შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატების კონკურსი ტური II


18-10-2017, 01:35
ავტორი goga27
ნანახია 4 196

ძვირფასო მომხმარებელო, გვინდა გაცნობოთ, რომ ადმინისტრაციისა და ახალბედა მწერლების გადაწყვეტილებით, საიტი ატარებს ჩანახატების კონკურსს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ "წევრის" მქონე სტატუსის მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით. კონკურსი შესაძლებლობას მოგცემთ, გამოსცადოთ საკუთარი თავი ორი განსხვავებული თემატიკის ტურში, გამოავლინოთ ჩანახატის წერის თქვენი შესაძლებლობები, გახდეთ ახალბედა მწერლების რჩეული და მიიღოთ სასიამოვნო პრიზები წიგნების სახით გამომცემლობა "წიგნები ბათუმისაგან."

მეორე ტურში გადასული 10 ავტორი და საიხლე

HeeChul-ah - სურვილების რეგისტრატურა
Foxgirl - მე მწერალი ვარ
yvavi - ფასი შეთანხმებით
ენ ჯეინი - თოვლივით თეთრი გქონდა ხელები
Ignifex - მცდარი აზრი
Katherinaa - გოგონა ფრთებით
TeddyBear - რომა და ნი
თამაკო - ლულუ ( მოხსნილია კონკურსიდან )
Teddy)) - აედევნე უკან
თეთრი შოკოლადი - რასაც დღეს უიმედობას უწოდებენ

კონკურსის წესები

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ვებგვერდზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს, გარდა ახალბედა მწერლებისა და ადმინებისა.
2. თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთი ნიკით. ერთი მომხმარებლის მიერ, კონკურსში ორი ან მეტი ნიკით მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს დისკვალიფიკაციას და ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
3. საკონკურსო ჩანახატის დამატებისას უნდა იყოს მითითებული კატეგორია "საკონკურსო სიახლეები".
4. საკონკურსო ჩანახატი დაწერილი უნდა იყოს, სპეციალურად ამ კონკურსისთვის.
5. საკონკურსო ჩანახატში უნდა იყოს დაცული ცენზურა.
6. საკონკურსო ჩანახატი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული. (შეძლებისდაგვარად)

ტური მეორე 18 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი.

სახელწოდებით "ფანჯარასთან" - თქვენთვის მოცემულია ჩანახატის კონკრეტული სათაური, რომლის გარშემოც იტრიალებთ და საკუთარ წარმოსახვას ჩანახატის სახით შემოგვთავაზებთ.

გამარჯვებული სიახლე 3 ნოემბერი

საუკეთესო სიახლის ავტორს 3 ნოემბერს გამოავლენს ახალბედა მწერლებისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელსაც გადაეცემა გამომცემლობა "წიგნები ბათუმისაგან" სამი წიგნი...

საკონკურსო პრიზები

კონკურსში გამარჯვებულ, საუკეთესო სიახლის ავტორს, გადაეცემა საიტის პარტნიორი წიგნების გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" -სგან 3 წიგნი.

• სიუზან კეისენი "გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს"
• ფენი ფლეგი "შემწვარი, მწვანე პომიდვრები"
• ზურა აბაშიძე " როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი"

კონკურსის ჟიური

საუკეთესო საკონკურსო ნაშრომებს გამოავლენს საიტის ახალბედა მწერლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

საიტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესო გამიწვდვააა

 


№2  offline წევრი Mtirala

საინტერესოა...
და მაინტერესებს თუ გამარჯვებულმა წიგნებზე უარი თქვა?!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline მოდერი Kira

Mtirala
საინტერესოა...
და მაინტერესებს თუ გამარჯვებულმა წიგნებზე უარი თქვა?!

წიგნები გამარჯვებულს აუცილებლად უნდა გადაეცეს ხოლო შემდეგ რაც უნდა და როგორაც უნდა ისე მოიხმარს :3

წარმატებები ბავშვებო ყველას <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი Daniela

2 turshi chanaxatis satauri ra iqneba ra temaze unda daiweros??

 


№5  offline მოდერი Kira

Daniela
2 turshi chanaxatis satauri ra iqneba ra temaze unda daiweros??

მეორე ტურის თემის სათაურია "ფანჯარასთან" ამ თემის ირგვლივ უნდა დაიწეროს რაც შეეხება პირველს თავისუფალი თემაა.
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№6  offline წევრი Daniela

Kira
Daniela
2 turshi chanaxatis satauri ra iqneba ra temaze unda daiweros??

მეორე ტურის თემის სათაურია "ფანჯარასთან" ამ თემის ირგვლივ უნდა დაიწეროს რაც შეეხება პირველს თავისუფალი თემაა.

gasagebia, gmadlobt!

 


№7  offline წევრი MmariiamM))

ძალიან საინტერესო კონკურსია, ყველას წარმატებებს გისურვებთ.
--------------------
Mm))

 


№8  offline წევრი teddy))

წარმატებები მეც და დანარჩენ მონაწილეებსაც! heart_eyes კარგია ასეთი კონკურსებით რომ გვანებივრებთ smile kissing_closed_eyes kissing_heart

 


№9  offline წევრი keso11

ლექსის სახით თუ შეიძლება?

 


№10 სტუმარი 263

keso11
ლექსის სახით თუ შეიძლება?

არა, ჩანახატების კონკურსია.

 


№11  offline მფლობელი goga27

თეთრი შოკოლადი^^
მეორე ტურში გადასულთა სია როდის გამოქვეყნდება?

