიანი ბოღმის ამოგდება სურდა, ამას
მხოლოდ საუბრითა და სხვისგან მიღებული ნუგეშით თუ
შესძლებდა, ამიტომაც ვაცადე თვითონ დაერღვია მყუდრო
სასაფლაოზე გამეფებული სიჩუმე, და არა ჩემს მიერ
დასმულ შეკითხვებს:- იმ დღეს დააგვიანა სახლში მოსვლა,
ჩემი მამა ბრაზობდა, აქამდე სად არისო, მერე დაგვირეკეს
პოლიციიდან და გვითხრეს, მორგში მივიყვანეთო. იქ, თურმე,
მკვდარი ადამიანები მიყავთ, ჩემი დედაც იქ მიიყვანეს,
მანქანა ისე იყო დაჭეჭყილი, რომ ჩემმა მამამ თქვა აღარ
გამოდგებაო, ერთი ხელოსანი ცხოვრობს ჩემს მეზობლად და
იმას აჩუქა, იქნება ნაწილები მაინც გამოიყენოსო, დახსნას და
გაყიდისო....მე არ მინდოდა მანქანის გაჩუქება, ჩემს დედას
უყვარდა ძალიან, მინდოდა შემენახა....
-შენ ნახე ის მანქანა?-
-ავარიის შემდეგ არ მინახავს, მაგრამ მერე რა, თუ დაჭეჭყილი
იყო და აღარ ივარგებდა, მაინც შევინახავდი, ავტოფარეხი
გვაქვს და....ჩემს დედას უყვარდა ის მანქანა,-
-რამდენი წლის იყო?-
-სულ ახალი იყო , ჩემმა მამამ დაბადების დღეზე აჩუქა, ჩემს
დედას ინტერნეტში მოეწონა და....-
- დედა რამდენი წლის იყო?-
-დედა ოცდათოთხმეტის, აი, სურათიც მაქვს- სასწრაფოდ ეცა
ძირს მიგდებულ სასკოლო ჩანთას, ძებნის შემდეგ კი
გულდაწყვეტილმა ამომხედა:-ჩემს კლასელს ვათხოვე მათე–
მატიკის რვეული, შიგ მედო და ....
140
-არა უშავს, ლაშა, სხვა დროს მაჩვენე კარგი?-თმაზე მოვე–
ფერე, მათემატიკაში მაღალი შეფასება მიიღო ალბათ, დედა
ცოცხალი რომ ჰყოლოდა ახარებდა, ახლა კი თავს ზემოთ
ძალის არმქონე, სურათის ჩადებით შემოიფარგლა....
-ინტერნეტში თუ ხართ, აუცილებლად გაჩვენებდით!-
მივხვდი დედაზე სურდა რაიმე სანაქებოს მოსმენა, ბავშვური
წყურვილი ჰქონდა მისი სურათი ენახებინა ჩემთვის
-კი , ვარ მეც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში-
-მითხარით ნიკი და გიპოვით, მე პირდაპირ ლაშა მელქაძე44 -
ით ვარ დარეგისტრირებული, თქვენ?-
-მე მარიზა მეი-დ, ასე მომძებნე ხომ, ძალიან მინდა
დედაშენის სურათის ნახვა, ახალგაზრდა დედა გყოლია,
ალბათ, ლამაზია, სიამოვნებით ვნახავ შენი დედის სურათს-
ვუპასუხე ის, რისი გაგებაც ამ ბავშვის პატარა გულს სურდა,
მან თავისი გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და
სიხარულით აღტაცებულმა თავი დამიკრა დაპირებულის
აუცილებლობის შესრულების მიზნით.
-ლაშა, და ან ძმა გყაავს?-
-და მყავს, სამი წლისაა, სულ მე მეხუტება, ღამე ჩემს გარეშე
ვერ იძინებს, ლაშას ვერ ამბობს და აშას მეძახის-გაეცინა ხმა–
მაღლა. მეც მის გასამხნევებლად ოდნავ ხმამაღლა გავიცინე.
-ლაშა სახლში ბებო გელოდება , თუ დააგვიანებ, შეიძლება
ინერვიულოს.-
-კარგით, მაშინ მე წავალ და გიპოვით,....- გამიღიმა, მისი
ღიმილი იმდენად წმინდა გულწრფელობით იყო აღსავსე, რომ
გულის კუნჭულში საგანგებოდ გადამალული გაყინული
ცრემლის ნატეხები წამსვე გაათბო, ცოტაც და მდუღარე
ცრემლები იფეთქებდა თვალთახედვის ყოველი არეალიდან.
სასაფლაოს გზად მიმავალ ლაშას თვალს ვერ ვაცილებდი,
მიდიოდა თავდაჯერებული ნაბიჯებით, მომავლისკენ
ხედვით და ღრმად დარწმუნებული თავის ბავშობაში, თუმცა
დედას მონატერბული მიდის იქ, სადაც ის ეგულება , მის
გარშემო ხომ ყოველი გოჯი ტბილია. დედა, რომელიც
141
გარდაცვლილიც კი უყვარს და ეხუტება, თვალდახუჭული
ხატავს წარმოსახვას, სადაც დედა ცოცხალია და სკოლიდან
მოსული თბილად ეხუტება მას, ალბათ, იმავე წარმოსახვაში
დედა თბილი ხელებით იხუტებს, ჩანთას ხსნის დაღლილი
მხრებიდან და მომღიმარი სამზარეულოში ეპატიჟება, საიდანაც
სიმყუდროვეს არღვევს ახლად მომზადებული და მადისა–
ღმძვრელად სურნელოვანი ცხელი სადილი. სამზარეულოში
მოფუსფუსე მასზე მზრუნველ დედას, ალბათ, კიდევ და
კიდევ, განუწყვეტლად ეხუტება, მაგრამ მკაცრ რეალობასა და
ტკბილ წარმოსახვას შორის ტკივილიანი პარალელები
ივლება. სწორედ ამ დროს არის საჭირო გვერდით ვინმე, შენი
ტკივილის გამზიარებლის არსებობის აუცილებლობა, რომელ–
იც შესძლებს ნაწილობრივად მაინც ჩამოგხსნას ტკივილით
სავსე ჩანთა ცხოვრების მოულოდნელი სიურპრიზებისაგან
გადაღლილი მხრებიდან. დედა....დედა ერთადერთია ამ
ქვეყნად შეუცვლელი და განუმეორებელი, დედის მაგივრობას
ვერევინ ვერასდროს გაგიწევს, დედას არა აქვს სიკვდილის
უფლება, ის სიცოცხლის გამჩენია და სიცოცხლის შემომქმე–
დი, მატერიალურ სამყაროში სამართლიანობას რომ ჰქონდეს
ადგილი, დედა სიკვდილზე გაცილებით ძლიერი უნდა იყოს,
მას ვერ უნდა ამარცხებდეს შავ-ბნელი ძალები, შვილისთვის
დედაზე ძლიერი არავინაა, ....და რა ძნელია, როდესაც დედა–
ბოძი ეცლება ხელიდან ყველაზე მთავარი იმედიანი ძალა,
უიმისოდ უწევს ცხოვრების გაგრძელება, დამოუკიდებლად
იწყებს ფეხის ადგმას ქვა-ღორღით სავსე ცხოვრების ლაბი–
რინთ გზებზე, სადაც სად დაგიცდება, ფეხი არავინ უწყის,
ადამიანის დაბერება და სიკვდილთან არსებული მანძილის
შემცირება, დედის სიკვდილის შემდეგ იწყება. ლაშას გაც-
ნობამ თომას ხსოვნა ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად
გამიცხოველა. ვტიროდი ხმამაღლა, მთელი ძალით, ცრემლს
არ ვზოგავდი, სადღაც კლასიკურ ლიტერატურაში ამოკით-
ხული მახსოვდა, მოთქმით ტირილი შვების მომგვრელიაო,
მეც მწყუროდა შვების მოტანა, იქნებ მიმეღწია დაუზოგავი
142
ცრემლებით, ერთი რამ არ მაწუხებდა, სასაფლაოზე სულიერი
არავინ ხედავდა ჩემს ცრემლებს და მისგან გამოწვეულ დაო-
სებულ და გაწითლებულ სახეს ვერავინ დაინახავდა, აღარც
თომას აზრი მაინტერესებდა რას იტყოდა ჩემი მაცქერალი,
მასაც ჩემზე რომ ეფიქრა პირს არ ამოიკერავდა, თავს
სასიკვდილოდ- მე კი სიმარტოვისთვის ვერ გამიმეტებდა, მან
კარგად იცოდა ჩემი ფსიქიკა, ჩემი უთვისტომობა, ხშირად
აღნიშნავდა:- მე რომ არ გყოლოდი, რა გეშველებოდაო....-
იცოდა და მაინც მიმატოვა, თავი სასიკვდილოდ გაიმეტა ისე,
რომ უკან აღარ მოუხედავს. საინტერესოა სიკვდილის წინ
ერთხელ მაინც თუ გამიხსენა, თუ გამიფიქრა, თუ გაივლო
გულში ჩემი მდგომარეობა, ვინ იცის შეიძლება გაივლო
კიდეც, მაგრამ სხვა მეორე ალტერნატიული გამოსავალი
სიკვდილის გარდა ვეღარ იპოვა, ვინ იცის იქნებ სიკვდილი
უფრო დიდი შვებაა თომასთვის, ვიდრე თავისუფლე-
ბაშელახული სიცოცხლე, ვინ გიცნობდა შენ ჩემზე უკეთესად?
თითოეულ შენს მანერას უკუნით სიბნელეში, მილიონ კაცში
გამოვარჩევდი, თითქოს წინასწარ ვიცოდი მისი აზრი, თუ რას
იტყოდა შესაფერის სიტუაციაში. არა თომა, შენ მე არ უნდა
მცნობოდი, რადგან შენით ვსაზღვრავდი ვაჟკაცობას თითო–
ეულ მამაკაცში, შენი თვისებებისა და მამაცობის ნაწილო–
ბრივი მსგავსება მაინც უნდა აღმომეჩინა, რომ თავი ძლიერი
სქესის ფონზე სუსტად მეცნო და შვებით იმედიანად ამომე–
სუნთქა. გაცვეთილი ფრაზა: - რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს
ბედნიერებისათვსის- ჩემი ბედნიერება ახლა უსაზღვრო
იქნებოდა, თომას გაცოცხლება ანდა დროის უკან დაბრუნება
რომ შემეძლოს. ხშირად უკითხავთ, დროის უკან დაბრუნება
რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდიო? ჩემი პასუხი ყოველთვის
იყო:- აბსოლუტურად არაფერს- ახლა ვინმეს რომ ეკითხა,
დაუყოვნებლივ ვეტყოდი - თომას დავაბრუნებდი იმ შეუსა–
ბამო დროიდან აწმყოში, მონატრებულს იმხელა სითბოს
ვაჩვენებდი, რასაც ვერ გამოვხატავდი მისი და ჩემი ერთო–
ბლივი თანასიცოცხლის, თანამეგობრობის განმავლობაში....
143
მოგონებებში დამრჩა მარტო თომა, მის საპატივსაცემოდ
მოგონებები კეთილად და წარუშლელად უნდა ვატარო, ვინ
იცის სად დამაჭერს ტლანქ , მოუქნელ ფეხს ცხოვრების
მარწუხები, და ჩემი მოგონებებიანად გადამაგდებს კბილა–
ნებით სავსე ლითონის ხახაში, რომელსაც სიკვდილივით აქვს
პირი დაფჩენილი, რა ვიცი, იქნება მეც თომასავით შვებისმო–
საგვრელად სიკვდილი სანატრებელი გამიხდეს....
ლაშამ მომძებნა ვირტუალურ სამყაროში და დედის
სურათიც მაჩვენა. თომას ხსოვნის საპატივსაცემოდ მოზარდს
განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ პატივს ვცემდი, ის ჩემი
ყველაზე უმცროსი, მაგრამ ყველაზე დიდი გულწრფელობის
მატარებელი მეგობარი იყო. ჩემს პრობლემებზე მასთან არა–
სდროს ვსაუბრობდი, პირიქით, მისი გულის მესაიდუმლე
და მეგობრულად რჩევის მიმცემი ვიყავი, განსაკუთრებულად
მებრალებოდა უდედობის გამო, თუმცა, მტკივნეულ საკით–
ხებზე არასდროს ვესაუბრებოდი, არ მინდოდა მას კიდევ
უფრო მეტად სტკენოდა ჯერ კიდევ მოურჩენელი და შეუხო–
რცებელი, დედის სიკვდილით გამოწვეული იარები .

