აი ასე:)
რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა! იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა ლამაზი სოფელი! ამ სოფელში ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა, მშორომელი სტუმართოყვარე დ ა პურმარილიანი. იყო ამ სოფელში ორი განსაკუთრებული ოჯახი, უფრო ზუსტად კი ორი ადამიანი. ერთი მუდამ ღიმილიანი და მხიარული იყო, ყველას ტკბილი სიტყვით ხიბლავდა. მას ხალხმა მეტსახელად ტკბილმარანა შარქვა. სტუმარი უყვარდა, სუფრის გაშლა უყვარდა. ყველას უხაროდა მასთან მისვლა. დაკლავდა სასაკლავს. ღორის ,ხბოს, ფრინფელის ხორცი ულევი იყო მის სუფრაზე. ღვინო ნაირნაირი. სანამ კარგად არ გამოაძღობდა სტუმრებს , სანამ არ გამოალეჩებდა სასმელით , მანამდე არ გაუშვებდა. მისი ოჯახიდან ფხიზელი კაციშვილი არ წასულა და არც თვითონ დაუკლია არასოდეს წვეთი ღვინო . ტკბილმოუბარი იყო ეს კაცი! ნებისმიერს გაუხარებდა გულს. ვინმეს ავ საქციელზე თვალს ხუჭავდა , მუდამ კარგს უყურებდა. აი ზუსტად ისე როგორც საადღეგრძელოში გვიყვარს ხოლმე ქართველებს.(ნამდვილი ქართველი იყო და) შვილებიც ყავდა ამ კაცს. ნებივრობით გაზარდა, ლოყობღაჟაღა ბავშვები იყვნენ და კაი ბუღა ხარივით ვაჟები დადგნენ. ძილი და ჭამა შვილებს არ აკლდათ. არც ცუდი სწავლის გამო კიცხავდა მათ მამა.( არც დედა)თუ სკოლაში ცუდ ნიშანს მიიღებდნენ ,მამა დაუყვავებდა , ეუბნებოდა, არა უშავს რა შვილებო, მთავარია ჯანზე იყოთ ,მე თუ არ მისწავლია და არა წამიკითხავს რა, ჯანი მაკლია სტუმარი თუ საჭმელ სასმელიო. შვილები დაიზარდნენ ,დავაჟკაცდნენ. იმხელები გახდნენ , რომ კარებში ძლივს ეტეოდნენ. მტერს ეშინოდა მათი ნახვისა და მოყვარეს უხაროდა. აი ამიტომ ( და კიდევ სხვა მიზეზების გამოც) ტკბილმარანა დაარქვეს ამ კაცს. იყო ამ სოფელში, როგოც მოგახსენეთ მეორე კაცი. მასაც ყავდა ცოლშვილი! მშრომელი კაცი იყო ესეც . მაგრამ სიტყვაძუნცი და თუ რამეს იტყოდა - ენამწარე. პირდაპირ თქმა უყვარდა სათქმელის. გულს ტკენდა ხოლმე თანასოფლელებს. ერთხელ თავის ორ მეზობელს კომბლითაც კი გამოუდგა არაფრის გამო. ისინი ისხდნენ და არჩევდნენ სოფლის დედაკაცების საქმეებს, საუბრობდნენ ისე, ტკბილად . სტუმარი კი ყავდა ხოლმე ამ კაცსაც . მაგრამ სუფრაზე ბევს არაფერს გამოიტანდა. ღვინოსაც იმდენს დაალევინებდა სტუმრებს, ხასიათზე რომ მოსულიყვნენ და ემშვიდობებოდა მერე. ის კი არა და შვილებთანაც მკაცრი იყო. დილით ადრე წამოყდიდა და მდინარემდე არბენინებდა, აცურავებდა და მერე უკან სახლამდე სირბილ-სირბილით მოერეკებოდა. საჭმელ სასმელითაც არ ანებივრებდა შვილებს. ისეთი უგულო იყო ეს კაცი რომა, როცა წამოიზარდნენ შვილები, აშიმშილებდა კიდეც.ერთი ,ორი ზოჯერ ერ სამი დღეც კი მხოლოდ წყალს ასმევდა. ლაპარაკსაც კი უშლიდა .მუდამ ეუბნებოდა შვილებს ,“თუ უთქმელობა არას ავნებს ვინმეს, მაშინ ჩუმად იყავითო!“ თვითონაც ესეთი უგულო კაცი იყო , რაც არ უნდა ცუდი გაეგო ვინმეზე ხმას არ ამოიღებდა. სულ ერთი იყო მითვის .ვინ ვის აწყენინა და ვინ რა მოიპარა. ამის გამო ამ კაცს მწარე კომბლეს ეძახდნენ. ტკბილმარანა კი არ იყო ასე . როგორც კი რამე სოფელში მოხდებოდა ან თუნდაც სოფლის გარეთ , გაშლიდა სუფრას დაჰპატიჟებდა ყველას და განიკითხავდა მტყუან- მართალს. დაათრობდა ყველას (მწარე კომბლე ასეთ კრებებში მონაწილეობას არ იღებდა) , თვითონაც დასთვრებოდა და კმაყოფილს სტუმრებს გაუშვებდა სახლში გადიოდა დრო. კეთილი ტკბილმარანა მშვენიერ დღეს, მოულდნელად გარდაიცვალა. ქალაქიდან მოყვანილმა უმეცარმა ექიმმა დასწყევლა ეტყობა, როცა ცოტა ხნით ადრე უთხრა, სმას მოუკელი ,თორემ წაიღებ წერილსო .აბა ამ ბოროტ ექიმს ვინ დაუჯერებდა. კეთილი გული ქონდა კაცს და ვეღარ გაუძლო ამ ქვეყნიურ სიავეებს. იმედად კი შვილები დარჩა ტკბილ მარანას, გულმა უგრძნო ეტყობა , გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე დაიბარა შვილები და სთხოვა მამის გზა გაეგრძელებინათ! დიდი სუფრა გაშალეს შვილებმა მამის პატივსაცემაც. რა გინდა სულო და გულო. კმაყოფილები წავიდნენ დამტირებლები. ათი დღე და ღამე .კაი სვეს და კაი ჭამეს. მამასაც უამრავი, რამ ჩააყოლეს საიმქვეყნოდ. ტანსაცმელი , ძვირფასეულობა და მოკლედ ყველაფერი ისე როგორც მათ ოჯახს შეეფერებოდა! მტრებს გულები დაუხეთქეს. საოცარი ის იყო რომ მასთან მიმსვლელი ასევე პატიოსანი მოქეიფეებიც, მისი მიყოლებით გავიდნენ გაღმა. ისინიც ქალაქელი ექიმის დაწყევლილები. მწარე კომბლემ კი დიდხანს იცოცხლა. მარტო მან კი არა, მისმა შვილებმაც და იმ სტუმრებმაც კი ვისაც მის ოჯახში მისვლა უხაროდა ( ასეთები ცოტანი იყვნენ საბედნიეროდ) მის ოჯახში ექიმიც კი არ მიდიოდა. ხალხი ამბობდა, ეშინია ექიმს მისიო. სულ ამბობს იქ რა მინდა, არა მესაქმება რაო. უსმართლოა სიკვდილი, კაი კაცს მალე კლავს და მწარეკომბლესნაირებს კი არ ეკარება. ა რ მიეკარა სიკვდილი სანამ მწარეკომბლე თავად არ ეახლა მას, გაუგია მტერი შემოსევია დედაქალაქს. და შვილებთან ერთად საომრად წასულა. ერთ კვირიანი ომის და მტრის დამარცხების მერე, შვილებმა ჩამოასვენეს მამა სოფელში და დაკრძალეს. ისინიც მამასავით ძუნწები იყვნენ. სუფრაც არ გაშალეს ადამიანური( ისეთი როგორიც ტკბილმარანას ქელეხზე) მამაც მობეზრდათ და სამ თუ ოთხ დღეში მიწას მიაბარეს. მეზობლები ამბობდნენ სიმართლეს ჩუმად, მწარე კომბლეს სულ ვიღაცის მოკლვა უნდოდა , ამიტომ იყო სულ პურქუშიო და ამიტომ გაიქცა საომრადო. შვილები მამაზე უარესი ძუნწები ყოფილან. არც ტანსაცმელი გაატანეს მამას იმ ქვეყნად და არც ოქროვერცხლი. ყველაფერი ვიღაც უპატრონო ქვრივ ოხრებს დაურიგეს ( ტკბილმარანას შვილებით კი არ მოიქცნენ) აი ასეთი უსამართლოა წუთისოფელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.