ერკე მიდასი - მეტრო (4)
უცნაური ელდა მიელამუნა მის გონებას, რომელსაც არანაირი საზღვარი არ ჰქონდა ადამიანთა გრძნობების სიმძიმის და სიფაქიზის ცხოველისეული მოთხოვნილება გაუჩნდა. გრძნობების მოთოკვას ვერ ახერხებდა, სიმძიმეგადაგორებული მისი სხეული დუნედ მოძრაობდა და რაღაც, რაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, უკან ექაჩებოდა. წინათგრძნობა, რომელიც გულს უკლავდა, ფიქრი, რომელიც სიცოცხლის უნარის გამოყენებით მის თავდაჯერებლობასაც აქრობდა და ბევრ ადამიანს ჩაუქრობდა კიდეც სინათლის წყაროს მის სულში, თუმცა რასტი ასეთი არ იყო. გონებას ეწინააღმდეგებოდა და თავს აიძულებდა ემოძრავა. მუზეუმი სავსე იყო ძვირფასი ნივთებით და ძველი ნახატებით, რომელიც ერთადერთი იყო რაც წარსულთან იმ დროს აკავშირებდა. ძლიერ გაუკვირდა კედელზე დაკიდებულ ერთ ფოტოს, რომ გადააწყდა. ძლიერ გაუკვირდა, რადგან ის არ ჰგავდა რომელიმე გენიოსი მხატვრის შესრულებულ ტილოს, თუმცა მაინც ნაცნობი შეგრძნება ჰქონდა და მუცელში ჭვალად ესობოდა. შეგრძნება, რომელიც ყრმობას ახსენებდა და აბრუნებდა იმ სიკეთით სავსე დღეებში და სიყვარულით განმსჭვალულ დროს, როდესაც ყველანი ერთად იყვნენ, ყველანი სიცოცხლით სავსენი და ბედნიერნი იყვნენ. „მათ შორის, მამაჩემიც, რომელმაც უკანმოუხედავად გაქუსლა და დაგვტოვა მარტო. ასე რომ არ მოქცეულიყო, დედაჩემიც არ მოიკლავდა თავს და მისი სიყვარულის, სითბოს გემო კვლავ მეცოდინებოდა. წყეულიმც იყავ მამაჩემო!“ კიდევ უფრო გაუკვირდა, როცა გაიხსენა თუ რატომ ეცნობოდა ეს ნახატი და რა გრძნობებს უღვიძებდა მასში. ტილო, რომელზეც გამოსახული იყო უმშვენიერესი ეზო, რომლის ნახვამაც წარსულის ტკივილები მოჰგვარა. გაახსენდა როგორ თამაშობდა მის ძმასთან ერთად გაშლილ მინდორზე, სახლის წინ. შუაში მიწიდან ამოყვანილი ჭაბურღილით, საიდანაც სუფთა ცივ წყალს ეზიდებოდნენ სახლში. სახლი მუქი წითელი ხის გახლდათ და მის მახლობლად ორი ზუსტად იმ ორ სართულიანი სახლის სახურავის ბოლო წერტილამდე მიმწვდარი მუხის ხე, რომელნიც ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. სახლის მარცხენა მხარეს კი ვაზის მტევნები ჩალაგებულიყო მწკრივად. ტილოზე, მინდორში ქალბატონი ჩამუხლულიყო, რომელსაც შორიდან სახე არც ისე კარგად უჩანდა, მაგრამ საკმაოდ ნატიფი და ლამაზი სახის ნაკვთები, მომრგვალებული სახე მის განუზომელ სილამაზეს უსვამდა ხაზს, რაც უამრავ მამაკაცს სახტად დატოვებდა და მათი გულები ამ სილამაზის ტყვეობაში სამუდამოდ ჩარჩებოდნენ, თუმცა როგორც ჩანდა ეს სიმშვენიერე მხოლოდ ერთ მამაკაცს ეკუთვნოდა, რადგანაც შორი ახლოს სამი პატარა ყმაწვილი თამაშობდა ხისგან გამოყვანილი იარაღებით, რაც მისი ბავშვობის ერთადერთ ტკბილ მოგონებას წარმოადგენდა. სახლში შენახულიც კი ჰქონდა იმ დროის მომაგონებელ ანტიკვარად ხის სასროლი იარაღი, რომელსაც მამამისი აკეთებდა ხოლმე. სახლი მათ ფონზე უფრო ლამაზი იყო და ბოლოს სახე გაუნათდა რასტის. გარდა ხისგან ნათალი იარაღებისა მამამისს, ასევე შეეძლო ეხატა და მთელი ბავშვობა, მას შემდეგ რაც მამამ მიატოვა და დედასთან ერთად კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა, სანამ ისიც დასტოვებდა წუთისოფელს და ძმებს, ერთად მოუწევდათ რაიმე გამოსავლის