18 ოქტომბერს
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№12 სტუმარი სტუმარი shokoladi :D

წარმატებები ყველაას ბავშვებო. ზუსტად ის ტოპ ათეული იყო რომელიც მე ძალაინ მომწონდა heart_eyes heart_eyes

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჩემი ათეული <3
ბავშვებო, გილოცავთ ყველას და წარმატებებს გისურვებთ მეორე ტურში <3
ძაააალიან გთხოვთ, არ იჩქაროთ!!! <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

არ მიყვარს, როცა ჟიურის წევრები კონკურსის მსვლელობის დროს აფასენებ ნაწერებს. შესაბამისად თითოეულ ნაწერზე კომენტარის დადებისგან თავი შევიკავე. თუმცა ახლა უნდა აღვნიშნო. თითოეულ მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი კარგი საკონკურსო ჩანახატების გამოგზავნისთვის. უდაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ნაწერები შემოგვთავაზეთ და ჟიურის საფიქრალიც გაგვიჩინეთ ათეულის შერჩევისას smile თითოეულს გისურვებთ წარმატებას და მუზის მუდამ თქვენთან ყოფნას. ათეულში გასულ კონკურსანტებს გილოცავთ მეორე ტურში გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ერთმანეთთან თითქმის მეგობრობთ კონკურენცია საკმაოდ დიდია, რაც მე, როგორც ჟიურის წევრს ძალიან მიხარია. გულის ფანცქალით ველი ახალ საკონკურსო ჩანახატებს kissing_heart

 


№15  offline წევრი An_Gel

ფინალისტებო, გილოცავთ, ნამდვილად ძალიან ღირსეულები ხართ ათივე.
წარმატებებს გისურვებთ. იმედია, კიდევ უფრო საინტერესო ჩანახატებს შემოგვთავაზებთ. heart_eyes
არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მწყდება გული "ველურ, შავტუხა ქალზე", მაგრამ რას ვიზამთ, კონკურსი კონკურსია.

 


№16  offline წევრი teddy))

მადლობა, მადლობა <3 გილოცავთ <3 ჩემს თავსაც ვულოცავ <3 წარმატებები ყველას heart_eyes

 


№17 სტუმარი cdckvh

ვერ ვხდები რომა და ნი რატომ მოგეწონათ

 


№18 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ნამდვილად ფავორიტები არიან,მხოლოდ ერთს არ მოველოდი ამ სიაში.
წარმატებები გოგოებო ❤

 


№19  offline წევრი HeeChul-ah

ძალიან დიდი მადლობა ადმინისტრაციას, ახალბედა მწერლებს და მკითხველებს თბილი სიტყვებისათვის ~~
ფინალისტებო, კარგები ხართ და მიხარია თქვენთან ერთად რომ მოვხვდი ამ სიაში.
წარმატებებს გისურვებთ ყველას
--------------------
Nico nico nii

 


№20  offline წევრი Mtirala

რამდენიმე ჩემი ფავორიტი ამოვიკითხე და ძალიან გამიხარდა ❤❤
უფროსწორად ყველა ძლიან ღირსეული და შენსანიშნავი მონაწილეა ❤❤❤
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№21  offline წევრი Ignifex

როგორ გამახარეეეეეთ,ძალიან დიდი მადლობა!!!!! ^^
წარმატებები ყველას ♥♥♥

 


№22  offline წევრი Katherinaa

დიდი მადლობა ჟიურის და საიტის მომხმარებლებს სტიმულისთვის.
წარმატებები ყველა მონაწილეს

 


№23  offline მოდერი Kira

პირველ რიგში, როგორც ერთ-ერთი ჟიურის წევრი ყველას მადლობას გიხდით, ვინც მონაწილეობა მიიღო და იმათაც ვინც მხარს უჭერდით. ძალიან დიდი სტიმულია თითოეული მათგანისთვის თქვენი თბილი სიტყვა და ვიცი როგორი დაძაბულები ელოდნენ პასუხებს. მეორე ტურის მონაწილეებო წარმატებები, იმედი მაქვს თქვენს შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უფრო კარგად დაგვანახებთ. რაც შეეხება მათ ვინც კონკურსს გამოეთიშა. ყველანი ძალიან კარგები იყავით. ვფიქრობ ბევრად მეტი შეგიძლიათ ვიდრე ეს ახლა აჩვენეთ, გაითვალისწინეთ ის სასარგებლო რჩევები რომლებიც მკითხველისგან მიიღეთ . წარმატებები <3

პატივისცემით. მფრინავიზვიგენიკირა
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№24  offline მოდერი Eleniko13

An_Gel
ფინალისტებო, გილოცავთ, ნამდვილად ძალიან ღირსეულები ხართ ათივე.
წარმატებებს გისურვებთ. იმედია, კიდევ უფრო საინტერესო ჩანახატებს შემოგვთავაზებთ. heart_eyes
არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მწყდება გული "ველურ, შავტუხა ქალზე", მაგრამ რას ვიზამთ, კონკურსი კონკურსია.

არ დაგწყდეს რა,
მე თვითონ არ მწყდება, მართლა.
მადლობა, რომ მოგეწონა,
არ იფიქრო,
რომ მეორე ტურში გადასასვლელი ნაწერი იყო,
რომელი გაგებითაც გინდა, იმით.
ვიცოდით მეც და
მაგ ველურმა, შავტუხა ქალმაც,
რაც იქნებოდა და როგორც,
ასე რომ,
დაივიწყე.
მადლობა, უღრმესი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№25  offline აქტიური მკითხველი La-Na

წარმატებები გენაცვალეთ.აბა თქვენ იცით
--------------------
ლანა

 


№26 სტუმარი Guest

Movida 3 noemberi sad ari gamarjvebuli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent