შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი თანაცხოვრება (4 თავი)


6-03-2017, 00:51
ავტორი ლუანა
ნანახია 4 283

“არ შეიძლება, შენი ცხოვრება სხვებს მსხვერპლად შესწირო და გეგონოს, რომ ეს სიყვარულია“
-სტივენ ჩბოსკი.

ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა ვაჩე ოთახში, მაცივრის კარი გამოაღო და ცივი წყალი დაისხა. როგორც ეტყობოდა არაფრის თქმას აპირებდა რითიც ნატას უფრო უშლიდა ნერვებს.
-არაფრის ახსნას აპირებ?
-რამე მაქვს ასახსნელი?
-ის გოგო წეღან შეურაცხყოფას რა უფლებით მაყენებდა?
-რა გინდა, რომ აგიხსნა რა უფლებით გაყენებდა შეურაცხყოფას?
-ხო ზუსტად ეგ მინდა.
-ერთი სულელი გოგოა რომელიც ვერ ხვდება რას ამბობს, როგორ ამბობს, რა უფლებით ამბობს. სამწუხაროდ მე ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ ბოდიში მოგიხადა და შეგიძლია დაივიწყო.
-არ მინდა ვინმე კნინობითად მომიხსენიებდეს, მითუმეტეს შენს გამო.
ვაჩე მიუახლოვდა და ხელები მხრებზე დაადო, რამოდენიმე ხანს თვალებში უყურა...
ხმას ვერ იღებდა, მისგან თავის დახწევასაც ვერ ახერხებდა, გრძნობდა თანდათან მანძილი როგორ პატარავდებოდა...რამოდენიმე წამში მისმა ტუჩებმა ვაჩეს ცხელი ტუჩების გემო გაიგეს. სხეული ერთიანად მოუდონდა, რამოდენიმე წამს თვითონაც აყვა კოცნაში, მუხედავად იმისა იცოდა არასწორი იყო და უნდა შეწინააღმდეგებოდა, თუმცა ცოტახანს რეალობა დაივიწყა და აყვა... მიუხედავად იმისა არუნდოდა მის ტუჩებს მოშორებოდა თავს მაინც ძალა დაატანა და მისგან თავი დააღწია.

ვერ ხვდებოდა რა დამერთა, რამოდენიმე კვირის წინ ხომ ვაჩეს ვერ იტანდა? ახლა რა ემართებოდა? რა მოსდიოდა?
ეშინოდა გრძნობების, ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში. ბოლოს ყველაფერი გადახარშა, გაიზრა და მიხვდა რომ ისიც ქალი იყო , ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც ვაჩეს მიმართ მხოლოდ ვნებას განიცდიდა. ამ გრძნობას ვერც სიყვარულს დაარქმევდა, ვერც მეგობრობას. ეს იყო ერთგვარი ვნება, რომელიც არასოდეს განუცდია სანამ მას არ შეხვდა.


კოცნის შემდეგ ნატა სააბაზანოში შევიდა, ვაჩემ კი ოთახი და ნატა მარტო დატოვა.
ბარში იჯდა და ვისკის სვავდა...
თვითონაც ვერ გარკვეულიყო გრძნობებში, ვერ ხვდებოდა ნატას მიმართ რას გრძნობდა.
ახლაც კი როცა თავის ფიქრბეში იყო საკუთარ თავს ბოლომდე არ უტყდებოდა.
შინაგანდ კი სულში გრძნობების გადატრიალებას გრძნობდა...
როცა პირველად დაინახა, მაშინვე იგრძნო ერთი ნახვით ბედნიერება.
ნატასგან განსხვავებით ვაჩეს სჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა რომ ნატა შეუყვარდა...
აღარ უნდოდა კიდევ ერთი იმედგაცრუება, არ უნდოდა შეხორცებული ღრმა ჭრილობების თავიდან გახსნა...
ნიკასთან ეს შეთანმხებაც იმიტომ დადოდ რომ თავი დაეზღვია, ასე ეცოდინებოდა, რომ ნატა მის სიძულვილს არასოდეს შეწყვეტდა მას კი სიამაყე არ მისცემდა იმის უფლებას ყვარებოდა ქალი რომელსაც არასოდეს შეუყვარდებოდა. მაშინ არ უფიქრია ნატასთან სიახლოვეს რა შეიძლებოდა გამოეწვია.
მიუხედავად იმისა რომ თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან აპირებდა ცივი და დისტანციური ურთიერთობა დაემყარებინა ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა.
ვერ შეძლო მასთან ისეთი ცივი ყოფილიყო როგორც ყველა სხვასთან, მის ყველა სიტყვას იმახსოვრებდა და როცა იაზრებდა სულ უფროდაუფრო ხდებოდა მისით მოჯადოებული...
ყოველ ჯერზე ნიკას სიტყვები ახსენდებოდა და სულ უფრო რწუმნდებოდა მათში, ნატა ნამდვილად იყო მოსიარულე ანგელოზი დედამიწაზე...
ამ ფიქრებში იყო როცა მიხვდა რომ დედამიწაზე ყველაზე სულელი კაცი იყო!
გვერდით ასეთი საჩუქარი ყავდა ის კი ცდილობდა მისთვის თავი არ შეეყვარებინა ,როცა პირიქით ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამისთვის, სანამ გვიანი არ იყო...ჯერ ყველაფერი შესაძლებელი იყო, კიდევ კარგი რომ მასთან შეცდომა არ დაუშვა! კიდევ კარგი რომ არ აიძულა ნატა ყოფილიყო მისი საყვარელი.
ყველაფერი უნდა შეეცვალა... უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ნატას ყველა გზა ვაჩეს სიყვარულამდე მისულიყო!