პოვნა, რათა თავი გაეტანათ და ცხოვრებისთვის ახალი თვალით შეეხედათ, მათ მუქი წითელი ხის სახლში, ეს ნახატი ეკიდა შემოსასვლელში და ყოველთვის სანამ სამზარეულოში შევიდოდა საძინებლიდან ჩამოსული, მას ეს მშვენიერება წინ ელოდა და ყოველთვის უგულოდ ჩაუვლიდა ხოლმე, მაგრამ ახლა სწორედაც, რომ აკვირდებოდა და თვალს ვერ წყვეტდა მის ულამაზეს ნატიფ ბუნებას, მიდამოს და მის შუაში ჩამჯდარ ქალს, რომელიც მონატრებული ჰყავს უკვე წლებია, მხოლოდ ახლა ეძვირფასება ამ ტილოს ყურება. თან გონებას ეთამაშება ფიქრებით და წარმოსახვაში ცდილობს წარსულის იარები შეახორცოს და თვალნათლივ დაინახოს ის სურათები, რომლისაც ღვთის უზომო მადლიერი იყო და მის წყალობით ბედნიერებით იყო სავსე. „ასეა, კაცი ვერასდროს ხვდება რაოდენ ძვირფასია მისთვის ყოველივე მის ხელთ არსებული, სანამ არ დაკარგავს მათ და მონატრების საბურველ ნისლში არ გაეხვევა. ყელში მქონდა ეს ნახატი ამოსული, არც კი ვუყურებდი, რადგან დედა გვერდზე მყავდა, ვხედავდი, ვეხუტებოდი, ცოცხლად შევიგრძნობდი მის სილაღეს და სითბოს. სანამ არ დავკარგე. ახლა კი აქ... აქ რა უნდა? ან ეს მუზეუმი საიდან მოხვდა აქ?“ ...ქხამ... ქხამ... მამაკაცმა, რომელსაც მიჰყვებოდა უკან რასტი შემობრუნდა და ჩაახველა ყურადღების მისაქცევად. თან ნაღვლიანი მზერა შემოეფეთა როცა მას შეხედა რასტიმ. ნაღვლიანად უმზერდა უცნობი და ვერ გაიგო სად მიჰყავდა. - წამობრძანდით, თუ შეიძლება. დიდხანს გელოდით. -კი, მაგრამ ვინ ბრძანდებით? ან ეს თქვენ საიდან ჩაგივარდათ ხელთ? - ბუნდოვანებას მოეცვა მისი წარსულის გარკვეული ეპიზოდები, საერთოდ ჩაჰკარგვოდა სიბნელეში თუ სად დაიკარგა ნახატი, რომელიც ახლა სულს უფორიაქებდა და ფეხის თითებამდე ჟრჟოლა ატანდა მის სხეულს. -ამას მოგვიანებით აგიხსნით, ჯერ წამობრძანდით. - მშვიდად, ტონის შეუცვლელად მიმართა უცნობმა. მის შავ ულვაშში თითქოს იმალებოდა რაღაც იდუმალება და ვერ აღექვა მისი ეს ნაცნობი გრძნობები. თითქოს არც გაზრდილიყო და ისევ საკუთარ ძველ ბინაში დაბრუნებულიყო, სადაც ჟივილ-ხივილით იკლებდა მდელოსა და ტყეებს, სადაც სიხარულს უნერგავდა მისი ღიმილი მეზობელ ბავშვებს და სადაც ტკივილის, გაუსაძლისი სიმარტოვის და უკიდეგანო მონატრების ადგილი არ იყო. ნოსტალიისებრი ჩაქუჩივით ჩარტყმა იგრძნო პირდაპირ ტვინის ხვეულებში, იმ ადგილებში მეხსიერებაზე ვინც აგებს პასუხს და ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ვიღაცამ მისი რელიქვია, რომელიც უსაშველოდ მონატრებული დედის სახებას, ბედნიერ სახებას ასხივებდა მუზეუმში წაიღო და იქ ჩამოკიდა. -ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან, სანამ ამას არ მეტყვით. იცოდეთ, - თითის ქნევით და საოცრად გამეხებული ტონით მიმართა მამაკაცს, რომელიც უკვე კიბეებზე იდგა და ელოდა. - სხვისი საკუთრების მითვისებისთვის გიჩივლებთ და ნახავთ! ნახავთ რა დღე დაგადგებათ თქვე... ადგილიდან დაიძრა უცნობი და სავარაუდოდ თანამდებობით ამ მუზეუმის ფილიალის უფროსი და მკლავში სწვდა რასტის. მას საოცრად ეთაკილა და განრისხდა. როცა მოთმინებაგადაწურულმა მამაკაცმა მისი ძალით წაყვანა დააპირა გაჯიუტდა და ადგილიდან არ დაიძრა რასტი, აქაოდა ვინ ბრძანდება მიმითითოს რა გავაკეთოო და რადგანაც ეს