ახალი დღე
დღეს როცა გავიღვიძე და გვერდზე გავიხედე მივხვდი, რომ ყველაფერი მქონდა. როცა დავინახე ადამიანი რომლის სუნთქვამაც გამაღვიძა ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი, ვიგრძენი რომ ჩემ გვერდით იყო ვიღაც, ვიღაც ვის გამოც ცხოვრება ღირდა. ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, დახუჭეთ თვალები და შეიგრძენით იმის სურნელი ვინც გიყვართ. რა დიდებულია..რა გულწრფელია.. რა ამაღელვებელია.. შეგიძლია წარმოიდგინო, უბრალოდ იჯდე და მისი სურნელი შეიგრძნო მაშინაც როცა ის შენს გვერდით არ არის. აი რა არის მეექვსე გრძნობა.. აი რა არის სიყვარული.. ხედავ და გრძნობ იმას რაც შენთან არ არის. ასე უბრალოდ იცი რომ ასეთია.. იცი რომ ნამდვილია.. იცი რომ ერთადერთია.. და მილიონ ადამიანში მხოლოდ ის სურნელია.. მხოლოდ მას გრძნობ.. და დღეს როცა გავიღვიძე და გვერდზე გავიხედე მივხვდი რომ ამ წამისთვის მთელი ცხოვრების დათმობაც კი ღირდა.. და მე ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ყოველ დღე გავიღვიძო.. ყოველ დღე გიყურო.. შენი სურნელი ვიგრძნო.. და ყოველთვის გითხრა რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ…
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.