თავიXI
იმანე
სიყვარულია ესე პირველი ჟამთასა ცხოვრებისათა და
წარმავალ არს სხვაი იგინი ვინარცა დასთესოს პიველს წინა
სხუაი შემდგომი ....
სიყვარულია ყველაფრის საწყისი, ბედნიერებისა უკვდა–
ვებისა სიხარულისა და თვით სიცოცხლისა. ასე ფიქრობს
მრავალსაუკუნოვანი კაცობრიობა. მეც უთქმელად ვეთანხ–
მები მათ ნააზრევს, სიყვარული მრავალ- ვარიაციულობით
ხასიათდება, მაგრამ მხოლოდ ერთი დედა აზრის მატარე–
ბელია. სიყვარულია შეუცნობადი გრძნობათა ხილი, რაც
144
უფრო აკრძალულია, მით უფრო ნეტარი და გემრიელია
მისით ტკბობა....
სიყვარულმა ასაკი, ზომა- წონა და რეალიზმის აღქმა არ
იცის, თვალნაჭერ ადამიანს უგზავნის გრძნობით ტკბობის
შანსს, გამოიყენებს თუ არა, ეს უკანასკნელი მის მარიფათზეა
დამოკიდებული.
ლაშასთან ჩემი მეგობრობა ინტერნეტით გაგრძელდა,
ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს, საოცარი ბავშვური
სითბოთი გაჯერებული გული და უსასრულო მიამიტობით
დამაჯერებელი ხასიათი აქვს. ლაშას პატარაობიდან ჰყვარე–
ბია იმანე, ნახევრად ესპანური წარმომავლობის გოგონა,
რომელიც მისი კლასელია, ფაქიზი გული გადამიშალა ლაშამ:
-ხშირად ჩამყავდა სკოლის ბუფეტში, ვეპატიჟებოდი და
ტკბილეულით ვუმასპინძლდებოდი, თავის დაქალებთან
ერთად მოდიოდა. პირველ კლასში ერთ მერხზე ვიჯექით,
მაშინ ბევრჯერ მითქვამს, რომ მიყვარდა, იმასაც ვუყვარდი.
მახსოვს, დაწყებით კლასებში სწავლის დროს, დამრიგებელმა
მე გადამსვა და ჩემს ადგილას ჩემი კლასელი ირაკლი მიუსვა
გვერდზე, იმანემ ტირილი დაიწყო, ირაკლის ვერ ვეგუები,
ლაშა მიყვარს ძალიან და მაგის გვერდზე მინდაო.
მასწავლებელი მიხვდა, რომ მე და იმანე სულ ერთად უნდა
ვყოფილიყავით, მუდამ ერთ მერხზე მჯდომი....ახლა მეხუთე
კლასში ერთ მერხზე აღარ ვართ , იმანე კარგად სწავლობს და
მუდამ მასწავლებლის მაგიდის წინ ზის, პირველ რიგის
პირველ მერხზე, მე არ მიყვარს მასწავლებლის პირისპირ
ფრიადოსანი გოგოსავით გამოვიჭიმო და წამდაუწუმ მის
კაპრიზულ კითხვებს გაკვეთილის მსვლელობის დროს
ვუპასუხო. მარტო ტექნიკური საგნები მიტაცებს, მათემატიკა
მიყვარს ძალიან , თუმცა, მაგ გაკვეთილზეც სულ ბოლო
მერხზე ვზივარ. იმანეს გვერდით თათული იჯდა, მეორე
სემესტრიდან ჩვენს კლასში უნარშეზღუდული ბავშვი
გადმოიყანეს, გააქანეს და ჩემს იმანეს მიუსვეს გვერდით,
-რას ნიშნავს უნარშეზღუდული?
145
-ყრუ-მუნჯია....
-მერე ეგეთი ბავშვებისათვის სპეციალიზირებული სკოლებიც
არსებობს, იქ უფრო უკეთესია არ იქნებოდა მისთვის
სასკოლო განათლების მიღება?-
-ეგ მეც ვიკითხე და მითხრეს, აქ თავს გაცილებით
ბედნიერად იგრძნობსო.
-ინკლუზიური სწავლება ჰქვია მაგას, მერე რა, რომ ყრუ-
მუნჯია, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, იმასაც ისეთივე
აზროვნება და მოთხოვნილებები აქვს, როგორც სხვა
დანარჩენს....
-ეგ მეც ვიცი, თორღვას ყველა ეფერება, განსაკუთრებით
კლასის დამრიგებელი, სხვა მასწავლებლებიც და კლასე–
ლებიც, მას ძალიან ცისფერი თვალები და ღია წაბლისფერი
თმები აქვს, სახეზე ნაყვავილარი ეტყობა, ეჭვიანიცაა, თუ
რომელიმე მასწავლებელმა სხვა კლასელს თავზე ხელი გადა–
უსვა, ძალიან ბრაზდება და აუცილებლად წიგნს ან რვეულს
უხევს, ჩვენ მაინც გვიყვარს და ვეფერებით....განსაკუთრებით
ოპერაციის წინ ვეფერებოდით....
-ოპერაცია გაიკეთა?-
-კი, ეგონათ სმენა დაუბრუნდებოდა, შემდგომში ყურში
პატარა აპარატი ედგა, ახლაც უდგას ოღონდ სხვანაირი, მგონი
სულ ცოტა მაინც უნდა ესმოდეს, ისე თვითონ ჟესტების ენა
იცის, ძალიან ლამაზად ამოძრავებს თითებს, უხდება კიდეც,
თვალს ვერ წყვიტავენ გოგოები:- დედა, რა ლამაზია ხელებით
ლაპარაკიო....-
-თორღვა და იმანე ერთ მერხზე გვერდიგვერდ სხედან?-
-ხო, გუშინ ბუფეტში დავპატიჟე, ჩვეულებისამებრ,
დაქალებთან ერთად მოვიდა, შოკოლადით და წვენით
გავუმასპინლდი, ბევრი ვაცინე, გეოგრაფიის მასწავლებლის
პაროდია გამომდის ძალიან სასაცილოდ, მერე ქართულის
გაკვეთილი გვქონდა, გაკვეთილზე ვეღარ მოვითმინე და
წერილი მივწერე, შიგ დავუწერე, რომ ძალიან მიყვარხარ და
სულ მინდა მარტო შენ გიყურო მეთქი, წერილისაგან
146
ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთე, და პირდაპირ მერხზე
დავუჯინე, მიზანი ყოველთვის ზუსტი მაქვს....
-იმანემ წაიკითხა?-
-წაიკითხა, მიუხედავად იმისა ჩემი სახელი და გვარი ზედ არ
ეწერა, მაინც მიხვდა ჩემგან რომ იყო, ან რას ვერ მიხვდებოდა,
ერთხანს შემოტრიალდა ჩემსკენ, მასწავლებლისგან
ზურგშექცევით იჯდა, მიყურებდა , თვალს არ მაცილებდა და
მიღიმოდა.... მეც ვუღიმოდი .... შეტრიალდა და წერილის
წერას შეუდგა, ქაღალდის თვითმფრინავი ჩემი მიმართუ–
ლებით გამოაფრინა, ჰაერში დავიჭირე, გავხსენი და პირს
კატა მეცა, იმანე თვალს არ მაშორებდა, მიყურებდა და სულ
მიღიმოდა, წერილში კიდევ ეწერა:-ბოდიშს გიხდი ლაშა
სიმართლისათვის, მაგრამ მე თორღვა მიყვარსო....არა,
წარმოგიდგენია?....გოგოებს ვერაფერს გაუგებ, თუ თორღვა
უყვარს, ისეთი მგრძნობიარე თვალებით რაღას მიყურებდა,
ანდა რაღას მიღიმოდა, ან თორღვა ჩემს თავს როგორ
ამჯობინა....
-ლაშა, იქნებ გაგეხუმრა? ისე კი ასეთი ხუმრობები არ
შეიძლება....დალაპარაკებით უნდა გაგერკვია.-
-გავარკვიე, მითხრა მართლა მიყვარსო, მასაც ვუთხარი და
თვითონაც იგივე მითხრაო, დედამისმაც იცის და ძალიან
უხარია, მის წასაყვანად მოსული სულ მეფერებაო....აბა,
წარმოგიდგენია, ან ამის ნათქვამი იმან როგორ გაიგო და
ახლა იმან როგორღა გააგებინა თავისი გრძნობები....მერე
დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ მართლა უყვართ ერთმა–
ნეთი, იმანე სულ თვალებს უჟუჟუნებს და უღიმის. –
-ლაშა, სიყვარულს სიტყვებით გამოხატვა არ სჭირდება,
გულს თავისი უთქმელი და საოცრად მგრძნობიარე ენა აქვს,
გულს ესმის სიყვარულის ფაქიზი სიტყვები, მხოლოდ ორ
გულს ერთად შეთანხმებულად შეუძლიათ ფეთქვა, ერთმა–
ნეთს შეფრთხიალებითა და აჩქარებით შეიგრძნობენ, ერთმა–
ნეთს თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებენ, ბედნიე–
რებაა ასეთი სიყვარული....
147
-მე რა უნდა ვქნა?....გამოდის, რომ ამდენი წელი სულ
ტყუილად მყვარებია იმანე?.... ტყუილად ვეპატიჟებოდი
ბუფეტში თავის დაქალებთან ერთად? ისე არ ჩამიყვანია,
შოკოლადებით არ გავმასპინძლებოდი, თან მარტო არასდროს
მოდიოდა, დაქალებს წამოიმძღვარიებდა წინ....-
-შენ მოთმინება უნდა გამოიჩინო, განცდებს არ უნდა აჰყვე,
ძალიან სიმპათიური და ჭკვიანი ბიჭი ხარ, შეიძლება დროის
გავლის შემდეგ იმანე დაგიბრუნდეს, ანდა სხვა გოგონა
გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან, ძალიან
შეგიყვარებს, მთავარია გჯეროდეს, გჯეროდეს სიყვარულის
და ის აუცილებლად მოგძებნის და მოვა შენთან...-
-ხო, მე მჯერა, სიყვარული რომ არსებობს. იმანე, დრო რომ
გავა, დამიბრუნდება, ზუსტად ვიცი, შეიძლება თორღვაც
გადაიყვნონ ჩვენი სკოლიდან, სპეციალიზირებულ სკოლაში
და მერე ვნახოთ....-
-ან აუცილებლად გამოჩნდება სხვა, უფრო ლამაზი და ჭკვიანი
გოგონა, რომელიც ძალიან, ძალიან შეგიყვარებს....
-ხო, შეიძლება სხვასაც შევუყვარდე, მაგრამ მე მხოლოდ იმანე
მიყვარს და ვიცი იმასაც ვუყვარვარ, ახლა თუ არა, მერე
შევუყვარდები....თანაც მაგაზე ლამაზი აღარ არსებობს,
თაფლისფერი აქვს თვალებიც და თმებიც, როცა იღმება,
თვალები უპატარავდება....იცი, რა მინდა გკითხო?-
-მკითხე ლაშა, რაც გაინტერესებს!-
-ადამიანს შეუძლია ძალით რაიმე მოვლენის ან ადამიანის
დავიწყება?-
-ამაზე არასდროს მიფიქრია, ძალით დაგავიწყდეს არ
შეიძლება, შეიძლება მოიტყუო არ მახსოვსო, მაგრამ ძალით ვერ
ივიწყებენ წარსულის ნაკვალევს, გულს არ ავიწყდება
ნაძალადევად, ისე თავისით თუ დაგავიწყდება რაღაც, რომ
აღარ გახსოვს, ეგ ბუნებრივადაც შეიძლება,-
ლაშას არ უნდოდა მის შეყვარებულ გოგონას დასავიწყე–
ბლად გაემეტებინა, ასე პატარას უკვე აქვს საკუთარი პრინცი–
პები, საკუთარი აზრი და წარმოდგენები სიყვარულის შესა–
148
ხებ. უნდა ვაღიარო, რომ მის ასაკში მე ასეთი , აზრობრივად
ჩამოყალიბებული არ ვიყავი. თაობები იცვლება და ყოველი
ახალი მის წინაზე უფრო განვითარებული და მოაზროვნე,
ცხოვრებისათვის უფრო ადაპტირებული იბადება, ზოგი ეკო–
ლოგიასა და კოსმოსს ხედავს მიზეზად, ზოგი აქსელერაციის
კანონებსა და პრინციპებს აკუთვნებს, მაგრამ ფაქტი ნათელია,
ახალი თაობები უკვე მობილიზებულნი არიან გრძნობებში, რა
უნდათ კარგად ხვდებიან და შესაბამისადაც მოქმედე–
ბენ....საინტერესო იქნებოდა თომას კომენტარი ლაშას
სიყვარულზე. თომაზე მოგონებებს ყოველთვის შორს უკიდე–
განოდ უსასრულობაში მივყავარ, როგორ მინდა მჯეროდეს
თომას გულის ფეთქვის მარადიულობის....