აღმოვაჩინე მასზე სათანადო პასუხიც უნდა მივიღო, რაციონალური ახსნაო, მაგრამ კიდევ უფრო გააღიზიანა უცხო ადგილას მისმა ხილვამ და რადგანაც იპოვა, მისი სახლში წაღება მოუნდებოდა, მაგრამ აქედან ვინ გაატანდა. თუმცა სიზმრიდან რაიმე როგორ უნდა წაეღო. ის ხომ ორი ათას ორმოცდაოთხ წელში იყო. გაიფიქრა ირონიულად და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მუშტი მოუქნია გამწარებულმა. მუზეუმის თანამშრომელი, გამოწყობილი ღია ლურჯ პერანგში, მის ზემოდან შავ კოსტიუმში და მუქ შავ ნაჭრის შარვალში შებარბაცდა, ღიმილი წაერთვა სახიდან და დამქანცველი, გატანჯული და იმედდაკარგული მზერა შერჩა ხელში, ოქროსფრად მოპირკეთებულ იატაკზე საჯდომით დაეცა და ხელი შეაშველა უკან, რომ თავიც არ დაერტყა. ყვირილის გაგონებისთანავე შემოვარდა მცველი, რომელიც კარებში შეხვდა რასტის, მივარდა კედელს მიანარცხა და ხელები უკან გადაუჯვარედინა, რომ არ გამოძრავებოდა, თუმცა როცა ადგომა და ხმის ამოღება შეძლო მცველს უთხრა: -არ გინდა თაზო, არ გინდა... გთხოვ. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა, იწმენდდა შარვლის ტოტებს და თან ძლიერად ქოშინებდა, თითქოს ფეხით ერბინოს კილომეტრები. - ეს რა ძალა გქონია! - გაოცებას ვერ მალავდა მისი სახე. - საოცარია. -რაღაც გკითხე-თ მგონი და იმედი მაქვს პასუხის ღირსად ჩამთვლით. - მშვიდად თუმცა ღვარძლიანი ინტონაციით კიდევ უფრო მეტი ზიზღი შემატა საკუთარ სიტყვებს რასტიმ. -მამაშენმა. -ვერ გავიგე? -რა გჭირს რას... კაბინეტში შევიდეთ და ყველაფერს აგიხსნი, რა საჭიროა უხეშობა და სიველურე, რომელსაც ადამიანის ეს უნატიფესი ქმნილება ჩადიხარ. -სულ დავიბენი. – „რას? ასე ხომ ყოველთვის მშობლები მეძახდნენ, განსაკუთრებით დედა, რომ მივმხვდარიყავი მე მეძახდა და არა მამაჩემს. რა ჯანდაბაა!“ თამაზმა ხელი გაუშვა. კედელს მოშორდა რასტი. - გთხოვ... უბრალოდ წამომყევი. აქ ამაზე სასაუბრო ადგილი ნამდვილად არ არის. - ათრთოლებული ხელით ევედრებოდა მისთვის უცნობი მამაკაცი, ვისთვისაც რასტი ნამდვილად არ იყო უცნობი და გული სევდით მოეწურა. თითქმის მზრუნველობითი ტონით მიმართავდა და მეტყველი თვალებით უყურებდა მას და გული უკვდებოდა მის შემხედვარე. საიდან ახსოვდა ეს მზერა? საიდან ჰქონდათ აქ ფოტოსურათი, რომელიც წლების მანძილზე არ ენახა? ამ კითხვებზე პასუხი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის და ძალიან აინტერესებდა, ამიტომ უმორჩილესად გაჰყვა. - თამაზ, შენ კი საქმეს მიხედე, ყურადღება არ მოადუნო. როგორც მოვილაპარაკეთ, გახსოვს ხომ რაზეც ვისაუბრეთ? - თვალი ჩაუკრა მცველს და გატრიალდა. -დიახ დიახ, ყველაფერს შევასრულებ. არ ინერვიულოთ. - მცველი პოსტს დაუბრუნდა და რასტიმ მხოლოდღა მას მოჰკრა ყური, როგორ უთხრა ვიღაც ქალბატონს თამაზმა, რომ მუზეუმი დაიხურა და დღეს აღარ იფუნქციონირებდა. რომ სხვა დროს მობრძანებულიყო. შეწინააღმდეგება და ტონის აწევაც კი გაბედა ქალმა, მაგრამ მალე მათი ხმა კედელს მიღმა მიიკარგა. მეორე სართულზე ხელმარცხნივ მოუხვიეს და დერეფანს გაუყვნენ. ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჯელტმენს რასტი და ინტრიგა უფრო და უფრო ითრევდა მის განაწამებ გონების უჯრედებს, რომელთა წყალობითაც ვერ სუნთქავდა. შიში ეპარებოდა ყოველ მცირეოდენ ხმაურზეც კი, რომელიც შეიძლებოდა გამათბობელს ან კარის გაღების ხმას კუთვნებოდა, შეუმჩნევლად შეხტებოდა გაფაციცებულ უმეტყველო სიჩუმის დარღვევაზე და თავს ატრიალებდა მაშინვე ობიექტისკენ. სარკეში რომ ჩაეხედა ასევე დაინახავდა თავის გაფითრებულ პირი-სახეს და შიშის მონოტონურ ღრიალს საკუთარ თავში მარტივად ამოიცნობდა. კაბინეტის კარი გააღო მამაკაცმა და რასტის შიგნით შეუძღვა. ოთახი გაკრიალებულ მდგომარეობაში რაგბისტის ოთახს მოგაგონებდათ. სამუშაო მაგიდის ხელმარჯვნივ მდებარე თაროზე ჯილდო რაგბის ჩემპიონთა ლიგის, რომელიც როგორც მის ქვეშ გაკრულ აბრაზე აღნიშნულიყო ორი ათას ოცდათექვსმეტ წელს მომხდარიყო. რაც რაოდენ უნდა აღინიშნოს, რასტის არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა ამ მოვლენაზე, არადა თავადაც ნაწილობრივ ინტერესდებოდა რაგბით, მაგრამ უმეტესწილად დროში ვერ ეტეოდა ყოველი თამაშისთვის ედევნებინა თვალი. წიგნების თარო მის პირდაპირ და სამუშაო მაგიდიდან ხელმარცხნივ იყო, სადაც არა მარტო წიგნები იყო ბიზნეს ლიტერატურაზე, არამედ ფაქტურები და საქაღალდეები, წლობის მიხედვით დათარიღებული და ასევე შედევრები მხატვრულ ფერწერაში. საუკუნოვანი ტილოს რამდენიმე ასლიც ეკიდა კაბინეტის კარის მხარეს კედელზე და კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც მამამისის ნახატს ჰგავდა. წამში შეათვალიერა მთელი ოთახი და რა წამს კარები ჩაკეტა და შუშა დაბინდა მამაკაცმა, მაშინვე გრძნობით ეცა ბიჭს და ძლიერად ჩაეხუტა. თვალებიდან ცრემლიც კი გულნაკლავივით ჩამოეწურა და მისი მონატრებული სითბოს წყალობით ივსებდა განცდას, რომელიც დიდი ხანია არ ღირსებია. რასტის ბედნიერების კვალი დააჩნდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რატომ, ვერ გაეანალიზებინა ყოველივე და დღის რეჟიმში ვერ დაედგინა რაოდენ ნამდვილად ხდებოდა მისი ბედნიერების ნაწილაკები მის თავს. -ვინ ბრძანდებით? - ძლივს მოიშორა აკრული სხეული მისგან. -ვერ მცნობ? - დანაღვლიანდა. გულზე ხელი დაიდო ერთი შეხედვით გულმოკლულმა და საღ აზრს გამოცლილმა და გულმხურვალე გრძნობისგან იმედდაკარგული მიესვენა თავის სავარძელს. -სამწუხაროდ ვერა... ბოდიშს გიხდით. - დარცხვენით უპასუხა რასტიმ. -არა, არა... ბოდიშს ნუ მიხდი, ეს სავსებით ნორმალურია, მე კი როგორ მენატრებოდი ჩემო ბიჭო. ძალიან, ძალიან მენატრებოდი. მომიყევი შენი ძმა რას აკეთებს, გთხოვ ყველაფერი მითხარი. -რ...ო... -რამდენი დრო გავიდა მას მერე. რასტი, მე მამაშენი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ გხედავ. - თავი კვლავ ჩაღუნა სინანულით. გრძნობის ალთა ტყვეობაში მყოფს სახე დასეროდა. რასტი გონებაში უარყოფდა მის ნათქვამს. ის საერთოდაც არ ჰგავდა მამამისს და რომც ყოფილიყო, მასთან მხოლოდ ზიზღი თუ ამოძრავებდა და მეტი არაფერი, რადგან ის გაიქცა, მის გამო დედამისმა თავი მოიკლა და ეს ყველაფერი მისი გაქრობით იყო გამოწვეული. საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა და უნებურად კარისკენ მიტრიალდა, შუშაზე კი უეცარი ელდით ნაცნობი სახელი ამოიკითხა: რასტი სიხარულიძე. ... პ.ს. ვფიქრობ ერთი კვირა დაგასვენოთ. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.