მეორე დილით ნატამ თვალები რომ გაახილა ვაჩე სავარძელში მოკალათებული დაინახა, როგორ კითხულობდა რაღაცას... თვალები მოიფშვნიტა და კარგად შეხედა, რომ დარწმუნებულიყო სინამდვილეში...
-ვაჩე დილამშვიდობის -საწოლიდან არც ამდგარა ისე მიესალმა
თვალი ჩაუკრა და ისევ კითხვა განაგრძო.
საღამურებზე ხალათი გადაიცვა და საწოლის გასწორება დაიწყო, ვაჩეს აქ ყოფნა ეუცნაურა მაგრამ გაპროტესტებაც ვერ გაბედა.
-ყავას დალევ?
-არა წვენი დამისხი რა
ყავა და წვენი მაგიდაზე დადო და თვითონაც ჩამოჯდა. სიწყნარეს არც ერთი არღვევდა ბოლოს ისევ ნატამ დაიწყო -მალე ამინდები გამოვა და სანაპიროზეც გავალთ
მრავლობითში ისე თქვა ვერც კი მიხვდა, რაღაცნაირად ეუცნაურა მაგრამ აღარ გადაუკეთებია. ვაჩემ წარბები მაღლა აწია და თავი დაუქნია.
თითქმის ნახევარი საათი ორივე ჩუმად იყო, ვაჩემ როგორც იცოდა ნატას რამოდენიმე წუთს თვალებში უყურა და ისე კითხა -ნატა შენი აზრით ადამიანებს როგორ უყვარდებათ?
ნატა იმდენად არ ელოდებოდა არაფრის კითხვას, თან მითუმეტეს ასეთ კითხვას დაიბნა და ვერაფერი უპასუხა
-მე მაგალითად ერთი ნახვით სიყვარულის მწამს
-სისულელეა! ერთი ნახვით ადმიანი ვერ შეგიყვარდება
-მე კიდე სხვანირად არ მწამს
-მაშინ შენ მხოლოდ გარეგნობა გაინტერესებს და მეტი არაფერი. როგორ შეილება ადამიანი დაინახო და შეგიყვარდეს? ანუ ლამაზია და გიყვარს? არც კი იცი როგორია სინამდვილეში...
-რას ეძახი სინამდვილეს?
-სინამდვილეს ანუ მის ნამდვილ სახეს. ჩემთვის ბევრ რამეს აქვს მნიშნელობა, ვერასდროს შევიყვარებ ადამიანს რომელსაც ცხოველები არ უყვარს ან თუნდაც ვინმეს ჩაგრავს, ან ხედავს რომ ჩაგრავს და ხმას არ იღებს...ახლა ასე ვერ ჩამოვთვლი მაგრამ მემგონი მიგახვედრე.
-მივხვდი რასაც ამბობ, მაგრამ მაგ სიყვარულს ჩემი აზრით ერთი ნახვით სიყვარული ჯობია.
-ხო შენთვის ჯობია იმიტომ რომ გარეგნობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
-საიდან მოიტანე?
-აბა სხვანაირად ერთი ნახვით როგორ უნდა შეგიყვარდეს?
-თუნდაც თვალებით ან სიცილით...ამ ორიდან ვერც ერთი მოგატყუებს. რაც შეეხება შენ მსჯელობას მე მასე არ მინდა. არც მინდა ვინმეს მასე შევუყვარდე. შენ არ მოგწონს როცა ადამიანებს მხოლოდ გარეგნობით იყვარებენ არდა შენც ზუსტად მასე აკეთებ, ცდილობ იდეალური იპოვო, ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს სია გაქ სადაც ყველა შენი მოთხოვნებები გიწერია. სიყვარული მაშინაა ძლიერი როცა მისი ყველა ნაკლით გიყვარს! თუ იდეალურს იპოვი მაშინ რაღა საჭიროა სიტყვები ჭირშიც? ჩემი აზრით ორმა პიროვნებამ ერთმანეთი უნდა შევსოს და ასე გახადოს ორივეს თავი ერთად იდეალური და არა ცალცალკე...ცალცალკე არ უნდა იყვნენ იდეალურები, მასე აზრი დაეკარგება ერთად ყოფნას, ერთმანეთის შევსება. შენ ამბობ რომ ცხოველები გიყვარს მე არცერთი ცხოველი არ მიყვარს მაგრამ არცერთი მძულს, მოუხედავად ამისა შემიძლია შენს გამო შევიყვარო აი ასე შემიძლია ერთი ნახვით სიყვარულით გავხდე მეორე ნახევრისთის იდეალური.
ნატამ ვერაფერი უპასუხა მის ყოველ სიტყვას ყურადღებით უსმენდა და მის სიმართლეშიც რწუმნდებოდა. ადმიანები ძალიან განსხვავებულები ვართ, ყველაფერი სხვადასხვანაირად გვესმის, სხვადსხვა სიმართლე გვაქვს, ყველას ჩვენი წილი სიმართლე.

ხშირად ჰქონდათ ხოლმე ასეთი საღამოები, ხშირად კამათობდნენ მსჯელობდნე და უფრო ხშირად იცინოდნენ ხოლმე. ძირითადად ოთახში იყვნენ ხოლმე, იქიდან გასვლა არცერთს არ უნდოდათ...საღამოობით ძირს ჯდებოდნენ და ზღვას უყურებდნენ, უყურებდნენ ასე სახლიდან გაუსვლელად.
უკვე სამითვე იყო გასული რაც აქ ჩამოვიდნენ და ამ სამი თვის განმავლობაში უამრავი ისეთი დღე დაუგროვდა რომელიც არასოდეს დაავიწყდებოდა...
ვერასოდეს დაივიწყებდა დღეს როცა ვაჩეს მოუყვა მისი საყვარელი ჯგუფის შესახებ, მეორედღეს კი სასტუმროს დარბაზში სრულიად მოულოდნელად მათ კონცერტხე ამოყო თავი.
არ დაავიწყდებოდა დღე როცა სანაპიროზე ვაჩესთან ერთად წვიმაში იცეკვა, ნათქვამი ქონდა ვოცნებობ წვიმაში ცეკვაზეო რამოდენიმე დღის შემდეგ კი წვიმამ და ვაჩემ ოცნება აუხდინეს.
ვერ დაავიწყდებოდა პირველი დღეები რომელიც საოცრად განსხვავებულ ვაჩესთან ერთად გაატარა.
და ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებდა დღეს როცა ოთახში ვაჩე და პატარა ლაბრადორის ლეკვი დაინახა, დაიფიცებდა რომ მაშინ მასზე ბენდიერი ადამინი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. ისე გაუხარდა ემოციები ვეღარ დამალა და ვაჩეს ძალიან მაგრად მოუეხვია, ეს იყო პირველი დაუფარავი ემოცია, როცა იცი რომ ამ ჩახუტების უფლება გაქ...შენ უფლება გაქ მას კი ნამდვილად ეკუთვნის!
დღითიდღე სულ უფროდაუფრო ბედნიერი იყო.
ეშინოდა ამ ბედნიერების. ეშინოდა რომ მხოლოდ ეჩვენბოდა ეს ყველაფერი...ეშინოდა გამოღვიძების, მომავალზე ფიქრის.
სასეირნოდიყო გასული.
უკან დაბრუნებულს ოთახში უზარმაზარი გვირილების თაიგული დახვდა წერილთან ერთად „მინდა მჯეროდეს რომ ჩვენი პირველი შეხვედრა აღარ გახსოვს!“
პ.ს საღამოს პაემანზე გეპატიჟები.
მარცხენა თვალიდან პირველი ცრემლი გადმოუვარდა, პირველს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე დაუსრულებლად... ესპირველი შემთხვევა იყო როცა ბედნეირებისგან ტიროდა.
მაშინ უკვე იცოდა რომ ვაჩე უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა.
ცრემლებს იწმენდდა და ეცინებოდა, სასწრაფოდ ფუნჯი და პალიტრა მოიტანა უნდოდა ხატვა ახლავე დაეწყო...
მოკლე თეთრი კაბა ჩაიცვა, აბურდული თმა ჩამოიშალა და ხელით შეისწორა, ნუშისებრი თვალები უფრო გამოიკვეთა და წითელი ტუჩსაცხი წაისვა...კმაყოფილი დატრიალდა
სარკის წინ და ბოლო შტრიხების გასწორება დაიწყო.
ვაჩემ კარზე ოდნავ დააკაკუნა და მერე პირადპირ შემოვიდა, ნატას უყურებდა და ვერ ხვდებოდა მართლა ასეთი ლამაზი იყო თუ მან გამოიგონა.
-ულამზესი ხარ ნატა!
ნატამ მადლობის ნიშნად თავი მორცხვად დახარა, გიჟდებოდა მის სახელს ასე მკვეთრად რომ კვეთდა...
ყველაფერი იმაზე მეტად ლამაზი იყო ვიდრე წარმოიდგენდა, ვიდრე მის ოცნებებში იყო ხოლმე. რესტორანი ულამაზესად იყო გაფორმებული, მათ გარდა არავინ იყო. მომსახურე პერონალიც კი მინიმუმადე იყო დაყვანილი.
მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია, უყურებდა და უნდოდა ეყვირა როგორ უყვარდა
-ნატა, პირველ რიგში მინა გითხრა რომ ცხოვრებაში უამრავი რამ გადავიტანე. მიუხედავად იმისა რომ მალე ოცდაათს მივახწევ,ოცდაათიათასჯერ მატკინეს და უფრო მეტჯერ კიდევ მე ვატკინე. ცხოვრებაში უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული ალბათ კიდევ უამრავას ჩავიდენ უნებურად თუ ნებიერ. ვიცი რომ იცი! ვიცი იცი რომ მიყვარხარ! მინდა რაღაც იცოდე, მინდა იცოდე რომ ჩემ საქციელს არ ვნანობ, არ ვნანობ აქ რომ წამოგიყვანე, როგორც წამოგიყვანე ამას იმიტომ გეუბნები რომ შენ თვალებში ვხედავ ხოლმე როგორ მადანაშულებ ისევ, ხანდახან მაგრამ მაინც ვხედავ ხოლმე და ამიტომ გეუბნები,უნდა იცოდე რომ არ ვნანობ. არვნანობ, რადგან შენ გიპოვნე! აქ რომ არ წამომეყვანე ჩვენი გზები ალბათ არ გადაიკვეთებოდა მე კი ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება თუ შენ იქ არ ხარ.
ნატას ცრემლები წამოუვიდა, ვაჩე ლამის ჭკუიდან შეიშალა როცა დაინხა ნატა როგორ ტიროდა -ნუ ტირიხარ რაგთხოვ, თავ მოვიკლავ იცოდე ეხლა. რამე გაწყენინე ნატა შემომხედე რაა
-არა, არაა. -ნაა სლუკუნებდა და წესიერად ვერაფერს ამბობდა
-მაშინ რატო ტირიხარ ტო?
-ბედნიერი ვარ და იმიტომ! ბედნეირი ვარ რომ გიყვარვარ!
ეგონა გაფრენა რომ მოენდომებინა გაფრინდებოდა, ისე გაუხარდა ნატას სიტყვები. ყველფრის მიუხედავად ნატაში ბოლომდე დარწმუნებული არიყო რა რეაქცია ექნებოდა და ახლა როცა მიხვდარომ ისიც ბენდიერი იყო სამყაროში ყველაზე ბედნიეირ კაცი იყო არ შუმჩნევია ნატას არ ნათქვამი მიყვარხარ. დრო წინ ქონდა თუ ჯერ არ უყვარდა აუცილებლად შეაყვარებდა თავს.
ცხვირი მის ყელში ქონდა ჩარგული და მის სუნთქვას ხარბად ისუნთქავდა, რა მაგარია როცა უფლება გაქ გიყვარდეს,ეფერებოდე,ეხუტებოდე და ამის არ გრცხვენოდეს, არ გერიდებოდეს გრძნობების გამოხატვის. -იცი რა მაგარია შენ რომ არსებობ? შენნაირი ადამინები რომ არსებობენ! ნეტ რა გავაკეთე ისეთი შენ რომ დაგიმსახურე?
-მე იცი რა ბედნიერი ვარ შენ რომ ხარ? პირველად მაშინ მივხვდი ლოლა რომ მომიყვანე ისეგამახარე ისე გამახარე სიტყვებით ვერ გადმოქცემ.ის პირველი ქმედება იყო შენი როცა რაღაც ვიგრძენი!
-მაშინ რომ მცოდნოდა ასე თბილად ჩამეხუტებოდი ას ლოლას მოგიყვანდი -გაეცინა ვაჩეს
-ბედნიერი ვარ რომ ხარ.
მთელი გზა ვაჩეს არ მოშორებია მის მხარზეეო თავი და ისე ეხუტებოდა,სასტუმროში რომ დაბრუნდნე ეგონა ვაჩე ოთახში მასთან ერთად ავიდოდა თუმცა მხოლოდ კარამდე მიაცილა,
-არ შემოხვალ?
-მინდა ჯერ დრო მოგცე ნატა! მინდა ყველაფერი იმაზე ლამაზი იყოს ვიდრე შენ გინდა!მინდა ბოლომდე იყოშენ გრძნობებში გარკვეული.
-კი მაგრამ -ნატა დაბნეული იყო, ვერ ხვდებოდა ვაჩე რატომ იყო მოწყენილი.
-ხვალ თბილისში მივდივარ ორი დღით, მინდა ცოტახანს დაგასვენო ჩემგან -გაუცინა ვაჩემ, რომ ჩამოვალ მერე ხელს ჩაგჭიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ!
მისი ცხელი ტუჩები ახლა შუბლზე იგრძნო, აკოცა და დაემშვიდობა, პატარა ბავშვივით გაეტირა ვაჩესაც და მის ტუჩებსაც.

მთელი ღამე ფიქრობდა რატომ მისცა ვაჩემ დრო...
რატომ არ დარჩა?!
უკვე ძალიან კარგად იცნობდა, უნდა ეფიქრა და პასუხს აუცილებლად იპოვიდა.
„რა თქმა უნდა, ჩემგან ხომ არ მოუსმენია რომ მეც მიყვარს! ღემრთო რა სულელია“ ეცინებოდა ნატას, ცოტა გახალისდა როცა პასუხი იპოვა, ვაჩესნაირი იდეალისტი ვერასოდეს იქნებოდა ქალთან რომელიც მას უყვარდა და ქალს კი არა.
სასწრაფოდ წამოხტა და დაწყებული ნახატის ხატვა გააგრძელა...
ისე დაათენდა ვერც გაიგო.
შუადღე იყო რომ მორჩა, იმდენად მშვენიერი გამოუვიდა თვალებს ვერ უჯერებდა...
ახლა მიხვდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში მიხვდა რატომ ელოდებოდა იმ ერთადერთის დახატვას. ვინც გიყვარს იმას ხულ სხვანაირად ხატავ!

მთელი დღე ეუფორიაში იყო, ერთი სული ქონდა ვაჩე როდის დაბრუნდებოდა, რამოდნეიმეჯრ მონატრებულმა იტირა.
ბოლოს მიხვდა რომ ერთი დღე როგორმე უნდა გაეძლო ასე ოთახში ჯდომით კი ვერაფერს მიახწევდა, დროს კიდევ უფრო გაწელავდა ამიტომ აუზზე გდაწყვიტა ჩასულიყო.
საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა დადაბლა ჩავიდა...
აუზზე რამოდენიმე ადამიანი იყო, რამოდენიმეს მზერა იგრძნო,სულ გრძნობდა რომ მასზე ბევრს ჭორაობდნენ, ერთხელ გაიგონა კიდევაც როგორ ამბობდნენ ბატონი ვაჩეს A კლასის საყვარელიაო და ამზე ისე იეჭვიანა ვაჩეს ორი დღე ხმას არცემდა, თან არც ეუბნებოდა მიზეზს და ყავდა ასეთ გაურკვევლობაში. „მისი სავარლები როგორც ჩანს კლასებად იყოფოდნენ“ ბუზღუნებდა ხოლმე თავისთვის.
შეზლონგზე იწვა და წვენს სვამდა როცა ვიღაცა მიუახლოვდა, შეიძლებოდა ყველა წარმოედგინა,ყველა მაგრამ არა ლევანი აქ და ახლა.
-ნატა როგორ ხარ? სად დაიკარგე ტო? ნიკამ ამერიკაშიაო
-ჩამოვედი!
-მე რო ვერ დაგივიწყე იცი?
-ლევან თავი დამანებე გთხოვ
-მაგარ ვიდზე ხარ -ლევანმა ნატას სხეული დაათვალიერა, მისმა ასეთმა დაუფარავმა საქციელმა ნატა წყობიდან გამოიყვანა, სასწრაფოდ წამოდგა და სასტუმროში შევიდა