პირველად თომას ვუამბე ჩემი სიყვარულის შესახებ:- არ
მესმის ასეთი თავგანწირვა რატომ გჩვევიაო, თუ გიყვარს ეს
იმას არ ნიშნავს მასზე ლექსები და თხზულებები წერო და
თვალცრემლიანმა იკითხოო, გიყვარდეს, მიეცი ნება უყვარ–
დე, მაგრამ ზღვარი ყოველთვის გახსოვდეს, ყველაფერს აქვს
თავისი ეთიკა და ესთეტიკა, ნორმასა და ზღარს გადაცილება
უკვე პათოლოგიააო, ისე კი დიდად კმაყოფილი არ დარჩე–
ნილა ჩემი გულისსწორის ვინაობით.
- იცნობ?-
-მაგას ვინ არ იცნობს, ფულიანი ბობოლაა, სულ ბიზნეს–
მფარველებსა და მამაძაღლებს ეძებს, თავისი „კუტოკი“ ჰყავს
და უსწორდება მათზე გავლენით სარგებლობა, ზოგი იცი რა
ტიპია, ოღონდ ფულიანთან იმეგობროს და ყველა უკადრე–
ბელს იკადრებს, აფერისტი ბიჭები გოშიებივით დასდევენ,
ეგაც აპროწიალებს თავის ნებაზე, აქეთ-იქით, თავმოყვარე
კაცთან არ იძმაკაცებს, ისე ზოგადად ეგეთებს ცუციკები
ევასებათ, ყველა კაპრიზს უსრულებენ....
-ასე რატომ ამბობ? იცი, რა კარგია?-
-რა მხრივ არის კარგი? მარიზა, შენ ჩემიანი ხარ და ვერ
მოგატყუებ, რასაც ვფიქრობ, უნდა ვთქვა, თუ გაინტერესებს
ჩემი აზრი, მომისმინე, თუ არადა მაშინ არ მალაპარაკო,-
149
უკმეხად მიპასუხა თომამ. მივხვდი მისი პიროვნებით ვერ
აღვაფრთოვანე, არ მესმოდა რას უწუნებდა, მშვენიერი
დასაქორწინებელი ბიჭი, არაჩვეულებრივად ძვირფასი და
თვალშისაცემი კარგი გარეგნობით, მაღალი, ქერა ტალღოვანი
თმით, საშუალოზე ოდნავ გრძელი ცხვირი, ....მშრომელი,
შესაძლოა სხვებს, მისი ასაკის მქონეებს, უსაქმურობისაგან
შარვლის ჯიბეები გამოხეული დაჰქონდეთ, ეს კი თავისი
შრომით შრომობს და მაინც არ მოსწონთ....
-მარიზა, არ გირჩევ, არაა შენი შესაფერისი, შენ ზედმეტად
ფაქიზი და ცხოვრების ლამაზ ფერებში მაცქერალი რომანტი–
კოსი ხარ, არადა ცხოვრება უმანკო ნიღაბს ამოფარებული
მანიაკია, მუდამ დასაჭერად და საწამებლად დასდევს კაცს
უკან, მთავარია ერთი ფეხი გადაუბრუნდეს, რომ მტკივნეულ
ადგილზე უფრო მეტად დააჭერს. ეგ ტიპი არაკაცია, შენ
მაგას მე ვერ მასწავლი....
-არც ერთი ცუდად ნათქვამის, არც ერთი გადაკრული
სიტყვისაც კი არა მჯერა.-
-შენი ნებაა ბატონო, თუმცა, თავს ვივალდებულებ გითხრა
სიმართლე მის შესახებ....- მაშინ საუბარი დიდხანს და
გვიანობამდე გაგრძელდა, სხვადასხვა საომარ პოზიციებზე
ვიყავით მე და ჩემი თანამოსაუბრე, ის თავის მტკიცე პოზი–
ციას არ თმობდა, მეც ჯიუტად ვამაგრებდი ჩემსას. მახსოვს,
მიხატავდა და მიხასიათებდა მის ადამიანურ თვისებებს,
რომლებიც ჩემი ხასიათისაგან, ჩემი ცხოვრების წესისაგან
რადიკალურად განსხვავდებოდა, მასზე დეტალებს მიამბო–
ბდა, ერთი განსაკუთრებით უხეშად მომხვდა გულში, თუმც,
დაჯერება ვერ შევძელი. არა იმიტომ, რომ თომას გულწრფე–
ლობაში ეჭვი შემქონდა, არამედ დაბრმავებული სიყვარუ–
ლის გამო. თომამ მიამბო:- მაშინ არც თუ პატარა ბიჭი იყო,
სტუდენტობისას, თავისნაირ მამიკოს ბიჭებთან ერთად
პირველად ქალი გაჩითეს, ბაითს ეძებდნენ, იპოვეს კიდეც,
თავისი ბებიის სახლი. ბებია დაუძლურებული, ხელჯოხით
მოსიარულე მოხუცი ყოფილა, სკამზე დააბეს, პირი აუკრეს
150
და ყურებში ყურსასმენი გაურჭეს, მუსიკის ხმის მეტი სხვა
რომ ვერაფერი გაეგო, მეორე ოთახში კი „გუშონიმალაკოზე“
გაზრდილ რამდენიმე ბიჭს ერთი ქალი ჰყავდა, ალბათ, ისე,
მარტო, თითო-თითოდ ვერ ბედავდნენ, გარკვეული შიშის
გამო, ჯგუფურად უფრო ეადვილებოდათ; მაგ ამბავს
დღემდე დიდი მხიარულობითა და სიამაყით იხსენებენ
მაგასთან ერთად მყოფი, თანამონაწილე ბიჭები, ხალისო–
ბდნენ, ბებო დავაბით და მეტალის მუზიკებში ვაკაიფეთო,
თითქოს დიდი გმირობა ჩაედინოთ და მაგის მერე ვაჟკა–
ცობაზე დებენ თავს, რომ შეეკამათო, ვერც კი მიხვდებიან
თავიანთი ქმედებების ნაკლს.... მარიზა, იქნებ დაივიწყო?-
ძალიან ფრთხილად, თითქმის ჩურჩულითა და დუდუნით
ჩაილაპარაკა, გამომცდელი მზერა პირდაპირ თვალებზე
შემომაჩერა და წუთით სიჩუმე ჩამოწვა. გონებაში ის წუთები
და ის სიჩუმე დღემდე უცვლელად შემორჩა ჩემი წარსულის
მოგონების დაფურცლილ დღიურებს.
საკუთარ თავთან სიმარტოვეს თითქმის ვეღარ ვგრძნობ,
რადგანაც მიყვარს ჩემი თავიდან გასვლა და უცხოს თვალით
გვერდიდან ყურება, ვუყურებ და ვხვდები, რომ ადამია–
ნებთან ურთიერთობის დროს უფრო მეტად დაძაბული,
მეტად მობილიზებული ვარ საომარი ურთიერთობე–
ბისთვის, ჩემი საომარი მოქმედება კი გულში ბოღმიანი მწარე
განცდის დროულად ჩაკვლაა, რომელსაც ხშირად საჩუქარად
ვღებულობ ადამიანებისაგან, ყოველთვის მზად უნდა
დავუხვდე მათ ორლესულ სიტყვას და ფარად ვექცე საკუ–
თარ თავს, აქ კი ნამდვილად მართალი იყო თომა: - მარიზა,
ზედმეტად მგრძნობიარე ხარ და არ ღირს, ცხოვრება თავის–
ით თვითონვე გაგირთულდება, დამიჯერე, ხარისტყავიანი,
ცივსისხლიანი ადამიანები ბედნიერების უმაღლეს მწვერვა–
ლებს იპყრობენ, კულმინაციებს აღწევენ....გამოდის, რომ მე
ვერასდროს მივაღწევ კულმინაციას....
„ ალქაჯები“-ს გმირები ხშირად მენატრებიან , მაგიდასთან
მიახლოვებისას უჯრიდან მწვანე ყდიანი რვეული მხვდება
151
თვალში, მწვანე სამყაროდ ქცეული, რომელშიც უამრავი
ჩემთვის საინტერესო გმირი და მოთხრობის პერსონაჟი
ცოცხლობს, ყველა განსაკუთრებულად, პერსონალურად
მიყვარს, ისე კი მთავარი გმირები -გიო და აინოსი ყველაზე
მეტად. ხანდახან მონატრება დამივლის, მინდა მათ სამყაროში
გავიდე, თვალდახუჭული წარმოვიდგენ, რომ მწვანე რვეულს
ჯადოსნური წერტილი, აქვს რომლის თითის დაჭერით
მწვანე სამყაროს კარი იღება და უკანმოუხედავადაა შესა–
ძლებელი იქ მოხვედრა, წამით მეც წარმოსახვაში გავედი
მწვანე, თვალის მომჭრელად ულამაზესი სამყაროს სივრცეში,
სადაც ნაკრძალში გაუვალი ტყის სიმწვანე თვალს სასია–
მოვნოდ და მისი წყნარი სიმშვიდე ყურს საამურად
ხვდებოდა, შეყვარებული წყვილის საძებნელად გავეშურე,
დიდხანს არ მიძებნია, მალე ვიპოვე, თუმცა, მათი სასიყვა–
რულო დროიდან არცერთი წუთის წართმევა არ მინდოდა,
ამიტომაც ფრთხილად, მათგან შეუმჩნევლად, გადავწიე ბებე–
რი ხის ნორჩი ტოტი, რომელმაც გადამიშალა ტყის ფერთა
პალიტრა, ულამაზესი პეიზაჟი და შუაგულში საუკუნოდ
სიყვარულს შეზრდილი წყვილი, რომელმაც ერთმანეთის
გამო მშობლიური გარემო, ძვირფასი ადამიანები და მათთვის
მნიშვნელოვანი საზოგადოება და ცივილიზაცია დასთმეს.
ერთადერთ და მთავარ მიზეზად კი სიყვარული მოევლინათ,
სიყვარულს ბედნიერად ექცია ეს ორი, ერთ არსებად ქცეუ–
ლი მოსიყვარულე ქალკაცი, და მათ იქით სამყარო წყვეტს
თავის ყოფიერებას. დაბერებულიყვნენ ჩემი გმირები, ალ–
ბათ, აქ დრო უფრო სწრაფად მოსიარულეა, ვიდრე ჩემს
სამყაროში, გიოს საგულდაგულოდ დაენთო პატარა კოცონი
და ჩაცუცქულები მიხუტებოდნენ ერთმანეთს, მამაკაცს
საკმაოდ გრძელი, ჭაღარა, შევერცხლილი თმა-წვერი ჰქონდა,
სხეულსაც ახალგზრდული სიმკვრივე დაჰკარგვოდა, თუმცა,
მწვანე სამყარომ დამარწმუნა, რომ შეყვარებული გული და
გრძნობა არასდროს ბერდება. მარადიული სიყვარული მოაჯა–
დოვებს გულის ყველა კუნჭულს ახალგაზრდობის ელექსი–
152
რით. ქალსაც დასტყობია ასაკი, მის ნატიფ და ნაძერწ სხეუ–
ლსაც სიბერისკენ აეღო აშკარად გეზი. შეყვარებილი წყვილი
ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიხუტებოდნენ და გაღიმე–
ბული, ნასიამოვნებ სახის გამომეტყველებით მისჩერებოდნენ
კოცონზე მოთამაშე ცეცხლის ალებს. წამოსვლისას მათთან
დამშვიდობება მომინდა, ერთხანს კი გავიფიქრე, არ ღირდა
დამშვიდობების გამო მათი სასიყვარულო მყუდროების დარ–
ღვევა, თუმცა, მივხვდი, მერე გული უფრო დამწყდებოდა,
ამიტომაც დავიყვირე და მათი მისამართით ხელის ქნევას
მოვყევი, მათაც გამიღიმეს და ხელი დამიქნიეს დამშვიდო–
ბების ნიშნად. აი, ასე დავტოვე ჩემს მიერ წარმოსახული
მწვანე სამყაროს მოსიყვარულე წყვილი, რომელიც ერთმანე–
თის სიყვარულით ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებენ
სიცოცხლის ბოლომდე, მხცოვან ასაკსაც მიაღწევენ და მერე
ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი, მიიცვლებიან. მათი ნანატ–
რი ოცნება- სიყვარულის ნაყოფი ჰყოლოდათ - ვერ შედგა.
ყველაფერი მართლადამართლა იდეალური ხომ ვერ იქნებოდა
მიწიერ ცხოვრებაში? თანაც ცხოვრებამ მოუწყო დაკვი–
რვებული გამოცდა სიყვარულს, თუ შესძლებდნენ შთამომა–
ვლის გარეშე ერთმანეთის სიამტკბილობასა და სიხარულს,
უღალატო ცხოვრებას....სიყვარულმა გამოცდა ჭეშმარიტებაზე
დაფუძნებით წარჩინებით ჩააბარა გამოცდილ ცხოვრებას, და
პრაქტიკული მტკიცებულებაც თან დაურთო ადამიანების
ენით გათქვეფილ თეორიას.
უსიყვარულო უკვდავებას სიყვარულით გამჯდარი
მოკვდაობა სჯობს, თუ უსიყვარულობა უწერია კაცს რაც არ
უნდა ხანგრძლივად სიცოცხლის უნარიანი იყოს, მის სუნთქ–
ვას აზრი ეცლება, რადგან არავის სჭირდება ის, გულს უნდა
უძგერია და უნდა არა, არავინ დაუგდებს მის ფეთქვას ყურს,
იცოცხლე და იცხოვრე, ისუნთქე და იყავი ყველაზე დინამი–
ური ამ ქვეყნად, და აზრი?....აზრი აქვს ამას რაიმე?...
ლაშას თავისი პირველი სიყვარული მუდამდღე ემახსოვრება,
იმიტომ, რომ პირველია და ყველაფერი პირველი უფრო
153
ნათლად და ლამაზად გამახსოვრდება, ვიდრე შემდეგი ან
კიდევ მერამდენეღაცა.... ხშირად ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას,
მე რატომ არ მიყვარდა აქამდე არავინ? თაყვანისმცემელი
ყოველთვის მყავდა, თუ იმ პრინციპიდან ამოვალთ, რომ
ალხანას ჩალხანა არასდროს დაელევა, მაშინ მეც მყოლია
უამრავი ჩალხანა, მაგრამ არც ერთი მათგანი არამცთუ
მიყვარდა, პირიქით, არც კი მინდოდა მათ ვყვარებოდი.... ეს
ჩემი პირველი მერცხალი, პირველი სიყვარული, პირველი
გრძნობით გამოწვეული განცდების ნარკვევია.
თავი XII
მე-ორი
ნაჩვევი ვარ საკუთარი თავიდან გასვლას.... და სხვისი
თვალით გვერდიდან ყურებას, ეს საკუთარი თავის მიმართ
კრიტიკულობას ნათლად და რეალურად მაჩვენებდა, ხშირად
საკუთარ ჩაცმულობას ვიწუნებდი და გვერდიდან, კრიტიკო–
სის თვალით, მუქი ნაკლოვანებების ზღვა აღმომიჩენია....
მარტოობით დაღლილს სატელეფონო ზარმა თითქოს დასვე–
ნებისკენ მომიწოდა, ჩემი ბიძაშვილი მარეხი მინდელი იყო:
-მარიზა, სად დამეკარგე? აღარსად აღარ ჩანხარ, არა, ისედაც
არ გიყვარდა გასართობ და ხალხმრავალ ადგილებში
სტუმრობა, მაგრამ წიგნის პრეზენტაციები ხომ გიყვარდა?
რატომ აღარ დადიხარ?-
-რა ვიცი, ვერ მოვიცალე- არ მინდოდა დიდად ჩემს
პრობლემებზე საუბარი, ყველას ხომ ჯამბაზივით
გაღიმებული და უპრობლემო სჭირდები, თუნდაც, ღიმილი
ხელოვნურობის შთაბაჭდილებას ტოვებდეს.... თუ პრობლე–
მები გაქვს, თავიდან გისმენენ თითქოს გითანაგრძნობენ, მერე
კი ბეზრდებათ და ზურგს გაქცევენ . „ მეგობრობას“ ნაღვლი–
ანი ადამიანები არ უყვარს.
154
-მარიზა, შენი მოთხრობა წაიკითხა იმან და არ მინდაო, ორი
კვირა სახლში ჰქონდა წასაკითხად და გასარკვევად, მგონი
არც წაუკითხავს, მაგრამ მაინც აღარ მინდაო....
-რა გარკვევა სჭირდებოდა, ანოტაცია ხომ მივაწოდეთ?-
-ხო, რა ვიცი, თავიდან თქვა მინდაო, აუცილებლად ვიყიდიო,
მერე იუარა, გადავიფიქრეო, თანაც ფული არ მაქვსო....აუ,
მაგას თუ ფული არ აქვს, ხომ წარმოგიდგენია, აბა ჩვენ გვაქვს?-
-ნუ, რა ვიცი, ალბათ, წაიკითხა და არ მოეწონა....-
-წაიკითხა არა ის, სკოლა ისე დავამთავრეთ, წერა-კითხვა ვერ
ისწავლა, ახლა განუვითარდა წერა-კითხვის კულტურა?-
მარეხის ხმამაღალი გაცინება გამაოგნებლად მოხვდა ჩემს
ყურს, დიდი ხანია სიცილის ხმა აღარ გამიგონია, არ ვიცი
მარტოობის თუ თომას მონატრების შედეგია:-რა ვიცი, რატომ
არ უნდა მოსწონებოდა? მშვენიერი მოთხრობაა?...-
-მშვენიერი არა ჯანდაბა, რაღაც უმსგავსო ეპიკური რომანია,
და მერე შენ გიკვირს, რატომ არ ყიდულობენო?!-
-აუუ, არ იდარდო რაა? მე რომ მქონდეს საშუალება, მე
ვიყიდიდი.
-შენ რად გინდა? გამომიხვედი ბოჯინ ლი რა? ნახატებს ძმა
რომ ყიდულობდა და ატყუებდა კარგად გეყიდებაო....-
-ამას რა ვუყო?-
-რას?-
-შენს მოთხრობას, როდის მოგაწოდო?-
-აღარ მჭირდება! დახიე, დაწვი, გაანადგურე....- წერაა,
ალბათ, ჩემი მარტოობის სამყაროს ხელბორკილი, გგონია,
რომ მხოლოდ აქ ხარ თავისუფალი, გგონია, რომ ფურცელი
ყველაზე ძლიერია და შენს მიერ დატოვებულ ტკივილებს
აიტანს, გაგიგებს, სინამდვილეში კი მარტოობის სამყაროსკენ
დაგებული მახეა, ჩაგაბამს მის მოსაწყენ ფერხულში და
იმდენად მოგწყვიტავს რეალურ სამყაროს, რომ ყველაფერს
ტკივილის თვალით უწყებ აღქმას, ნატრობ შენს ბედნიერ
თავისუფალ შეუზღუდავ არეალზე, სადაც შენს მიერ მოწონე–
ბული, გამოგონებული ან მიმსგავსებული პერსონაჟები არიან
155
შენი გარესამყაროს სრულუფლებიანი წევრები, მეგობრები,
მშობლიური თანაზიარნი შენი ცხოვრების....
არა, მე, ალბათ ახლა სხვანაირი, უფრო კომუნიკაბელური,
ხალისიანი და ხმაურის მოყვარული, ნაკლებად გულმტკი–
ვნეული და მგრძნობიარე, უფრო მეტად მიმტევებელი და
საზოგადოების ამყოლი უნდა ვყოფილიყავი, წერას და ქაღა–
ლდის სიყვარულს რომ არ ჩავეკეტე შინაგან ნაჭუჭში, მარ–
ტოსულად მაქცია და ჩემი მარტოობის მაცქერალი ტკბობით
სულდგმულობს, ყველა არ ემორჩილება ქაღალდს, იშვითად
დაემონებიან ხოლმე მას, მაგრამ თუ ჩაავლო ხელი
მსხვერპლად ქცეულ წერის მოყვარულ ტვინით თავგასიე–
ბულს, მთელი ცხოვრება თავის მონობაში ამოხდის სულს.
-მარიზა, ნუცია გეგეჭკორი დამიკავშირდა , მთხოვა, მარიზა
ალქაჯებზე მითოლოგიურ რომანს წერდა და თუ დაამთავრა,
მომყიდოსო....
-არა!-ჩემი ხმა კატეგორიულობით გამდიდრებული და
ბრძანების ტონით აღვსილიყო.
-რატომ? მიჰყიდე, შენ ფული გჭირდება, უმუშევარი ხარ, ის
მყიდველია, ნამდვილად უნდა.....-
-არა, არა და არა!- ტელეფონი გავუთიშე და აღარც კი მახსოვს
როგორ მოვისროლე, დავამსხვრიე....ალქაჯები „მის“ სიყვა–
რულს მივუძღვენი, გმირებმა იმდენად მომხიბლა, იმდენად
შემაყვარა თავი მათმა თავგანწირულმა და წრფელმა სიყვა–
რულმა, რომ მისი გაყიდვა ჩემგან ღალატის ტოლ-ფასი იქნე–
ბა, ამქვეყნად აღარავინ მყავს, ვინც გამახარებს, ერთადერთი
ჩემი შეყვარებული წყვილია, რომელიც თავისთვის უწყინა–
რად ცხოვრობენ სულ პატარა სამყაროში, მათ იმხელა გმირობა
ჩაიდინეს სიყვარულის წინაშე, რომ მეტირება, მიუხედავად
იმისა, მე პირველმა და ერთადერთმა სიყვარულმა ტკივილი
დამიტოვა, მაინც მჯერა მისი რეალურობის, მარადი–
ულობისა და უცვლელი ნეტარების, მიუხედავად იმისა , რომ
ჩემმა სიყვარულმა მიღალატა, აბუჩად ამიგდო სრულიად
მთელი საზოგადოების წინაშე, ჩემზე აცინა ღირსეულიც და
156
უღირსიც, უთავმოყვარეოდ მომნათლა, მერე გულნატკენს
დაშინება-მუქარების ინსცენირების მთელი კასკადი მომიწყო,
ეგონა ჩემში ფობიებს გააჩენდა და მთლად გამანადგუ–
რებდა.... მგონი მიზანსაც მიაღწია კიდეც.... და რისთვის
დავისაჯე მისგან? იმიტომ, რომ მისი შესაფერისი, მისი
უმაღლესობის დონისა და რანგის არ გახლდით?....მე კი მაინც
მისი სიყვარულის ერთგული ვრჩები....ვერავინ ვერასდროს
შეცვლის მისდამი ჩემს სიყვარულს....
ეს მარტოობა როგორი დამღლელია და მომაბეზრებელი....
ბოლო დროს კი მხოლოდ საკუთარი თავი დამრჩა, თავი,
რომელიც საკუთარ მესაც კი აღარად სჭირდება, არც ცოტა
ხნის წინ ვიყავი დიდად ადამიანური ურთიერთობებით
გათამამებული, მაგრამ მეგობრები მყავდა, თომა მყავდა,
რომელიც ერთი ათასს საუკეთესო ადამიანს უდრიდა,
უიმისობა ამ ქვეყნად დიდად დაღის დამსმელია ჩემთვის,
როგორ არ მავიწყდება მისი გაღიმებული სახე ჩემივე
სისულელეებით მონათხრობზე, ღიმილიანი თვალებით შემო–
მხედავდა და უკვე ვიცოდი რა უნდა ეთქვა. მაშინაც, რამდე–
ნიმე წლის წინათ, ზუსტად ასეთი ამინდი იდგა, ღრუბლებში
მანათობელი მზე პირს იბანდა, სასიამოვნოდ ქროდა ნიავი
და ჩემი სახლის სახურავიდან მერცხლები შეუსვენებლივ
ჭიკჭიკებდნენ.... მე, შეყვარებული და გაოგნებული საკუთარი
სიყვარულის მონაპოვარით, აღტაცებული, ხშირად სასიყვა–
რულო თვალებით დაბრმავებული ურთიერთობის ლაბირი–
ნთში ვიხლართებოდი და უმისამართოდ ვიკარგებოდი, თო–
მა მპოულობდა და მაბრუნებდა რეალობაში, კარგად მარკვე–
ვდა, სად რა უნდა მეთქვა, ჩემთვის სიკეთე უზომოდ და
უანგაროდ ემეტებოდა, არავის მისცემდა ჩემი დაჩაგვრის
უფლებას: ---მარიზა, ნუ ხარ ზედმეტად მგრძნობიარე, თორემ
ცხოვრება დაგიგდებს და გაგთელავსო....-ხშირად მეუბნ–
ებოდა.
-მარიზა, მარტო დარჩი ხომ? თუმცა, ეს სიმარტოვე არ არის-
მესმოდა სარკიდან ჩემივე მსგავსი ხმა, სარკეში ჩავიხედე და
157
იქიდან თითქოს ჩემი მსგავსი და ამავდროულად განსხვავე–
ბული ადამიანის გამოსახულება მიმზერდა, არა ეს ანარეკლი
კი არა, ეს უფრო მეტი იყო იყო, ვიდრე საკუთარი ანარეკლი,
სარკიდან გაცილებით ძლიერი ქალი კრიტიკული თვალით
მიმზერდა და ცდილობდა ჩემთან დიალოგში შემოსვლას.
-შენ ვინ ხარ?-ვკითხე კოპებშეკრულმა და სარკეს უფრო
მეტად დავაკვირდი, საჩვენებელი თითიც მისკენ გავიშვირე.
-მე ხომ შენ ვარ და შენ ხომ მე ვარ?!-
-რას ამბობ, მე მარიზა ვარ!-თითქოს წამიერად გული
შემიწუხდა, ერთხანს კი გავიფიქრე, რომ სარკეში არსებული
გამოსახულება სწორედაც რომ ჩემი ანარეკლი იყო, არა,
როგორ არ მინდოდა ამის გაფიქრება, მინდოდა ის სხვა, ჩემი
სულის გამოძახილი ყოფილიყო.... არა, არ უნდა დავუშვა, რომ
ეს მხოლოდ ჩემს ანარეკლად იქცეს, ამიტომ ძალიან
სერიოზული სახით ვუთხარი, უფრო სწორედ ვუბრძანე:
-მომისმინე! მე მარიზა მინდელი ვარ, შენ ხარ მეი მი,
გასაგებია?....არ შეგეშალოს და მეორედ აღარ მითხრა მარიზა
ვარო!... და საერთოდ, მარტო სარკეში კი არ უნდა იჯდე,
სულ თან უნდა დამყვებოდე!-კმაყოფილი დავრჩი ჩემი
პრინციპულობით, სიმკაცრით, თითქოსდა ხასიათში
სიძლიერემ შეცვალა სისუსტე.... სისუსტე, რომელიც ჩემს
ცხოვრებაში ადგილის პათოლოგიური დამკვიდრებით
დაიბადა. მე ყოველთვის ეს სისუსტე მტკიოდა შინაგანად,
ტანჯულ, ალალმართალ კაცს უსამართლო დამნაშავის
გრძნობა რომ სტანჯავს, სწორედ ასეთი ტანჯვის შეგრძნება
მქონდა, თითქოსდა რაღაც ძალიან დიდი დანაშაული
მქონდა ჩადენილი და საზოგადოების თვალში მესირცხვი–
ლებოდა....ეს შეგრძნება ტკივილამდე მიდიოდა, მტკიოდა
ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა....
-იცი, მივხვდი, ამას სულის ტკივილი ჰქვია, ხორცის
ტკივილი გაცილებით იოლი ასატანია , ზეზეურად რომ
ლპებოდე, მაინც ეგ ჯობია, ვიდრე სულის ტკივილი.
158
-მარიზა, მითხარი რამე, მომიყევი, მოკალი სიჩუმე, მდუმა–
რება ყოველთვის არაა სულის მკურნალი, თქვი! რომ განიკუ–
რნო, აღარ გეტკინოს, თუ გინდ უსულო ნივთებს ესაუბრე,
მაინც უნდა თქვა, გულში თუ ჩაიკლავ სათქმელს, უარესად
გეტკინება.-
-მე არ ვიკლავ სათქმელს მეი მი!-
-არა? მაშინ მოდი ვისაუბროთ მარიზა..-
-კარგი მეი, მე ვიწყებ, მე ვარღვევ დუმილს, ეს დუმილი ჩემი
ტყუპისცალია, დუმილი მუდამ ჩემშია, მიყვარს კიდეც, ჩვენ
ხშირად ვსაუბრობთ, მე და დუმილი, დუმილი ჩემს პოეზია–
შია, დუმილი ჩემს პროზაშია, დუმილი ჩემს ფსიქოლოგიაში
ზის და მე მას ვემსახურები, როგორც ჩემს ერთგულ
ტყუპისცალს, მე ის მიყვარს, განა ვის აუხსნი რამეს? ამისთვის
სიტყვების მარაგიც კი არ მეყოფა, რომც მეყოს ცარიელი,
ლიტონი სიტყვებით მაინც ვერ იგრძნობს ჩემს ტკივილს,
განსაცდელს, განცდასა და საცდელს, ანუ განცდასა და
განცდით გამოწვეულ სულის უცვლელ სევდას... დუმილს კი
სიტყვები არ სჭირდება, დუმილი გრძნობაა, ის გრძნობს
უსიტყვოდ,.... და საერთოდ რაც უფრო მეტად გამოვიგონეთ
და დავხვეწეთ მრავალფეროვანი და მაღალფარდოვანი
სიტყვები, მით უფრო დიდ გარეწრებად ვიქეცით, გარეწარი
სხვა არაფერია თუ არა უგულო და უსულო სულიერი,
რომელსაც სხვისი ტკივილით არ სტკივა, არც თავისი,
ტკივილი თუ არ სტკივა, სიხარულსაც ხომ ვერ იგრძნობს, თუ
სიხარულსა და ტკივილს ვერ იგრძნობს, სიყვარულის ფენო–
მენს ხომ მიზერულადაც ვერ ჩაწვდება, თუ სიყარული არ იცი
ე. ი. რაღაც სხვა ანტაგონიზმი უნდა იყოს შენში....
-სწორია, მარიზა განაგრძე! ამ შემთხვევაში გეთანხმები.-
-ხო მეი, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ ქვეყნად არ არსე–
ბობდეს სიტყვები, ბგერები, მარცვლები, ერთმანეთს ჟესტე–
ბისა და ქცევების მანერებით ვაგებინებდეთ, უფრო სწორედ
ვაგრძნობინებდეთ. აი, წარმოიდგინე, რომ ვიღაც მოგენატრა,
შეგხვდა, შენ კი არ ეუბნები:- უი, როგორ მომენატრეო,
159
უბრალოდ მიდიხარ და ეხუტები მთელი ძალით, ძალიან,
ძალიან ....ე.ი. ძალიან მოგნატრებია, მე რომ ვინმეს მოვნატრე–
ბოდი.... როგორ მინდოდა.-
-შენ მარიზა? შენ ვინმე გენატრება?-
-მე? მე კი. მაგრამ ვინ?.... ჩემს მეგობრებს ყინულები აქვთ
მკერდში, გული საკნებად კი არა, ყინულოვან ფენებად აქვთ
დაყოფილი, მათგან სიცივის მეტს ვერაფერს მივიღებდი
....მენატრება ის, ვინც ძალიან მაწყენინა, ვინც ძალიან, ძალიან
მატკინა სიყვარული, მატკინა საკუთარი თავი, მომატყუა,
თუმცა მიყვარს, მიყვარს ჩემი წარსული, იქ ჩემი ბევრი
მოგონება ცოცხლდება, მერე კადრებად ეწყობა სლაიდ
შოუსავით, არ მიყვარს მთლიანი კინოფილმი, უბრალოდ
მისი ლამაზი კადრები და მომენტები მიყვარს, ბედნიერი
ემოციებით გამოწვეული ცრემლიანი კადრები, უფრო მეტად
რომ შეიგრძნო მისით ტკბობა, მიყვარს ჩემი წარსული,
ალბათ, როდისმე გამოიგონებენ მეცნიერები დროში მოგზა–
ურობას და მე აუცილებლად დავბრუნდები უკან, უკან
დავბრუნდები და დავტკბები ზოგიერთი წამით, ბედნიერი
წამებით ....
-შენ მარტო ხარ, მარიზა! მარტოხელა....და უფრო მეტიც,
მარტოხელა შინაბერა....
-არა, მე მარტო არა ვარ! არ მეშინია სიმარტოვის, მე უნდა
მოვერიო მას, მე მარტო არ უნდა ვიყო.... აი, უკვე შენც
მყავხარ!....მე გაგაჩინე შენ, მეი. ქალი ბუნებით გამჩენია, მას
მრავალფეროვნება შეუძლია გააჩინოს, მამაკაცები ერთფერო–
ვანნი არიან იმიტომ , რომ ბუნებამ არ უბოძა მათ ის , რაც
ქალებს გვაქვს, ამიტომაც გაუცნობიერებლად იწევენ იმ
ქალებისკენ , ვინც მრავალფეროვნებას შობს, ვისაც ეს არ
შეუძლია, ის უნაყოფოა, უნაყოფობას ვერ იტანს ყველაზე
მეტად ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცი....მეც არ მინდოდა
სიმარტოვე და ერთფეროვნება, ამიტომაც შენ გაგაჩინე, მეი.
არ მიყვარს სარკე, შიგ არ ვიხედები იმიტომ, რომ მინდა
160
დავრწმუნდე , შენ მარტო სარკის ანარეკლი სამყაროს
მკვიდრი კი არა, რეალური ცხოვრების ბინადარი ხარ.

* * *

არა, სიყვარული მაბრმავებდა და ახლა საუკუნოდ
დაღდასმული დამტოვა უკაცრიელი კუნძულის შუაგულში,
სადაც სულ არაფერია. არც ფერი, არც უსულო და სულიერი
სხეულები და არც უცხო ადამიანის გამოძახილი, ხანდახან
თვალებ დახუჭული წარმოსახვის რაღაც ეტაპებს გავდივარ,
იქნება ჩემს სულიერ მდგომარეობას ოდნავ მაინც წაადგეს,
თვალდახუჭული წარმოვიდგენ თომას და ვეხვეწები ძველე–
ბურად რჩევის გაღებას ჩემდამი მოწყალების სახით. ასე
იწყება წარმოსახვის პირველი პერიოდი, თუმცა, უშედეგოდ,
ვერ მესმის თომას საუბარის, ხმა წყდება და ნაწყვეტ-ნაწყვეტ
საუბრიდან შინაარსის გამოტანა არ შემიძლია, თანაც უჩვე–
ულოდ დაბალი ხმის ტონით მესაუბრება, მე ვეხვეწები რჩე–
ვის მოცემას, ის მიყურებს, მე ვუამბობ ჩემს ისტორიას, თავს
გადამხდარ ტყუილის ფსიქოლოგიის მსხვერპლად ნაქცევი
ადამიანის განცდებს, გამოუვალ მდგომარეობას, ლაბირინთში
დაკარგული ხსნას ვთხოვ მხოლოდ სიტყვიერს, თომა კი ....
მინიშნებითაც კი არ მოქმედებს, არც თავს აქნევს უარის
ნიშნად და არც ზევით-ქვევით დასტურის მისახვედრად.
მივხვდი, რომ თომას ვაწუხებ ჩემი გაუთავებელი სასიყვა–
რულო ისტორიების მონათხრობით, მისგან გამოწვეული
პრობლემებით, შესაძლოა თომა სამაგიეროს მიხდის ასეთი
ჩუმი მანერით, ასეთი გაუგებარი საუბრით, თომა თავიდანვე
მაფრთხილებდა, მიყვებოდა ათასგვარ ამბავსა თუ თავგა–
დასავალს ჩემი სიყვარულის ობიექტის მთავარი მოქმედებით,
მე კი არ მეჯერა, უფრო სწორედ არ მინდოდა ცუდის
დაჯერება.... გავაიდეალე.... საკუთარ თავში უნდა ვეძებო
დამნაშავე, ის უნდა დაისაჯოს, რომ მარიზა მინდელს, იგივე
ჩემს ვირტუალურ „ მეი მი“-ს ცხოვრება არ გაურთულოს, არ
161
გაუმწაროს, საკუთარ თავში უნდა შესძლო მიზეზისა და
დამნაშავის დაჭერა, ასეა ეს!-
-ადამიანს რომ ეს შეეძლოს საკუთარ თავში დამნაშავისა და
დანაშაულის გრძნობის სათანადო დონეზე შეგრძნება, მაშინ
იურიდიული კანონები და საერთოდ სამართალდამცავი
სისტემები არ იარსებებდა, კაცობრიობა მას არ გამოიგო–
ნებდა....-ვინ ამბობს ამას? ამას მე გელაპარაკები....-
-ოჰ, მეი მი, რომ იცოდე როგორ გადავიღალე, რთულია შიშის
ფაქტორზე აგებული ადამიანური გრძნობა, რომლის
სიწმინდეში ეჭვი არ გეპარება, რთავ ლამაზად და ასე გესახება
მშვენივრად მორთულ-მოკაზმული შენი მომავალი.-
-ხო, ძნელია, როცა ბროლის კოშკივით დაგენგრევა ერთ
მშვენიერ დღეს, მარიზა....
-ასე რატომ ვამბობთ, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ შავ-ბნელ
დღეს, რადგან სწორედაც, რომ მან შეცვალა ერთი მშვენიერი
ლამაზი დღე ან ცხოვრება ....ხომ მეთანხმები მეი მი?
-სიტყვის მასალაა, მეი დამიძახე, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ჩვენი
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ მარიზა ხარ, მე მეი, და
ჩვენ ერთნი ვართ....მე შენი მეორე ვარ.-
-რა კარგია, მე მარტო აღარ ვარ, სიმარტოვე აღარ მაშინებს და
მე ახლა ორი ვარ, ჩვენ ორნი ვართ....-
-უნდა შეიცვალო, შეცდომა ყველას მოსვლია, მაგრამ
შეცდომის გამოსწორება უფრო ძლიერს ხდის პატრონს,
აუცილებლად უნდა შეიცვალო, ფიზიკურადაც და მორალუ–
რადაც, ვიზუალურობას მიხედე.-
-მე ახლა თმებს გადავიპარსავ, არაა საჭირო გრძელი თმის
ფრიალი, გრძელი თმა სიბრძნის სიმბოლო არასდროს ყოფილა
და ვერც იქნება....-
-ლექსი დაწერე და მოგეშვება, დაწერე რაც გტკივა, რაც გსურს,
განთავისუფლდები იცოდე ტვირთისაგან, რომელიც მხრებს
სასიკვდილოდ გიმძიმებს....
-მე აღარ მახსოვს რა იყო გუშინ ,
დღეიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას,
162
ვინ იცის იქნებ გუშინდლამდე....
ან მის იქით ალიონამდე მიყვარდა ვინმე?
ან არ მიყვარდა? -
აღარ მახსოვს რა იყო გუშინ....
ან აღარ მინდა, რომ მახსოვდეს
წვიმის ხმა უტყვი,
მზის დაბნელება,
შეშლილი ქარის ბოხი ზუზუნი,
იქნებ მიყვარდა ძალიან წრფელად
და ეს სიწრფელე ტკივილს იწვევდა,
უერთდებოდა ყველა უჯრედს,
ყველა ნეირონს,
და სინანულით ჩემს სხეულში გული კვდებოდა....
მერე ახლიდან, გვიან ძნელად იბადებოდა;-
ვინ იცის, იქნებ წალეკა დარდმა
მახსოვრობაც და მისი გმირებიც,
თუ ვინმე დამრჩა ამოუშლელი....
დავიჯერებ, რომ იყო სიზმარი;
იქნება ტკბილი გველოდა აწმყო
და მომავალი ზღაპარივით უფრო ლამაზი....
ვინ იცის, იქნებ ეს არც კი იყო....
ან იყო რაღაც, მე აღარ მახსოვს....
იქნებ ვეცადე სხვისთვის სიკეთე,
გადამეხადა ცუდის სანაცვლოდ,
ვინ იცის იქნებ სხვისი დაცინვაც
ამიტანია უხმოდ, უცრემლოდ,
ეს ვერ უგრძვნია ვერც სხვას,
ვერც იმას, ვინც ჩემი გულის მეპატრონეა,
იქნებ ღრუბლების დასასრულამდე,
მზის კარიბჭემდე, ცის კიდემდე
ან იმის იქით გაგიჟებით კიდეც მიყვარდა....
ან არ მიყვარდა, ვის ახსოვს ნეტა?
მე აღარ მახსოვს რა იყო გუშინ!
163
ან აღარ მინდა, რომ მახსოვდეს!
გარკვეული მუქი ფრაგმენტი!-
- მე ხომ დღეიდან, სხვა სიცოცხლეს,
სულ სხვა ცხოვრების ვიწყებ თავიდან ,
სულ თავიდან....
ძველის ნაცვლად....
დაფირებით,
თითო ნოტის, თითო ნაბიჯის!-
-ყოჩაღ, მარიზა , შენი ახალი ცხოვრების დასაწყისი
მომილოცავს....-
-მე დავამარცხებ წარსულის შავბნელ კოშკებს, მეი, მე
სიმარტოვის დამარცხება შენი დაბადებით დავიწყე, შენ
უნდა დამეხმარო წარსულის დამარცხებაში!-
-ნუ გეშინია , მარიზა, მე სულ შენთან ვიქნები ყოველთვის
სიხარულსა და მწუხარებაში, ბედნიერებასა და ტკივილში,
უსასრულობასა და სიკვდილში!-
-აი, ეს ჯადოსნური სიტყვებია, ყველას უნდა გვერდით
ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ასეთ სიტყვებს გაიმეტებს
სათქმელად....და შეასრულებს კიდეც....შესაძლოა სწორედ
ამაშია ადამიანის მანკიერი მხარე, ყოველთვის ელოდება მის
ცხოვრებაში ვიღაცას, ვინც მას ცხოვრებისეულ შვებას
მოუტანს, ვინც მასზე დედის მზრუნველობის მსგავსად
იზრუნებს და სიყვარულში გარანტად დაუდგება....
თავი XIII
ბოლერო
-მეი, გესმის ბოლეროს ხმა?- ადექი, გაიღიძე, გაიღვიძოს შენში
ქალმა, ადექი, რამდენი დღეა საკუთარი თმა არ დაგივა–
რცხნია? განა შეგიყვარებდა ოქროსფერი ალიგატორი ასეთ
გაწეწილს?
164
-მორჩა, მარიზა, გადაწყდა, მე დღეს სილამაზის სალონში
მივდივარ....
-ყოჩაღ , მე ვამაყობ შენით, გამოიპრანჭე, ჩაიცვი შენი ესპა–
ნური კაბა და გაიქეცი, გაიქეცი ისე თითქოს დიდი კორიდას
წრიულ მოედანზე მიდიოდე , იქნებ სწორკუთხა მოედნები
გირჩევნია?-
კარი ჩუმად მოვიჯახუნე, რადგანაც მეი დავტოვე შიგ, მე კი,
რაც ძალა და ღონე გამაჩნდა, სწრაფად ჩავირბინე სახლის
კიბეები და ქუჩაში გავვარდი, სილამაზის სალონის გზა ზუს–
ტად აღარ მახსოვდა, მაგრამ მჯეროდა, რომ სულ პირდაპირ
უნდა მევლო, ხელგაშლილი, ფართო ქუჩით, მის ბოლოში
მთავრდებოდა გაშლილი ხელები და გულში ჩახუტებას მიპი–
რებდა , იქ სითბო და სიძლიერით მფეთქავი გული სხეულზე
მიკვრით უნდა მეგრძნო და მის მკერდზე გულის მიბჯენით
უნდა შემეგრძნო მისი სიცოცხლე, ყურის დადებით გამეგო
მისი კაკუნი, რომელიც მისი ფეთქვით უნდა ყოფილიყო
გამოწვეული, მე სწრაფად მივდიოდი.... მერე მახსოვს, რომ
უნდა გავქცეულიყავი, რადგანაც სხვას არ დაესწრო დანიშნუ–
ლების ადგილამდე მისვლა და ჩახუტება, ჩემი კუთვნილი
სითბოს მითვისება, ჩემი სიყვარულის გაქურდვა, შედეგად
ჩემი სიცოცხლის განახევრება, ამიტომ სწრაფად გავიქეცი,
იმდენად სწრაფად, როგორც ფილმის გადარბენილი სწრაფი
კადრები, სირბილისას ვეღარ ვარჩევდი ავტომობილს ადამია–
ნისაგან, შენობას ავტობუსისაგან.... მჯეროდა მხოლოდ სირბი–
ლით მოვიგებდი უსასრულო დროს, რომელიც ხან, თავქუდმო–
გლეჯილი მიფრინავს უკუნეთში და ხან ლოკოკინასავით
მიიზლაზვნება მარადიულობაში, უნდა დავწეოდი და
მოვრგებოდი მის უფორმო გამოსახულებას. გული ამიჩქარდა,
მეხვეწებოდა წამიერ შესვენებას, მე არ მსურდა მისთვის
ყურის დაგდება, როცა ვუსმენდი, ვერ ვიხეირე, მან....
სწორედ.... მისმა იდუმალმა და ყოვლის მთქმელმა ხმამ
დამაჯერა დაუჯერებელი, მარწმუნა ის, რაც ადამის მოდგმი–
სათვის ურწმუნოა , მას სურდა - ვზიარებოდი ტკივილიან
165
ნეტარ სიყვარულს და ეკლიანი მარწუხებისა და თეთრ
სუდარად ქცეული სამყაროს მეტი ვერა ვიხილე რა, აღარ
მჯერა შენი, გულო.... თუმცა, ფეხებმა დაუჯერეს, ტონუსში
მყოფი სხეული ფეხებს ენდო და გაჩერდა, სიარულიც კი
გამიძნელდა, უფრო მიიზანტებდა გულიც და ფეხებიც,
რომელიც კუნთებში დაჭიმულობას გრძნობდა, სადღაც
ტკივილი ყვიროდა, თუმცა ეს ის ტკივილი არაა, ადრე რომ
ვგრძნობდი, პატარა ნაპერწკლად იბადებოდა და მერე
ფეთქდებოდა, მისი ნამსხვრევები მთელს ორგანიზმს ხვდებო–
და და ხელყუმბარასავით ჭრიდა თითოეულ სიცოცხლის
მწყურვალ ადგილს თუ ნაწილს, ალისფერი, ხავერდოვანი
ჩქეფვას მოწყურებული სისხლი გადმოვარდებოდა კალაპო–
ტიდან და თავის მძაფრ სისხლის სუნს ტოვებდა ნაკვალე–
ვად.... სუნთქვა მიჭირდა, ვგრძნობდი....
საკონცერტო დარბაზის წინ ხალხი შეგროვილიყო, აფიშაზე
დიდი მუქი ასოებით ეწერა რომელიღაც სიმფონია, მე კი
მინდოდა იქ ბოლერო წერებოდა, თვალი ვერ მოვწყვიტე
მამაკაცს, რომელიც შავ ლაბადაში ჩაცმული, საყელო აწეული
ზუსტად ისეთივე მანერით იდგა, როგორც ჩემი ჟღალი
სიყვარულის უფლისწულს ჩვეოდა ხოლმე, ამიტომაც სიარუ–
ლი თითქმის გავაჩერე, მეგონა მხოლოდ თეთრი ზღვის
ტალღები ნელი მოძრაობით მიმასრიალებდა თვალნაწერი
მამაკაცისაკენ, რომელიც ძლიერ ჰგავდა მას, მასავით მოქერაო
ტალღოვანი თმები მარჯვნივ წმინდაკბილებიანი სავარცხლით
გადავარცხნილი, რომელიც წვრილ ღერებს ტოვებს ისედაც
ტალღოვან ტმაზე, სიმაღლითა და დგომის მანერითაც
ზედგამოჭრილი. ვეღარ მოითმინა გულმა, რომელმაც დაჭრი–
ლი ჩიტივით აფრხიალდა, ვერც მარჯვენა ხელმა , რომელმაც
ზურგიდან მდგომს იდაყვში მოუჭირა თითები და აიძულა
თავისკენ შემოტრიალება, მამაკაცი მართლაც შემოტრიალდა,
გაფართოვებულ თვალებში სიცარიელე და მუქი ყავისფერი
ბატონობდა, შუბლზე ცალხაზიანი რვეულის მსგავსად
166
რამდენიმე ხაზი მოსჩანდა გამოკვეთილად.... და დაკვირვე–
ბული, გამშიფრავი მზერა ქვევიდან ზევით....
-რა გნებავთ ახალგაზრდავ?!- გაკვირვებაზე მეტი იყო
დაკვირვება მის ხმაში. პასუხი თავისით მოვიდა, დაუფიქრე–
ბლად, ხელი მათხოვარი ადამიანივით გავიშვირე და დაბალი
ტონით დავუყევი ენით სათქმელი პასუხის აღმართს:
-თქვენ, უკაცრავად, ამხანაგო,
მხოლოდ ორ წუთს გთხოვთ!-
გთხოვთ დამეხმაროთ, მომისმინოთ....
-არა, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ფულს არა გთხოვთ,
მე მხოლოდ თქვენი ყურადღება მინდა მივიპყრო,
დიდი ხანია მელოდია დავუწერე
ჩემს სატრფოს გულით,
მასზე ძლიერ, ძლიერად ვარ შეყვარებული....
ჩემი პირველი სიყვარული და უკვე ბოლოც,
ერთად აღარ ვართ,
არც ვყოფილვართ, თუმცა, არასდროს,
მას მივუძღვენი რაც გამაჩნდა, და რასაც
ვგრძნობდი....
როგორ მიყვარდა მისი სუნთქვა,
როგორ ვღელავდი;-
მუსიკით მსურდა გადმომეცა სიყვარული
სიტყვის სანაცვლოდ,
მსურდა სცოდნოდა იმ ერთადერთს
როგორ მიყვარდა,
მინდოდა ეგრძნო ჩემი გრძნობა როგორ მტანჯავდა,
თითო აკორდი, თითო ნოტი სულის განცდაა,
არ მომისმინა, ვერ გამიგო, გული არ ჰქონდა,
მეტი რა გზა მაქვს?
იქნებ თქვენ მაინც ამისრულოთ უტყვი ოცნება,
წუთით მაინც რომ მაგრძნობინოთ ბედნიერება,
ვითომ თქვენა ხართ ჩემი სატრფო:-
გა-ვი - თა - მა - შოთ!
167
მე თვალს დავხუჭავ და დავუკრავ მოკლე ეტიუდს,
თქვენც ვითომ „ის“ ხართ:-
მო მი სმი ნეთ!
მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ....
მეტჯერ აღარ გთხოვთ....
-ნუ ტირით, ბრავო, ლამაზი იყო, და თქვენც, ნუ ტირით,
თანახმა ვარ....ჩურჩულებდა მამაკაცის ბოხი ხმა , შავი
ლაბადით ჩაფუთნული მკერდი მის ექოს გამოსცემდა, შავი
მკალავები მაგრად მეხვეოდა და ჩემს მხრებსა და მკერდს
თავისუფლების თრთოლვას უზღუდავდა, საიდანღაც მეის
ხმა მოისმა:-ეს ხომ სულ სხვაა, განა ღირს მისი მკლავების
სიძლიერე შენი სიყვარულის სანაცვლოდ? ეს ხომ ღალატია,
სხვა გიყვარდეს და სულ სხვას სთხოვდე სიყვარულში
თანაგრძნობას?-მართალია მეი, ეს უცხოა, რომელიც არ
მიყვარს, ხელის გულები მკერდზე მივაბჯინე და უკან გავიწიე,
მერე კიდევ უკან რამდენიმე მეტრით დავიხიე, ირგვლივ
წყვილწყვილი ცნობისმოყვარე და განცვიფრებული სხვადა–
სხვა ფერის თვალები მაშტერდებოდა, გაოგნებული მიმიკები
ადამიანის სახეს ხატავდნენ უნიღბოს და უსასოოდ უსახურს,
სიმარტოვისა და სიუცხოვის მოყვარულს....
უკანმოუხედავად გავიქეცი, გავრბოდი უმისამართოდ,
ქუხილის ძლიერი ხმა მომბღაოდა, სადღაც ახლოს მინდოდა
ჩემი სახლი დამენახა, მაგრამ ვერ ვცნობდი, გაუცხოებულიყო,
იქ მეი მელოდება, ალბათ, სამზარეულოშია და რაღაცას
სიამოვნებით მიმზადებს, ფუსფუსებს მზრუნველურად.
წარმოვიდგინე როგორ ამაყად შევაღებდი სახლის კარებს და
მეის კითხვაზე:-სად იყავი მარიზა? გელოდებოდი....- როგორი
თბილი ტონით ვუპასუხებდი:
-მე სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ!
და არც არასდროს
ხელგაშლილი
დავბორიალობ ქუჩა-ქუჩა,
ღამე-ღამე სასიყვარულოდ....
168
არასდროს არავისთვის სიყვარული არ მითხოვია!
პირიქით იყო,
სხვები იყვნენ ჩემს ფერხთ დამხობილ,
ამაყად ნუ მთვლი, ნურც ბანოვნად....
არც მხდალი მიყვარს
ამილოკოს ფეხის ნავალი
ის ერთადერთი იყო „ის“
და მის ხალისით,
მე ვითამაშე ერთდროულად
უტყვი ჯამბაზი.... და ჯულიეტა,
დაცემული ვიყავ მუხლებით;
ჰო! ვითამაშე,
იმიტომ, რომ ძლიერ მიყვარდა,
არ ვიცი, როგორ შემიყვარდა ერთი და ნახვით,
გადამიყვარდა?-
არა, და არა, უბრალოდ მივხვდი
არ უნდა იყო მისი მონა, ვინც ასე გიყვარს,
და მან არ იცის სიყვარული, მე ვერც ვასწავლი
და ვერც ისწავლის თუ ღვთისაგან არად ებოძა,
ეს არის ქვიშის რექვიემი, უდაბნოს ვარდი....
ან სულს გაგივსებს, ან წაგლეკავს,
გიჟად მოგნათლავს,
სიყვარული რომ ბრმა ყოფილა-ეს ყველამ იცის,
ყრუ ვერ იქნება,
ვერც გულგრილი ეკლიან სიტყვის,
ვერც გრძნობის ღალატს ვერ აიტანს,
გაირინდება, გაჩუმდება,
ვითომც გაქრება, უხილავად გადაიქცევა,
გულის მყუდრო ბნელ კუნჭულში დაიდებს ბინას,
ხან დააწვიმებს
მშრალ ტკივილებს,
ხანაც დაათოვს,
ისეტყვებს მწარედ,
169
მონატრებულზედ ააფეთქებს გულის იარებს,
ვერვინ უწამლებს,
არ არსებობს ვაქცინაცია,
არც ეთიკა,
ვერც ფსიქიკა ემორჩილება,
როგორც ერთგული ძაღლი იცნობს პატრონს
სურნელით,
მსგავსად გრძნობს გული სიყვარულის ნახელავ
აზრებს,
და ამიტომაც მე ჩემს გრძნობას ხელთათმანს
ვესვრი....
მე არავისთვის სიყვარული
არ მითხოვია,
და ვერც ვიქცევი სხვის მათხოვრად....
არ შემიძლია!-
მე ჩემი გულის, ჩემი გრძნობის
სიყვარულის
დიოგენე ვარ....
წვიმა ლუმპავდა ჩემს შუბლსა და სახეს, თმები გამიშალა
ქარმა, სადღაც გამწვანებული სკვერი შევნიშნე და გონს
მოსასვლელად გრძელ, რამდენიმე ადამიანზე გათვლილ,
მწვანე სკამზე ჩამოვჯექი, შინ მე მეი მელოდება, ფიქრობდა
დაუღალავად გონება, მეი ჩემზე მზრუნველი და თომას
შემცვლელი, რომელიც მუდამდღე ჩემი სულიერი სამყაროს
ქვაკუთხედია, ჩემი მე და ჩემი მეორე, და მე მარტო აღარ ვარ, მე
ორნი ვართ, ანუ უკვე ჩვენ!
სკამზე მეზობელი ჩამისახლდა, სახეშესიებული, მიჭმუჭნულ-
მოჭმუჭნულ დახეულ ტანსაცმელში ამაყად მაცქერალი,
ხელში ბოთლი ეჭირა და ზედ ვერცხლისფერ ეტიკეტზე
რაღაც ეწერა, ბოთლში სითხე გამჭვირვალე და ცასავით კრია–
ლა იყო, რომელსაც ისე იხუტებდა, რომ ნამდვილად სიცოც–
ხლის ელექ უნდა ყოფილიყო, ან უკვდავების წამალი,
სიყვარულის მალამო.... წვიმა ცერად სცრიდა არემარეს:
170
-მიყვარს წვიმა, ყოველთვის გამოვდივარ და ვსველდები....-
ჩაილაპარაკა ჩემი მისამართით, როცა პატარა ვიყავი, დედა
სულ წვიმაში მაძინებდა, ხან საბავშვო ეტლში, ხან აივანზე,
ახლა დედა აღარ მყავს, ჰოდა უდედოდ გამოვდივარ და ვიძი–
ნებ წვიმაში.... ან ამხელა ვარ და დედა რაღად მინდა?-
წვერგასაპარსს პირი სად ჰქონდა, არ ეტყობოდა, მგონი პირი
საერთოდ არ ჰქონდა და გულიდან ლაპარაკობდა:-„შენც
გიყვარს წვიმა?“-
-„მე დედა მიყვარს“-
-„დედა მეც მიყვარს, მაგრამ სადღაა, შენ გყავს დედა?“-
მხიარული ხმა დაუნაღვლიანა დედის ხსენებამ.
-არაა, ჩემი დედა ჩემი სიყვარული იყო....
-დიდი ხანია რაც აღარ გყავს?-
-მთელი ცხოვრება!-იმ წამს შემიყვარდა წვიმა, რადგანაც
ცრემლები არ გემჩნევა, ვინ იცის იქნებ ცის ცრემლებია ჩვენი
ადამიანის და ზოგადად კაცობრიობის ცრემლები? ჩვენ
ვტირივართ თვალიდან გულში გადადის სადღაც მიწის
მკერდში გროვდება და მერე ციდან გადმოდის? ან იქნებ
დედაჩემის ცრემლებია, მხედავს და ტირილით მიხმობს?
-მოდი შენს დედას, რომელიც შენი სიყვარულია, მთელი
ცხოვრების მანძილზე გაუმარჯოს!- სულმოუთქმელად
მოიყუდა ვერცხლისფერ ეტიკეტიანი ბოთლი , რომელშიც
გამჭვირვალე ცრემლები რაკრაკით ჩაუდიოდა ხეშეში
ბალნით დაფარულ სახის ქვედა ნაწილში, მერე ბოთლი მეც
გამომიწოდა:-აჰა, შენცა თქვი, გიწილადებ ცოტას.-
-არა, მე არა. -
-სადღეგრძელოს არ მენდობი? მე პოეტი ვარ, ჯუბია
ხევსურაული არ გაგიგია შენ?-
-არააა,-დარცხვენით გავაქნიე თავი, - სად ცხოვრობთ?-
-ბუნებაში, წვიმაში და თვით ქარში....ქარში ვცხოვრობ მე
დაბადებიდან, იმიტომ რომ ცხოვრება ქარია, ხან ნიავია, ხანაც
ქარიშხალი, უნდა შეიგრძნო, უნდა განიცადო, რომ ცხოვრებას
ალღო აუღო და მუღამიც გაუგო.-ამას ძალიან ხმამაღლა, მგონი
171
მთელი ძალით, ემოციებითა და ნერვიულობით ამბობდა. მერე
თვალები სადღაც წვიმიან სივრცეს გაუშტერა, ცალი ხელი
მაღლა ასწია, კოპებშეკრულმა ცალი წარბიც მოგრეხილად
აიმაღლა შუბლზე და წვერებიდან ბოხი ხმით ლექსი
გამოსცრა:
-წუხელის ქარი ლოთიანივით,
სარკმელზე იწვა, ღამეს ათევდა,
და თან ბებერი კუდიანივით,
სულ მწარე სიტყვებს გაიძახოდა.
მე არ მეძინა წუხელ ავდარში,
მიცახცახებდა შიშისგან მხრები,
მახსენდებოდა ყველა სიავე,
თუ რამე მოხდა ოდესღაც ღამე,
მგონი მოსილი იყო სიბნელით
სიკეთეცა და მისი მთესველნიც,
მე ვიხსენებდი მწარე ფიქრებით
ყველა პოეტის დანისლულ ღამეს.
იყო ღამე და იყო სიბნელე,
უკუნით მოცულ ყველა სიშმაგეს
გამალებული ანთებდა ქარი,
მე დავინახე ნათლად ოთახში
შიშისგან წელში მოხრილი ლანდი.
ეს უწყინარი ჩემი აჩრდილი
იკეცებოდა ნელ-ნელა მუხლში,
შენელებული უცემდა გული,
აღარ უნდოდა შიშთან ჭიდილი.
მე არ მეძინა წუხელ ავდარში
მიცახცახებდა შიშით სხეული,
ჩუმად ავდექი მკვდარი არჩვივით
და გადმოხტომას ვლამობდი ქარში....
ეს შემამჩნია ბებერმა ქარმა,
და შევებრალე, მე, ცოდვის შვილი,
შეწყვიტა ჩემზე კრულვა, სისინი,
172
განკითხვის ჟინით გულმოლბობილმა,
სიმღერა მიწყო ტკბილი ნანინით.
მე ბავშობაში იავნანინას
დედა არასდროს არ მიმღეროდა,
ჭაღარა ვიღაც უცხო მოხუცი
აკვანს მირწევდა, შიგ მაძინებდა.
აის მოხუცი ყოფილა, თურმე,
ბებია დედის, ჩემთვის დიდედა,
ბებიაჩემი მან გააჩინა და
მის შვილიშვილს მზრდიდა რატომღაც,
მხოლოდ ხევსურულ ზღაპრებს და ამბებს
მე მიამბობდა აკვნად ხევსური:
-ოჰ!ახლაც ისე ტკბილად მღეროდა
ქარი მშფოთველი, წუთის წინ მკვლელი,
მე მიმღეროდა ტკბილად ეს ქარი
და მეც მწყუროდა მასთან ალერსი,
ისე, ვით ჩვილ ყრმას, ჩამხუტებოდა
და თავი მექნა თბილად მის მკერდში....
წუხელის ქარი მზრუნველ ქალივით
სარკმელთან მეწვა, ღამეს მითევდა,
ტკბილად მღეროდა იავნანინას
მეც ჩემი თავი ჩვილი მეგონა....
-გაგიკვირდება, ალბათ, ხევსურს ხევსურული კილო და
აქცენტი, ხევსურული დიქცია რომ არ გამაჩნია, იქიდან
გადმოგდებული და აქ გაჩენილი ვარ, მაგრამ გენი და სისხლი
თავისას შვრება, სისხლი მიყივის, იქაური მიწა მომძახის და
ველი აღსასრულს, როდესაც იმ ძირძველ მიწაზე, იმ ბუმბე–
რაზ მთებში სამუდამოდ დავიკავებ ადგილს და ისე
ჩავიხუტებ, რომ არა ძალას აღარ შეეძლება მისგან ჩემი
ამოგლეჯვა, გინახავს ფეხმოჭრილი ცქვიტი, ქარაფზე სახტუ–
ნაოდ მეოცნებე ჯიხვი? უკბილო და ხმაჩაწყვეტილი ლომი?
ურქო ირემი? აეგა ვარ მე,....
173
-სიყვარულზე ლექსი იცი?-წვიმის შხაპუნთან გარითმულად
ვკითხე....
-არა, მე ქალი-მალი, კაცი-ვაცი კი არ მიყვარს, წვიმა მიყვარს,
ბუნება მიყვარს, ის მიყვარს, რაც ვერასდროს გიღალატებს,
ძაღლი მიყვარს, იცი, რაც არ უნდა გაღატაკდე, რაც არ უნდა
ეჩხუბო, მისთვის მაინც შეუცვლელ-შეუდარებელი ხარ. ლექსი
მიყვარს, არასოდეს მოგაბეზრებს თავს.... სამშობლო მიყვარს,
ვერაფერი შეცვლის მის მადლიან სურნელებასა და ხედებს,
იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაიბადე და როგორც მეორედ
ვეღარ გაგაჩენს დედაშენი, ისე ვეღარ გაგიჩენს გამჩენი მეორე
სამშობლოს....მე ისეთ, აი ძალით გადაპრანჭულ ადამიანებს არ
ვუყვარვარ, აბა, ახლა მე მკითხონ, მე თუ მიყვარს ისინი....
მოდი, სადრეგრძელო იყოს.-ბოთლი მოიმარჯვა ხელში, ფეხზე
წამოდგა, წვიმას გაელუმპა ტანსაცმელი და სახურავზე დამა–
გრებული საწვიმარი მილივით მოჟონავდა მისი ჩაისფერი
პულოვერის სახელოებიდან წვიმა-წყალი.
-თოლია უდროოდ პაემნიდან გადაკარგულა,
და რა ძნელია უფრთო თოლიად ყოფნა,
ცხოვრება თოლიასავით მიფრინავს მაღლა,
ცხოვრებაც ურიტმო რიტმში თამაშობს
უაზროსა და ქაოტურ თამაშს.
ცეკვავს მორევი მდარე ცხოვრების,
ისეა სავსე ხალხით-
მოგაგონებდათ ვაჭართა ბაზარს,
ორომტრიალი გულისწამლეკად
ხვრიტავს მის მწვერვალს....
-არ მესმის, ვერ მივხვდი
რატომ ვერ იტანენ დიდგვაროვნები
მოხეტიალეს, ბოშათა ბანაკს,
უპატრონოს პატრონქცეულს ვარქმევთ სახელად!
....ან სიყვარული რატომაა
ზოგჯერ შავი, ტალახისფერი, ამაზრზენად
აუტანელი....
174
სადღაც გაჰკივის ბუწკნა ჭოტი შემაწუხებლად,
მთვარეს ეფარება ტანდაბალი
ღრუბლის პერანგი.
....მაინც ვერ მივხვდი, რატომაა ქარი ველური,
ან რატომ უყვარს მოხეული წიგნის ფურცლები....
ფრინავს დრო, თითქმის ზოგჯერ შეუმჩნევლადაც,
მიაქვს ხან ტკბილი და ხანაც მწარე
ხსოვნის საღამო,
მიაქვს უშრეტი ენერგიის ზღვა
უკითხავად,
სამაგიეროს გვიტოვებს ჩვენ
სახეზე ნახაზს,
....და ეს ნახაზი ჩვენი აზრით
ლამაზებს ლახავს,
შეგვეზარება მისი ნახვა
სარკის ნახვისას,
უაზროდ გადის კი არა და....
მიფრინავს ეს დრო,
ხვალ სად იქნება არვინ უწყის,
ვინ იცის, იქნებ გასულიც იყოს
სიცოცხლის ბოლოს.-
ბოლოში ხმა აუღრიალდა, მე ცოტა არ იყოს შემეშინდა,
დაკვირვებით შემომხედა და თავი გაიქნია:
-მდააა, ცუდია რომ არ სვამ, ხანდახან ჩემმა მტერმა უცქირა
ცხოვრებას ფხიზელი თვალითა....შენ სიყვარული გეწვია?
გინდა სიყვარულის სადღეგრძელო გითხრა ?-აღარ მინდოდა,
ამიტომაც უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ტირილი მომინდა
ხმამაღლა, თორემ ცრემლები ისედაც მომდიოდა, ოღონდ
წვიმაზე მეტად დამდიოდა სახეზე თუ არა , ამას ვეღარ
ვარჩევდი....
-გული თუ ძლიერობს, გული თუ მართლა გულობს, სული
თუ სულგრძელობს, ასეთი მამაკაცი მთელი სიცოცხლე, ქალში
ჯენტლმენობს-თქვა და ერთი ყლუპი მოსვა განახევრებული
175
ბოთლიდან, მერე დამაკვირდა, მიხვდა, დიდად ეფექტი რომ
ვერ მოახდინა ჩემს ხასიათში, ამიტომ ისევ ბოთლი მოიმარჯვა
და შემდეგი მხატვრული თუ ხატოვანი ნათქვამისათვის
აიღო ტრამპლინივით გეზი.
-თუ კაცში ადამიანური ბუნება ვერ დიდბუნებოვნობს, მის
ყველანაირ მოქმედებასა და ტკბილ სიტყვას ფასი და აზრი
ეკარგება!-ისევ მოსვა ერთი ყლუპი და ისევ დაკვირვებული
მზერა შემომანათა.
-დიეტა....დიეტა მარტო კვებას კი არ სჭირდება, გონებიდან
გამოსულ მეტყველებას უფრო ხშირად უპირველესად
ესაჭიროება.
-არ არსებობს ისეთი მატყუარა, თავისი ტყუილის სხვაზე
ადრე თვითონ რომ არ სჯეროდეს....-ისევ ყლუპი და ისევ
ახალი აზრი....
-სიყვარული ღვთის საჩუქარია, ის ღვთის მადლით გვებოძება
თავად უფლისგან, თუმცა, არიან ადამიანები საბრალონნი,
რომლებიც მას ვერ იმსახურებენ და სწორედ ამიტომაც
მათთვის ეს გრძნობა უცხო ხილია....
-თუ გრძნობებით თამაშობ და სცრუობ, მოკვდავო ადამიანო,
საინტერესოა ვის ატყუებ? იქნებ საკუთარ თავს? ან იქნებ
გრძნობებში მსხვერპლად აღქმულ სხვა პიროვნებას? იქნებ
ცდილობ თვით უფალს მოატყუო სიყვარული?....-მისმა
ნათქვამმა გული უფრო მეტად ამიჩუყა, ამიტომ ქვითინი
ამივარდა, რაზედაც შეუმჩნეველად არ გამოჰპარვია ჩემს
წვიმის მეგობარს.
-ადამიანებთან ურთიერთობის დროს, ცხოველისაგან განსხ–
ვავებით, დისტანცია უნდა დაიცვა, რომ იოლად არ ხელგყოს,
თუმც ენით მაინც ყველანაირ დისტანციაზე მოგწვდება,...-
-არასოდეს მოიწონო თავი სხვისი თავმოყვარეობის შელახვა-
დამცირების ხარჯზე, თორემ ძალიან მალე პირიქით აგიხ–
დება....-ისევ ერთი ყლუპი და მე მეტს ვეღარ გავუძელი, თანაც
წვიმას გადაეღო და მივხვდი, ჩემი ცრემლები უფრო იოლად
შესამჩნევი გახდებოდა, ამიტომაც ელდანაკრავივით წამოვხტი

და რადგანაც წვიმას ისე დავემძიმებინე, რომ სირბილის თავი
აღარ მქონდა, შეძლებისდაგვარად, ჩქარი ნაბიჯით დავშორდი წვიმის მეგობარს, მან კი იმედიანად, დიდი ოპტიმისტის
შემართებული ტონით მომაძახა:
-გზა დამილოცნია უთავო მხედარო....



№1  offline წევრი meness

არაჩვეულებრივია!

 


№2  offline მოდერი Marry Amm

მომეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent