მარტო არა ხარ
როდესაც იგრძნო, რომ ის გშორდება, უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს, ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს. ნუ დაენდობი შენს ყალბ მეგობარს, თავისუფლება ვინ დაიმონა?რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული, რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება. რომელი საათია?ლექსები - გალაკტიონ ტაბიძე.
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა - 1891 წლის 17 ნოემბერს. გარდაიცვალა - 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთისგალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.მას გახელილი დარჩა თვალები...
მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო! მზე მიიცვალა ღია თვალებით! ის მიიცვალა რაღაც უმწეო და საოცარი გარდაცვალებით! მას გახელილი დარჩა თვალები, ოჰ! გახელილი დარჩა თვალები! ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები! და ეს თვალები საღამოთა ხმასკავშირი გულთა შორის!
დიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი. მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვენი მთისა და გორის, ჩვენ რუსთაველმა გვითხრა: კავშირი გულთა შორის!10 წლის წინად
ის ჩამქრალია და ღამის სივრცეს შავი ზოლების შთენია ხაზი. რა დამავიწყებს იმ მწარე დღეებს, უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს, აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი... და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.ბედნიერება
სხვისადმი შური ვინც გულს ჩაიკლა, ვინც სავალი გზა გააფართოვა, არ იცის, რაა გაუბედავად დასამარებულ ფიქრების გროვა; ვინაც არ იცის დანაშაული, მოთმენით იტანს დაცინვას, გმობას, და იარაღად ხმარობს მწარე დროს,ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.