„ღალატზე მეტად იმის მეშინია,რომ ვეღარ გავიგო ღალატის შესახებ. საშინელებაა, გიყვარდეს ადამიანი, რომელიც ამას უკვე აღარ იმსახურებს“ -ვლადიმირ ვისოცკი
ადამიანს ერთხელ რომ გიღალატებენ მერე ერთიანად ყველას ნდობას კარგავ, თან თუ ისეთი ადამინი ხარ როგორიც ვაჩე იყო. ერთი ადამინის ღალატმა შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს მაგრამ როცა ორი საყვარელი ადამიანი გღალატობს ამან შეილება ფსიქიურად შეგშალოს.
ვაჩემ სწორედ ეს გადაიტანა...
თვრამეტიწლის იყო როცასაოცრად შეუყვარდა, ნამდვილ ზღაპრულ სიყვარულს განიცდიდა.
გოგო კონკია იყო ვაჩე ზღაპრული პრინცი... ორი წელი ვაჩე მასთან ერთად ყველა პრობლემას ერეოდა, ეწინააღმდეგებოდა ოჯახს,ზოგჯერ თავის პრინციპებსაც...
ხანდახან ბრმად გვიყვარს...
ისე ძალიან გვიყვარს რომ შეგვიძლია დედამიწას ბრუნვა შევაწყვეტინოთ...
შეგვიძილია თავი გავწიროთ!
ყველაფერი შეგვიძლია რაც მანამდე შეუძლებელი გვეგონა.
ასე იყო ვაჩეც სანამ მის საყვარელ ქალს საყვარელ ძმასთან არ შეუსწრო სრულიად შემთხვევით...
მაშინ იმდენად იყო გაგიჟებული კინაღამ საკუთარი ძმა მოკლა!
სამყარო გაუფასურდა მისთვის...
დაკარგა ყველას პატივისცემა, ვეღარ ენდობოდა ვეღარავის...როცა შენი საკუთარი ძმა გღალატობს მაშინ ვიღას უნდა ენდო?! ცხოვრებაში არის მტკივნეული ჭრილობები...
ყველა ჭრილობა ხორცდება, ზოგს უბრალოდ დიდი დრო უნდა ძალიან დიდი, მაგრამ ყველა ჭრილობა გვიტივებს ნაიარევს, ხოგი პატარას ზოგი კი ძალიან დიდს.
ამიტომაც არ უნდოდა ვაჩეს ნატას შეყვარება, არუნდოდა კიდევ განეცადა ის ტკივილი რომელიც ერთხელ სიყვარულმა განაცდევინა, თან არ უნდოდა ნატა მუდმივ ეჭვიანობაში ეცხოვრებინა იცოდა სხვანირად ვერ შეძლებდა...ამიტომაც წამოიყვანა აქ.
თავისთავს მაინც აჯობა და ნატას სიყვარულზე მაინც არ თქვა უარი, მის გამო დაიწყო ფსიქოლოგთან სიარული იცოდა ნატას გამო ყველაფერს შეძლებდა...შეძლებდა დაეძლია მისი ეჭვიანობის სინდრომი.

ხანდახან ცხოვრება ისთი შეუბრალებელია და ისე დაგვცინის ჩვენ ადამიანებს რომ გვინდება მასზე უარი ვთქვათ!
თბილიში აუტანელი იყო უნატაობა და მის გმო ადრე დაბრუნდა, ახლა კი საკითარ სასტუმრროში იდგა და ხედავდა მის საყვარელ ქალს ვიღაც კაცი როგორ კოცნიდა...ყველაფერი დაავიწყდა...
დაავიწყდა ნატა როგორ იცილებდა ლევანს, როგორ ეუბნებოდა წასულიყო
ისიც დაივიწყა ნატა როგორ იშორებდა ლევანს ახლა მხოლოდ კაცს ა ქალსხედავა, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, ვეღარ ხედავდა ნატას ფართხალს რომელიცხდილობდა ლევანს დასხლტომოდა...
იგრძნო ძარღვებში სისიხლი როგორ მოაწვა, ერთიანად აუდუღდა.
ორი წამი დასჭირდა ნატასთან გასაჩენად... ლევანი მიატრიალა და თავი დაარტყა, მაშინვე გაითიშა.
ნატასმაჯაში ხელი მოკიდა დალიფტში შეიყვანა,დაცვის ბიჭებს უღრიალა არავინ შეეხოთ, იცოდეთაქ რო ჩამოვალ ისევ აქ დამხვდეს ფეხზე მდგარი! - ისე ღრიალებდა ნატას შიშისგან შეაკანკალა. ისე გაუხრდა რომ ჩამოვიდა, ლევანისგან რომ იხსნა...
მის ამღვრეულ თვლებს უყურებდა და ვერაფერი გაგეო, გრძნობდა მკლავზე როგორ უჭერდა ხელს და ტკივილისაგან სულ უფრო მეტად უნდოდა ტკივილი, ლიფტი მათ ოთახთან გაჩერდა და ნატამ მხოლოდ ახლა მოახერხასიტყვის თქმა -ვაჩე მტკენ - ტკივილისგან ხმა გაბზარული ქონდა...
არაფერი უთქვამს, არცხელი გაუშვია ოთახში შიყვანა თვითონ კარი მიუხურა და გასაღებით ჩაკეტა.
ყველა გრძნობა გათიშული ქონდა, არავინ და არფერი ახსოვდა ლევანის გარდა რომელიც დაბლა იყო და რომელიც რამოდნიმე წამის წინ ნატას კოცნიდა! იცოდა ახლა ლევანისთვის რაღაც რომ არ დაეშავებინა ვერ გაჩერდებოდა!



№1  offline წევრი ლილიანი

უხ მოვკლავ ამ ლევანის რაა ვერ ვიტან ამან ახლა რამე არ მიქაროს ნატასთან

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე გული გამიჩერდა ეს რა იყო
აუ გთხოოვ ნუ გააფუჭებ ამათ ურთიერთობას რა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი Etoo

Imedia rame sashinelebas ar chaidens da natas tavs ar sheazizgebs dzlivs daalagages urtiertoba ytxras natam ro uyvars da morches yvelaperi codvaa es gogo tanjvistvis da es bichic mLe gamoapxizle levani mibegve ise nata kia ara sakutari tavi ro ver icnos:d :d magari tavi iyo male dade upro didi

 


№4 სტუმარი ის

ძალიან მომწონდა ისტორია რადგან რაღაც განსხვავებული იყოო დიდი ინტერესით ველოდებოდი მაგრამ ბოლო ნაწილი ამ თავის ბანალურობის პიკი იყო.. ისტორია რომელიც ასე კარგად დაიწყე არ უნდა გაგეფუჭებინა ბანალურობით... თუ მაინცდამაინც ჩხუბი გინდოდა იქნებ მოგეფიქრებინა სხვა რაც შენს ისტორიას არ გააუფერულებდა

პ.ს არ გეწყინოს <3 წარმატებები

 


№5 სტუმარი teogvinianidze

male dadeb axal tavs

 


№6  offline წევრი Takunna

როდის დადებბ ახალ თაავს ?

 


№7  offline წევრი ლუანა

Kviras davdeb bavshvebio bodioshiit (((

 


№8  offline წევრი Teo Gvinianidze

agar agrdzeleb

 


№9  offline წევრი babi3001

შემდეგ თავს როდის დადებ??

 


№10 სტუმარი სახელი

rato ar agrzeleb?? zaan mainteresebs da male dade raa gtxooov <3

 


№11 სტუმარი Guest Tamta

Megadevebi?? Kvirasundaaadaaagedooooo:))))))))

 


№12 სტუმარი Guest თეო

agar dadga us kvida ro dado shemdegi tavi

 


№13  offline წევრი eka3

კვირას დებს მარა რომელ კვირას გვითხრას სანამ გაგვძვრა სული ლოდინში

 


№14  offline წევრი babi3001

აღარ აგრძელებ?!

 


№15 სტუმარი Eto

Gaagrdzele raaaa dzalian magari istoriaaada rato shewyvite
Upasuxismgeblos iqcevi

 


№16  offline წევრი ქეთთო

არ აგრძელებ?

 


№17  offline წევრი Merri

აუ როგორ მინდა გაგრძელდეეს :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent